კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნარების მქონე სპეციალისტებზეა მოთხოვნა ბიზნესის სფეროში? - ინტერვიუ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანთან
რა უნარების მქონე სპეციალისტებზეა მოთხოვნა ბიზნესის სფეროში? - ინტერვიუ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანთან

დღეს მსოფ­ლი­ო­ში კომ­პა­ნი­ე­ბის 82%, კად­რე­ბის ძი­ე­ბის დროს, არ­ჩე­ვანს აკე­თებს ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბის მქო­ნე პირ­ზე. თუ რე­ი­ტინ­გებს გა­დავ­ხე­დავთ, ბოლო დე­კა­დე­ბია, 10 ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ხა­რის­ხი­დან და პრო­ფე­სი­ი­დან პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბაა, ხოლო მომ­დევ­ნო ოთხი - მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა, იქ­ნე­ბა ეს მარ­კე­ტინ­გი თუ ფი­ნან­სე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბიზ­ნეს სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბის უნარ-ჩვე­ვებ­ზე მო­თხოვ­ნე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბა. ამ­გვარ გა­რე­მო­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი არის ის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რაც სა­ბო­ლო­ოდ კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ლი­დე­რი, ვი­საც ასეთ პი­რო­ბებ­ში სწო­რი ანა­ლი­ზი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა შე­უძ­ლია, იმა­ზე მე­ტად ფა­სობს, ვიდ­რე მხო­ლოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მქო­ნე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ გა­მოწ­ვე­ვებს ფეხი სწრა­ფად აუ­წყოს უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­მაც, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­წლი­უ­რად უწევს პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა. დღეს სწავ­ლე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დად ქე­ი­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მა მი­იჩ­ნე­ვა. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტუ­დენ­ტებს, რო­მელ­თაც სა­მო­მავ­ლოდ ანტრეპ­რე­ნე­რო­ბა ან სტარ­ტა­პე­რო­ბა სურთ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევ­დეს.

რო­გორც „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბიზ­ნე­სის სკო­ლის დე­კა­ნი ნა­თია ნას­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრაქ­ტი­კუ­ლი და პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა გლო­ბა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს ვერ გაგ­ვხდის.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­ხის ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა დღეს ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, აჩ­ქა­რე­ბულ, ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ლა­ვი­რე­ბის­თვის და რო­გორ შე­ვი­ძი­ნოთ ისი­ნი, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბიზ­ნეს სკო­ლის დე­კან­მა ნა­თია ნას­რაშ­ვილ­მა გან­გვი­მარ­ტა:

- რა ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი არ­სე­ბობს ბიზ­ნეს სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე და რა უნა­რე­ბი უნდა ჰქონ­დეთ მათ, რომ ეფექ­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ? ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა აღ­ნიშ­ნულ მო­თხოვ­ნებს?

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კურ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ და გა­რე­მო­ე­ბე­ბი სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე მო­თხოვ­ნე­ბიც გარ­კვე­ულ­წი­ლად შეც­ვლი­ლია. ცალ­სა­ხად შე­იმ­ჩნე­ვა ის, რომ გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და ე. წ. Hard Skill-ები­სა, მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობს ე. წ. Soft Skill-ებზე. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი თა­ნა­ბარმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ლი­დე­რო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გუნ­დუ­რო­ბის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და უკუ­კავ­ში­რის მი­ცე­მის უნა­რე­ბი. ანუ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­ან­თი საქ­მე უფრო ეფექ­ტი­ა­ნად შე­ას­რუ­ლონ.

რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს დღეს? – თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­სა და Hard Skill-ების კუ­თხით, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ნაკ­ლე­ბო­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა უკვე მეტი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა Soft Skill-ების ქო­ნა­ზე. დღეს თა­ნა­ბა­რი ხა­რის­ხის, დიპ­ლო­მის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ორ ადა­მი­ანს შო­რის დამ­საქ­მე­ბე­ლი არ­ჩე­ვანს აკე­თებს მის სა­სარ­გებ­ლოდ, ვისი პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბიც აღე­მა­ტე­ბა მე­ო­რი­სას. მი­ზე­ზი კი არის ის, რომ მოქ­ნი­ლო­ბა, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა და ნაკ­ლე­ბი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა საქ­მე­ში ბევ­რად უფრო შე­დე­გი­ა­ნია.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ბიზ­ნე­სის სკო­ლა კი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ტრენ­დებს უნდა მიჰ­ყვე­ბო­დეს და სტუ­დენ­ტებს სწო­რედ ასე­თი სა­მუ­შაო გა­რე­მოს­თვის ამ­ზა­დებ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ უმ­თავ­რე­სი მი­სია არის ის, რომ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნე­სის პროგ­რა­მა­ზე მოხ­ვდე­ბი­ან, იძენ­დნენ დღეს მო­თხოვ­ნად ცოდ­ნას, უნა­რებს და ჩვე­ნი სივ­რცე გარ­კვე­უ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც და­ტო­ვონ.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სწავ­ლე­ბის რა მო­დუ­ლებს სთა­ვა­ზობს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ისი­ნი მათ სა­მო­მავ­ლოდ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში?

ჩვე­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სი­ლა­ბუ­სე­ბი და მო­დუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და გა­ჯე­რე­ბუ­ლია ისე­თი საგ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც Soft Skill-ების გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სწო­რად მოხ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. ჩვენს პროგ­რა­მა­ზე ას­წავ­ლი­ან ლექ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თაც ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და ამ მხრივ, გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, პირ­და­პირ მათ­გან მი­ი­ღონ ის პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც სა­მო­მავ­ლოდ ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ვი­ვით ექ­ნე­ბათ.

პროგ­რა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტე­ბი ქმნი­ან სხვა­დას­ხვა პრო­ექტს, იღე­ბენ უკუ­კავ­შირს და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, რო­გორ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ თა­ვი­ან­თი შე­დე­გე­ბი. გა­მოც­დი­ლე­ბის კუ­თხით ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა სტუ­დენტს ეხ­მა­რე­ბა მიხ­ვდეს, რომ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე შე­იძ­ლე­ბა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შე­ექ­მნას, რა­მაც მო­ტი­ვა­ცია არ უნდა და­უ­კარ­გოს და პი­რი­ქით, უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მის­თვის სა­სარ­გებ­ლო გაკ­ვე­თი­ლი უნდა იყოს.

- „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ და­ნერ­გა პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გუ­ლის­ხმობს და რა­ტომ არის ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი?

პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი კომ­პლექ­სუ­რია და სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ში შე­მო­ვი­ტა­ნოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, რაც სტუ­დენ­ტებს ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი გან­ხილ­ვა, მას­ზე მუ­შა­ო­ბა, პრობ­ლე­მის და­ნახ­ვა და მისი გა­დაჭ­რა, რაც უკეთ და­მახ­სოვ­რე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სწო­რედ ამი­ტომ ენი­ჭე­ბა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა დის­კუ­სი­ას, ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბას, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და გან­ხილ­ვას.

- აძ­ლევს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­სა და და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბით?

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ პარტნი­ო­რე­ბი და კონ­ტაქ­ტე­ბია, რა თქმა უნდა, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, შეხ­ვდნენ თა­ვი­ანთ პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მებ­ლებს და 200-ზე მეტ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ი­ა­რონ პრაქ­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მათ ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა აქვთ, რაც რო­გორც სა­ჭი­რო უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბის, ისე კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პროგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის, ვინც ანტრეპ­რე­ნე­რო­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. რა პრაქ­ტი­კულ აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს ამის­თვის?

გარ­და იმი­სა, რომ ვზრუ­ნავთ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის Soft Skill-ების გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მათ ვეხ­მა­რე­ბით ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა სწავ­ლის პრო­ცეს­ში­ვე და­ი­წყონ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვონ.

ჩვენ შევ­ქმე­ნით „Start-up გა­რა­ჟი“ არა მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვი­საც და მათ ვაძ­ლევთ თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­ი­სა და აქ­სე­ლე­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც Start-up გა­რა­ჟის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა, მათ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ამა­ვე გა­რე­მო­ში შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა და ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი გრან­ტე­ბიც მი­ი­ღონ.

ამას­თან, უშუ­ა­ლოდ პროგ­რა­მა­შია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი 1 წლი­ა­ნი ან­ტერპრე­ნე­რო­ბის კურ­სი, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებს ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­უ­რად ფიქ­რის და­წყე­ბას, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბენ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს იდე­ის რე­ა­ლურ საქ­მედ ქცე­ვა­ში და კურ­სის ბო­ლოს, რე­ა­ლუ­რი, გა­მარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სით შე­დი­ან ბა­ზარ­ზე.

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დაგ­ვი­ტო­ვე შენი მო­ნა­ცე­მე­ბი: https://forms.office.com/e/J1sryBck9S

#ალ­ტე­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი #სა­ბა­კა­ლავ­როპ­როგ­რა­მე­ბი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა უნარების მქონე სპეციალისტებზეა მოთხოვნა ბიზნესის სფეროში? - ინტერვიუ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანთან

რა უნარების მქონე სპეციალისტებზეა მოთხოვნა ბიზნესის სფეროში? - ინტერვიუ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანთან

დღეს მსოფლიოში კომპანიების 82%, კადრების ძიების დროს, არჩევანს აკეთებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მქონე პირზე. თუ რეიტინგებს გადავხედავთ, ბოლო დეკადებია, 10 ყველაზე მოთხოვნადი ხარისხიდან და პროფესიიდან პირველი ბიზნესის ადმინისტრირებაა, ხოლო მომდევნო ოთხი - მასთან დაკავშირებული სპეციალობა, იქნება ეს მარკეტინგი თუ ფინანსები. აქედან გამომდინარე, ბიზნეს სფეროში დასაქმებული კადრების უნარ-ჩვევებზე მოთხოვნები ხშირად იცვლება. ამგვარ გარემოში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი არის ის მთავარი მახასიათებელი, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს. ლიდერი, ვისაც ასეთ პირობებში სწორი ანალიზისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე მხოლოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნის მქონე თანამშრომელი.

მნიშვნელოვანია ახალ გამოწვევებს ფეხი სწრაფად აუწყოს უმაღლესმა საგანმანათლებლო სისტემამაც, რომელსაც ბიზნესის სფეროში მიმდინარე სიახლეებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ყოველწლიურად უწევს პროგრამაში ცვლილებების შეტანა. დღეს სწავლების ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ქეისებზე დაფუძნებული პროგრამა მიიჩნევა. ამასთან, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს, რომელთაც სამომავლოდ ანტრეპრენერობა ან სტარტაპერობა სურთ, უნივერსიტეტი ამ მიმართულებით გარკვეულ გამოცდილებას აძლევდეს.

როგორც „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანი ნათია ნასრაშვილი განმარტავს, პრაქტიკული და პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავების გარეშე, მხოლოდ თეორიული ცოდნა გლობალურად კონკურენტუნარიანს ვერ გაგვხდის.

უფრო კონკრეტულად, რა სახის ცოდნა და უნარ-ჩვევები გვჭირდება დღეს ბიზნესში წარმატების მისაღწევად, აჩქარებულ, ციფრულ სამყაროში ლავირებისთვის და როგორ შევიძინოთ ისინი, „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანმა ნათია ნასრაშვილმა განგვიმარტა:

- რა ახალი მოთხოვნები არსებობს ბიზნეს სფეროში მომუშავე სპეციალისტებზე და რა უნარები უნდა ჰქონდეთ მათ, რომ ეფექტიანები იყვნენ? ასევე საინტერესოა, როგორ პასუხობს თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა აღნიშნულ მოთხოვნებს?

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დინამიკურ გარემოში ვცხოვრობთ და გარემოებები სწრაფად ცვალებადია, პროფესიონალებზე მოთხოვნებიც გარკვეულწილად შეცვლილია. ცალსახად შეიმჩნევა ის, რომ გარდა პროფესიული უნარებისა და ე. წ. Hard Skill-ებისა, მოთხოვნა არსებობს ე. წ. Soft Skill-ებზე. უფრო კონკრეტულად კი თანაბარმნიშვნელოვანი ხდება ლიდერობის, კომუნიკაციის, გუნდურობის, კრიტიკული აზროვნებისა და უკუკავშირის მიცემის უნარები. ანუ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პიროვნული უნარები იმისათვის, რომ ადამიანებმა თავიანთი საქმე უფრო ეფექტიანად შეასრულონ.

რა ვითარება გვაქვს დღეს? – თეორიულ ცოდნასა და Hard Skill-ების კუთხით, მსოფლიო ბაზარზე პროფესიონალთა ნაკლებობა არ შეინიშნება, თუმცა უკვე მეტი აქცენტი კეთდება Soft Skill-ების ქონაზე. დღეს თანაბარი ხარისხის, დიპლომის, პროფესიული გამოცდილების ორ ადამიანს შორის დამსაქმებელი არჩევანს აკეთებს მის სასარგებლოდ, ვისი პიროვნული უნარებიც აღემატება მეორისას. მიზეზი კი არის ის, რომ მოქნილობა, ადაპტირებულობა და ნაკლები ენერგიის დახარჯვა საქმეში ბევრად უფრო შედეგიანია.

უნივერსიტეტი და ბიზნესის სკოლა კი მსოფლიოში არსებულ ტრენდებს უნდა მიჰყვებოდეს და სტუდენტებს სწორედ ასეთი სამუშაო გარემოსთვის ამზადებდეს. შესაბამისად, „ალტე უნივერსიტეტის“ უმთავრესი მისია არის ის, რომ სტუდენტები, რომლებიც ბიზნესის პროგრამაზე მოხვდებიან, იძენდნენ დღეს მოთხოვნად ცოდნას, უნარებს და ჩვენი სივრცე გარკვეული პრაქტიკული გამოცდილებითაც დატოვონ.

