საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთად რომ დავიწყეთ ცხოვრება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით... რთული ორი წელი გამოვიარეთ" - როგორ გაიცნო სტომატოლოგი მეუღლე ვახო სანაიამ და რისი ეშინია წყვილს ყველაზე მეტად?
"ერთად რომ დავიწყეთ ცხოვრება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით... რთული ორი წელი გამოვიარეთ" - როგორ გაიცნო სტომატოლოგი მეუღლე ვახო სანაიამ და რისი ეშინია წყვილს ყველაზე მეტად?

ვახო სა­ნა­ია ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მას მე­უღ­ლეს­თან, თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა და წყვილ­მა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. წყი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ქორ­წინ­და და სა­ერ­თო შვილს სანი სა­ნა­ი­ას ზრდი­ან. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჟურ­ნა­ლისტ მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძეს­თან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, ჟურ­ნა­ლისტს ნა­თია გა­ბუ­ნი­ას­თან ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის მე­სა­მე მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს...

თა­მუ­ნა:

- ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნით, კა­ფე­ში, აბა­ში­ძე­ზე. ჩემს მე­გო­ბარ­თან, რუსო აბა­ში­ძეს­თან მი­ვე­დი, რო­მე­ლიც იქ მე­ლო­დე­ბო­და. რომ შე­ვე­დი, იქ იჯდა და ტე­ლე­ფონ­ში იყუ­რე­ბო­და, ეს იყო 2012 წელს. პო­ლი­ტი­კა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, ეს თავ­ჩარ­გუ­ლი იყო ტე­ლე­ფონ­ში, არ გვაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას და რა­ღა­ცა­ზე ვკი­თხე, შენ ამა­ზე რა აზ­რის ხართ-თქო, ვი­ცო­დი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

ვახო:

- რუსო ვა­შა­კი­ძემ შემ­ჭა­მა, გა­მომ­ყე­ვი, ეკა კვე­სი­ტა­ძე უნდა ვნა­ხოო. მი­ვე­დით კა­ფე­ში, ტე­ლე­ფო­ნი ახა­ლი ნა­ყი­დი მქონ­და და რა­ღა­ცებს ვარ­კვევ­დი. ესე­ნი სა­უბ­რო­ბენ, მორ­ჩნენ თა­ვის საქ­მე­ზე სა­უ­ბარს და რუ­სოს ვუ­თხა­რი, წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. მო­ი­ცა­დე, თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი უნდა მო­ვი­დე­სო. არ ვი­ცო­დი ვინ იყო თა­მუ­ნა, რა­ტომ უნდა ვე­ლო­დო ვი­ღაც თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვილს. ვი­ღაც შე­მო­ვი­და და დაჯ­და, გა­ა­ბეს პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი და უცებ რა­ღაც მკი­თხა და თავი ავ­წიე, დღემ­დე აწე­უ­ლი თა­ვით ვარ. მას შემ­დეგ, დიდი დრო გა­ვი­და, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, თა­მუ­ნას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. ეს მო­მენ­ტი დარ­ჩა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­მუ­დად­მოდ და მას შემ­დეგ, 7 წელი გა­ვი­და და ჩვე­ნი გზე­ბი შემ­დეგ 2019 წელს გა­და­იკ­ვე­თა.

ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რიც ყო­ფი­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ფე­ის­ბუქ­ზე დავ­წე­რე მისი სა­ხე­ლი და მო­წყე­ნის ნი­შა­ნი. ამ დროს მომ­წე­რა თა­მუ­ნამ და მკი­თხა, რა მოხ­და. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მუ­ნამ რა­ღაც მომ­წე­რა. ამის შემ­დე­გაც გა­ვი­და დრო, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. მე აღარ ვი­ყა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, არც თა­მუ­ნა და შემ­დეგ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

თა­მუ­ნა:

- სულ მე­მე­სი­ჯე­ბო­და, შე­უ­ჩე­რებ­ლად, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

ვახო:

- წლე­ბის წი­ნან­დელ ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი, აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სოს­თან რა­ღაც სუფ­რა იყო, თა­მუ­ნა ძა­ლი­ან კარ­გად აკე­თებს საჭ­მე­ლებს და მე მომ­წონს მაგ დროს თა­მუ­ნა სი­გი­ჟემ­დე და რუ­სოს­თან ვარ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ასუ­ლი და ვე­რა­ფერს ვერ ვამ­ბობ. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, ვახო რა­ტომ ხარ ჩუ­მად და არ ვიცი რა ვთქვა. ხმას ვერ ვი­ღებ­დი და მე­გო­ბარს ვუ­თხა­რი რომ დაბ­ლა გა­მომ­ყო­ლო­და, არა­ყი ვი­ყი­დე და დავ­ლიე, ავე­დი უკან და აღარ გავ­ჩუ­მე­ბულ­ვარ.

- რა იყო ის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა, რა­მაც გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ, რომ ხე­ლახ­ლა შე­გექ­მნათ ოჯა­ხი?

თა­მუ­ნა:

- სიყ­ვა­რუ­ლი, სულ ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ იმ­დე­ნად მო­ვიც­ვი ამით, რომ სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და. ვა­ხომ ეგ­რე­ვე მი­თხრა, ცო­ლად ხომ გა­მომ­ყვე­ბიო.

ვახო:

- ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი რომ გახ­და, 5 წუთ­ში ვთხო­ვე ცო­ლო­ბა. პრო­ფე­სი­ო­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. სტუ­მა­რი რომ რა­ღა­ცას ლა­პა­რა­კობს გა­და­ცე­მა­ში და ერთი სული გაქვს რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდეს და ნახო ისევ თა­მუ­ნა, ასე­თი პე­რი­ო­დი მქონ­და. რა­საც შე­ვეჩ­ვიე ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ გა­რეთ ხარ. ახლა ისე შე­ვეჩ­ვიე სახ­ლში მოს­ვლას, ერთი სული მაქვს ხოლ­მე. ერთხელ ვთქვი, თა­მუ­ნას რომ გავ­ყვე­ვი, 20 კილო მო­ვი­მა­ტე-მეთ­ქი. რომ ვკი­თხე, რა­ტომ არ მაქ­ცევ­დი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბას-მეთ­ქი, „სუს­ლი­კი“ იყა­ვიო. იმი­ტომ მო­ვი­მა­ტე წო­ნა­ში.

- ცუდი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნე ვა­ხო­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას?

- ვახო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ არის ჩარ­თუ­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრო­ცეს­ში. ეს იყო ჩემ­თვის შოკი. ხომ შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში მო­ი­ტა­ნოს პური? - ვახო არის ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ ჰო­ლი­ვუდ­ში ცხოვ­რო­ბენ ასე. არ არის პრაქ­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ლო­ჯის­ტი­კას ოჯახ­ში ვა­კე­თებ მე. ასე­ვე დი­ლას არც ყა­ვას სვამს, არც ჩაის.

- რისი ეში­ნია ვა­ხოს?

- ზო­გა­დად ზედ­მე­ტად უში­შა­რია, მაგ­რამ ალ­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კარ­გვის. ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნი­სას და­ი­ღუ­პა ვა­ხოს მამა, რა­საც დღემ­დე ვერ ეგუ­ე­ბა. სა­საფ­ლა­ო­ზე მას მერე არ მი­სუ­ლა.

ვახო:

- თა­მუ­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია, რომ ქუ­ჩა­ში არ დავ­რჩეთ ერთ დღეს. ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით რო­გორ ვიქ­ნე­ბი. შე­მიძ­ლია ისეთ ად­გი­ლას ვი­ცხოვ­რო, სა­დაც 30 კვ. იქ­ნე­ბა. თა­მუ­ნას აქვს შიში, რომ რა­ღაც ისე არ მოხ­დეს, რომ მო­წყვე­ტა მოგ­ვი­წი­ოს.

თა­მუ­ნა:

- ჩვენ რომ ერ­თად და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა, ცოტა ხან­ში ვცხოვ­რობ­დით ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში. არა­სო­დეს არ მი­ცხოვ­რია მა­ნამ­დე ნა­ქი­რა­ვებ­ში. მე სულ იმას მე­უბ­ნე­ბა, რომ შენ ხარ ზედ­მე­ტად სტა­ბი­ლუ­რი ტიპი და ამის გან­ცდას რომ ვკარ­გავ მე­ში­ნია.

ვახო:

- ბევ­რჯერ და­მი­კარ­გავს სამ­სა­ხუ­რი, ეს სა­სი­ხა­რუ­ლო პრო­ცე­სი არ არის, მაგ­რამ ამას სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ. თა­მუ­ნას კლი­ნი­კას რომ რამე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას, შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდეს ნერ­ვი­უ­ლო­ბით. 8 წლის ვი­ყა­ვი, რომ ისე­თი სახ­ლი დავ­ტო­ვეთ აფხა­ზეთ­ში, რომ რა უნდა დავ­კარ­გო, რომ ის გან­ვი­ცა­დო.

თა­მუ­ნა:

- მო­მა­ვალ­ზე ვდარ­დობ, არ მინ­და, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში მო­მი­წი­ოს წას­ვლა. ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, რომ რა­ღაც რომ მოხ­დეს, კი­დევ უფრო ღრმად თუ წა­ვი­და ეს რე­ჟი­მი, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მო­მენ­ტი, რომ მო­გი­წი­ოს წას­ვლა. ვა­ხომ მი­თხრა, ან უნდა ვიბ­რძო­ლოთ და ან წა­ვი­დეთ. მე არ მინ­და არ­სად წას­ვლა. სა­ნი­ზე ვდარ­დობ ასე­ვე, რო­მე­ლიც არის 3 წლის. რა­ღაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და თით­ქმის აღარ ვდარ­დობ სა­ნი­ზე. ისე­თი რთუ­ლი ორი წელი გა­მო­ვი­ა­რეთ, რომ ყვე­ლა დარ­დე­ბი მა­შინ დამ­თავ­რდა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

რამდენ სისულელეებს წერენ....

ერეკლე
3

რამდენი განსაცდელი გამოგივლიათ :( დაილოცოს ევროპელი პენსიონერები, სახლი შეუძინეს ფაქტიურად :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ერთად რომ დავიწყეთ ცხოვრება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით... რთული ორი წელი გამოვიარეთ" - როგორ გაიცნო სტომატოლოგი მეუღლე ვახო სანაიამ და რისი ეშინია წყვილს ყველაზე მეტად?

"ერთად რომ დავიწყეთ ცხოვრება, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით... რთული ორი წელი გამოვიარეთ" - როგორ გაიცნო სტომატოლოგი მეუღლე ვახო სანაიამ და რისი ეშინია წყვილს ყველაზე მეტად?

ვახო სანაია ლელა წურწუმიას გადაცემას მეუღლესთან, თამუნა ყურაშვილთან ერთად ესტუმრა და წყვილმა საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა. წყილი უკვე რამდენიმე წელია დაქორწინდა და საერთო შვილს სანი სანაიას ზრდიან. ვახო სანაიას პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძესთან ორი გოგონა ჰყავს, მეორე მეუღლესთან, ჟურნალისტს ნათია გაბუნიასთან ერთი ქალიშვილი. ჟურნალისტის მესამე მეუღლე ცნობილი სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილია, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს...

თამუნა:

- ერთმანეთი წლების წინ, რეალურ ცხოვრებაში გავიცანით, კაფეში, აბაშიძეზე. ჩემს მეგობართან, რუსო აბაშიძესთან მივედი, რომელიც იქ მელოდებოდა. რომ შევედი, იქ იჯდა და ტელეფონში იყურებოდა, ეს იყო 2012 წელს. პოლიტიკაზე ვსაუბრობდით, ეს თავჩარგული იყო ტელეფონში, არ გვაქცევდა ყურადღებას და რაღაცაზე ვკითხე, შენ ამაზე რა აზრის ხართ-თქო, ვიცოდი, რომ ჟურნალისტი იყო.

ვახო:

- რუსო ვაშაკიძემ შემჭამა, გამომყევი, ეკა კვესიტაძე უნდა ვნახოო. მივედით კაფეში, ტელეფონი ახალი ნაყიდი მქონდა და რაღაცებს ვარკვევდი. ესენი საუბრობენ, მორჩნენ თავის საქმეზე საუბარს და რუსოს ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი. მოიცადე, თამუნა ყურაშვილი უნდა მოვიდესო. არ ვიცოდი ვინ იყო თამუნა, რატომ უნდა ველოდო ვიღაც თამუნა ყურაშვილს. ვიღაც შემოვიდა და დაჯდა, გააბეს პოლიტიკაზე საუბარი და უცებ რაღაც მკითხა და თავი ავწიე, დღემდე აწეული თავით ვარ. მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა, ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, თამუნას თავისი ცხოვრება ჰქონდა. ეს მომენტი დარჩა ჩემს ცხოვრებაში სამუდადმოდ და მას შემდეგ, 7 წელი გავიდა და ჩვენი გზები შემდეგ 2019 წელს გადაიკვეთა.

ერთი ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და თამუნას მეგობარიც ყოფილა. მისი გარდაცვალების დროს ფეისბუქზე დავწერე მისი სახელი და მოწყენის ნიშანი. ამ დროს მომწერა თამუნამ და მკითხა, რა მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც შვიდი წლის განმავლობაში თამუნამ რაღაც მომწერა. ამის შემდეგაც გავიდა დრო, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დაიწყო. მე აღარ ვიყავი ურთიერთობაში, არც თამუნა და შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა.

თამუნა:

- სულ მემესიჯებოდა, შეუჩერებლად, 24 საათიან რეჟიმში.

