კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი, ასე­ვე მე­რე­ბის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი 29 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც ცეს­კოს პრესს­პი­კერ­მა ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ეს პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მელ­ზეც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ელექტრო­ნულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფარ­თო მას­შტა­ბით გა­მო­ი­ყე­ნებს და სწო­რედ ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი.

„სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გამჭვირ­ვა­ლედ და მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­უ­წი­ოს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა 29 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ჩარ­თულ მხა­რეს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თვა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, მო­ვუ­წო­დებთ ამომ­რჩევ­ლებს, იაქ­ტი­უ­რონ, მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი და ნა­ხონ, რო­გორ მუ­შა­ობს სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ასე­ვე მივ­მარ­თავთ ჩარ­თულ მხა­რე­ებს - პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მე­დი­ას - მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ცეს­ში, და­აკ­ვირ­დნენ არ­ჩევ­ნებს და ჩვენ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნერგვა­ში. სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მხა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ჩვენ ერ­თად უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბას, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა.

შუ­ა­ლე­დუ­რი და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი 10 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ამომ­რჩევ­ლე­ბი აირ­ჩე­ვენ: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფოთი-სე­ნა­კი-ხო­ბის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, გურ­ჯა­ა­ნის, თი­ა­ნე­თის, ახალ­ცი­ხის, ტყი­ბუ­ლის, ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს, ასე­ვე ცა­გე­რი­სა და თერ­ჯო­ლის მე­რებს.

სულ გა­იხ­სნე­ბა 165 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის, ხმის მი­ცე­მი­სა და დათ­ვლის აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კენ­ჭისყრა 117 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 91% მი­ი­ღებს. აქვე მინ­და ამომ­რჩევ­ლებს შე­ვახ­სე­ნო, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნიც - ამ შემ­თხვე­ვა­ში ამომ­რჩე­ველ­მა კი არ უნდა შე­მო­ხა­ზოს სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის ნო­მე­რი, არა­მედ უნდა გა­ა­ფე­რა­დოს კან­დი­და­ტის წინ არ­სე­ბუ­ლი წრე. ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ით­ვლის ხმებს და კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ბეჭ­დავს კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ამო­ნა­წერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშ­ნავს, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დრო.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ, 48 სა­არ­ჩევ­ნო უბანს, (მათ შო­რის არის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­სნი­ლი ერთი უბა­ნიც) აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ზე კენ­ჭისყრა ამ დრომ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სით ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი გა­ციფ­რულ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მა­ზე აიტ­ვირ­თე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის.

აქვე მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ქსელ­თან და შე­სა­ბა­მი­სად კი­ბერ­ჩა­რე­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

სი­ახ­ლეა გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თით სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც - პირ­ვე­ლად ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, ის ამომ­რჩევ­ლე­ბიც გა­ივ­ლი­ან მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რას, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით მის­ცე­მენ ხმას.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და სან­დო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ხე­ლით დათ­ვლა. სწო­რედ ამის შემ­დეგ შედ­გე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი, რო­მე­ლიც დას­კა­ნერ­დე­ბა პლან­შე­ტით და გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა პირ­და­პირ ცეს­კო­ში.

რე­გის­ტრი­რე­ბულ ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­სა­ბა­მის მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში, ათი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 185 056-ია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა - 12 ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ელ­ჩო­ე­ბის 55 სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. არ­ჩევ­ნებს ასე­ვე და­აკ­ვირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის 258 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, 22 ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 457 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს გა­ა­შუ­ქებს 19 მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 353 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლე­ტა­პი­ა­ნი სწავ­ლე­ბა გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებ­მა და ისი­ნი სრუ­ლად არი­ან მზად ამომ­რჩევ­ლებს მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე მო­ემ­სა­ხუ­რონ.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 06:45 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა. კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი კი დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ამომ­რჩე­ველ­მა თან უნდა იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვებს ცეს­კოს კონ­ტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ამომ­რჩე­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ვი­დე­ო­ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით.

ასე­ვე მუდ­მივ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს მე­დი­ა­ცენ­ტრი, სა­დაც მე­დი­ას და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

სულ გაიხსნება 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.

რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.

სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც - პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში.

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი.

საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი სრულად არიან მზად ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.