საქართველოს პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მას ბარლი უკვე წარედგინა.
პროკურატურის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია განცახდებაში.
საქმე შეეხება მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ რამენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასზე იძალდეს. ქალმა სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა.
იხილეთ ასევე:
ძალადობა ყველა საქმეში მიუღებელია, მაგრამ მეუღლესაც მოუსმინეთ( რა თქმა უნდა არავინ დაუჯერებს მაინც სიმართლეც რომ სთქვას).თვითმვლელობამდე მიყვანა თუ დასჯადია ფიზიკურად შეხებამდე მიყვანა არ არის არასწორი ქმედება?მხოლოდ ქალს რატომ იცავენ?
ასეთი სათნო(ზედ აწერია) და მშვენიერი,მორთულ მოხატული...ვინ გაიმეტა?!