საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობდა აცრაზე, ვაქცინაცია ჩაუტარდა - "2 პირთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა"
ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობდა აცრაზე, ვაქცინაცია ჩაუტარდა - "2 პირთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა"

მარ­ტვი­ლის რა­ი­ონ­ში ცო­ფი­ა­ნი ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი პირი, რო­მელ­საც გუ­შინ ვერ აგ­ნებ­დნენ, ნა­პოვ­ნია და მას უკვე ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნა­ცია. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მარ­ტვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა როზა ჯა­ნა­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე აცრა ჩა­უ­ტარ­და პირს, რო­მე­ლიც გუ­შინ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და.

"ორი­ვე ადა­მი­ა­ნი მი­ვიყ­ვა­ნეთ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში და და­ი­წყო მათი ვაქ­ცი­ნა­ცია. მათ­თან ცოტა დიდი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­და, რომ დაგ­ვე­თან­ხმე­ბი­ნა, თუმ­ცა წუ­ხელ სა­ღა­მოს ორი­ვე მი­ვიყ­ვა­ნეთ ცენ­ტრში და პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა ორი­ვემ გა­ი­კე­თა" - აღ­ნიშ­ნა ჯა­ნა­ში­ამ.

  • ცნო­ბის­თვის, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და.

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა გი­ორ­გი გუ­გუ­ჩი­ამ, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე უკვე გა­მოს­ცა.

კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და ქა­ლაქ მარ­ტვილ­ში, და­ა­ვა­დე­ბის კე­რი­დან 10 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში. გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ცო­ფის­თვის სა­შიშ ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში, გა­ტარ­დე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია, 2-3 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სით (გა­ნურ­ჩევ­ლად წინა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დე­ბი­სა), აც­რი­ლი ცხო­ვე­ლის იზო­ლი­რე­ბა უნდა მოხ­დეს აც­რი­დან 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, იკ­რძა­ლე­ბა ძაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ში გაყ­ვა­ნაც. მოხ­დე­ბა ცო­ფი­ა­ნი და და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­ეჭ­ვო ცხო­ვე­ლე­ბის სად­გო­მე­ბი­სა და და­დორ­ბლი­ლი საგ­ნე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია.

"გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დაკ­ბე­ნი­ლე­ბი ან და­დორ­ბლი­ლე­ბი იყ­ვნენ ცხო­ვე­ლის მიერ აყ­ვა­ნილ იქ­ნენ ან­ტი­რა­ბი­ულ კონ­ტროლ­ზე.

არ­სე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნი მო­იხ­სნე­ბა ცო­ფით ცხო­ვე­ლის და­ა­ვა­დე­ბის უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის და სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­დან 60 დღის შემ­დეგ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
2

ცოფიან ნაცებზეც უნდა იყოს აცრები.

გიორგი
3

გამოტყვრებიან ეხლა ფსევდო ჰუმანისტები და ძაღლების უფლებების დამცველები. ჰუმანიზმი ლათინური humanus - იდან მოდის და ადამინის მოყვარეს ნიშნავს ,თუ პრიორიტეტებში ძაღლის კეთილდრეობას აყენებ ადამიანზე მაღლა,მაშინ ჰუმანიზმთან საერთო არაფერი გაქვს ,მინიმუმ სოციოპათი ხარ. ნებისმიერი ცოცხალი არსება ცოდოა მაგარმ ნებისმიერი ნორმალური საზოგადოებაში მთავარი ადამიანის ინტერესებია,ევროპის ქალაქებში რამდენი უპატრონო ძაღლი დაგინახიათ ქუჩებში,ბევრი? ,თუ გგონიათ მიყავთ და თავშესაფრებში მანამდე აცხოვრებენ სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდებიან? თუ ეგრეა მაშინ წინ , თქვენი ფინანსებით გზა ხსნილია,სახელმწიფომ კი პირველ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ,რომ ვერ ასრულებს მაგ ფუნქციას და ძაღლებით გაივსო ქალაქი ,სწორედ მაგ იდიოტური ფსევდოჰუმანისტური ტრენდის გამო ზუსტად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობდა აცრაზე, ვაქცინაცია ჩაუტარდა - "2 პირთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა"

ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობდა აცრაზე, ვაქცინაცია ჩაუტარდა - "2 პირთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა"

მარტვილის რაიონში ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი პირი, რომელსაც გუშინ ვერ აგნებდნენ, ნაპოვნია და მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ვაქცინაცია. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ასევე აცრა ჩაუტარდა პირს, რომელიც გუშინ ვაქცინის მიღებაზე უარს აცხადებდა.

"ორივე ადამიანი მივიყვანეთ სამედიცინო ცენტრში და დაიწყო მათი ვაქცინაცია. მათთან ცოტა დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა, თუმცა წუხელ საღამოს ორივე მივიყვანეთ ცენტრში და პირველი ვაქცინა ორივემ გაიკეთა" - აღნიშნა ჯანაშიამ.

  • ცნობისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.

კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.

"განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.

არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.