საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთი იწვევს სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავს რუსოფობიას, ისინი ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს" - რა თქვა პუტინმა აღლუმზე
"დასავლეთი იწვევს სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავს რუსოფობიას, ისინი ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს" - რა თქვა პუტინმა აღლუმზე

"რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ კვლავ გა­ჩაღ­და ომი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნამ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გას­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზმს, ის უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბას და ასე­ვე და­ი­ცავს დონ­ბა­სის მცხოვ­რებ­ლებს", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მოს­კოვ­ში, "გა­მარ­ჯვე­ბის დღის“ აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ აღ­ლუმ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­დვი­ლი ომი კი­დევ ერთხელ გა­ჩაღ­და, მაგ­რამ ჩვენ მო­ვი­გე­რი­ეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მი, და­ვი­ცავთ დონ­ბა­სის მცხოვ­რებ­ლებ­საც, უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა აღ­ლუმ­ზე.

  • მისი თქმით, ქვე­ყა­ნა ამა­ყობს იმ ადა­მი­ა­ნე­ბით, ვინც ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

"ახლა თქვენს სამ­ხედ­რო საქ­მე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია. ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა ახლა თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის მო­მა­ვა­ლი. თქვენ ღირ­სე­უ­ლად ას­რუ­ლებთ თქვენს სამ­ხედ­რო მო­ვა­ლე­ო­ბას, იბ­რძვით რუ­სე­თის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

  • ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას და­სავ­ლე­თი კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ანად­გუ­რე­ბენ ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რათა გა­ნაგ­რძონ თა­ვი­ან­თი წე­სე­ბის კარ­ნა­ხი.

"და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი პრო­ვო­ცი­რე­ბენ კონ­ფლიქ­ტებს და გა­დატ­რი­ა­ლე­ბებს, ანად­გუ­რე­ბენ ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რათა გა­ნაგ­რძონ თა­ვი­ან­თი წე­სე­ბის კარ­ნა­ხი, ფაქ­ტობ­რი­ვად - ძარ­ცვი­სა და ძა­ლა­დო­ბის სის­ტე­მა, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

"ვთვლით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სო­ბას ემ­ყა­რე­ბა, არ­სე­ბი­თად ამაზ­რზე­ნი და კრი­მი­ნა­ლუ­რია, თუმ­ცა, და­სავ­ლუ­რი გლო­ბა­ლის­ტუ­რი ელი­ტე­ბი კვლავ სა­უბ­რო­ბენ მათ ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთს ჰკი­დე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ფენ, იწ­ვე­ვენ სის­ხლი­ან კონ­ფლიქ­ტებ­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბებს, თე­სა­ვენ სი­ძულ­ვილს, რუ­სო­ფო­ბი­ას, აგ­რე­სი­ულ ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს, ანად­გუ­რე­ბენ ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნად აქ­ცევს“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა აღ­ლუმ­ზე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
22

რა თქვა ტყუილი?

L.G.
96

ანტუნის და პუკინის ნარატივი, ერთ კაბინეტშია დაწერილი?!?🤔

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დასავლეთი იწვევს სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავს რუსოფობიას, ისინი ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს" - რა თქვა პუტინმა აღლუმზე

"დასავლეთი იწვევს სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავს რუსოფობიას, ისინი ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს" - რა თქვა პუტინმა აღლუმზე

"რუსეთის წინააღმდეგ კვლავ გაჩაღდა ომი, მაგრამ ქვეყანამ საკადრისი პასუხი გასცა საერთაშორისო ტერორიზმს, ის უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას და ასევე დაიცავს დონბასის მცხოვრებლებს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, "გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი კიდევ ერთხელ გაჩაღდა, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებსაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა პუტინმა აღლუმზე.

  • მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს.

"ახლა თქვენს სამხედრო საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის", - განაცხადა პუტინმა.

  • ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი.

"დასავლეთის ქვეყნები პროვოცირებენ კონფლიქტებს და გადატრიალებებს, ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი, ფაქტობრივად - ძარცვისა და ძალადობის სისტემა, - აღნიშნა პუტინმა.

"ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც უპირატესობას ემყარება, არსებითად ამაზრზენი და კრიმინალურია, თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ საუბრობენ მათ ექსკლუზიურობაზე, ადამიანებს ერთმანეთს ჰკიდებენ, საზოგადოებას ყოფენ, იწვევენ სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავენ სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს“, - განაცხადა პუტინმა აღლუმზე.

ასევე იხილეთ: