საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს მანავში აღმოვჩნდი, სადაც ორი ტბა დამხვდა... საკუთარი ტბა სულ მინდოდა, ამიტომ..." - ცნობილი მომღერალი მეურნეობას შეეჭიდა: ზურა მანჯავიძის ახალი საქმე
"ერთ დღეს მანავში აღმოვჩნდი, სადაც ორი ტბა დამხვდა... საკუთარი ტბა სულ მინდოდა, ამიტომ..." - ცნობილი მომღერალი მეურნეობას შეეჭიდა: ზურა მანჯავიძის ახალი საქმე

"თევ­ზებს ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი აქვთ - ბა­ლახს, მცე­ნა­რე­ებს, მწე­რებს, ყვე­ლა­ფერს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თას ვახ­მართ. მათ გა­მო­საკ­ვე­ბად სი­მინ­დიც დავ­თე­სეთ. ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბი­ან ჩვე­ნი იხ­ვე­ბიც და ბა­ტე­ბიც. ვეც­დე­ბით ყო­ველ­თვის გვქონ­დეს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცია", - გვე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი ზურა მან­ჯა­ვი­ძე, რო­მელ­საც ახლა არც სიმ­ღე­რა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბით და არც მის საყ­ვა­რელ ჯგუფ "ფორ­ტე­ზე". ის სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და იქ მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. რო­გორც ამ­ბობს, ამ საქ­მე­ში მისი პარტნი­ო­რე­ბი ირაკ­ლი რა­მიშ­ვი­ლი და თე­მურ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი არი­ან. მათი მე­ურ­ნე­ო­ბა კა­ხეთ­ში, სო­ფელ მა­ნავ­შია. აქ რამ­დე­ნი­მე ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა შექ­მნეს, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის თევ­ზი გა­ამ­რავ­ლეს. გეგ­მე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო აქვთ.

ზურა მან­ჯა­ვი­ძე:

- დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსურ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. ნაკ­ვე­თიც მქონ­და, მე­გო­ბარ­თან ერ­თად დიდი ხნის წინ კა­ხეთ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნე, სა­დაც ჩან­დლე­რის კაკ­ლის ბა­ღია გა­შე­ნე­ბუ­ლი. სულ ვფიქ­რობ­დი მის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. ცოტა სხვაგ­ვარ ნაკ­ვე­თებს ვე­ძებ­დი, მე­გობ­რე­ბიც მინ­დო­და და­მე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ­დე ყური არა­ვინ შე­ი­ბერ­ტყა. პან­დე­მი­ის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რი დატ­ვირ­თვა მი­ე­ცა. კა­ხეთ­ში ერთ-ერთი ძი­ე­ბი­სას მე­გო­ბარ­მა ნა­თე­სავ­თან, თე­მურ ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან და­მა­კავ­ში­რა და მა­ნავ­ში აღ­მოვ­ჩნდი... იქ ორი ტბა დამ­ხვდა, ირაკ­ლი რა­მიშ­ვილ­თან ერ­თად საქ­მე უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. პერ­სპექ­ტი­ვა და­ვი­ნა­ხე და საქ­მეს ერ­თად შე­ვუ­დე­ქით. ახლა სამი დიდი ტბა გვაქვს.

- რას ემ­სა­ხუ­რე­ბა თქვე­ნი ტბე­ბი, აგ­რო­ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხომ არ მი­დი­ხართ?

- წყლის სტი­ქია მი­ზი­დავ­და, სა­კუ­თა­რი ტბა მინ­დო­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ვი­ნა­ხე, მო­მე­წო­ნა. ერთი ტბა დიდი იყო, მე­ო­რე - პა­ტა­რა. წყლით შე­ნა­კა­დის, ღე­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია მო­ვა­მა­რა­გოთ, მაგ­რამ იქვე ან­კა­რა წყა­როც ამო­დის. ასე ეკო­ლო­გი­უ­რად უფრო სუფ­თაა, სა­დაც თევ­ზი თავს კარ­გად გრძნობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სპორ­ტულ, ისე არას­პორ­ტულ თევ­ზჭე­რას. სპორ­ტუ­ლი თევ­ზჭე­რი­სას ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან, და­ჭე­რილ თევზს კი ტბა­ში აბ­რუ­ნე­ბენ. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც - და­ჭე­რი­ლი თევ­ზი აი­წო­ნე­ბა, შე­სა­ბა­მის თან­ხას გა­და­იხ­დი­ან და წა­ი­ღე­ბენ. გა­ვა­კე­თეთ ორი დიდი ტბაც და თევ­ზიც გა­ვუშ­ვით. იქ უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ტბის თევ­ზი იზ­რდე­ბა (სარ­კი­სებ­რი კობ­რი, თეთ­რი ამუ­რი, ბრტყელ­შუბ­ლა, ლოქო, შა­მა­ია, ჭა­ნა­რი, მურ­წა), რო­მელ­საც ვერ გა­მო­ლევ. რამ­დე­ნი­მე ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თევ­ზა­ობ­დნენ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ. ლო­ქოც კი და­ი­ჭი­რეს. მოკ­ლედ, გვინ­და ამ ამ­ბავს ტუ­რის­ტუ­ლი ელ­ფე­რიც მივ­ცეთ.

- სახ­ლიც ჩანს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სტუმ­რებს იღებთ?

- ჩვენ­თვის ავა­შე­ნეთ, კარ­გი გა­მო­ვი­და და, ალ­ბათ, სას­ტუმ­როდ ვაქ­ცევთ... შე­ვი­ძი­ნეთ სამი კა­ნოე (ორ­კა­ცი­ა­ნი), სწრაფ­მა­ვა­ლი ნა­ვე­ბია, თუ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის ჩა­მოვ­ლენ, შე­ჯიბ­რე­ბაც შე­უძ­ლი­ათ.

- ანუ თქვენს ტბებ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა თევ­ზი იზ­რდე­ბა?

- კი, ასეა. იხ­ვე­ბის მე­ურ­ნე­ო­ბაც გა­ვა­კე­თეთ. ბევ­რი იხვი გვყავს, ისე­თი ლა­მა­ზე­ბი არი­ან, და­საკ­ლა­ვად ვერ ვი­მე­ტებთ. გვყავს ციც­რე­ბიც, მო­მა­ვალ­ში ქათ­მებ­საც მო­ვამ­რავ­ლებთ. სულ ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ საქ­მე ბევ­რია. ახლა შე­მო­ვი­ერ­თეთ ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც უნდა გა­ვამ­წვა­ნოთ. დავრგეთ ბევ­რი ხილი, პავ­ლოვ­ნი­ე­ბიც საჩ­რდი­ლობ­ლად, მაგ­რამ მათ გაზ­რდას დრო სჭირ­დე­ბა. ისე­თი ტე­რი­ტო­რი­აც შე­მო­ვი­ერ­თეთ, სა­დაც უკვე არის დიდი ხე­ე­ბი და ამ ჩვენს ტბებ­ზე ორ­ჯერ დიდი ტბაც გა­კეთ­დე­ბა, თუმ­ცა წლე­ულს მა­გას ვე­ღარ გავ­წვდე­ბით. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ქვე­მოთ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მდი­ნა­რეც ჩა­მო­უ­დის და იქ წალ­კო­ტის გა­შე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- ტბას, ალ­ბათ, ყველ­გან ვერ გა­ა­კე­თებთ, შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლია სა­ჭი­რო.

- რა თქმა უნდა, ტბის გა­კე­თე­ბა­საც თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს. ჯერ ერთი, წყა­ლი უნდა გქონ­დეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­რა­გი უნდა არ­სე­ბობ­დეს, საკ­მა­რი­სი დე­ბი­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­სუფ­თა­ვეც, არ უნდა ბინ­ძურ­დე­ბო­დეს, რათა ამან თევ­ზის გამ­რავ­ლე­ბას შე­უ­წყოს ხელი. სა­ჭი­როა ჟანგბა­დიც... ბევ­რი ნი­უ­ან­სია. ერთი ტბა 1 ჰექ­ტა­რია, მე­ო­რე 1,2, ხოლო მე­სა­მე - 1,3 ჰექ­ტა­რი. ახა­ლი 3 ჰექ­ტარ­ზე მეტი იქ­ნე­ბა. სიღ­რმე 1-დან 4 მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს.

- ტბე­ბის გარ­შე­მო ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბიც იქ­ნე­ბა?

- დავრგეთ კა­რა­ლი­ო­კი, ბრო­წე­უ­ლი, ალუ­ბა­ლი, ატა­მი, ქლი­ა­ვი, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი. კა­ხეთ­ში, იცით, მო­სავ­ლი­ა­ნი ნი­ა­და­გია. გვაქვს ვე­ნა­ხიც... მე და თე­მუ­რი იმერ­ლე­ბი ვართ, ირაკ­ლი გუ­რუ­ლია - მოკ­ლედ, და­სავ­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი და კა­ხუ­რი სი­დინ­ჯე გა­ერ­თი­ან­და. ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ძია ამი­რა­ნი, ასე­ვე ორი გი­ორ­გი - სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­ხმა­რე ძა­ლაა. სულ 10-12 ჰექ­ტა­რია და მხო­ლოდ ჩვენ ვერ ავუ­ვალთ. ახლა გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მაგ ად­გი­ლებ­ში ად­რეც ყო­ფი­ლა ტბე­ბი. ასე­თი გა­რე­მო ზოგი მცე­ნა­რის­თვის კარ­გია, ზო­გის­თვის ცუდი, მა­გა­ლი­თად, კა­კალს არ უხ­დე­ბა. ამი­ტომ სად­რე­ნა­ჟეა სა­ჭი­რო. ვსწავ­ლობთ ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე, ზოგ­ჯერ სხვის შეც­დო­მებ­ზე ან სხვა­თა ჭკუა-და­რი­გე­ბა­ზე და ვართ ასე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტაბუ
1

2 ტბა დახვდა, მერე გააფართოვა, მერე შემოიერთა და ა.შ. ასე იოლია ბიზნესი საქართველოში! პაპა გიცხონდა...

მაია
1

ოჰ გაჭრა შენმა დითირამბებმა? არ გაჩერდე თორემ დაკარგავ:)))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ერთ დღეს მანავში აღმოვჩნდი, სადაც ორი ტბა დამხვდა... საკუთარი ტბა სულ მინდოდა, ამიტომ..." - ცნობილი მომღერალი მეურნეობას შეეჭიდა: ზურა მანჯავიძის ახალი საქმე

"ერთ დღეს მანავში აღმოვჩნდი, სადაც ორი ტბა დამხვდა... საკუთარი ტბა სულ მინდოდა, ამიტომ..." - ცნობილი მომღერალი მეურნეობას შეეჭიდა: ზურა მანჯავიძის ახალი საქმე

"თევზებს ჯანსაღი საკვები აქვთ - ბალახს, მცენარეებს, მწერებს, ყველაფერს ბიოლოგიურად სუფთას ვახმართ. მათ გამოსაკვებად სიმინდიც დავთესეთ. ჯანსაღად იკვებებიან ჩვენი იხვებიც და ბატებიც. ვეცდებით ყოველთვის გვქონდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია", - გვეუბნება მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელსაც ახლა არც სიმღერაზე ველაპარაკებით და არც მის საყვარელ ჯგუფ "ფორტეზე". ის საკუთარ მეურნეობასა და იქ მის საქმიანობაზე მოგვითხრობს. როგორც ამბობს, ამ საქმეში მისი პარტნიორები ირაკლი რამიშვილი და თემურ ბოჭორიშვილი არიან. მათი მეურნეობა კახეთში, სოფელ მანავშია. აქ რამდენიმე ხელოვნური ტბა შექმნეს, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზი გაამრავლეს. გეგმებიც საინტერესო აქვთ.

ზურა მანჯავიძე:

- დიდი ხნის განმავლობაში მსურდა სოფლის მეურნეობაში ჩავრთულიყავი. ნაკვეთიც მქონდა, მეგობართან ერთად დიდი ხნის წინ კახეთში მიწის ნაკვეთი შევიძინე, სადაც ჩანდლერის კაკლის ბაღია გაშენებული. სულ ვფიქრობდი მის გაფართოებაზე. ცოტა სხვაგვარ ნაკვეთებს ვეძებდი, მეგობრებიც მინდოდა დამეინტერესებინა, მაგრამ პანდემიამდე ყური არავინ შეიბერტყა. პანდემიის შემდეგ ამ ყველაფერს სხვანაირი დატვირთვა მიეცა. კახეთში ერთ-ერთი ძიებისას მეგობარმა ნათესავთან, თემურ ბოჭორიშვილთან დამაკავშირა და მანავში აღმოვჩნდი... იქ ორი ტბა დამხვდა, ირაკლი რამიშვილთან ერთად საქმე უკვე დაწყებული ჰქონდათ. პერსპექტივა დავინახე და საქმეს ერთად შევუდექით. ახლა სამი დიდი ტბა გვაქვს.

- რას ემსახურება თქვენი ტბები, აგროტურიზმის მიმართულებით ხომ არ მიდიხართ?

- წყლის სტიქია მიზიდავდა, საკუთარი ტბა მინდოდა და ეს ყველაფერი რომ დავინახე, მომეწონა. ერთი ტბა დიდი იყო, მეორე - პატარა. წყლით შენაკადის, ღელეს საშუალებითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ, მაგრამ იქვე ანკარა წყაროც ამოდის. ასე ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, სადაც თევზი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი მოემსახურება როგორც სპორტულ, ისე არასპორტულ თევზჭერას. სპორტული თევზჭერისას ერთმანეთს ეჯიბრებიან, დაჭერილ თევზს კი ტბაში აბრუნებენ. არის მეორე ვარიანტიც - დაჭერილი თევზი აიწონება, შესაბამის თანხას გადაიხდიან და წაიღებენ. გავაკეთეთ ორი დიდი ტბაც და თევზიც გავუშვით. იქ უკვე ყველანაირი ტბის თევზი იზრდება (სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, ბრტყელშუბლა, ლოქო, შამაია, ჭანარი, მურწა), რომელსაც ვერ გამოლევ. რამდენიმე ჩემპიონატი ჩავატარეთ, პროფესიონალები თევზაობდნენ და ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ლოქოც კი დაიჭირეს. მოკლედ, გვინდა ამ ამბავს ტურისტული ელფერიც მივცეთ.

- სახლიც ჩანს ტერიტორიაზე, სტუმრებს იღებთ?

- ჩვენთვის ავაშენეთ, კარგი გამოვიდა და, ალბათ, სასტუმროდ ვაქცევთ... შევიძინეთ სამი კანოე (ორკაციანი), სწრაფმავალი ნავებია, თუ კორპორაციული საღამოებისთვის ჩამოვლენ, შეჯიბრებაც შეუძლიათ.

- ანუ თქვენს ტბებში ეკოლოგიურად სუფთა თევზი იზრდება?

- კი, ასეა. იხვების მეურნეობაც გავაკეთეთ. ბევრი იხვი გვყავს, ისეთი ლამაზები არიან, დასაკლავად ვერ ვიმეტებთ. გვყავს ციცრებიც, მომავალში ქათმებსაც მოვამრავლებთ. სულ ვმუშაობთ, მაგრამ საქმე ბევრია. ახლა შემოვიერთეთ ტერიტორია, რომელიც უნდა გავამწვანოთ. დავრგეთ ბევრი ხილი, პავლოვნიებიც საჩრდილობლად, მაგრამ მათ გაზრდას დრო სჭირდება. ისეთი ტერიტორიაც შემოვიერთეთ, სადაც უკვე არის დიდი ხეები და ამ ჩვენს ტბებზე ორჯერ დიდი ტბაც გაკეთდება, თუმცა წლეულს მაგას ვეღარ გავწვდებით. ამ ტერიტორიას ქვემოთ ძალიან ლამაზი მდინარეც ჩამოუდის და იქ წალკოტის გაშენება შეიძლება.

- ტბას, ალბათ, ყველგან ვერ გააკეთებთ, შესაფერისი ადგილია საჭირო.

- რა თქმა უნდა, ტბის გაკეთებასაც თავისი სპეციფიკა აქვს. ჯერ ერთი, წყალი უნდა გქონდეს ტერიტორიაზე, მარაგი უნდა არსებობდეს, საკმარისი დებიტი. მნიშვნელოვანია სისუფთავეც, არ უნდა ბინძურდებოდეს, რათა ამან თევზის გამრავლებას შეუწყოს ხელი. საჭიროა ჟანგბადიც... ბევრი ნიუანსია. ერთი ტბა 1 ჰექტარია, მეორე 1,2, ხოლო მესამე - 1,3 ჰექტარი. ახალი 3 ჰექტარზე მეტი იქნება. სიღრმე 1-დან 4 მეტრამდე მერყეობს.

- ტბების გარშემო ხეხილის ბაღებიც იქნება?

- დავრგეთ კარალიოკი, ბროწეული, ალუბალი, ატამი, ქლიავი, თითქმის ყველაფერი. კახეთში, იცით, მოსავლიანი ნიადაგია. გვაქვს ვენახიც... მე და თემური იმერლები ვართ, ირაკლი გურულია - მოკლედ, დასავლური ტემპერამენტი და კახური სიდინჯე გაერთიანდა. ძალიან გვეხმარება ძია ამირანი, ასევე ორი გიორგი - საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ძალაა. სულ 10-12 ჰექტარია და მხოლოდ ჩვენ ვერ ავუვალთ. ახლა გავარკვიეთ, რომ მაგ ადგილებში ადრეც ყოფილა ტბები. ასეთი გარემო ზოგი მცენარისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდი, მაგალითად, კაკალს არ უხდება. ამიტომ სადრენაჟეა საჭირო. ვსწავლობთ ზოგჯერ საკუთარ შეცდომებზე, ზოგჯერ სხვის შეცდომებზე ან სხვათა ჭკუა-დარიგებაზე და ვართ ასე...წაიკითხეთ სრულად