მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ვამოგზაურებთ" - როგორ ემზადება "ერისიონი" დაუვიწყარი სანახაობისთვის: კულუარული ამბები რეპეტიციიდან
"მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ვამოგზაურებთ" - როგორ ემზადება "ერისიონი" დაუვიწყარი სანახაობისთვის: კულუარული ამბები რეპეტიციიდან

20-21 მა­ისს ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შოუ-პროგ­რა­მით "ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი" წარ­სდგე­ბა, რის­თვი­საც ან­სამ­ბლი ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა. "ერი­სი­ო­ნი" მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყარ სა­ნა­ხა­ო­ბას ჰპირ­დე­ბა.

ჩვენ და­ვეს­წა­რით ან­სამ­ბლის რე­პე­ტი­ცი­ას და ვე­სა­უბ­რეთ პრო­ექ­ტე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მე­ნე­ჯერს, ბა­ტონ ვანო ჩხა­ი­ძეს:

- 20 და 21 მა­ისს ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შოუ-პროგ­რა­მით „ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი“ წარ­სდგე­ბა, რის­თვი­საც ან­სამ­ბლი ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა. "ერი­სი­ო­ნი" მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყარ სა­ნა­ხა­ო­ბას ჰპირ­დე­ბა. ამ პროგ­რა­მით დე­კემ­ბერ­შიც გვქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, რა­მაც ან­სამ­ბლს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. მა­ყუ­რებ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. არ შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის როლი არ აღ­ვნიშ­ნოთ და არ გა­მოვ­ყოთ თა­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აგ­რძე­ლებს ან­სამ­ბლის ტრა­დი­ცი­ებს. როცა ასე­თი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გყავს, ეს ხელ­მძღვა­ნე­ლებს კი­დევ მეტ მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ახ­ლე­ბუ­რად და­ი­ნა­ხონ ამა თუ იმ კუ­თხის ფოლკ­ლო­რუ­ლი და ტრა­დი­ცუ­ლი ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბაც სცე­ნა­ზე ქმნის შე­სა­ნიშ­ნავ სა­ნა­ხა­ო­ბას. ასე, რომ 20 და 21 მა­ისს ვე­ლო­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელს, რომ­ლებ­საც კი­დევ ერთხელ ვა­მოგ­ზა­უ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში.

- რო­გორც ვიცი, 35 წელი იდე­ქით სცე­ნა­ზე, ახლა ან­სმაბ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­ებ­ში ხართ ჩარ­თუ­ლი, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ და იმ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­ზე რაც ან­სამ­ბლში იგეგ­მე­ბა.

- "ერი­სი­ო­ნამ­დე“ 1980 წელს ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის მიერ შექ­მნილ ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის წევ­რი გავ­ხდი. 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა ან­სამ­ბლში მი­ვე­დი. ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე. ეს ქა­ლა­ქი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, ჩემ­ში თუ რამე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი არ­სე­ბობს, იქ შე­ვი­ძი­ნე. რო­გორც გი­თხა­რით, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა სცე­ნა­ზე ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში მომ­ღერ­ლო­ბით და­ვი­წყე.

1986 წელს ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ღე­რის და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო დამ­სა­ხუ­რე­ბულ ან­სამ­ბლში, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად გად­მო­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ან­სამ­ბლს მი­ე­ნი­ჭა აკა­დე­მი­უ­რო­ბა და ეწო­და „ერი­სი­ო­ნი“. რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. აქ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ხვდნენ, სიმ­ღე­რის და ცეკ­ვის კო­რი­ფე­ე­ბი. მათ გვერ­დით ან­სამ­ბლში ყოფ­ნა ჩემ­თვის დიდი სკო­ლა იყო. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, სცე­ნა­ზე 35 წელი ვი­დე­ქი. დღეს კი ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის“ პრო­ექ­ტე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრის კონ­ცერ­ტე­ბის შემ­დეგ ან­სამ­ბლმა შოუ-პროგ­რა­მით „ქარ­თუ­ლი სა­გა­ნუ­რი“ შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა. იქაც სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და და ამან მო­ი­ტა­ნა ის, რომ 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ევ­რო­პა­ში დიდი სა­გას­ტრო­ლო ტური იგეგ­მე­ბა. წელ­საც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი წელი გვაქვს, 20 და 21 მა­ი­სის კონ­ცერ­ტე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით ან­სამ­ბლი ივ­ლის­ში სა­ბერ­ძნეთ­ში და იორ­და­ნი­ა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, ასე­ვე ივ­ლი­სის ბო­ლოს გას­ტრო­ლე­ბი და­ი­გეგ­მა ჩი­ნეთ­ში, სექ­ტემ­ბრში კი ინ­დო­ეთ­ში. ოქ­ტომ­ბერ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ელი­სო ბოლ­ქვა­ძის მიწ­ვე­ვით ბა­თუმ­ში, მის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ასე­ვე ვგეგ­მავთ ახა­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას. „ერი­სი­ო­ნის“ სა­ხე­ლით დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს იმის­თვის, რომ წელ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გავ­მარ­თოთ ის შოუ-პროგ­რა­მა, რო­მელ­საც 20 და 21 მა­ისს მა­ყუ­რე­ბე­ლი თბი­ლის­ში იხი­ლავს. აქვე არ შე­იძ­ლე­ბა არ ვახ­სე­ნოთ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია და მერს, ბა­ტონ კახა კა­ლა­ძეს,რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გვერ­დში გვიდ­გას და ახ­ლაც ამ კონ­ცერ­ტებ­ზე მხარ­და­ჭე­რას გვი­ცხა­დებს.

ვანო ჩხა­ი­ძე

კონ­ცერ­ტებ­ზე აღ­სა­ნის­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, „ერი­სი­ო­ნის“ კონ­ცერ­ტებს უფა­სოდ და­ეს­წრონ. ეს გას­ტრო­ლე­ბი ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სრუ­ლი­ად გვი­ფი­ნანსდე­ბა და მათ­თვის, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი­სით­ვის დიდი სა­ჩუ­ქა­რია, უნდა ნა­ხოთ მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცია, რო­გო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი.

- ან­სამ­ბლს წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ო­ცა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ჰყავ­და, ბა­ტო­ნე­ბი: ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი და რეზო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, რომ­ლებ­მაც მხრე­ბით ატა­რეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ის­ტო­რია და ტრა­დი­ცი­ე­ბი. დღეს კი ან­სამ­ბლს ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის ოჯა­ხი, მისი შვი­ლე­ბი უძღვე­ბი­ან, რა ხდე­ბა ახლა "ერი­სი­ონ­ში"?

- ძა­ლი­ან გული დაგ­ვწყვი­ტა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წას­ვლამ... ჩვენ ხში­რად ვიხ­სე­ნებთ ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის სი­ტყვებს, იგი სულ ამ­ბობ­და, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ქა­ლაქ­ში ვერ გა­დარ­ჩე­ბა. მთავ­რო­ბას და ქვე­ყა­ნას სთხოვ­და, იმ კუ­თხეს, იმ სო­ფელს მივ­ხე­დოთ, სა­ი­და­ნაც ჩვენ ამ დი­დე­ბუ­ლი ფოლკ­ლო­რით ვსაზ­რდო­ობ­თო... „თუ­რა­შა­უ­ლის პატ­რო­ნი ტყე­ში ეძებ­და პან­ტა­საო“ - სწო­რედ ეს გახ­ლდათ ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის საყ­ვა­რე­ლი ან­და­ზა, რო­მელ­საც იგი ხში­რად გვახ­სე­ნებ­და.

ეკა ჭკუ­ა­სე­ლი - ან­სამ­ბლის მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი
ეკა ჭკუ­ა­სე­ლი - ან­სამ­ბლის მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი

რე­პე­ტი­ცია
რე­პე­ტი­ცია

დღეს უკვე ქარ­თულ ფოლკ­ლორს, ტრა­დი­ცი­ებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს. დიდი საქ­მე­ე­ბი კეთ­დე­ბა ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრში -ბა­ტო­ნი გი­ორ­გი დო­ნა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, უვ­ლი­ან და ეფე­რე­ბი­ან ყვე­ლა სო­ფელს, რე­გი­ონს, სა­დაც იბა­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ფოლკ­ლო­რის არა­ერ­თი სკო­ლა გა­იხ­სნა. სა­ო­ცა­რი საქ­მე გა­ა­კე­თა ბა­ტონ­მა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და ქალ­ბა­ტონ­მა ნანა გო­თუ­ამ, მათ შექ­მნეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფონ­დი „ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა“. ასე­ვე და­არ­სეს გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ მო­მა­ვა­ლი ლოტ­ბა­რე­ბი, რე­გენ­ტე­ბი, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი, მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა უბ­რუნ­დე­ბა სო­ფელს და იქ ქმნი­ან ან­სამ­ბლებს, რაც შემ­დგომ­ში და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ზე და პრო­ფე­სი­ულ ან­სამ­ბლებ­ზე.

2015 წლი­დან ან­სმაბ­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია შერ­მან­დი ჭკუ­ა­სე­ლი და მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი ეკა ჭკუ­ა­სე­ლი. მათ მიერ შექ­მნი­ლი ახა­ლი სა­კონ­ცერ­ტო შოუ-პროგ­რა­მით ან­სამ­ბლი დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. ქარ­თველ და უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბით, ახა­ლი პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ის სა­უ­კე­თე­სოა „ერი­სი­ო­ნის“ შოუ-პროგ­რა­მებს შო­რის. ვფიქ­რობ, არ იქ­ნე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი თუ ვი­ტყვი, რომ მათ მიერ დად­გმუ­ლი შოუ წარ­მო­ად­გენს წინ გა­დად­გმულ დიდ ნა­ბიჯს, რო­გორც უფრო დი­ნა­მუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ხა­ტოვ­ნად და სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლეს ის­ტო­რი­ას.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რა­ტომ­ღაც ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ 1999 წელს შე­იქ­მნა...

- არა, 1999 წელს ან­სამ­ბლს „ერი­სი­ო­ნი“ ეწო­და. ეს აზრი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს აქვს, სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვამ გა­მო­იწ­ვია. თა­ვად ან­სამ­ბლი ჯერ მომ­ღერ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, 1885 წელს შე­იქ­მნა აღ­ნი­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ხოლო XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გუნდს მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი შე­უ­ერ­თდნენ და 1999 წლამ­დე იწო­დე­ბო­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ან­სამ­ბლი. თუ ვინ­მეს რამე გა­უ­კე­თე­ბია ქარ­თულ ფოლკ­ლორ­ში და პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე, ყვე­ლას ამ ან­სამ­ბლში უღვა­წია - კავ­სა­ძე­ე­ბის სამ თა­ო­ბას, ჯანო ბაგ­რა­ტი­ონს, ბუ­ხუ­ტი და­რახვე­ლი­ძეს, კი­რი­ლე პა­ჭ­კო­რი­ას, გრი­გოლ კო­კე­ლა­ძეს, შალ­ვა მშვე­ლი­ძეს, ვა­ლე­რი­ან ცა­გა­რე­იშ­ვილს, გუ­რამ ბაქ­რა­ძეს და უამ­რავ კო­რი­ფეს, მა­პა­ტი­ოს მათ­მა სუ­ლებ­მა თუ ვინ­მე გა­მომ­რჩა. ამი­ტო­მაც „ერი­სი­ონს“ ან­სამ­ბლ-მუ­ზე­უმ­საც კი უწო­დე­ბენ. 1999 წელს ფრან­გე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის­გან წა­მო­ვი­და იდეა, ან­სამ­ბლს ისე­თი მოკ­ლე სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და, რომ­ლის გა­რეკ­ლა­მე­ბაც მსოფ­ლი­ო­ში გა­ად­ვილ­დე­ბო­და. სა­ხე­ლი „ერი­სი­ო­ნი“ (რო­მე­ლიც სულ­ხან სა­ბას ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით მთის თავს ზეით ნიშ­ნავს)... ან­სამ­ბლს ძა­ლი­ან შე­ე­სა­ტყვი­სა და მო­უხ­და. ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი­სა და ბა­ტო­ნი რე­ზოს ტან­დემ­მა ან­სამ­ბლს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბით მათ დროს გა­ას­წრეს.

- ბოლო წლებ­ში შექ­მნი­ლი შოუ-პროგ­რა­მე­ბი­დან, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, "ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და" ზოგ­ჯერ ფრან­გულ პრო­ექ­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და...

- არა, ის იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ტო­ნი ჯე­მალ ჭკუ­სე­ლის და ბა­ტო­ნი რეზო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის მიერ შექ­მნი­ლი და დად­გმუ­ლი ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტი. უბ­რა­ლოდ გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლორს გვერ­დით დად­გნენ და ის მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს, მათ შო­რი­საა, ჩვე­ნი ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი ამე­რი­კე­ლი ჯიმ ლო. მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის მე­გობ­რის ვახ­ტანგ ცხა­და­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და. სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­დათ ბობ ოულ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გიჟ­დე­ბო­და. ერთხე­ლაც ბა­ტონ ვახ­ტან­გთან ოჯახ­ში სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და ბა­ტო­ნი ბობ უოლ­შიც და მან თქვა: „უნდა მოვ­ძებ­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს ხელს მოჰ­კი­დებს და თქვენს კულ­ტუ­რას მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნობს“-ო. ასეც მოხ­და, მან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბა­ტო­ნი ჯიმ ლო, რო­მე­ლა­მაც „ერი­სი­ო­ნის“ კონ­ცერ­ტი ნახა და გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დარ­ჩა, - ამ დროს ან­სამ­ბლს პა­რა­ლე­ლუ­რად ფრან­გებ­თან გვქონ­და და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. შემ­დეგ ფრან­გე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ ამ პრო­ექ­ტის ირ­გვლივ და ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა ძა­ლი­ან ლა­მა­ზად, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნა­თე­ბით და გახ­მო­ვა­ნე­ბით შე­ფუ­თეს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში 2000-იან წლებ­ში ან­სამ­ბლის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი აღ­მა­ვა­ლი ეტა­პი და­ი­წყო. სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, მთა­ვარ ქო­რე­ოგ­რაფს და მსა­ხი­ო­ბებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ კი­დევ უფრო მაშ­ტა­ბუ­რი დად­გმე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბით სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად სა­ო­ცა­რი პროგ­რა­მა გა­მო­ვი­და. ამე­რი­კე­ლე­ბის და ფრან­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ნამ­დვი­ლად დიდი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი შე­სანშნა­ვი შოუ-პროგ­რა­მა და­იდ­გა - „ლე­გენ­და თა­მარ­ზე“, „ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და,“ „ქარ­თუ­ლი შტორ­მი“. ამ პროგ­რა­მე­ბით მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ.

- მაგ­რამ მთე­ლი იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­სამ­ბლს სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა არ ჰქონ­და... ახ­ლაც, შე­ნო­ბა, სა­დაც რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ხართ, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია...

- კი, ასეა, თქვენც ხე­დავთ ამ შე­ნო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს. 5 წლის წინ იმ დროს, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და დახ­მა­რე­ბით ან­სამ­ბლს, ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა, ე.წ მე­დი­კე­ბის სახ­ლი გად­მო­ე­ცა, რის­თვი­საც მას კი­დევ ერთხელ ვუხ­დით დიდ მად­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, შე­ნო­ბა იყო ძა­ლი­ან კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო შეს­ვლა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იქ რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უსახ­სრო­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბო­და შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და შარ­შან ან­სამ­ბლის­თვის და არამ­ხო­ლოდ ან­სამ­ბლის­თვის, ეს საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე გა­და­წყდა. რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად, გვეს­ტუმ­რა „ერი­სი­ონ­ში“ და ჩვენს შე­ნო­ბა­ში ნა­ნა­ხით ძა­ლი­ან გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი დარ­ჩა, თუ რა პი­რო­ბებ­ში უწევ­და და უწევს ან­სამ­ბლს ყო­ველ­დღე რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ ან­სამ­ბლის­თვის ეს პრობ­ლე­მა უკვე გა­დაჭ­რი­ლია, სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და მი­ნის­ტრის მხარ­და­ჭე­რით გა­სულ წელს უკვე და­ი­წყო სა­მუ­შა­ო­ბი აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში.

წლის ბო­ლოს კი „ერი­სი­ონს“ ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი სახ­ლი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვლი იქ­ნე­ბა თა­ნამ­დე­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ან­სმაბ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის­თვის და არ­სე­ბო­ბის­თვის.

ახა­ლი სივ­რცე მხო­ლოდ ან­სამ­ბლის­თვის არ იქ­ნე­ბა. ჩვენ გვყავს 1500-მდე მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ფოლკ­ლორს, ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას, ცეკ­ვას, ხალ­ხურ საკ­რა­ვებს სწავ­ლო­ბენ. ისი­ნი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაა. სწო­რედ მათ­თვის ამ შე­ნო­ბა­ში გა­მო­ყო­ფი­ლია ცალ­კე სივ­რცე­ე­ბი. პა­ტა­რე­ბის­თვის კი­დევ ერთი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა, რომ ემ­სა­ხუ­რონ ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას.

ILIA
13

სუხიშვილებს მაინც ვერ შეედრებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ვამოგზაურებთ" - როგორ ემზადება "ერისიონი" დაუვიწყარი სანახაობისთვის: კულუარული ამბები რეპეტიციიდან

"მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ვამოგზაურებთ" - როგორ ემზადება "ერისიონი" დაუვიწყარი სანახაობისთვის: კულუარული ამბები რეპეტიციიდან

20-21 მაისს ანსამბლი "ერისიონი" მაყურებლის წინაშე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შოუ-პროგრამით "ქართული საგანძური" წარსდგება, რისთვისაც ანსამბლი ინტენსიურად ემზადება. "ერისიონი" მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

ჩვენ დავესწარით ანსამბლის რეპეტიციას და ვესაუბრეთ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერს, ბატონ ვანო ჩხაიძეს:

- 20 და 21 მაისს ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შოუ-პროგრამით „ქართული საგანძური“ წარსდგება, რისთვისაც ანსამბლი ინტენსიურად ემზადება. "ერისიონი" მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. ამ პროგრამით დეკემბერშიც გვქონდა კონცერტები, რამაც ანსამბლს დიდი წარმატება მოუტანა. მაყურებლისა და საზოგადოების შეფასებიდან გამომდინარე, ახალი პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. არ შეიძლება თითოეული მსახიობის როლი არ აღვნიშნოთ და არ გამოვყოთ თაობა, რომელიც დღეს შესანიშნავად აგრძელებს ანსამბლის ტრადიციებს. როცა ასეთი შემსრულებლები გყავს, ეს ხელმძღვანელებს კიდევ მეტ მოტივაციასა და შესაძლებლობას აძლევს ახლებურად დაინახონ ამა თუ იმ კუთხის ფოლკლორული და ტრადიცული ნიმუშები, რომლის ერთობლიობაც სცენაზე ქმნის შესანიშნავ სანახაობას. ასე, რომ 20 და 21 მაისს ველოდებით მაყურებელს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვამოგზაურებთ საქართველოს ყველა კუთხეში.

- როგორც ვიცი, 35 წელი იდექით სცენაზე, ახლა ანსმაბლის ადმინისტრაციულ საქმეებში ხართ ჩართული, მოგვიყევით თქვენს შესახებ და იმ მიმდინარე პროექტებზე რაც ანსამბლში იგეგმება.

- "ერისიონამდე“ 1980 წელს ჯემალ ჭკუასელის მიერ შექმნილ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი გავხდი. 16 წლის ვიყავი, როცა ანსამბლში მივედი. ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია, ჩემში თუ რამე შემოქმედებითი არსებობს, იქ შევიძინე. როგორც გითხარით, პროფესიული საქმიანობა სცენაზე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მომღერლობით დავიწყე.

1986 წელს ბატონი ჯემალი ქუთაისიდან თბილისში საქართველოს სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში, სამხატვრო ხელმძღვანელად გადმოიყვანეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ანსამბლს მიენიჭა აკადემიურობა და ეწოდა „ერისიონი“. რამდენიმე მომღერალი წამოგვიყვანა. აქ საოცარი ადამიანები დამხვდნენ, სიმღერის და ცეკვის კორიფეები. მათ გვერდით ანსამბლში ყოფნა ჩემთვის დიდი სკოლა იყო. როგორც მომღერალი, სცენაზე 35 წელი ვიდექი. დღეს კი ანსამბლ "ერისიონის“ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი ვარ.

გასული წლის დეკემბრის კონცერტების შემდეგ ანსამბლმა შოუ-პროგრამით „ქართული საგანური“ შვეიცარიაში იმოგზაურა. იქაც საოცარი გამოხმაურება ჰქონდა და ამან მოიტანა ის, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ევროპაში დიდი საგასტროლო ტური იგეგმება. წელსაც საკმაოდ დატვირთული წელი გვაქვს, 20 და 21 მაისის კონცერტების შემდეგ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი ივლისში საბერძნეთში და იორდანიაში მიემგზავრება, ასევე ივლისის ბოლოს გასტროლები დაიგეგმა ჩინეთში, სექტემბრში კი ინდოეთში. ოქტომბერში ქალბატონი ელისო ბოლქვაძის მიწვევით ბათუმში, მის მიერ დაფუძნებულ ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას. ასევე ვგეგმავთ ახალი აუდიოჩანაწერების გამოშვებას. „ერისიონის“ სახელით დიდ მადლობას ვუხდით კულტურის სამინისტროს იმისთვის, რომ წელსაც საშუალება მოგვეცა, ზაფხულში საქართველოს რეგიონებში გავმართოთ ის შოუ-პროგრამა, რომელსაც 20 და 21 მაისს მაყურებელი თბილისში იხილავს. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი დედაქალაქის მერია და მერს, ბატონ კახა კალაძეს,რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას და ახლაც ამ კონცერტებზე მხარდაჭერას გვიცხადებს.

ვანო ჩხაიძე

კონცერტებზე აღსანისნიშნავია, რომ ამ შესანიშნავი პროექტის მეშვეობით რეგიონების მოსახლეობას საშუალება ექნებათ, „ერისიონის“ კონცერტებს უფასოდ დაესწრონ. ეს გასტროლები ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან სრულიად გვიფინანსდება და მათთვის, რეგიონში მცხოვრები ხალხისითვის დიდი საჩუქარია, უნდა ნახოთ მაყურებლის რეაქცია, როგორი აღფრთოვანებულები არიან ისინი.

- ანსამბლს წლების მანძილზე საოცარი ხელმძღვანელები ჰყავდა, ბატონები: ჯემალ ჭკუასელი და რეზო ჭოხონელიძე, რომლებმაც მხრებით ატარეს ქართული სიმღერისა და ცეკვის ისტორია და ტრადიციები. დღეს კი ანსამბლს ბატონი ჯემალის ოჯახი, მისი შვილები უძღვებიან, რა ხდება ახლა "ერისიონში"?

- ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ადამიანების წასვლამ... ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ბატონი ჯემალის სიტყვებს, იგი სულ ამბობდა, რომ ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა ქალაქში ვერ გადარჩება. მთავრობას და ქვეყანას სთხოვდა, იმ კუთხეს, იმ სოფელს მივხედოთ, საიდანაც ჩვენ ამ დიდებული ფოლკლორით ვსაზრდოობთო... „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო“ - სწორედ ეს გახლდათ ბატონი ჯემალის საყვარელი ანდაზა, რომელსაც იგი ხშირად გვახსენებდა.

ეკა ჭკუასელი - ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი
ეკა ჭკუასელი - ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი

რეპეტიცია
რეპეტიცია

დღეს უკვე ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. დიდი საქმეები კეთდება ფოლკლორის ცენტრში -ბატონი გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, უვლიან და ეფერებიან ყველა სოფელს, რეგიონს, სადაც იბადება ეს ყველაფერი. ფოლკლორის არაერთი სკოლა გაიხსნა. საოცარი საქმე გააკეთა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა და ქალბატონმა ნანა გოთუამ, მათ შექმნეს შესანიშნავი ფონდი „ქართული გალობა“. ასევე დაარსეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც პროფესიულ განათლებას იღებენ მომავალი ლოტბარები, რეგენტები, ქორეოგრაფები, მათგან უმრავლესობა უბრუნდება სოფელს და იქ ქმნიან ანსამბლებს, რაც შემდგომში დადებითად აისახება მომავალ თაობებზე და პროფესიულ ანსამბლებზე.

2015 წლიდან ანსმაბლის სამხატვრო ხელმძღვანელია შერმანდი ჭკუასელი და მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი. მათ მიერ შექმნილი ახალი საკონცერტო შოუ-პროგრამით ანსამბლი დღემდე წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ქართველ და უცხოელ მაყურებელთა შეფასებით, ახალი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, ის საუკეთესოა „ერისიონის“ შოუ-პროგრამებს შორის. ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ მათ მიერ დადგმული შოუ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, როგორც უფრო დინამური და მრავალფეროვანი სპექტაკლი, რომელიც ხატოვნად და საოცარი სიზუსტით წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ისტორიას.

- საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ანსამბლი „ერისიონი“ 1999 წელს შეიქმნა...

- არა, 1999 წელს ანსამბლს „ერისიონი“ ეწოდა. ეს აზრი, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს, სახელის დარქმევამ გამოიწვია. თავად ანსამბლი ჯერ მომღერლების შემადგენლობით, 1885 წელს შეიქმნა აღნიაშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს გუნდს მოცეკვავეები შეუერთდნენ და 1999 წლამდე იწოდებოდა, როგორც საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი. თუ ვინმეს რამე გაუკეთებია ქართულ ფოლკლორში და პროფესიულ სცენაზე, ყველას ამ ანსამბლში უღვაწია - კავსაძეების სამ თაობას, ჯანო ბაგრატიონს, ბუხუტი დარახველიძეს, კირილე პაჭკორიას, გრიგოლ კოკელაძეს, შალვა მშველიძეს, ვალერიან ცაგარეიშვილს, გურამ ბაქრაძეს და უამრავ კორიფეს, მაპატიოს მათმა სულებმა თუ ვინმე გამომრჩა. ამიტომაც „ერისიონს“ ანსამბლ-მუზეუმსაც კი უწოდებენ. 1999 წელს ფრანგებისა და ამერიკელებისგან წამოვიდა იდეა, ანსამბლს ისეთი მოკლე სახელი ჰქონოდა, რომლის გარეკლამებაც მსოფლიოში გაადვილდებოდა. სახელი „ერისიონი“ (რომელიც სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით მთის თავს ზეით ნიშნავს)... ანსამბლს ძალიან შეესატყვისა და მოუხდა. ბატონი ჯემალისა და ბატონი რეზოს ტანდემმა ანსამბლს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით მათ დროს გაასწრეს.

- ბოლო წლებში შექმნილი შოუ-პროგრამებიდან, მათ შორის ყველაზე ცნობილი, "ქართული ლეგენდა" ზოგჯერ ფრანგულ პროექტად მოიხსენიებოდა...

- არა, ის იყო თავიდან ბოლომდე ბატონი ჯემალ ჭკუსელის და ბატონი რეზო ჭოხონელიძის მიერ შექმნილი და დადგმული ქართული პროექტი. უბრალოდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ქართული ფოლკლორს გვერდით დადგნენ და ის მსოფლიოს გააცნეს, მათ შორისაა, ჩვენი ყოფილი პროდიუსერი ამერიკელი ჯიმ ლო. მასთან დაკავშირება ბატონი ჯემალის მეგობრის ვახტანგ ცხადაძის დამსახურებით მოხდა. საოცარი მეგობარი ჰყავდათ ბობ ოულში, რომელიც საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე გიჟდებოდა. ერთხელაც ბატონ ვახტანგთან ოჯახში სუფრა იყო გაშლილი, სადაც იმყოფებოდა ბატონი ბობ უოლშიც და მან თქვა: „უნდა მოვძებნო ადამიანი, რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს და თქვენს კულტურას მსოფლიოს გააცნობს“-ო. ასეც მოხდა, მან საქართველოში ჩამოიყვანა ბატონი ჯიმ ლო, რომელამაც „ერისიონის“ კონცერტი ნახა და განცვიფრებული დარჩა, - ამ დროს ანსამბლს პარალელურად ფრანგებთან გვქონდა დაწყებული ურთიერთობა. შემდეგ ფრანგები და ამერიკელები გაერთიანდნენ ამ პროექტის ირგვლივ და ჩვენი ქართული სიმღერა და ცეკვა ძალიან ლამაზად, თანამედროვე განათებით და გახმოვანებით შეფუთეს. სწორედ ამ პერიოდში 2000-იან წლებში ანსამბლის ცხოვრებაში დიდი აღმავალი ეტაპი დაიწყო. სამხატვრო ხელმძღვანელს, მთავარ ქორეოგრაფს და მსახიობებს შემოქმედებითი კუთხით მეტი შესაძლებლობა მიეცათ კიდევ უფრო მაშტაბური დადგმები განეხორციელებინათ. ასეთი ჩართულობით სანახაობრივად საოცარი პროგრამა გამოვიდა. ამერიკელების და ფრანგების მონაწილეობამ ნამდვილად დიდი შედეგი მოიტანა.

ამ დროის განმავლობაში სამი შესანშნავი შოუ-პროგრამა დაიდგა - „ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა,“ „ქართული შტორმი“. ამ პროგრამებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ.

- მაგრამ მთელი იმ წლების განმავლობაში ანსამბლს საკუთარი შენობა არ ჰქონდა... ახლაც, შენობა, სადაც რეპეტიციებს გადიხართ, კატასტროფულ მდგომარეობაშია...

- კი, ასეა, თქვენც ხედავთ ამ შენობაში ნორმალური მუშაობის არანაირი პირობა არ არსებობს. 5 წლის წინ იმ დროს, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბატონი მიხეილ გიორგაძის ინიციატივითა და დახმარებით ანსამბლს, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე შენობა, ე.წ მედიკების სახლი გადმოეცა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას. სამწუხაროდ, შენობა იყო ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო შესვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ რეპეტიციების ჩატარებაზე. ამ წლების განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა შენობის რეაბილიტაცია და შარშან ანსამბლისთვის და არამხოლოდ ანსამბლისთვის, ეს საშვილიშვილო საქმე გადაწყდა. როდესაც ქალბატონი თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად, გვესტუმრა „ერისიონში“ და ჩვენს შენობაში ნანახით ძალიან განცვიფრებული და შეწუხებული დარჩა, თუ რა პირობებში უწევდა და უწევს ანსამბლს ყოველდღე რეპეტიციების ჩატარება. საბედნიეროდ ანსამბლისთვის ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, სახელმწიფოს ჩართულობითა და მინისტრის მხარდაჭერით გასულ წელს უკვე დაიწყო სამუშაობი აღნიშნულ შენობაში.

წლის ბოლოს კი „ერისიონს“ ექნება საკუთარი სახლი, რომელიც აღჭურვლი იქნება თანამდეროვე ინფრასტრუქტურით, სადაც გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია ანსმაბლის შემოქმედებითი ცხოვრებისთვის და არსებობისთვის.

ახალი სივრცე მხოლოდ ანსამბლისთვის არ იქნება. ჩვენ გვყავს 1500-მდე მოსწავლე, რომლებიც ქართულ ფოლკლორს, ქართულ ხალხურ სიმღერას, ცეკვას, ხალხურ საკრავებს სწავლობენ. ისინი ჩვენი მომავალი თაობაა. სწორედ მათთვის ამ შენობაში გამოყოფილია ცალკე სივრცეები. პატარებისთვის კიდევ ერთი მოტივაცია იქნება, რომ ემსახურონ ქართულ ხელოვნებას.