მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიზანშეუწონელია, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები ჩართოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის ქვრივი?
"მიზანშეუწონელია, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები ჩართოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის ქვრივი?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ქვრი­ვი მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც ეხ­მა­უ­რე­ბა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ("უც­ნო­ბის") მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ის პლა­კატ­ზე მისი შვი­ლის ფო­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბას.

"15 წელი გა­ვი­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან. ამ ომში მო­ნა­წი­ლე ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლით, რის­კის ფა­სად იცავ­დნენ სამ­შობ­ლოს, ღირ­სე­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ესაა ჯა­რის­კა­ცის ვალი, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­უღ­ლემ ღირ­სე­უ­ლად მო­ი­ხა­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი პი­რა­დი ტრა­გე­დი­ი­სა, არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ გი­ორ­გის სხვაგ­ვა­რად შე­ეძ­ლო მოქ­ცე­ვა, ან მო­იქ­ცე­ო­და დღეს, ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო და სამ­შობ­ლოს კვლავ დას­ჭირ­ვე­ბო­და მისი სი­ცო­ცხლე.

გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე ჩემ­თვის არ არის მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რი, ის ჩემ­თვის, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის, არის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა გიყ­ვარ­დეს ქვე­ყა­ნა. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი ქმნი­ან ჩვენს ის­ტო­რი­ას, ეროვ­ნულ თვით­შეგ­ნე­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.ჩემი მე­უღ­ლის სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ სა­ჯა­როდ ნაკ­ლე­ბად და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე და მხო­ლოდ იმ სა­კი­თხებ­ზე გა­მოვ­თქვა აზრი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ერ­თო, სა­სი­კე­თო მიზ­ნებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, აუ­ცი­ლე­ბელ პრინ­ცი­პებს ეხე­ბა.

ვცდი­ლობ ჩემი პო­ზი­ცი­ე­ბით ისე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­მოვ­ხა­ტო, რომ­ლე­ბიც არ და­ტო­ვებს ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას და არ და­ემ­თხვე­ვა რო­მე­ლი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის დღის წეს­რიგს. მი­მაჩ­ნია, რომ მი­თუ­მე­ტეს, არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, ვინ­მემ ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, თუნ­დაც ირი­ბად, მათ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩარ­თოს რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში. არ ვფიქ­რობ სწო­რი იყოს კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აქ­ცი­ებ­ზე და აქ­ცი­ის მო­წო­დე­ბებ­ში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექ­ნე­ბათ ყვე­ლა ფაქტსა და მო­საზ­რე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, ამი­ტომ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა სხვა­თა მო­საზ­რე­ბე­ბის­გან მათი დის­ტან­ცი­რე­ბა მა­ნამ, სა­ნამ თა­ვად არ ექ­ნე­ბათ სრულ­ყო­ფი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­წყვი­ტონ და და­ა­ფიქ­სი­რონ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. იმე­დი მაქვს, ეს სა­ჯა­რო თხოვ­ნა მი­აღ­წევს ად­რე­სა­ტამ­დე, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის, ზედ­მე­ტი გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე".

  • სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, IV ქვე­ი­თი ბრი­გა­დის, 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი, წა­მე­ბის შემ­დეგ მოკ­ლეს ოსმა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიზანშეუწონელია, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები ჩართოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის ქვრივი?

"მიზანშეუწონელია, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები ჩართოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის ქვრივი?

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ დაანონსებული აქციის პლაკატზე მისი შვილის ფოტოს გამოყენებას.

"15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე.

გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არ არის მხოლოდ ოჯახის წევრი, ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი მაგალითები ქმნიან ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს.ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება.

ვცდილობ ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს. მიმაჩნია, რომ მითუმეტეს, არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე".

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება