მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავინახე რენატა უკნიდან იყო შემოხვეული შალვას, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა... ემუქრებოდა მოკვლით" - რას ჰყვება მოწმე: ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"დავინახე რენატა უკნიდან იყო შემოხვეული შალვას, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა... ემუქრებოდა მოკვლით" - რას ჰყვება მოწმე:  ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა იაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ერთ-ერთი მოწ­მის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მე­გობ­რის მე­უღ­ლის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა.

მოწ­მე, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს, დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა შემ­თხვე­ვის დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ შემ­თხვე­ვის დღეს რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­უღ­ლეს აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის შემ­დე­გად მოწ­მის ჩვე­ნე­ბით­ვე, ბე­გი­აშ­ვილ­მა შალ­ვა იაშ­ვი­ლის და­ნით მოკ­ვლა სცა­და.

"2023 წლის 22 აპ­რილს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მ.გ-მ, მი­თხრა, რომ მისი მე­გობ­რის რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლის შალ­ვა (შაკო) იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ქა­ლაქ თბი­ლი­სი, სო­ფელ ტა­ბახ­მე­ლა­ში აპი­რებ­დნენ მე­გობ­რე­ბი შეკ­რე­ბას და სა­ღა­მოს ერ­თად გა­ტა­რე­ბას. მე­უღ­ლემ მთხო­ვა მას­თან ერ­თად მეც წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა სა­ღა­მო, რა­ზეც და­ვე­თან­ხმე. და­ახ­ლო­ე­ბით, 15:00 სა­ათ­ზე, სა­ბურ­თა­ლო­ზე, შევ­ხვდით ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარს ა.ვ-ს, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და და ტა­ბახ­მე­ლა­ში ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და. რო­დე­საც ა.ვ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დით, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარს ა.მ-ს და მის მე­უღ­ლეს ნ.ნ-ს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ტა­ბახ­მე­ლა­ში მო­დი­ოდ­ნენ. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ წა­ვი­ღებ­დით ღვი­ნო­სა და ლუდს. გზა­ში მე შე­ვი­ძი­ნე ღვი­ნო და 2.5 ლიტ­რი ლუდი. ჩვენ მი­ვე­დით შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც დაგ­ვხვდნენ ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე შალ­ვა იაშ­ვი­ლი, მათი შვი­ლი სან­დრა, რო­მე­ლიც არის 8 წლის. ასე­ვე, მო­ვიდ­ნენ ა.მ და მისი მე­უღ­ლე ნ.ნ, რომ­ლებ­მაც ასე­ვე მო­იყ­ვა­ნეს მათი შვი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­ვი­ერ­თდა შალ­ვას მე­ზო­ბე­ლი.

სახ­ლში ქალ­ბა­ტო­ნებ­მა და­ი­წყეს საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, სუფ­რის გამ­ზა­დე­ბა, რა დრო­საც რე­ნა­ტა მი­ირ­თმევ­და ჩემ მიერ მი­ტა­ნილ ლუდ­სა და ღვი­ნოს. მა­მა­კა­ცებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვით სამ­წვა­დის სა­ყიდ­ლად. მე, შალ­ვა და ნ.ნ. ნ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნით წა­ვე­დით ლუ­დის სა­ყიდ­ლად. რო­დე­საც მივ­დი­ო­დით, რე­ნა­ტამ გვი­თხრა, კი­დევ გვე­ყი­და ლუდი, ვი­ნა­ი­დან ჩემი მი­ტა­ნი­ლი ლუდი და­ლია და აღარ იყო. ჩვენ ტა­ბახ­მე­ლა­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ სამ­წვა­დე და 6 ლიტ­რი ლუდი, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 3 ცალ 2-ლიტ­რი­ან ბოთ­ლში. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა და­ვი­წყეთ მწვა­დის შეწ­ვა. ასე­ვე, მსურ­და ლუ­დის მი­ღე­ბაც, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ 6 ლიტ­რი ლუ­დი­დან 4 ლიტრ ლუდს ჰქონ­და მჟა­ვე გემო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვადა ჰქონ­და გა­სუ­ლი. რე­ნა­ტამ შალ­ვას მოს­თხო­ვა, წა­სუ­ლი­ყო მა­ღა­ზი­ა­ში და გა­მო­ეც­ვა­ლა ლუდი, რა­ზე­დაც შალ­ვამ უპა­სუ­ხა, რომ მას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და მცი­რე ოდე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი, ვერ დაჯ­დე­ბო­და სა­ჭეს­თან და ვერ წა­ვი­დო­და, რა­ზე­დაც რე­ნა­ტა გახ­და აგ­რე­სი­უ­ლი და შალ­ვას და­უ­წყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. შალ­ვა მას არ პა­სუ­ხობ­და და ით­მენ­და მის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. რე­ნა­ტა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და ითხოვ­და შალ­ვა წა­სუ­ლი­ყო ლუ­დის მო­სა­ტა­ნად, გო­გო­ნებ­მა რე­ნა­ტას უთხრეს რომ ისი­ნი წა­ვი­დოდ­ნენ ლუ­დის მო­სა­ტა­ნად, მაგ­რამ რე­ნა­ტა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხოვ­და შალ­ვა წა­სუ­ლი­ყო ლუ­დის მო­სა­ტა­ნად.

ჩემი მე­უღ­ლე, ა.მ. და ა.ვ. მარ­ტო მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ ლუ­დის მო­სა­ტა­ნად და მო­ი­ტა­ნეს 3 ლიტ­რი ლუდი. შემ­დეგ დავ­სხე­დით სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე სუფ­რას­თან. აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შედ­გე­ბა 3 სარ­თუ­ლის­გან. სუფ­რას­თან ყოფ­ნი­სას ღვი­ნოს მი­ირ­თმევ­დნენ შალ­ვა, ნ., ჩემი მე­უღ­ლე ა.ვ. და ა.მ. ხოლო რე­ნა­ტა მი­ირ­თმევ­და ლუდს. მის გარ­და ლუდს არა­ვინ სვამ­და. ის ლუდს მი­ირ­თმევ­და ბოთ­ლი­დან და სას­მის­შიც არ ას­ხამ­და. ხოლო მე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი არ მი­მი­ღია.

სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას რე­ნა­ტა შალ­ვას მი­მართ გა­მო­ხა­ტავ­და აგ­რე­სი­ას, იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, რა­ტომ მი­ირ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, რის გა­მოც ვერ დაჯ­და სა­ჭეს­თან და ვერ მო­უ­ტა­ნა ლუდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნებ­მა მას მო­უ­ტა­ნეს ლუდი, ის მა­ინც აგ­რე­სი­უ­ლი იყო შალ­ვას მი­მართ. ჩვენ პირ­ველ სარ­თულ­ზე სუფ­რას­თან დავ­სხე­დით, ხოლო ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე და ვი­დე­ო­თა­მა­შებს თა­მა­შობ­დნენ.

სუფ­რას­თან ყოფ­ნი­სას რე­ნა­ტა შალ­ვას მი­მართ ისევ აგ­რე­სი­უ­ლი იყო, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას შალ­ვას აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და აგი­ნებ­და დე­დას. შალ­ვა რე­ნა­ტას შე­უ­რა­ცხყო­ფას ით­მენ­და და არ პა­სუ­ხობ­და. რო­დე­საც შალ­ვა რა­მეს იტყო­და, თუნ­დაც ისეთს, რაც რე­ნა­ტას არ ეხე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლად პა­სუ­ხობ­და რე­ნა­ტა, ეუბ­ნე­ბო­და გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და აგი­ნებ­და დე­დას. ერთ მო­მენ­ტში რე­ნა­ტამ სი­გა­რე­ტი, რო­მელ­საც ეწე­ო­და, ეს­რო­და შალ­ვას. ასე­ვე სურ­და მა­გი­დის ამოტ­რი­ა­ლე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ვის­ხე­დით, მაგ­რამ ა.მ-მ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. რე­ნა­ტას შე­უ­რა­ცხყო­ფას შალ­ვა ით­მენ­და, პა­სუხს არ სცემ­და და მის მი­მართ აგ­რე­სი­ა­საც არ გა­მო­ხა­ტავ­და. რე­ნა­ტა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და შალ­ვას მი­მართ, ჩვენ უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შეგ­ვექ­მნა და გა­მოვ­თქვით სურ­ვი­ლი წავ­სუ­ლი­ყა­ვით შალ­ვას სახ­ლი­დან. მაგ­რამ გო­გო­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რე­ნა­ტა იმ­დე­ნად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო შალ­ვას მი­მართ, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, შე­საძ­ლოა, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი მომ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ცოტა ხნით გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. გო­გო­ნე­ბი რე­ნა­ტას მი­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სუფ­რის და­ლა­გე­ბა­ში და იქ­ნებ ცოტა ხანს და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო. რე­ნა­ტა ისევ მი­ირ­თმევ­და ლუდს, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ძლი­ერ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და შალ­ვას უფრო აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. შალ­ვა ადგა სუფ­რი­დან, გა­ე­რი­და რე­ნა­ტას და ავი­და სახ­ლის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, რო­მელ­შიც გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა. შალ­ვა არის დი­ჯეი და მე­სა­მე სარ­თუ­ლი გა­წყო­ბი­ლი აქვს კლუ­ბუ­რად, ასე­ვე გა­ნა­თე­ბაც აქვს კლუ­ბუ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, ოთახ­ში არ არის ისე­თი ძლი­ე­რი გა­ნა­თე­ბა, რო­გორც სხვა ოთა­ხებ­ში.

მე­სა­მე სარ­თულ­ზე ავე­დი მეც და შალ­ვას მი­ვეხ­მა­რე მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის ჩარ­თვა­ში. შალ­ვას სურ­და ჩა­ერ­თო მუ­სი­კა, იქ­ნებ რე­ნა­ტას მუ­სი­კით გა­და­ე­ტა­ნა აგ­რე­სია და ჩვენც გავ­რთო­ბი­ლი­ყა­ვით. მუ­სი­კის ჩარ­თვი­სას, მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამო­ვიდ­ნენ რე­ნა­ტა, ჩემი მე­უღ­ლე, ა.მ, მისი მე­უღ­ლე ნ.ნ და ა.ვ. მათი ამოს­ვლის შემ­დეგ სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად ჩა­ვე­დი პირ­ველ სარ­თულ­ზე, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და შალ­ვას მე­ზო­ბე­ლი ნ. და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წუთ­ში მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვი­და ა.ვ. სურ­და ყი­ნუ­ლი და გვი­თხრა რე­ნა­ტას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და თვა­ლი და რომ მე­სა­მე სარ­თულ­ზე ერთი ამ­ბა­ვი იყო და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა. რო­დე­საც ოთახ­ში შე­ვე­დი, რე­ნა­ტა იწვა ია­ტაკ­ზე. მას აკა­ვებ­დნენ ჩემი მე­უღ­ლე და ა.მ. რე­ნა­ტა იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, ჰქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, ყვი­რო­და, აგი­ნებ­და შალ­ვას, აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, იწევ­და მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ითხოვ­და გა­ეშ­ვათ და მი­ე­ცათ შალ­ვას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის უფ­ლე­ბა. და­ვი­ნა­ხე, რომ რე­ნა­ტას მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა. შალ­ვამ მი­თხრა, რე­ნა­ტამ მა­გი­და ამი­ყი­რა­ვაო, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა. რე­ნა­ტას ჰქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, სურ­და მი­ე­ღო თვით­და­ზი­ა­ნე­ბა. და­ვი­ნა­ხე რამ­დენ­ჯერ­მე თავი მი­არ­ტყა კე­დელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ვერ ახერ­ხებ­დნენ.

რე­ნა­ტამ შეძ­ლო თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მი­ვი­და ოთახ­ში არ­სე­ბულ ბარ­თან, ბა­რი­დან აიღო დანა, ამ დროს შალ­ვა გა­სუ­ლი იყო ოთა­ხი­დან და კი­ბით ჩა­დი­ო­და დაბ­ლა სარ­თულ­ზე. რე­ნა­ტა და­ე­დევ­ნა შალ­ვას, რე­ნა­ტას და­ე­დევნნენ ა.მ და მისი მე­უღ­ლე ნ.ნ. მე გა­ვე­დი ოთა­ხი­დან, რა დრო­საც და­ვი­ნა­ხე მე­სა­მე და მე­ო­რე სარ­თულს შო­რის კი­ბე­ზე რე­ნა­ტა უკ­ნი­დან იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი შალ­ვას, მარ­ჯვე­ნა ხელ­ში ეჭი­რა დანა, ხოლო რე­ნა­ტას მარ­ჯვე­ნა ხელი, რო­მელ­შიც დანა ეჭი­რა და­ჭე­რი­ლი ჰქონ­და ა.მ-ს და მის მე­უღ­ლეს ნ.ნ-ს. რე­ნა­ტას არ აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას შალ­ვას­თვის და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. რე­ნა­ტა ცდი­ლობ­და და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და­ნით, ეძახ­და, რომ მოკ­ლავ­და. რო­დე­საც შალ­ვას ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, შალ­ვამ მას ჰკი­თხა თუ რის გამო კლავ­და. შალ­ვამ შეძ­ლო რე­ნა­ტას­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, ხოლო რე­ნა­ტა შე­ა­ჩე­რეს ა.მ-მ და მის­მა მე­უღ­ლემ ნ.ნ-მ. შალ­ვა რო­დე­საც შე­მობ­რუნ­და რე­ნა­ტას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­შინ და­ი­ნა­ხა მისი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლი, გა­უკ­ვირ­და და ჰკი­თხა რა გჭირ­სო. შემ­დეგ შალ­ვა ჩა­ვი­და პირ­ველ სარ­თულ­ზე, გა­ვი­და ეზო­ში და გა­ე­რი­და რე­ნა­ტას. რე­ნა­ტა მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩა­ვი­და, ოთახ­ში თა­ვი­დან მე არ შევ­სულ­ვარ. რო­გორც მახ­სოვს მას­თან ერ­თად შე­ვიდ­ნენ გო­გო­ნე­ბი. იმ ოთა­ხი­დან გა­ვი­გო­ნე მტვრე­ვის ხმა, რის შემ­დე­გაც შე­ვე­დი ოთახ­ში და და­ვი­ნა­ხე დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი ზო­მის სარ­კე, ასე­ვე ამ­ტვრევ­და თუ რამე ნივ­თი იყო ოთახ­ში. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვცდი­ლობ­დით რე­ნა­ტას შე­ბოჭ­ვა­სა და შე­ჩე­რე­ბას. იყო მო­მენ­ტი ყვი­რი­ლი­თაც კი ვთხოვ­დით გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო. იგი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო, გა­მიჩ­ნდა შიში ჩვენ­თვი­საც არ მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთი გაგ­რძელ­და, რა დრო­საც, შალ­ვა იყო ხან სახ­ლის ეზო­ში, ხან სახ­ლში პირ­ველ სარ­თულ­ზე. ის ერი­დე­ბო­და რე­ნა­ტას და არ ამო­სუ­ლა მე­ო­რე სარ­თულ­ზე. ვი­ნა­ი­დან რე­ნა­ტას და­წყნა­რე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით, შალ­ვას მე­ზო­ბელ­მა რე­ნა­ტას უთხრა, რომ და­ე­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში და მო­ვი­დოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც რე­ნა­ტა და­წყნარ­და და შევ­ძე­ლით მისი სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა“, - აცხა­დებს მოწ­მე ჩვე­ნე­ბა­ში.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მათ შვი­ლებ­თან ერ­თად ჩა­ის­ვეს.

  • მოწ­ვის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სახ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მა მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­დახ­ტო­მა სცა­და, ვი­ნა­ი­დან სახ­ლში ლუდი დარ­ჩა. მას ლუდი მი­უ­ტა­ნეს, რო­მელ­საც მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გზა­ში მი­ირ­თმევ­და.

ამა­ვე ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტამ მე­გო­ბარს პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნა სთხო­ვა, თუმ­ცა უთხრა, რომ ჯერ მა­მის სახ­ლში მი­ეყ­ვა­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მოწ­მე და მისი მე­უღ­ლე სახ­ლში ტაქ­სით წა­ვიდ­ნენ.

„რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მე­სა­მე სარ­თულ­ზე ყოფ­ნი­სას, რო­დე­საც მე სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად პირ­ველ სარ­თულ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რე­ნა­ტას შალ­ვას დახ­რჩო­ბა უც­დია ჯაჭ­ვით. შალ­ვას მო­უ­ხერ­ხე­ბია მისი მო­შო­რე­ბა, რა დრო­საც რე­ნა­ტა დაბ­ლა და­ცე­მუ­ლა და დაბ­ლა და­ცე­მუ­ლი ურტყამ­და შალ­ვას ფე­ხებს. შალ­ვას და­უ­ჭე­რია რე­ნა­ტას ფეხი, რა დრო­საც მას გას­ძრო­ბია ჩექ­მა და შალ­ვას დარ­ჩა ხელ­ში, რო­მე­ლიც რე­ნა­ტას მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა და უთ­ქვამს თავი და­მა­ნე­ბეო. შალ­ვას ნას­რო­ლი ჩექ­მა რე­ნა­ტას მოხ­ვედ­რია მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში და მი­უ­ღია და­ზი­ა­ნე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, შალ­ვას არ ჰქო­ნია გან­ზრახ­ვა რე­ნა­ტას­თვის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რად­გან შალ­ვა ცდი­ლობ­და არ აჰ­ყო­ლო­და რე­ნა­ტას, ით­მენ­და მის შე­უ­რა­ცხყო­ფას და გი­ნე­ბებს. შალ­ვას რომ სდო­მე­ბო­და მის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­და რე­ნა­ტას გა­რი­დე­ბო­და და ით­მენ­და მის შე­უ­რა­ცხყო­ფებს...”- გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი ალ­კოჰოლს ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს, ჰქონ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­შიც მკურ­ნა­ლობ­და.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან და მის­მა მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ა­ში არ და­რე­კეს, რად­გან შალ­ვა იაშ­ვი­ლის მე­ზო­ბელ­მა თქვა, რომ მას ჰქონ­და და­რე­კი­ლი და ასე­ვე რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მაც უთხრა, რომ თვი­თონ აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვას.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, 22 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე შალ­ვა იაშ­ვილ­მა მე­უღ­ლის, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც სა­ხე­ზე მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

საქ­მის პრო­კუ­რორ ალი­ნა კუ­კა­ვას გან­ცხა­დე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა, გა­მო­კი­თხვი­სას თქვა, რომ მის მი­მართ მე­უღ­ლის მხრი­დან არა­ერ­თი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რია რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ისე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლომ შალ­ვა იაშ­ვილს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 27 აპ­რილს შე­უ­ფარ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
0

ბავშვები არიან ცოდო, ასეთი შტერი მშობლების ხელში. დასალევად თუ მიდიოდნენ, ვერ დატოვეს სახლში? დათვრნენ, ატეხეს აყალმაყალი და აყურებინეს ეს ყველაფერი ბავშვებს :( 

ზოგ ქართველს საერთოდ სამუდამოდ უნდა ჩაუდგა ამპულა, ამდენი იდიოტობა რომ არ გააკეთონ ნასვამებმა :( 

სალომე
7

ჩექმა გაუქანა და სთხლიშა ესეიგი . ხოდა, შველა უნდა ჩაქოლვა კი არა, პრობლემები თუ აქვს ამ გოგოს, და ქმარი კიდე დაისაჯოს უნდა , გოგო გალახულია და მოძალადემ პასუხი უნდ აგოს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დავინახე რენატა უკნიდან იყო შემოხვეული შალვას, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა... ემუქრებოდა მოკვლით" - რას ჰყვება მოწმე: ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"დავინახე რენატა უკნიდან იყო შემოხვეული შალვას, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა... ემუქრებოდა მოკვლით" - რას ჰყვება მოწმე:  ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ერთ-ერთი მოწმის, დაზარალებული ქალის მეგობრის მეუღლის ჩვენება მოიპოვა.

მოწმე, რომელიც გამოკითხვაში სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს, დეტალურად ჰყვება შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნული პირის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს რენატა ბეგიაშვილი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგად მოწმის ჩვენებითვე, ბეგიაშვილმა შალვა იაშვილის დანით მოკვლა სცადა.

"2023 წლის 22 აპრილს, ჩემმა მეუღლემ მ.გ-მ, მითხრა, რომ მისი მეგობრის რენატა ბეგიაშვილის მეუღლის შალვა (შაკო) იაშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისი, სოფელ ტაბახმელაში აპირებდნენ მეგობრები შეკრებას და საღამოს ერთად გატარებას. მეუღლემ მთხოვა მასთან ერთად მეც წავსულიყავი და მეგობრებთან ერთად გაგვეტარებინა საღამო, რაზეც დავეთანხმე. დაახლოებით, 15:00 საათზე, საბურთალოზე, შევხვდით ჩემი მეუღლის მეგობარს ა.ვ-ს, რომელიც ავტომანქანით იმყოფებოდა და ტაბახმელაში ჩვენთან ერთად მოდიოდა. როდესაც ა.ვ-ს ავტომანქანით მივდიოდით, ჩვენ დავუკავშირდით ჩემი მეუღლის მეგობარს ა.მ-ს და მის მეუღლეს ნ.ნ-ს, რომლებიც ასევე ტაბახმელაში მოდიოდნენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ წავიღებდით ღვინოსა და ლუდს. გზაში მე შევიძინე ღვინო და 2.5 ლიტრი ლუდი. ჩვენ მივედით შალვას საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგვხვდნენ ჩემი მეუღლის მეგობარი რენატა ბეგიაშვილი, მისი მეუღლე შალვა იაშვილი, მათი შვილი სანდრა, რომელიც არის 8 წლის. ასევე, მოვიდნენ ა.მ და მისი მეუღლე ნ.ნ, რომლებმაც ასევე მოიყვანეს მათი შვილები დაახლოებით, 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგო. მოგვიანებით შემოგვიერთდა შალვას მეზობელი.

სახლში ქალბატონებმა დაიწყეს საჭმლის მომზადება, სუფრის გამზადება, რა დროსაც რენატა მიირთმევდა ჩემ მიერ მიტანილ ლუდსა და ღვინოს. მამაკაცებმა გადავწყვიტეთ გავსულიყავით სამწვადის საყიდლად. მე, შალვა და ნ.ნ. ნ-ს ავტომანქანით წავედით ლუდის საყიდლად. როდესაც მივდიოდით, რენატამ გვითხრა, კიდევ გვეყიდა ლუდი, ვინაიდან ჩემი მიტანილი ლუდი დალია და აღარ იყო. ჩვენ ტაბახმელაში მდებარე მაღაზიაში შევიძინეთ სამწვადე და 6 ლიტრი ლუდი, რომლებიც მოთავსებული იყო 3 ცალ 2-ლიტრიან ბოთლში. სახლში დაბრუნების შემდეგ, მამაკაცებმა დავიწყეთ მწვადის შეწვა. ასევე, მსურდა ლუდის მიღებაც, მაგრამ აღმოვაჩინეთ 6 ლიტრი ლუდიდან 4 ლიტრ ლუდს ჰქონდა მჟავე გემო და სავარაუდოდ, ვადა ჰქონდა გასული. რენატამ შალვას მოსთხოვა, წასულიყო მაღაზიაში და გამოეცვალა ლუდი, რაზედაც შალვამ უპასუხა, რომ მას მიღებული ჰქონდა მცირე ოდენობით ალკოჰოლი, ვერ დაჯდებოდა საჭესთან და ვერ წავიდოდა, რაზედაც რენატა გახდა აგრესიული და შალვას დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. შალვა მას არ პასუხობდა და ითმენდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. რენატა იმდენად აგრესიული გახდა და ითხოვდა შალვა წასულიყო ლუდის მოსატანად, გოგონებმა რენატას უთხრეს რომ ისინი წავიდოდნენ ლუდის მოსატანად, მაგრამ რენატა კატეგორიულად ითხოვდა შალვა წასულიყო ლუდის მოსატანად.

ჩემი მეუღლე, ა.მ. და ა.ვ. მარტო მანქანით წავიდნენ ლუდის მოსატანად და მოიტანეს 3 ლიტრი ლუდი. შემდეგ დავსხედით სახლის პირველ სართულზე სუფრასთან. აქვე განვმარტავ, რომ შალვას საცხოვრებელი სახლი შედგება 3 სართულისგან. სუფრასთან ყოფნისას ღვინოს მიირთმევდნენ შალვა, ნ., ჩემი მეუღლე ა.ვ. და ა.მ. ხოლო რენატა მიირთმევდა ლუდს. მის გარდა ლუდს არავინ სვამდა. ის ლუდს მიირთმევდა ბოთლიდან და სასმისშიც არ ასხამდა. ხოლო მე ალკოჰოლური სასმელი არ მიმიღია.

სუფრაზე ყოფნისას რენატა შალვას მიმართ გამოხატავდა აგრესიას, იყო გაბრაზებული, რატომ მიირთვა ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც ვერ დაჯდა საჭესთან და ვერ მოუტანა ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა მას მოუტანეს ლუდი, ის მაინც აგრესიული იყო შალვას მიმართ. ჩვენ პირველ სართულზე სუფრასთან დავსხედით, ხოლო ბავშვები იმყოფებოდნენ მეორე სართულზე და ვიდეოთამაშებს თამაშობდნენ.

სუფრასთან ყოფნისას რენატა შალვას მიმართ ისევ აგრესიული იყო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სუფრაზე ყოფნისას შალვას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა დედას. შალვა რენატას შეურაცხყოფას ითმენდა და არ პასუხობდა. როდესაც შალვა რამეს იტყოდა, თუნდაც ისეთს, რაც რენატას არ ეხებოდა, აგრესიულად პასუხობდა რენატა, ეუბნებოდა გაჩუმებულიყო და აგინებდა დედას. ერთ მომენტში რენატამ სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა, ესროდა შალვას. ასევე სურდა მაგიდის ამოტრიალება, რომელთანაც ვისხედით, მაგრამ ა.მ-მ ამის საშუალება არ მისცა. რენატას შეურაცხყოფას შალვა ითმენდა, პასუხს არ სცემდა და მის მიმართ აგრესიასაც არ გამოხატავდა. რენატა იმდენად აგრესიულად იქცეოდა შალვას მიმართ, ჩვენ უხერხული სიტუაცია შეგვექმნა და გამოვთქვით სურვილი წავსულიყავით შალვას სახლიდან. მაგრამ გოგონებმა გადაწყვიტეს, რენატა იმდენად ნასვამ მდგომარეობაში იყო და იმდენად აგრესიული იყო შალვას მიმართ, რომ წავსულიყავით, შესაძლოა, მათ შორის კონფლიქტი მომხდარიყო, ამიტომ გადაწყვიტეს ცოტა ხნით გავჩერებულიყავით. გოგონები რენატას მიეხმარებოდნენ სუფრის დალაგებაში და იქნებ ცოტა ხანს დაწყნარებულიყო. რენატა ისევ მიირთმევდა ლუდს, ის უკვე იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში და შალვას უფრო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შალვა ადგა სუფრიდან, გაერიდა რენატას და ავიდა სახლის მესამე სართულზე, რომელშიც განთავსებული აქვს მუსიკალური აპარატურა. შალვა არის დიჯეი და მესამე სართული გაწყობილი აქვს კლუბურად, ასევე განათებაც აქვს კლუბურად. შესაბამისად, ოთახში არ არის ისეთი ძლიერი განათება, როგორც სხვა ოთახებში.

მესამე სართულზე ავედი მეც და შალვას მივეხმარე მუსიკალური აპარატურის ჩართვაში. შალვას სურდა ჩაერთო მუსიკა, იქნებ რენატას მუსიკით გადაეტანა აგრესია და ჩვენც გავრთობილიყავით. მუსიკის ჩართვისას, მესამე სართულზე ამოვიდნენ რენატა, ჩემი მეუღლე, ა.მ, მისი მეუღლე ნ.ნ და ა.ვ. მათი ამოსვლის შემდეგ სიგარეტის მოსაწევად ჩავედი პირველ სართულზე, სადაც იმყოფებოდა შალვას მეზობელი ნ. დაახლოებით, 5 წუთში მესამე სართულიდან ჩამოვიდა ა.ვ. სურდა ყინული და გვითხრა რენატას დაზიანებული ჰქონდა თვალი და რომ მესამე სართულზე ერთი ამბავი იყო და დახმარება გვთხოვა. როდესაც ოთახში შევედი, რენატა იწვა იატაკზე. მას აკავებდნენ ჩემი მეუღლე და ა.მ. რენატა იყო ძალიან აგრესიული, ჰქონდა პანიკური შეტევა, ყვიროდა, აგინებდა შალვას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, იწევდა მისი მიმართულებით. ითხოვდა გაეშვათ და მიეცათ შალვასთან მიახლოების უფლება. დავინახე, რომ რენატას მარჯვენა თვალის არეში ჰქონდა დაზიანება. შალვამ მითხრა, რენატამ მაგიდა ამიყირავაო, რომელზეც განთავსებული ჰქონდა მუსიკალური აპარატურა. რენატას ჰქონდა პანიკური შეტევა, იყო ძალიან აგრესიული, სურდა მიეღო თვითდაზიანება. დავინახე რამდენჯერმე თავი მიარტყა კედელს, მიუხედავად იმისა, რომ მის შეჩერებას ცდილობდნენ, ვერ ახერხებდნენ.

რენატამ შეძლო თავის გათავისუფლება, მივიდა ოთახში არსებულ ბართან, ბარიდან აიღო დანა, ამ დროს შალვა გასული იყო ოთახიდან და კიბით ჩადიოდა დაბლა სართულზე. რენატა დაედევნა შალვას, რენატას დაედევნნენ ა.მ და მისი მეუღლე ნ.ნ. მე გავედი ოთახიდან, რა დროსაც დავინახე მესამე და მეორე სართულს შორის კიბეზე რენატა უკნიდან იყო შემოხვეული შალვას, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, ხოლო რენატას მარჯვენა ხელი, რომელშიც დანა ეჭირა დაჭერილი ჰქონდა ა.მ-ს და მის მეუღლეს ნ.ნ-ს. რენატას არ აძლევდნენ საშუალებას შალვასთვის დანით დაზიანება მიეყენებინათ. რენატა ცდილობდა დაზიანება მიეყენებინა დანით, ეძახდა, რომ მოკლავდა. როდესაც შალვას ემუქრებოდა მოკვლით, შალვამ მას ჰკითხა თუ რის გამო კლავდა. შალვამ შეძლო რენატასგან თავის დაღწევა, ხოლო რენატა შეაჩერეს ა.მ-მ და მისმა მეუღლემ ნ.ნ-მ. შალვა როდესაც შემობრუნდა რენატას მიმართულებით, მაშინ დაინახა მისი დაზიანებული თვალი, გაუკვირდა და ჰკითხა რა გჭირსო. შემდეგ შალვა ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა ეზოში და გაერიდა რენატას. რენატა მეორე სართულზე ჩავიდა, ოთახში თავიდან მე არ შევსულვარ. როგორც მახსოვს მასთან ერთად შევიდნენ გოგონები. იმ ოთახიდან გავიგონე მტვრევის ხმა, რის შემდეგაც შევედი ოთახში და დავინახე დამტვრეული ჰქონდა ოთახში არსებული დიდი ზომის სარკე, ასევე ამტვრევდა თუ რამე ნივთი იყო ოთახში. ჩვენ ყველანი ვცდილობდით რენატას შებოჭვასა და შეჩერებას. იყო მომენტი ყვირილითაც კი ვთხოვდით გაჩერებულიყო და დაწყნარებულიყო. იგი იმდენად აგრესიული იყო, გამიჩნდა შიში ჩვენთვისაც არ მოეყენებინა რაიმე სახის დაზიანება. აღნიშნული ფაქტი, დაახლოებით, 15 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც, შალვა იყო ხან სახლის ეზოში, ხან სახლში პირველ სართულზე. ის ერიდებოდა რენატას და არ ამოსულა მეორე სართულზე. ვინაიდან რენატას დაწყნარებას ვერ ვახერხებდით, შალვას მეზობელმა რენატას უთხრა, რომ დაერეკა პოლიციაში და მოვიდოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც რენატა დაწყნარდა და შევძელით მისი სახლიდან გამოყვანა“, - აცხადებს მოწმე ჩვენებაში.

მოწმის ჩვენების მიხედვით, რენატა ბეგიაშვილი მეგობრებმა ავტომანქანაში მათ შვილებთან ერთად ჩაისვეს.

  • მოწვის ჩვენების მიხედვით, სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში, რენატა ბეგიაშვილმა მიმავალი ავტომანქანიდან გადახტომა სცადა, ვინაიდან სახლში ლუდი დარჩა. მას ლუდი მიუტანეს, რომელსაც მოწმის ჩვენების მიხედვით, გზაში მიირთმევდა.

ამავე ჩვენების მიხედვით, რენატამ მეგობარს პოლიციაში მიყვანა სთხოვა, თუმცა უთხრა, რომ ჯერ მამის სახლში მიეყვანა.

აღნიშნულის შემდეგ მოწმე და მისი მეუღლე სახლში ტაქსით წავიდნენ.

„როგორც მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, შალვას საცხოვრებელ სახლში მესამე სართულზე ყოფნისას, როდესაც მე სიგარეტის მოსაწევად პირველ სართულზე ვიმყოფებოდი, რენატას შალვას დახრჩობა უცდია ჯაჭვით. შალვას მოუხერხებია მისი მოშორება, რა დროსაც რენატა დაბლა დაცემულა და დაბლა დაცემული ურტყამდა შალვას ფეხებს. შალვას დაუჭერია რენატას ფეხი, რა დროსაც მას გასძრობია ჩექმა და შალვას დარჩა ხელში, რომელიც რენატას მიმართულებით ისროლა და უთქვამს თავი დამანებეო. შალვას ნასროლი ჩექმა რენატას მოხვედრია მარჯვენა თვალის არეში და მიუღია დაზიანება. როგორც ჩემთვის ცნობილია, შალვას არ ჰქონია განზრახვა რენატასთვის დაზიანება მიეყენებინა, რადგან შალვა ცდილობდა არ აჰყოლოდა რენატას, ითმენდა მის შეურაცხყოფას და გინებებს. შალვას რომ სდომებოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, აღნიშნულის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა რენატას გარიდებოდა და ითმენდა მის შეურაცხყოფებს...”- განაცხადა მოწმემ.

მოწმის ჩვენების მიხედვით, რენატა ბეგიაშვილი ალკოჰოლს ყოველდღიურად იღებს, ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაბამის კლინიკაშიც მკურნალობდა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მან და მისმა მეუღლემ პოლიციაში არ დარეკეს, რადგან შალვა იაშვილის მეზობელმა თქვა, რომ მას ჰქონდა დარეკილი და ასევე რენატა ბეგიაშვილმაც უთხრა, რომ თვითონ აპირებდა პოლიციისთვის მიმართვას.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას დაზიანებები მიაყენა.

საქმის პროკურორ ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა, გამოკითხვისას თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა. პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

სასამართლომ შალვა იაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.

წაიკითხეთ ასევე: