მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ სასამართლოს "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა - რას ითხოვს პროკურატურა?
პროკურატურამ სასამართლოს "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა - რას ითხოვს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 31 მარტს, სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ და­ბი­ნა­ვე­ბულ­მა პირ­მა თა­ვის­სა­ვე ნო­მერ­ში სხვა­დას­ხვა ნივთს ცე­ცხლი წა­უ­კი­და, რომ­ლი­თაც გა­მოწ­ვე­უ­ლი ძლი­ე­რი ხან­ძრით სას­ტუმ­როს მე-3 და მე-4 სარ­თუ­ლი და­ზი­ან­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 31 მარტს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სა­მი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით სსიპ "ლ.სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში“ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს იყო შე­უ­რა­ცხა­დი, მას არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი და ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იგი სა­ჭი­რო­ებს იძუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
1

გიჟი არა, კვატი. დააგვიანდა პარტნიორს და გაგიჟდა. 

Status quo
1

ქებურიას თავი ქუდში აქვს, დაზღვევა უნაზღაურებს ზარალს.ეტყობა, სასტუმროს რემონტი უნდოდა და ამ ხერხით უფასო გამოუდის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პროკურატურამ სასამართლოს "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა - რას ითხოვს პროკურატურა?

პროკურატურამ სასამართლოს "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა - რას ითხოვს პროკურატურა?

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო "ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ "ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: