საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოჯახი და შვილები თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით!"- რაში ადანაშაულებს პროდიუსერი მაია სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს და როგორია მეორე მხარის პასუხი?
"ჩემი ოჯახი და შვილები თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით!"- რაში ადანაშაულებს პროდიუსერი მაია სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს და როგორია მეორე მხარის პასუხი?

პრო­დი­უ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე წერს, რომ მისი ოჯა­ხი, ასე­ვე მე­ზობ­ლე­ბი თაღ­ლი­თუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, საქ­მე ეხე­ბა მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სხვა პირ­ზე, უკა­ნო­ნო გა­და­ფორ­მე­ბას. ამ ყვე­ლა­ფერ­ში სტეფ­ნა­ძე ცნო­ბილ ად­ვო­კატს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ჩემი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც კი­დევ 3 მე­ზო­ბე­ლი, თბი­ლი­სის ცენ­ტრში, თაღ­ლი­თე­ბის ჯგუ­ფის მსხვერ­პლნი გავ­ხდით! თუ ვინ­მეს საქ­მი­ა­ნი, თუნ­დაც ირი­ბი შე­ხე­ბა გქო­ნი­ათ ად­ვო­კატ ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­თან, ეს პოს­ტი წა­ი­კი­თხეთ და შემ­დეგ თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა შე­ა­მოწ­მეთ, ჩვენს დღე­ში არ იყოთ! კერ­ძო სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1900-იანი წლე­ბი­დან ჩემი შვი­ლე­ბის დიდი ბა­ბუ­ის და მე­ზობ­ლის დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი იყო და ამ­დე­ნი წელი მარ­ღა­ნი­ე­ბი და შუღ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ მე­სა­კუთ­რე­ე­ბი, შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით სხვა პირ­ზეა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი.

მოკ­ლედ რომ ვთქვა, ეზო­ში 4 ოჯა­ხის ქო­ნე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრმა ისე გა­და­უ­ფორ­მა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილს, რომ კი­თხვაც არ და­უს­ვამს ჩვენ­თვის. სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს ვი­ფიქ­რო, რომ სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი ასე­ვე ჩარ­თუ­ლია ამ­თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში! ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ამ თაღ­ლი­თე­ბის ჯგუფს სა­თა­ვე­ში უდ­გას ად­ვო­კა­ტი ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არა­ვი­თარ შე­ხე­ბა­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა და ჩვე­ნი მე­ზობ­ლის მო­და­ვე მხა­რის ლია კო­ბა­ხი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო.

ამ თაღ­ლით­მა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­მა და­არ­ღვი­აყ­ვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი ნორ­მა, ნო­ტა­რი­უ­სის და­ვით წივ­წი­ვა­ძის ხე­ლით გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით მო­ი­პო­ვა სამ­კვიდ­რო, გახ­და 4 ოჯა­ხის ბი­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე და თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ ერთ წევ­რზე, კონ­სტან­ტი­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­ზე გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბით გა­ას­ხვი­სა,რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლის იმი­ჯი შე­ექ­მნა.ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 40-მდე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც მისი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბიც.ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მსჯავ­რე­ბუ­ლი იყო,მა­ს­მე­დი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს აცო­დებ­და და პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი გმი­რის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბო­და.

ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დღემ­დე ად­ვო­კა­ტია და ფა­რუ­ლად დიდი ოდე­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ვდებთ ბრალს!თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო / Tbilisi City Courtჩვე­ნი ეზოს უფ­ლე­ბებს ჩემი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რის ეკა ბე­სე­ლია-ს სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო იცავს და ზუს­ტად ვიცი, სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს!თაღ­ლი­თე­ბის ად­გი­ლი ცი­ხე­შია!" - წერს სტეფ­ნა­ძე.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილს. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­უ­ბა­რია სტეფ­ნა­ძის დე­ი­დის, ეკა­ტე­რი­ნე შუღ­ლი­აშ­ვი­ლის სახლზე, რო­მე­ლიც მან მო­ქა­ლა­ქე ლია კო­ბა­ხი­ძეს და­უ­ტო­ვა. ამის მი­ზე­ზად ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ შუღ­ლი­აშ­ვი­ლი მარ­ტო­ხე­ლა იყო, ხოლო ლია კო­ბა­ხი­ძე მას ეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ფერ­ში, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა ბინა მის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

"ეს არის ჩემი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მე და აგიხ­სნით რა­ტომ: ეს არის თბი­ლის­ში, იო­სე­ბი­ძის ქუჩა 22-ში მდე­ბა­რე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თვას წერს, სხვა რა დარ­ჩე­ნია - პრო­ცე­სი წა­ა­გო. ის არის ნამ­დვი­ლი თაღ­ლი­თი, მე კი არა. ამ ქალ­ბა­ტონს ჰყავ­და დე­ი­და - ეკა­ტე­რი­ნე შუღ­ლი­აშ­ვი­ლი, საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­დი­ატ­რი, რო­მე­ლიც გა­უ­თხო­ვა­რი დარ­ჩა. ქო­ნე­ბა იტა­ლი­ურ ეზოს წარ­მო­ად­გენს. ამ ადა­მი­ა­ნებს ეგო­ნათ, რად­გან ქალ­ბა­ტონს ქმარ-შვი­ლი არ ჰყავ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქო­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მათი გახ­დე­ბო­და. ქალ­ბა­ტონ ეკა­ტე­რი­ნეს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ლია კო­ბა­ხი­ძეს­თან, რო­მე­ლიც მა­შინ სა­პას­პორ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. ის მარ­ტო­ხე­ლა ქალს ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­საც შუღ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ოდ­ნენ (ლია იმა­ვე უბან­ში, რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სის იქით ცხოვ­რობ­და). კო­ბა­ხი­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წია მას­თან მის­ვლა და როცა მის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა, მას შემ­დეგ არა მარ­ტო ლია, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი, ეს ქალი არ­სად ჩანს და მერე იგე­ბენ, რომ ეკა­ტე­რი­ნე შუღ­ლი­აშ­ვილს და­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მან­ქა­ნა და გარ­და­იც­ვა­ლა. ეს არის 90-ია­ნე­ბის პე­რი­ო­დი და საქ­მე დარ­ჩა გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი. ამ შუღ­ლი­აშ­ვი­ლებს ყვე­ლა­ფე­რი რომ თა­ვი­სი ჰგო­ნი­ათ, გა­დის რამ­დე­ნი­მე წელი და სამ­კვიდ­როს მი­სა­ღე­ბად შე­აქვთ გან­ცხა­დე­ბა. ნო­ტა­რი­უს­მა თა­ვად გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია და უარი უთხრა იმ მო­ტი­ვით, რომ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ქალ­ბა­ტონს ლი­ა­ზე და­უ­წე­რია ან­დერ­ძი, თან ისე, რომ ეს ამ­ბა­ვი კო­ბა­ხი­ძემ არც კი იცო­და. რად­გან არ­სე­ბობ­და მემ­კვიდ­რე, ის სა­სა­მარ­თლოს და­ვა­ლე­ბით მო­ძებ­ნეს და ჩა­ა­ბა­რეს სარ­ჩე­ლი. რად­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უარი მი­ი­ღეს და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, შუღ­ლი­ას­ვი­ლებ­მა მი­მარ­თეს თაღ­ლი­თო­ბას - ამ­ბობ­დნენ, ჩვენ ბინა დე­ი­დას­გან გვაქვს ნა­ყი­დი, „ას­ტუპ­ნი­კე­ბი“ ვართ, ამი­ტომ ვართ ამ მი­სა­მარ­თზე ჩა­წე­რი­ლე­ბიო. ეს იყო მარ­თლაც თაღ­ლი­თო­ბა და სა­სა­მარ­თლო­ზე კარ­გად რომ გა­ირ­კვა, რაში იყო საქ­მე, მათ უკან გა­იხ­მეს სარ­ჩე­ლი. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ან­დერ­ძით ლია კო­ბა­ხი­ძე იყო ნამ­დვი­ლი მემ­კვიდ­რე.

როცა სარ­ჩე­ლი ჩა­ა­ბა­რეს, იმ დღი­დან ვხდე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი ლიას ად­ვო­კა­ტი, თუმ­ცა მისი ად­ვო­კა­ტი მა­ნამ­დე სხვა სა­კი­თხებ­შიც ვი­ყა­ვი. ლია მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, კონ­ვერ­ტი მო­მი­ტა­ნეს, არც კი ვი­ცო­დი, რომ იმ სა­ცო­დავ ქალს ან­დერ­ძი ჩემ­ზე და­უ­წე­რი­აო. მათ სარ­ჩე­ლი ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბით ჰქონ­დათ შე­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ ჩვენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ვე­და­ვეთ და და­ვუმ­ტკი­ცეთ, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლან „ას­ტუპ­ნი­კე­ბი“, რომ გა­რე­მო­ე­ბას იყე­ნებ­დნენ და რო­გორც კი და­ვა­ყე­ნე სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას 317-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვაგ­ზავ­ნი­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის, რათა ფი­ზი­კუ­რად მომ­ხდა­რი­ყო ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, მათ სარ­ჩე­ლი უკან გა­იხ­მეს, შე­ე­შინ­დათ რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის, სა­დაც დად­გინ­დე­ბო­და, რომ ისი­ნი თა­ვად თაღ­ლი­თობ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, კა­ნო­ნი­ე­რი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ლია კო­ბა­ხი­ძემ სამ­კვიდ­რო მი­ი­ღო და და­ი­რე­გის­ტრი­რა ქო­ნე­ბა, შემ­დეგ კი მისი გა­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა“.

ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
0

კი ცნობილია ძველი პასპორტისტების თაღლითური ამბები გაიგეს რომ მარტოხელა იყო და ვითომ ყურადღება მიაქციეს და ჩუმათ ანდერძზე მოაწერინეს ხელი ასე ქნა ერთმა ექიმმა 72 წლის ლ.გ. (კარდიოლოგმა ვითომ) უვლიდა 2 ქილა მაწონს მიუტანდა და ქვეყანას ყრიდა თურმე დაბეჭდილი ანდერძი მიუტანია და დიაბეტიკი კომაში მყოფ ქალბატონს ხელი მოაწერინა...მრავლად არია ასეთი ნამუსგარეცხილი ადამიანები....

ნატა
1

არ მჯერა, ასე ვითომ მომვლელებია მერე ხელში რომ იგდებენ მარტოხელა მოხუცების ქონებას . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი ოჯახი და შვილები თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით!"- რაში ადანაშაულებს პროდიუსერი მაია სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს და როგორია მეორე მხარის პასუხი?

"ჩემი ოჯახი და შვილები თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით!"- რაში ადანაშაულებს პროდიუსერი მაია სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს და როგორია მეორე მხარის პასუხი?

პროდიუსერი მაია სტეფნაძე წერს, რომ მისი ოჯახი, ასევე მეზობლები თაღლითური დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სხვა პირზე, უკანონო გადაფორმებას. ამ ყველაფერში სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს ადანაშაულებს.

"ჩემი ოჯახი და შვილები, ისევე როგორც კიდევ 3 მეზობელი, თბილისის ცენტრში, თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით! თუ ვინმეს საქმიანი, თუნდაც ირიბი შეხება გქონიათ ადვოკატ ნანა ფარჩუკაშვილთან, ეს პოსტი წაიკითხეთ და შემდეგ თქვენი საკუთრება შეამოწმეთ, ჩვენს დღეში არ იყოთ! კერძო სახლები, რომლებიც 1900-იანი წლებიდან ჩემი შვილების დიდი ბაბუის და მეზობლის დიდი ბაბუის აშენებული იყო და ამდენი წელი მარღანიები და შუღლიაშვილები იყვნენ მესაკუთრეები, შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ დანაშაულებრივი გზით სხვა პირზეა გადაფორმებული.

მოკლედ რომ ვთქვა, ეზოში 4 ოჯახის ქონება, საჯარო რეესტრმა ისე გადაუფორმა გაყალბებული საბუთებით ნანა ფარჩუკაშვილს, რომ კითხვაც არ დაუსვამს ჩვენთვის. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელი ასევე ჩართულია ამთაღლითურ სქემაში! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ თაღლითების ჯგუფს სათავეში უდგას ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი, რომელიც ჩვენთან არავითარ შეხებაში არასოდეს არ ყოფილა და ჩვენი მეზობლის მოდავე მხარის ლია კობახიძის ადვოკატი იყო.

ამ თაღლითმა ფარჩუკაშვილმა დაარღვიაყველა პროფესიული ნორმა, ნოტარიუსის დავით წივწივაძის ხელით გაყალბებული საბუთებით მოიპოვა სამკვიდრო, გახდა 4 ოჯახის ბინების მესაკუთრე და თავის დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრზე, კონსტანტინე გედევანიშვილზე გამოსყიდვის უფლებით გაასხვისა,რომ კეთილსინდისიერი მყიდველის იმიჯი შეექმნა.ეს ის ნანა ფარჩუკაშვილია, რომელიც მთელ საქართველოში 40-მდე უძრავი ქონების მფლობელია, ისევე როგორც მისი ჯგუფის სხვა წევრებიც.ეს ის ნანა ფარჩუკაშვილია, რომელიც მსჯავრებული იყო,მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით საზოგადოებას თავს აცოდებდა და პატიმართა უფლებების დამცველი გმირის როლში გვევლინებოდა.

ეს ის ნანა ფარჩუკაშვილია, რომელიც დღემდე ადვოკატია და ფარულად დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულში ვდებთ ბრალს!თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Courtჩვენი ეზოს უფლებებს ჩემი ძვირფასი მეგობრის ეკა ბესელია-ს საადვოკატო ბიურო იცავს და ზუსტად ვიცი, სიმართლე გაიმარჯვებს!თაღლითების ადგილი ციხეშია!" - წერს სტეფნაძე.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ნანა ფარჩუკაშვილს. როგორც ის განმარტავს, საუბარია სტეფნაძის დეიდის, ეკატერინე შუღლიაშვილის სახლზე, რომელიც მან მოქალაქე ლია კობახიძეს დაუტოვა. ამის მიზეზად ადვოკატი განმარტავს, რომ შუღლიაშვილი მარტოხელა იყო, ხოლო ლია კობახიძე მას ეხმარებოდა ყველაფერში, რის გამოც გადაწყვიტა ბინა მისთვის დაეტოვებინა.

"ეს არის ჩემი ყველაზე წარმატებული საქმე და აგიხსნით რატომ: ეს არის თბილისში, იოსებიძის ქუჩა 22-ში მდებარე უძრავი ქონება. ქალბატონი, რომელიც ამ მიმართვას წერს, სხვა რა დარჩენია - პროცესი წააგო. ის არის ნამდვილი თაღლითი, მე კი არა. ამ ქალბატონს ჰყავდა დეიდა - ეკატერინე შუღლიაშვილი, საკმაოდ განათლებული და წარმატებული პედიატრი, რომელიც გაუთხოვარი დარჩა. ქონება იტალიურ ეზოს წარმოადგენს. ამ ადამიანებს ეგონათ, რადგან ქალბატონს ქმარ-შვილი არ ჰყავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქონება აუცილებლად მათი გახდებოდა. ქალბატონ ეკატერინეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლია კობახიძესთან, რომელიც მაშინ საპასპორტოში მუშაობდა. ის მარტოხელა ქალს ეხმარებოდა, რომელსაც შუღლიაშვილები ძალიან ცუდად ექცეოდნენ (ლია იმავე უბანში, რამდენიმე კორპუსის იქით ცხოვრობდა). კობახიძეს რამდენჯერმე მოუწია მასთან მისვლა და როცა მის შესახებ მოუყვა, მას შემდეგ არა მარტო ლია, მისი თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ.

გავიდა რაღაც პერიოდი, ეს ქალი არსად ჩანს და მერე იგებენ, რომ ეკატერინე შუღლიაშვილს დაეჯახა ავტომანქანა და გარდაიცვალა. ეს არის 90-იანების პერიოდი და საქმე დარჩა გამოუძიებელი. ამ შუღლიაშვილებს ყველაფერი რომ თავისი ჰგონიათ, გადის რამდენიმე წელი და სამკვიდროს მისაღებად შეაქვთ განცხადება. ნოტარიუსმა თავად გამოითხოვა ინფორმაცია და უარი უთხრა იმ მოტივით, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ ქალბატონს ლიაზე დაუწერია ანდერძი, თან ისე, რომ ეს ამბავი კობახიძემ არც კი იცოდა. რადგან არსებობდა მემკვიდრე, ის სასამართლოს დავალებით მოძებნეს და ჩააბარეს სარჩელი. რადგან მემკვიდრეობაზე უარი მიიღეს და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, შუღლიასვილებმა მიმართეს თაღლითობას - ამბობდნენ, ჩვენ ბინა დეიდასგან გვაქვს ნაყიდი, „ასტუპნიკები“ ვართ, ამიტომ ვართ ამ მისამართზე ჩაწერილებიო. ეს იყო მართლაც თაღლითობა და სასამართლოზე კარგად რომ გაირკვა, რაში იყო საქმე, მათ უკან გაიხმეს სარჩელი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ანდერძით ლია კობახიძე იყო ნამდვილი მემკვიდრე.

როცა სარჩელი ჩააბარეს, იმ დღიდან ვხდები ქალბატონი ლიას ადვოკატი, თუმცა მისი ადვოკატი მანამდე სხვა საკითხებშიც ვიყავი. ლია მოდის და მეუბნება, კონვერტი მომიტანეს, არც კი ვიცოდი, რომ იმ საცოდავ ქალს ანდერძი ჩემზე დაუწერიაო. მათ სარჩელი ყველა ფაქტობრივი გარემოების გაყალბებით ჰქონდათ შემოტანილი, მაგრამ ჩვენ კვალიფიციურად შევედავეთ და დავუმტკიცეთ, რომ ისინი რეალურად არ ყოფილან „ასტუპნიკები“, რომ გარემოებას იყენებდნენ და როგორც კი დავაყენე საკითხი იმის შესახებ, რომ ამ დოკუმენტაციას 317-ე მუხლის შესაბამისად გადავაგზავნიდი საგამოძიებო ორგანოებისთვის, რათა ფიზიკურად მომხდარიყო ამ გარემოებების გამოძიება, მათ სარჩელი უკან გაიხმეს, შეეშინდათ რეალური გარემოების გამოძიების, სადაც დადგინდებოდა, რომ ისინი თავად თაღლითობდნენ. აღნიშნულის შემდეგ, კანონიერი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლია კობახიძემ სამკვიდრო მიიღო და დაირეგისტრირა ქონება, შემდეგ კი მისი გაყიდვა გადაწყვიტა“.

ნანა ფარჩუკაშვილი