43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:
"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე. გააგრძელეთ კითხვა
ბოდიშს უხდის ხალხს არა სახელმწიფოს. უყურადღებოდ მიაგდო ოფიციალურმა წარმომადგენლობამ და მაგ ოფიციალურ დოკუმენტზე ამბობს უარს. აქ კომენტარის დამტოვებლები რატომ საკუთარ თავზე რატომ იღებენ ხურციძის უარყოფით დამოკიდებულებას? თქვენც რომ მიეგდეთ სახელმწიფოს, იგივე დამოკიდებულება გექნებოდათ (რიგითი ხალხის გარდა)
რას ერჩით. პრაქტიკულად აზროვნებს. საქართველოში ცოტაა ვინც შეიძლება "აკაჩავო" და არეკეტირო. ვისაც აქვს, ამას იმათთან ახლოსაც არ მიუშვებენ. იმიტომ ურჩევნია ამერიკული საბუთი რომ დარჩეს სადაც არის და გააგრძელოს ძველებურად, ქართველი ემიგრანტების დაწიოკება და მათი რეკეტი.