მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიჩო და საბა თანასკოლელები იყვნენ, თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ არის ვერაზე მოკლული ბიზნესმენი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?
"გიჩო და საბა თანასკოლელები იყვნენ, თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ არის ვერაზე მოკლული ბიზნესმენი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?

გუ­შინ სა­ღა­მოს, ვე­რა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე LA VERA- სთან სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 38 წლის საბა გა­ხო­კი­აა. საბა გა­ხო­კი­ას, რო­მელ­მაც ბიზ­ნეს­მენ გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფე­ხებ­ში დაჭ­რა, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გად გა­ხო­კია ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია, მას გაქ­ცე­ვა არც უც­დია. ის დაჭ­რი­ლი გივი (გი­ჩოს) დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და.(წა­ი­კი­თხეთ: გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს - რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი?)

რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლულ საბა გა­ხო­კი­ას, ის რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნესს ფლობს. კერ­ძოდ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტვირ­თე­ბის გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია შპს „ტრანსკო“, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია შპს „ჯიმა ჯგუ­ფი“ ( JIMA GROUP) და სამ­შე­ნებ­ლო მან­ქა­ნე­ბის და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის კომ­პა­ნია შპს "ტრანსკო".

საბა გა­ხო­კია

რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი და დაჭ­რი­ლი თა­ნას­კო­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ (53-ე სკო­ლა) და მათ თა­ვი­დან­ვე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"მისი პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ვერც მისი მო­ტი­ვის შე­სა­ხებ გე­ტყვით ვე­რა­ფერს. რაც ვიცი, საბა იყო უაღ­რე­სად კე­თი­ლი, თბი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ვინ და რა­ტომ გა­ამ­წა­რა ასე, არ ვიცი, ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან და არ მახ­სოვს, ვინ­მეს­თვის ხელი ზედ­მე­ტად და­ე­კა­რე­ბი­ნა, ან უმი­ზე­ზოდ ეწყე­ნი­ნე­ბი­ნა. მისი ვერ­ცერ­თი მე­გო­ბა­რი ვერ გე­ტყვით, რომ საბა იყო მო­ძა­ლა­დე, მხო­ლოდ სი­კე­თე და პო­ზი­ტი­ვი იღ­ვრე­ბო­და მის­გან. რა მოხ­და, ამას იმე­დია გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს“, - გვე­უბ­ნე­ბა მისი მე­გო­ბა­რი გუჩი თავ­ხე­ლი­ძე. საბა გა­ხო­კი­ას ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბას "ფე­ის­ბუკ­ში“ მისი მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან: "ეს დღე­სას­წა­უ­ლი იყო საბა! სა­მა­გა­ლი­თო მე­გო­ბა­რი და სა­მა­გა­ლი­თო ბიჭი! რო­გორ და­გემ­შვი­დო­ბოთ მთე­ლი კლა­სი, ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობთ ! ეს რა დღე გაგ­ვი­თენ­და ჩემო ერ­თგუ­ლო, კე­თი­ლო მე­გო­ბა­რო. წახ­ვე­დი და წა­ი­ღე ჩვე­ნი გუ­ლე­ბი! შეხ­ვედ­რამ­დე მე­გო­ბა­რო, უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რი წელი ჩვენ ყვე­ლა ერ­თად! „ჩვე­ნი კე­თი­ლი, თბი­ლი და ტკბი­ლი ბიჭი“. „ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ მე და საბა, სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ“...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@
1

აქ ვსხედვართ და ვწერთ. ყვეკას ჩვენი მოსაზრება გვაქვს ამ ტრაგედიაზე და დარწმუნებული ვარ, ყველას გული გვტკივა, მაგრამ ეხლა ვნახე მაესტროს მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ისეთი რამეები ჩანს, რომელიც უმეტესობას ნანახი არ გექნებათ. ვერავის ვურჩევ ეს საშინელება კიდევ ერთხელ ნახოს, მაგრამ თუ ასე ძალიან გაინტერესებთ, უყურეთ და სიმართლეში თავად დარწმუნდებით

ლილე
1

ყველა ადამიანს ქონია ცხოვრებაში ესეთი შემთვევა რომ ისე გამწარებულა ადამიანის მოკვლაზე უფიქრია, მაგრამ არ განუხორციელებია და დღესაც ყავს მტრად, შვილმოკლულმა დედება რაღა უნდა თქვან, მოკლან თავიანითი შვილის მკვლელები? ვინ რამდენჯერ გამწარდება ესე უნდა იძიონ შური? საერთოდ ვაართ სამართებლებლივი საელმწიფო? თუ ჩიკაგოს განსკტერული კვარტალი? მეორე მხარე იქნებოდა რეკეტიორი და ძველი ბიჭი რომელსაც კარმუშკა უნდოდა ალბათ ბიზნესიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"გიჩო და საბა თანასკოლელები იყვნენ, თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ არის ვერაზე მოკლული ბიზნესმენი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?

"გიჩო და საბა თანასკოლელები იყვნენ, თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ" - ვინ არის ვერაზე მოკლული ბიზნესმენი და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?

გუშინ საღამოს, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე LA VERA- სთან სროლის შედეგად მოკლული მამაკაცი 38 წლის საბა გახოკიაა. საბა გახოკიას, რომელმაც ბიზნესმენ გივი (გიჩო) მარგველაშვილი ფეხებში დაჭრა, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად გახოკია ადგილზე დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია. ის დაჭრილი გივი (გიჩოს) დაცვაში მუშაობდა.(წაიკითხეთ: გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?)

რაც შეეხება მოკლულ საბა გახოკიას, ის რამდენიმე ბიზნესს ფლობს. კერძოდ მის მფლობელობაში იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ტრანსკო“, სამშენებლო მასალების კომპანია შპს „ჯიმა ჯგუფი“ ( JIMA GROUP) და სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს "ტრანსკო".

საბა გახოკია

როგორც წყარო გვეუბნება, გარდაცვლილი და დაჭრილი თანასკოლელები იყვნენ (53-ე სკოლა) და მათ თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

"მისი პირადი საქმეების შესახებ არაფერი ვიცი, ვერც მისი მოტივის შესახებ გეტყვით ვერაფერს. რაც ვიცი, საბა იყო უაღრესად კეთილი, თბილი და ადამიანების მოყვარული. ვინ და რატომ გაამწარა ასე, არ ვიცი, ერთად ვიზრდებოდით ძალიან პატარა ასაკიდან და არ მახსოვს, ვინმესთვის ხელი ზედმეტად დაეკარებინა, ან უმიზეზოდ ეწყენინებინა. მისი ვერცერთი მეგობარი ვერ გეტყვით, რომ საბა იყო მოძალადე, მხოლოდ სიკეთე და პოზიტივი იღვრებოდა მისგან. რა მოხდა, ამას იმედია გამოძიება დაადგენს“, - გვეუბნება მისი მეგობარი გუჩი თავხელიძე. საბა გახოკიას ერთი შვილი დარჩა.

ახალგაზრდა ბიზნესმენის მკვლელობას "ფეისბუკში“ მისი მეგობრები ეხმაურებიან: "ეს დღესასწაული იყო საბა! სამაგალითო მეგობარი და სამაგალითო ბიჭი! როგორ დაგემშვიდობოთ მთელი კლასი, ადგილს ვერ ვპოულობთ ! ეს რა დღე გაგვითენდა ჩემო ერთგულო, კეთილო მეგობარო. წახვედი და წაიღე ჩვენი გულები! შეხვედრამდე მეგობარო, უამრავი ბედნიერი წელი ჩვენ ყველა ერთად! „ჩვენი კეთილი, თბილი და ტკბილი ბიჭი“. „ერთად გავიზარდეთ მე და საბა, სრულიად განადგურებული ვარ“...

წაიკითხეთ ასევე: