საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია - აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება" - ლევან ხაბეიშვილი
"გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია - აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება" - ლევან ხაბეიშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წელს გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი დად­გინ­დეს.

  • რო­გორც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს.

"რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ეჩ­ვია ახალ­გაზ­რდე­ბის დევ­ნას, მათ მკვლე­ლო­ბას, შემ­დეგ ხე­ლე­ბის და­ბა­ნას და იმის თქმას, ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში ვარ­თო. არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბია "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" ახალ­გაზ­რდებს კლავს. გუ­შინ­დელ­მა დღემ ეს კი­დევ ერთხელ ნათ­ლად და­ა­დას­ტუ­რა, როცა ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არის მოკ­ლუ­ლი, რომ ამ საქ­მე­ზე იყო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სი და ამის გამო გა­მო­ძი­ე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მან ისა­უბ­რა კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში იყო ზე­წო­ლა, მი­თი­თე­ბე­ბი, რა კი­თხვე­ბი უნდა და­ეს­ვათ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი რო­გორ უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ. ეს არის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რომ "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" კლავს ისე, რომ მერე ამ საქ­მე­ებს არა­თუ თა­რო­ზე შე­მო­დებს ან ამ­ბობს, რომ რამე ვერ გა­მო­ი­ძი­ეს, არა­მედ შე­მოგ­ვა­სა­ღე­ბენ, თით­ქოს საქ­მე გახ­სნი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და დამ­ნა­შა­ვე არა­ვინ ყო­ფი­ლა",-გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

  • მისი თქმით, საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე ე.წ. ქოლ­ცენ­ტრებს უკავ­შირ­დე­ბა.

"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხე­ლახ­ლა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა იმი­ტომ, რომ გუ­შინ ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­უ­თი­თა ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა. ყვე­ლამ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, მკვლე­ლე­ბი და­ი­სა­ჯონ. სამ­წუ­ხა­როდ, მკვლე­ლე­ბი არი­ან მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი რო­გორც სუს-ში, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და შსს-ში", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
4

შენ და გამომძიებელი შუაზე რო გასკდეთ, ვერც მიშას გამოშვებას ეღირსებით და ვერც ხელისუფლებაში ვერ მოხვალთ

თაზო
14

ვიღაც გამომძიებელს წამოუარა და ახლა გაახსენდა ფაქტები. თან რამდენი სისულელე თქვა მწერებთან დაკავშირებით. კონსულტაცია მაინც გაევლო პათანატომთან. ნაცებსაც ეშველათ, თემები შემოელიათ და სულზე მიუსწრო აქამდე რატომღაც მიძინებულმა გამომძიებელმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია - აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება" - ლევან ხაბეიშვილი

"გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია - აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს და მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს.

  • როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საქმის გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

"რუსული ოცნება" მიეჩვია ახალგაზრდების დევნას, მათ მკვლელობას, შემდეგ ხელების დაბანას და იმის თქმას, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. არადა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკანასკნელი წლებია "რუსული ოცნება" ახალგაზრდებს კლავს. გუშინდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, როცა ამ საქმის გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული, რომ ამ საქმეზე იყო მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი და ამის გამო გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა. მან ისაუბრა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომ გამოძიების პირობებში იყო ზეწოლა, მითითებები, რა კითხვები უნდა დაესვათ კონკრეტული ადამიანებისთვის და საგამოძიებო მოქმედებები როგორ უნდა ეწარმოებინათ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ "რუსული ოცნება" კლავს ისე, რომ მერე ამ საქმეებს არათუ თაროზე შემოდებს ან ამბობს, რომ რამე ვერ გამოიძიეს, არამედ შემოგვასაღებენ, თითქოს საქმე გახსნილია, ყველაფერი კარგად არის და დამნაშავე არავინ ყოფილა",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • მისი თქმით, საქმის გამომძიებელმა განაცხადა ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება.

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ გუშინ ფაქტობრივად, ახალ გარემოებებზე მიუთითა ამ საქმის გამომძიებელმა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მკვლელები დაისაჯონ. სამწუხაროდ, მკვლელები არიან მაღალ თანამდებობებზე მოკალათებული როგორც სუს-ში, ასევე პროკურატურასა და შსს-ში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.