საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი..." - სტოლტენბერგი-ღარიბაშვილის შეხვედრა და ერთობლივი განცხადებები
"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი..." - სტოლტენბერგი-ღარიბაშვილის შეხვედრა და ერთობლივი განცხადებები

მინ­და შე­ვა­ქო სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნა რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ნატო-ს მხრი­დან რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი.

"სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რია. ალი­ან­სის წევ­რე­ბი სრუ­ლად უჭე­რენ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. გან­ვაგ­რძობთ რუ­სე­თის მი­მართ მო­წო­დე­ბებს, რომ აღად­გი­ნოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და უკან წა­ი­ღოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტა­ტუ­სი.

ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბა­ზე და იმა­ზე, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ამ პარტნი­ო­რო­ბის კი­დევ უფრო გან­მტკი­ცე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნატო-ს არ­სე­ბით პა­კეტ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ნატო-ს მხრი­დან რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი. მინ­და შე­ვა­ქო სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნა რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ სურს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში იქ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. ნატო გა­ნაგ­რძობს თქვენს პარტნი­ო­რო­ბას იმ პრო­ცეს­ში, რომ­ლის დრო­საც მი­ის­წრაფ­ვით თქვე­ნი ას­პი­რა­ცი­ე­ბის მიღ­წე­ვის­კენ.

დღეს ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ რუ­სულ აგ­რე­სი­ა­ზე და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. გა­სულ კვი­რას ვი­ყა­ვი კი­ევ­ში. პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკი­სად­მი ჩემი გზავ­ნი­ლი იყო მკა­ფიო - ნატო დგას უკ­რა­ი­ნის გვერ­დით დღეს და იდ­გე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე ეს სა­ჭი­როა. არ ვი­ცით, რო­დის დას­რულ­დე­ბა ომი, თუმ­ცა ვი­ცით, რომ რუ­სუ­ლი აგ­რე­სია წარ­მო­ად­გენს ტოქ­სი­კურ ტენ­დენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს. უკ­რა­ი­ნა იცავს სა­კუ­თარ თავს, წეს­დე­ბას და ალი­ან­სის წევ­რე­ბი ამას მხარს უჭე­რენ“, - გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა კვლავ რჩე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი და მო­ი­პო­ვა ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა.

"პირ­ველ რიგ­ში, მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, რომ თქვენ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, რათა გვე­სა­უბ­რა ჩვენს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, დღე­ვან­დელ ტურ­ბუ­ლენ­ტურ უსაფრ­თხო­ე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომია, რაც ჩვენ­თვის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს თა­ვი­სი პრობ­ლე­მა რუ­სეთ­თან მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ის გამო. შე­სა­ბა­მი­სად, მად­ლი­ე­რი ვარ ამ შეხ­ვედ­რის­თვის. ასე­ვე, მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, თქვე­ნი პი­რა­დი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ლი­დე­რო­ბის­თვის, რომ გა­ხა­დოთ ნატო კი­დევ უფრო ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი და კი­დევ უფრო წინ­წა­სუ­ლი პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. მე მად­ლი­ე­რი ვარ ალი­ან­სის წევ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის. რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­დო და უნა­რი­ა­ნი პარტნი­ო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ალი­ან­სის მი­სი­ებ­ში წვლი­ლის შე­ტა­ნის კუ­თხით. ჩვენ წვლი­ლი შეგ­ვაქვს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, რაც ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა კვლავ რჩე­ბა ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად. ასე­ვე, მსურს აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წინსვლას. ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მო­ვა­წე­რეთ ხელი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ასე­ვე, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, მო­ვი­პო­ვეთ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა. გა­სულ წელს უკვე მი­ვი­ღეთ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, რაც ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და ჩვენ აქ­ტი­უ­რად გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას ე.წ. 12 პუნ­ქტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას. ასე­ვე, მსურს აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემ­თვის პრი­ვი­ლე­გია იყო ერ­თობ­ლი­ვი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის გახ­სნა 2015 წელს, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია იმის, რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო და ნატო ერ­თმა­ნეთ­თან და ამის­თვის მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ. მზად ვართ კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ოთ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი და პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნატო-სთან, ყვე­ლა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
>
1

რაში გამოიხატება მხარდაჭერა? განცხადებებით გაბერილი ვართ, აღარაა დრო ტანკი თვითმფრინავი და ტყვიაწამალი მოგვეწოდოს რომ თუ ვანიამ ან ვანიას ნარჩენებმა არასწორი მოძრაობა გააკეთეს თავდაცვა შევძლოთ. ცარიელი სიტყვებით და ღია კარში დგომით გაგვიდგა ქარი გვერდებში.

კოკოშანელი
3

ისე ამათ რუსეთის გადაგდებაც შეუძლიათ, გააჩნია სასწორი საით გადაწონის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი..." - სტოლტენბერგი-ღარიბაშვილის შეხვედრა და ერთობლივი განცხადებები

"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი..." - სტოლტენბერგი-ღარიბაშვილის შეხვედრა და ერთობლივი განცხადებები

მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.

"საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განვაგრძობთ რუსეთის მიმართ მოწოდებებს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსი.

ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება. განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული კეთილდღეობის ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ.

დღეს ასევე ვისაუბრეთ რუსულ აგრესიაზე და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას ვიყავი კიევში. პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო - ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა. არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უკრაინა იცავს საკუთარ თავს, წესდებას და ალიანსის წევრები ამას მხარს უჭერენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად.

მისივე თქმით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოიპოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით, დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომია, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის. ასევე, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმის, როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან, ყველა განზომილებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.