ვახო:

- წლების წინანდელ ამბავს მოვყვები, აღმოჩნდა, რომ რუსოსთან რაღაც სუფრა იყო, თამუნა ძალიან კარგად აკეთებს საჭმელებს და მე მომწონს მაგ დროს თამუნა სიგიჟემდე და რუსოსთან ვარ მეგობართან ერთად ასული და ვერაფერს ვერ ვამბობ. ყველა მეკითხება, ვახო რატომ ხარ ჩუმად და არ ვიცი რა ვთქვა. ხმას ვერ ვიღებდი და მეგობარს ვუთხარი რომ დაბლა გამომყოლოდა, არაყი ვიყიდე და დავლიე, ავედი უკან და აღარ გავჩუმებულვარ.

- რა იყო ის მთავარი თვისება, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ხელახლა შეგექმნათ ოჯახი?

თამუნა:

- სიყვარული, სულ ვამბობ ხოლმე, რომ იმდენად მოვიცვი ამით, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა. ვახომ ეგრევე მითხრა, ცოლად ხომ გამომყვებიო.

ვახო:

- ჩვენი ურთიერთობა სერიოზული რომ გახდა, 5 წუთში ვთხოვე ცოლობა. პროფესიოული თვალსაზრისითაც მოახდინა გავლენა. სტუმარი რომ რაღაცას ლაპარაკობს გადაცემაში და ერთი სული გაქვს რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს და ნახო ისევ თამუნა, ასეთი პერიოდი მქონდა. რასაც შევეჩვიე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სულ გარეთ ხარ. ახლა ისე შევეჩვიე სახლში მოსვლას, ერთი სული მაქვს ხოლმე. ერთხელ ვთქვი, თამუნას რომ გავყვევი, 20 კილო მოვიმატე-მეთქი. რომ ვკითხე, რატომ არ მაქცევდი ამდენი წლის განმავლობაში ყურადღებას-მეთქი, „სუსლიკი“ იყავიო. იმიტომ მოვიმატე წონაში.

- ცუდი თვისება, რომელიც აღმოაჩინე ვახოში თანაცხოვრებისას?

- ვახო არის ადამიანი, რომელიც არანაირად არ არის ჩართული საყოფაცხოვრებო პროცესში. ეს იყო ჩემთვის შოკი. ხომ შეიძლება სახლში მოიტანოს პური? - ვახო არის ადამიანი, ალბათ ჰოლივუდში ცხოვრობენ ასე. არ არის პრაქტიკული ადამიანი. ლოჯისტიკას ოჯახში ვაკეთებ მე. ასევე დილას არც ყავას სვამს, არც ჩაის.

- რისი ეშინია ვახოს?

- ზოგადად ზედმეტად უშიშარია, მაგრამ ალბათ ადამიანების, ოჯახის წევრების დაკარგვის. ჩვენი ერთად ყოფნისას დაიღუპა ვახოს მამა, რასაც დღემდე ვერ ეგუება. სასაფლაოზე მას მერე არ მისულა.

ვახო:

- თამუნას ყველაზე მეტად ეშინია, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ ერთ დღეს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მატერიალური თვალსაზრისით როგორ ვიქნები. შემიძლია ისეთ ადგილას ვიცხოვრო, სადაც 30 კვ. იქნება. თამუნას აქვს შიში, რომ რაღაც ისე არ მოხდეს, რომ მოწყვეტა მოგვიწიოს.

თამუნა:

- ჩვენ რომ ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ცოტა ხანში ვცხოვრობდით ნაქირავებ სახლში. არასოდეს არ მიცხოვრია მანამდე ნაქირავებში. მე სულ იმას მეუბნება, რომ შენ ხარ ზედმეტად სტაბილური ტიპი და ამის განცდას რომ ვკარგავ მეშინია.

ვახო:

- ბევრჯერ დამიკარგავს სამსახური, ეს სასიხარულო პროცესი არ არის, მაგრამ ამას სხვანაირად ვუყურებ. თამუნას კლინიკას რომ რამე პრობლემა შეექმნას, შეიძლება მოკვდეს ნერვიულობით. 8 წლის ვიყავი, რომ ისეთი სახლი დავტოვეთ აფხაზეთში, რომ რა უნდა დავკარგო, რომ ის განვიცადო.

თამუნა:

- მომავალზე ვდარდობ, არ მინდა, რომ ემიგრაციაში მომიწიოს წასვლა. ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ რაღაც რომ მოხდეს, კიდევ უფრო ღრმად თუ წავიდა ეს რეჟიმი, შეიძლება დადგეს მომენტი, რომ მოგიწიოს წასვლა. ვახომ მითხრა, ან უნდა ვიბრძოლოთ და ან წავიდეთ. მე არ მინდა არსად წასვლა. სანიზე ვდარდობ ასევე, რომელიც არის 3 წლის. რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ახლა ყველაფერი კარგად არის და თითქმის აღარ ვდარდობ სანიზე. ისეთი რთული ორი წელი გამოვიარეთ, რომ ყველა დარდები მაშინ დამთავრდა.

წაიკითხეთ ასევე: