საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ "ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
დავით ნარმანიამ "ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გი­დე­ბის­თვის შექ­მნი­ლი კურ­სის - „ენერ­გე­ტი­კუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ მო­ნა­წი­ლე­ებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა.

„ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრი ეხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში, არა­მედ ცენ­ტრის ერთ-ერთი მი­ზა­ნია, და­ა­ინ­ტე­რე­სოს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი ენერ­გე­ტი­კით. გი­დე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ სწო­რად იმ სა­მიზ­ნე ჯგუფს, რომ­ლებ­საც უნდა ჰქონ­დეთ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, ასე­ვე ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. „ენერ­გე­ტი­კუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ ტრე­ნინგ კურ­სი შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რად გი­დე­ბის­თვის და მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი წარ­სუ­ლის, რე­ა­ლო­ბი­სა და პერ­სპექ­ტი­ვის შე­სა­ხებ გი­დე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. კურ­სის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მზარ­დია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეტა­პობ­რი­ვად სას­წავ­ლო ცენ­ტრი შეძ­ლებს ყვე­ლა მოქ­მე­დი თუ მო­მა­ვა­ლი გი­დის გა­დამ­ზა­დე­ბას ენერ­გე­ტი­კულ სა­კი­თხებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„ენერ­გე­ტი­კუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ ტრე­ნინგ კურ­სის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ენერ­გე­ტი­კულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებს, ჰიდ­რო და თბო­ე­ნერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ას.

სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ ბე­რი­ძე, სე­მე­კის წევ­რი და ERRA-ს პრე­ზი­დენ­ტი მაია მე­ლი­ქი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი ზაზა ჭი­თა­ნა­ვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანიამ "ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

დავით ნარმანიამ "ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის" კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის - „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ეხმარება არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, არამედ ცენტრის ერთ-ერთი მიზანია, დააინტერესოს სხვადასხვა ჯგუფები ენერგეტიკით. გიდები წარმოადგენენ სწორად იმ სამიზნე ჯგუფს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ენერგეტიკული ობიექტების როგორც ტექნიკური მახასიათებლების, ასევე ისტორიის შესახებ. „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკული წარსულის, რეალობისა და პერსპექტივის შესახებ გიდებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კურსის მიმართ ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებ, რომ ეტაპობრივად სასწავლო ცენტრი შეძლებს ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის გადამზადებას ენერგეტიკულ საკითხებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, სემეკის წევრი და ERRA-ს პრეზიდენტი მაია მელიქიძე, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.

NS