- უფრო კონკრეტულად, სწავლების რა მოდულებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს და როგორ გამოიყენებენ ისინი მათ სამომავლოდ თავიანთ პროფესიაში?

ჩვენი საბაკალავრო პროგრამის სილაბუსები და მოდულები მაქსიმალურად დაბალანსებული და გაჯერებულია ისეთი საგნებით, რომლებიც Soft Skill-ების განვითარებაზეა მიმართული. ამასთან, აღნიშნული ტიპის უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის სწორად მოხდეს ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს პროგრამაზე ასწავლიან ლექტორები, რომელთაც ბიზნეს საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ამ მხრივ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პირდაპირ მათგან მიიღონ ის პრაქტიკული ინფორმაცია, რაც სამომავლოდ ერთგვარი გზამკვლევივით ექნებათ.

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები ქმნიან სხვადასხვა პროექტს, იღებენ უკუკავშირს და პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები. გამოცდილების კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის აქტივობები და ინფორმაციის გაზიარება სტუდენტს ეხმარება მიხვდეს, რომ განვითარების გზაზე შეიძლება დაბრკოლებები შეექმნას, რამაც მოტივაცია არ უნდა დაუკარგოს და პირიქით, უარყოფითი გამოცდილება მისთვის სასარგებლო გაკვეთილი უნდა იყოს.

- „ალტე უნივერსიტეტმა“ დანერგა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. საინტერესოა, რას გულისხმობს და რატომ არის ასეთი აქტუალური?

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი კომპლექსურია და სტუდენტებს სხვადასხვა უნარის გამომუშავების საშუალებას აძლევს. მაქსიმალურად ვცდილობთ, სწავლების მეთოდიკაში შემოვიტანოთ განსხვავებული მიდგომები, რაც სტუდენტებს ცოდნის პრაქტიკაში გადატანის საშუალებას მისცემს.

ინფორმაციის მიღების გარდა მნიშვნელოვანია მისი განხილვა, მასზე მუშაობა, პრობლემის დანახვა და მისი გადაჭრა, რაც უკეთ დამახსოვრებასა და გამოყენებას უზრუნველყოფს. სწავლების პროცესში სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დისკუსიას, ჯგუფურ მუშაობას, კომუნიკაციას და განხილვას.

- აძლევს თუ არა უნივერსიტეტი სტუდენტებს ახალი უნარების შეძენის საშუალებასა და დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების პროგრამებით?

იქიდან გამომდინარე, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ პარტნიორები და კონტაქტებია, რა თქმა უნდა, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ დამსაქმებლებს და 200-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში გაიარონ პრაქტიკა. შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ პროფესიონალებთან მათ ყოველდღიური შეხება აქვთ, რაც როგორც საჭირო უნარების ათვისების, ისე კონტაქტების შეძენის საშუალებას აძლევთ.

- როგორც აღნიშნეთ, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ანტრეპრენერობით არის დაინტერესებული. რა პრაქტიკულ აქტივობებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს ამისთვის?

გარდა იმისა, რომ ვზრუნავთ ჩვენი სტუდენტების Soft Skill-ების განვითარებაზე, მათ ვეხმარებით ანტრეპრენერული საქმიანობა სწავლის პროცესშივე დაიწყონ და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დააგროვონ.

ჩვენ შევქმენით „Start-up გარაჟი“ არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ აბიტურიენტებისთვისაც და მათ ვაძლევთ თავიანთი იდეების ინკუბაციისა და აქსელერაციის შესაძლებლობას. სხვადასხვა კონკურსის საშუალებით, რომელიც Start-up გარაჟის ორგანიზებით იმართება, მათ საშუალება აქვთ, ამავე გარემოში შეძლონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ამისთვის გარკვეული გრანტებიც მიიღონ.

ამასთან, უშუალოდ პროგრამაშია ინტეგრირებული 1 წლიანი ანტერპრენერობის კურსი, რომელიც გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს ანტრეპრენერული უნარების განვითარებასა და ინოვაციურად ფიქრის დაწყებას, მთელი წლის განმავლობაში, სტუდენტები ჯგუფურად მუშაობენ საკუთარი ბიზნეს იდეის რეალურ საქმედ ქცევაში და კურსის ბოლოს, რეალური, გამართული ბიზნესით შედიან ბაზარზე.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი მონაცემები: https://forms.office.com/e/J1sryBck9S

#ალტეუნივერსიტეტი #საბაკალავროპროგრამები

R