მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიაბეტური პრეპარატის ინექციამ, რომელსაც წონის დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ? - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს
რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიაბეტური პრეპარატის ინექციამ, რომელსაც წონის დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ? - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს

21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბაა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბი პრე­პა­რა­ტე­ბის რეკ­ლა­მის­თვის. წო­ნა­ში და­საკ­ლებ სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­ლდათ სხვა­დას­ხვა სა­ხის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც რეკ­ლა­მას ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბიც უწევ­დნენ. ბევ­რი მათ­გა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც კი შე­ექ­მნა.

პო­პუ­ლა­რუ­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი ბოლო დროს ინექ­ცი­ამ ჩა­ა­ნაც­ვლა. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ პრე­პა­რატ "ოზემ­პი­კის“ ინექ­ცი­ას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტის დამ­ხმა­რე მე­დი­კა­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად თვით­ნე­ბუ­რად იყე­ნე­ბენ.

ეს მე­დი­კა­მენ­ტი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე არ იყი­დე­ბა, თუმ­ცა მისი შე­მო­ტა­ნა 2024 წელს იგეგ­მე­ბა, იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი აწუ­ხებთ. სე­მა­გუ­ტი­დის ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტი მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ჰორ­მონ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში. იწ­ვევს მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას და ხელს უწყობს საკ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას.

იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც პრე­პა­რატს წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად, თვით­ნე­ბუ­რად იყე­ნე­ბენ, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის საკ­მა­ოდ გრძე­ლი სია არ­სე­ბობს: გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ყაბ­ზო­ბა, სი­სუს­ტე, ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, ხვე­ლა, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, შფოთ­ვა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა და ა.შ.

ექი­მე­ბის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც, რომ პრე­პა­რატს გარ­კვე­უ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლია, იცა­ვენ თუ არა გა­დამ­ზი­და­ვე­ბი მსგავს პი­რო­ბებს. ასე­ვე მოხ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თურ­ქეთ­ში პა­ცი­ენ­ტებ­მა ყალ­ბი პრე­პა­რა­ტი მი­ი­ღეს.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ანა მა­მა­სახ­ლი­სი ამ­ბობს, რომ ბოლო დროს პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გაზ­რდი­ლია. ჰქონ­და შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც პრე­პა­რა­ტის არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და.

- სამ­წუ­ხა­როდ, ჰგო­ნი­ათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­სუქ­ნის დროს და ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენ­ტთან შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. ვცდი­ლობ, მათ ავუხ­სნა პრე­პა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბიც და სარ­გე­ბე­ლიც. ზო­გა­დად პრაქ­ტი­კა­ში ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გვი­წევს, რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ისე სიმ­სუქ­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ ეს ხდე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზის დროს.

- რა საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვით­ნე­ბუ­რად მო­იხ­მარს პრე­პა­რატს?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მომ­მარ­თავს რჩე­ვით და სურს პრე­პა­რა­ტი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ დროს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ რის­კებ­სა და სარ­გე­ბელს და მივ­სულ­ვართ დას­კვნამ­დე, რომ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტმა თვით­ნე­ბუ­რად და­ი­წყო ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა და ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­აღ­წია.

მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტმა იმ დო­ნე­ზე და­კარ­გა მადა, რომ წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­იკ­ლო და მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­და. ამან ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და მის ორ­გა­ნიზ­მზე. ზო­გა­დად, პრე­პა­რატს გა­აჩ­ნია გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან მძი­მე და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი.

უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ სიმ­სუქ­ნე არის დი­აგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ბევ­რი ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლია და სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა. ეს არ არის მოკ­ლე დრო­ში მოგ­ვა­რე­ბა­დი პრობ­ლე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ პა­ცი­ენ­ტი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნებს პრე­პა­რატს, ამ დროს ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ნიშ­ნოს მისი მი­ღე­ბა, მაგ­რამ არას­წო­რად, არა­საკ­მა­რი­სად დო­ზი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტებს და­უბ­რუნ­დათ დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნის ორი-მე­სა­მე­დი მა­ინც.

ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ რო­დე­საც სიმ­სუქ­ნის მი­ზე­ზი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბაა, პრე­პა­რა­ტის თვით­ნე­ბუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, პრობ­ლე­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად ხე­ლოვ­ნუ­რად სწორ­დე­ბა, პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დგომ კი, რად­გან რჩე­ბა იგი­ვე ჩვე­ვე­ბი, პა­ცი­ენ­ტი არას­წორ კვე­ბას აგ­რძე­ლებს, შე­დე­გად, წონა უკან ბრუნ­დე­ბა.

- პრე­პა­რა­ტი აფ­თი­ა­ქებ­ში ჯერ არ იყი­დე­ბა, თუმ­ცა შე­მო­ტა­ნა იგეგ­მე­ბა დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ხომ არ იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე, რომ უფრო გა­ი­ზარ­დოს თვით­ნე­ბუ­რად მისი მოხ­მა­რე­ბა?

- რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, კარ­გი პრე­პა­რა­ტია, რიგ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ტი­პი­უ­რი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის უკე­თე­სი მარ­თვის­თვის. ამი­ტომ რო­გორც ექიმს, მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს და მი­ვე­სალ­მე­ბი თუ ხელ­მის­წავ­დო­მი იქ­ნე­ბა აფ­თი­ა­ქებ­ში. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ბევ­რი სწო­რედ წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად შე­ი­ძენს. ამე­რი­კა­შიც კი ერთი პე­რი­ო­დი იმ­დე­ნად დიდი იყო მო­თხოვ­ნა, რომ პრე­პა­რატ­ზე დე­ფი­ცი­ტიც კი შე­იქ­მნა. ვფიქ­რობ, რე­ცეპ­ტით უნდა მოხ­დეს მისი გა­ცე­მა და ასე­ვე კარ­გად ავუხ­სნათ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ არ არ­სე­ბობს წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ცი­ენტს მო­ერ­გე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი.
0

ამერიკაში აღნიშნული პრეპარატი გაყიდვაში არაა. მხოლოდ ექიმის დანიშნულებით დაზღვევა ფარავს და ღირს 1200,$.დან. ინახება მაცივარში.

მედეა
0

იტალიაში დამინიშნა ოზემპიკი-დიაბეტოლოგმა,როგორც 2 ტიპის დიაბეტიკს.საშინელ დღეში ჩამაგდო

თან ვერც ვხვდებოდი,რომ ეს წამალი იყო მიზეზი.კვირაში ერთხელ მცირე დოზას ვიკეთებდი.

მადას კი არ აქვეითებს,საკვებს აჩერებს დიდხანს კუჯში.და ამიტომ რაფგან საკვები ა კუჭში, აღარ გშივდება....მაგრამ სამაგიეროდ იქ დიდხანს ყოფნის გამო,

საკვები ლპება და იწყებს ორგანიზმის მოწამვლას.24 საათი მქონდა პირღებინება და თან რსმდენს ვმკურნალობდი მ8ს საწინააღმდეგოდ.სანამ მე თვითონ არ მივხვდი,რომ ოზემპიკი მანადგურებდა.

თვითონ მოვიხსენი მისი მკურნალობა და უცბად გამოვკეთდი კიდეც იმ ტანჯვიდან.

თან კვანძებსაც აჩენს..

 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიაბეტური პრეპარატის ინექციამ, რომელსაც წონის დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ? - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს

რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიდიაბეტური პრეპარატის ინექციამ, რომელსაც წონის დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ? - ენდოკრინოლოგი გვაფრთხილებს

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჭარბწონიანობაა. ამის პარალელურად სოციალური ქსელები ფართოდ გამოიყენება წონაში დასაკლები პრეპარატების რეკლამისთვის. წონაში დასაკლებ საშუალებებს შორის ბოლო წლების განმავლობაში პოპულარული გახლდათ სხვადასხვა სახის კოქტეილები, რომლებსაც რეკლამას ქართველი ინფლუენსერებიც უწევდნენ. ბევრი მათგანის გამოყენების შედეგად ადამიანების ნაწილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც კი შეექმნა.

პოპულარული კოქტეილები ბოლო დროს ინექციამ ჩაანაცვლა. ენდოკრინოლოგები შეშფოთებულები არიან იმით, რომ პრეპარატ "ოზემპიკის“ ინექციას, რომელიც რეალურად მე-2 ტიპის დიაბეტის დამხმარე მედიკამენტად გამოიყენება, ადამიანები წონაში დასაკლებად თვითნებურად იყენებენ.

ეს მედიკამენტი ამჟამად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ იყიდება, თუმცა მისი შემოტანა 2024 წელს იგეგმება, იმ პაციენტებისთვის, ვისაც მე-2 ტიპის დიაბეტი აწუხებთ. სემაგუტიდის ჯგუფის პრეპარატი მოქმედებს ორგანიზმში გამომუშავებულ ჰორმონზე და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში. იწვევს მადის დაქვეითებას და ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას.

იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც პრეპარატს წონაში დასაკლებად, თვითნებურად იყენებენ, გვერდითი მოვლენების საკმაოდ გრძელი სია არსებობს: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სისუსტე, ყლაპვის გაძნელება, ხველა, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, შფოთვა, ოფლიანობა და ა.შ.

ექიმების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ პრეპარატს გარკვეული შენახვის პირობები სჭირდება, გაურკვეველია, იცავენ თუ არა გადამზიდავები მსგავს პირობებს. ასევე მოხდა შემთხვევა, როდესაც თურქეთში პაციენტებმა ყალბი პრეპარატი მიიღეს.

ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი ამბობს, რომ ბოლო დროს პაციენტებში ამ მედიკამენტის მიმართ ინტერესი გაზრდილია. ჰქონდა შემთხვევებიც, როდესაც პრეპარატის არადანიშნულებისამებრ მოხმარების შემდეგ, პაციენტს მკურნალობა დასჭირდა.

- სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ ნებისმიერი სიმსუქნის დროს და ნებისმიერ პაციენტთან შეიძლება მისი გამოყენება. ვცდილობ, მათ ავუხსნა პრეპარატთან დაკავშირებული რისკებიც და სარგებელიც. ზოგადად პრაქტიკაში ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება გვიწევს, როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე სიმსუქნის სამკურნალოდ, მაგრამ ეს ხდება სრულფასოვანი გამოკვლევების და დადასტურებული დიაგნოზის დროს.

- რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი, რომელიც თვითნებურად მოიხმარს პრეპარატს?

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი მომმართავს რჩევით და სურს პრეპარატი გამოყენება. ამ დროს ერთად განვიხილავთ რისკებსა და სარგებელს და მივსულვართ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტმა თვითნებურად დაიწყო ინექციის გაკეთება და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.

მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტმა იმ დონეზე დაკარგა მადა, რომ წონაში ძალიან დაიკლო და მეორე უკიდურესობაში გადავარდა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა მის ორგანიზმზე. ზოგადად, პრეპარატს გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის აღმოჩნდა ძალიან მძიმე და შემაწუხებელი.

უნდა გავითავისოთ, რომ სიმსუქნე არის დიაგნოზი, რომელიც ბევრი ფაქტორით გამოწვეულია და სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა. ეს არ არის მოკლე დროში მოგვარებადი პრობლემა. შესაბამისად, თუ პაციენტი ჩვენების მიხედვით გამოიყენებს პრეპარატს, ამ დროს ექიმმა შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში დაუნიშნოს მისი მიღება, მაგრამ არასწორად, არასაკმარისად დოზირებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს დაუბრუნდათ დაკლებული წონის ორი-მესამედი მაინც.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც სიმსუქნის მიზეზი დაუბალანსებელი კვებაა, პრეპარატის თვითნებურად გამოყენების შემდეგ, პრობლემა გარკვეულწილად ხელოვნურად სწორდება, პრეპარატის მოხსნის შემდგომ კი, რადგან რჩება იგივე ჩვევები, პაციენტი არასწორ კვებას აგრძელებს, შედეგად, წონა უკან ბრუნდება.

- პრეპარატი აფთიაქებში ჯერ არ იყიდება, თუმცა შემოტანა იგეგმება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ხომ არ იქნება სერიოზული საფრთხე, რომ უფრო გაიზარდოს თვითნებურად მისი მოხმარება?

- როგორც დასაწყისში აღვნიშნე, კარგი პრეპარატია, რიგ შემთხვევაში აუცილებელიც კია მისი გამოყენება ტიპიური შაქრიანი დიაბეტის უკეთესი მართვისთვის. ამიტომ როგორც ექიმს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მივესალმები თუ ხელმისწავდომი იქნება აფთიაქებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ბევრი სწორედ წონაში დასაკლებად შეიძენს. ამერიკაშიც კი ერთი პერიოდი იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ პრეპარატზე დეფიციტიც კი შეიქმნა. ვფიქრობ, რეცეპტით უნდა მოხდეს მისი გაცემა და ასევე კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რომ არ არსებობს წონაში დასაკლები უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა პაციენტს მოერგება.