საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ პესკოვის ბრალდებას პასუხობს - "ის უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ"
აშშ პესკოვის ბრალდებას პასუხობს - "ის უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ"

თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის ჯონ კირ­ბის გან­ცხა­დე­ბით, კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბა, რომ მოს­კოვ­ზე დრო­ნით თავ­დას­ხმის უკან ვა­შინგტო­ნი დგას, ტყუ­ი­ლია.

"შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს ამას­თან სა­ერ­თო. პეს­კო­ვი უბ­რა­ლოდ, იტყუ­ე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ჯონ კირ­ბიმ.

მისი თქმით, აშშ არ წა­ა­ხა­ლი­სებს და არ აძ­ლევს უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმის სა­შუ­ა­ლე­ბას და არ კარ­ნა­ხობს ოპე­რა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ის ატა­რებს.

"ჩვენ ნამ­დვი­ლად არ ვკარ­ნა­ხობთ პი­რო­ბებს, რომ­ლი­თაც ისი­ნი თავს იცა­ვენ ან ოპე­რა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ისი­ნი ატა­რე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა ჯონ კირ­ბიმ.

  • რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, კრემლზე დრო­ნით თავ­დას­ხმი­სა და პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის უკან ვა­შინგტო­ნი დგას

"ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მიზ­ნე­ბის გან­სა­ზღვრა, სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­სა­ზღვრა – ამ ყვე­ლა­ფერს კი­ევს ვა­შინგტო­ნი­დან კარ­ნა­ხო­ბენ. ჩვენ ეს კარ­გად ვი­ცით. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მსგავს ქმე­დე­ბებ­ზე და მსგავს ტე­რაქ­ტებ­ზე არა კი­ევ­ში, არა­მედ ვა­შინგტონ­ში იღე­ბენ. კი­ე­ვი აღას­რუ­ლებს იმას, რა­საც ეუბ­ნე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეყოთ რუსებო
3

რას არ იზამენ ეს გარეკილი რუსები, ჯერ იყო და გაზის მილი აიფეთქეს ბალტიის ზღვაში, მერე პრო კრემლისტი ქალი და ბლოგერი აიფეთქეს, ახლა კრემლი დაიბომბეს დრონებით და ყველაფერს უდანაშაულო ამერიკელებს აბრალიან)))

mari
4

არა კაცო, რას კარნახობთ, უბრალოდ იარაღს აძლევთ და რაც გინდათ,ის გააკეთეთო, ეუბნებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აშშ პესკოვის ბრალდებას პასუხობს - "ის უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ"

აშშ პესკოვის ბრალდებას პასუხობს - "ის უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ"

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ მოსკოვზე დრონით თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას, ტყუილია.

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატები ჩართული არ ყოფილა. ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. პესკოვი უბრალოდ, იტყუება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ არ წაახალისებს და არ აძლევს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალებას და არ კარნახობს ოპერაციებს, რომლებსაც ის ატარებს.

"ჩვენ ნამდვილად არ ვკარნახობთ პირობებს, რომლითაც ისინი თავს იცავენ ან ოპერაციებს, რომლებსაც ისინი ატარებენ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

  • რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლზე დრონით თავდასხმისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის უკან ვაშინგტონი დგას

"ასეთი გადაწყვეტილებები, მიზნების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა – ამ ყველაფერს კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აღასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

წაიკითხეთ ასევე: