მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმო-ს განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა" - ივანე ჩხაიძე
"ჯანმო-ს განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა" - ივანე ჩხაიძე

იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ვი­და და ქვეყ­ნებს შე­უძ­ლი­ათ, ის მარ­თონ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სი.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ზე­მოქ­მე­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არის იმა­ვე დო­ნე­ზე, რა დო­ნე­ზეც გრი­პი­სა და სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბი.

"ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "კო­ვიდ-19“-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბა არ არის იდენ­ტუ­რი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის, ეს არის იდენ­ტუ­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ვი­და, ანუ ქვეყ­ნებ­მა უნდა მარ­თონ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სი, ისე­ვე რო­გორც გრი­პი და ადე­ნო­ვირუ­სი იმარ­თე­ბა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი გაქ­რა, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი, მაგ­რამ მისი ზე­მოქ­მე­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არის იმა­ვე დო­ნე­ზე, რა დო­ნე­ზეც გრი­პი­სა და სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბი.

ჯან­მო გან­მარ­ტავს, რომ მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი მუ­ტა­ცი­ის გა­ჩე­ნის რის­კი არ­სე­ბობს, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ბოლო მუ­ტა­ცია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ო­ში სი­ტუ­ა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა, 2021 წლის 26 ნო­ემ­ბერს ჯან­მოს მიერ კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. თით­ქმის ორი წე­ლია, ახა­ლი მუ­ტა­ცია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს რის­კიც მი­ნი­მა­ლუ­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბაა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, უკვე გან­სა­ზღვრავს მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც. მა­გა­ლი­თად: ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბა კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი 2021 წლის იან­ვარ­ში იყო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ერთ კვი­რა­ში ასი ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აპ­რი­ლის ბოლო კვი­რა­ში სამი ათა­სი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ციფ­რე­ბიც ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს, რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­გორც ლე­ტა­ლო­ბის, ასე­ვე ავა­დო­ბის მხრივ ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ZAZA
2

ჩხაიძეს რამე დაეჯერება უბრალოდ ჯანმოს ახმოვანებს და ისიც გადასამოწმებელია . შესაძლოა ბიძინამ უთხრას ახლუსულგულიბას.ა ასეა საჭირო და ასე უნდა გამოაცხადოო და ეგრევე მოგვატყუებს აბა საიდან ასეტი ფუფუნური ცხოვრება, მიკვირს ის თმაგაწეწილი ქალი ექიმი რომ არ აყვა... რაღაც ქოცურად გამომივიდა მაგრამ ექიმებს ვერ ვპატოიბ სულგულიბას და სიცრუეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჯანმო-ს განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა" - ივანე ჩხაიძე

"ჯანმო-ს განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა" - ივანე ჩხაიძე

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა და ქვეყნებს შეუძლიათ, ის მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი.

მისივე თქმით, კორონავირუსის ზემოქმედება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე არის იმავე დონეზე, რა დონეზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსები.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. ეს ფორმულირება არ არის იდენტური პანდემიის დასრულების, ეს არის იდენტური საგანგებო მდგომარეობის დასრულების. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა, ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც გრიპი და ადენოვირუსი იმართება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, როგორც დაავადების გამომწვევი, მაგრამ მისი ზემოქმედება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე არის იმავე დონეზე, რა დონეზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსები.

ჯანმო განმარტავს, რომ მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის გაჩენის რისკი არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო მუტაცია, რომელმაც მსოფლიოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა, 2021 წლის 26 ნოემბერს ჯანმოს მიერ კვალიფიცირებული იყო. თითქმის ორი წელია, ახალი მუტაცია არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რისკიც მინიმალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი განცხადებაა და გარკვეულწილად, უკვე განსაზღვრავს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც. მაგალითად: ყველაზე მაღალი ლეტალობა კოვიდ-19-ით გამოწვეული 2021 წლის იანვარში იყო, როდესაც მსოფლიოში ერთ კვირაში ასი ათასი ადამიანი დაიღუპა, ეს მაჩვენებელი აპრილის ბოლო კვირაში სამი ათასი იყო. შესაბამისად, ციფრებიც ნათლად მეტყველებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მიუთითებს იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით კორონავირუსი, როგორც ლეტალობის, ასევე ავადობის მხრივ ძალიან შემცირებულია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.