მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ჩანთის ისტორია, ანუ როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალბატონის ანდერძში
ერთი ჩანთის ისტორია, ანუ როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალბატონის ანდერძში

"გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ მფლო­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ ემო­ცი­ურ ამ­ბავს აქ­ვეყ­ნებს და ერთი ჩან­თის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 15 წლის წინ, გერ­მა­ნი­ა­ში შე­ი­ძი­ნა.

ზურა შე­ვარ­დნა­ძე:

"ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ დიდი ტყა­ვის ჩან­თით დავ­დი­ვარ. რა მი­ლა­გია, რას და­ვა­ტა­რებ, ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია და სხვა დროს მო­გიყ­ვე­ბით, დღეს მისი უც­ნა­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ. 15 წლის წინ მი­უნ­ხენ­ში ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყი­დე ძვე­ლი, სას­კო­ლო, ტყა­ვის ჩან­თა. სამ­ხრე­ე­ბი მოვხსე­ნი, გავ­წმინ­დე და მას მერე ბედ­ნი­ე­რად ვი­ყე­ნებ. შიგ­ნი­თა მხა­რეს ტყავ­ზე მელ­ნით აწე­რია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171... არ და­მე­ზა­რა, დავ­წე­რე მოკ­ლე წე­რი­ლი და გავ­გზავ­ნე ფოს­ტით: "ქალ­ბა­ტო­ნო ზიგ­ლინ­დე, მე თქვე­ნი ყო­ფი­ლი სას­კო­ლო ჩან­თა ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვი­ძი­ნე, ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, ვარ მე­ბა­ღე, კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ..."

სამი თვის შემ­დეგ წე­რი­ლი და­მიბ­რუნ­და უკან, სხვა სა­პა­სუ­ხო წე­რილ­თან ერ­თად: "ბა­ტო­ნო შე­ვარ­დნა­ძე, თქვე­ნი წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნი 35 წე­ლია აღარ ცხოვ­რობს ამ მი­სა­მარ­თზე, მაგ­რამ მე ვიც­ნობ მის შვილს, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, შე­მიძ­ლია თქვე­ნი წე­რი­ლი მას გა­ვუგ­ზავ­ნო..."

აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, მაგ­რამ არ გავ­ჩერ­დი. გავ­გზავ­ნე წე­რი­ლი ახა­ლი წე­რი­ლით უკან: "რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით..." რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ უკვე ვი­ღებ ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნის ვა­ჟიშ­ვი­ლი­სა­გან წე­რილს, "ბა­ტო­ნო შე­ვარ­დნა­ძე, მე არ ვიცი, რა გა­კავ­ში­რებთ დე­და­ჩემ­თან, მაგ­რამ თუ ისურ­ვებთ, შე­მიძ­ლია თქვე­ნი წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნო მას. დედა უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია ცხოვ­რობს "სი­ნი­ო­რე­ნ­ჰა­უს­ში" (მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ასე.)

არ და­ვი­ზა­რე "ბა­ტო­ნო ჰოლცმან, მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით..." იმ წლის ბო­ლოს, ახა­ლი წლის წინ მი­ვი­ღე ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნის თბი­ლი, ემო­ცი­უ­რი პა­სუ­ხი.. კულ­ტუ­რუ­ლად, ლა­მა­ზად წერს თა­ვის ბავ­შვო­ბა­ზე, სკო­ლა­ზე, გავ­ლილ რთულ და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე. რა თქმა უნდა, ვუ­პა­სუ­ხე, მი­პა­სუ­ხა... სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა... ვფიქ­რობ, ეს წე­რი­ლი და­ბეჭდ­ვას, გა­სა­ჯა­რო­ე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

გა­ზა­ფხულ­ზე მი­უნ­ხენ­ში ჩა­ვე­დი, დარ­ჩე­ნი­ლი გა­მოც­და მქონ­და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. ჩემს მას­პინ­ძელს, მე­გო­ბარს ვთხო­ვე: - ან­დრე­ას, გამ­ყე­ვი მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლში, მე­გო­ბა­რი უნდა მო­ვი­ნა­ხუ­ლო. გა­ვაკ­ვირ­ვე ადა­მი­ა­ნი. შევ­კა­რი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, ფე­რა­დი ბა­ი­ე­ბის თა­ი­გუ­ლი და ვეწ­ვიე ქალ­ბა­ტონ ზიგ­ლინ­დეს ჩან­თით მხარ­ზე. სი­ტყვე­ბით ძნე­ლია გად­მოვ­ცე ემო­ცია, არც შე­ვეც­დე­ბი.

დავ­მე­გობ­რდით, მი­უნ­ხენ­ში თუ ჩავ­დი­ვარ, მას­თან სტუმ­რო­ბა ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია. "სი­ნი­ო­რე­ნ­ჰა­უ­ზის" კა­ფე­ტე­რი­ა­ში ვხვდე­ბით და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ზე ვსა­უბ­რობთ, იქ უკვე ყვე­ლა მიც­ნობს, მე­ლო­დე­ბი­ან. ათი წელი მა­ინც გა­ვი­და ამ უც­ნა­უ­რი მე­გობ­რო­ბი­დან. შარ­შან გა­გა­ნია პან­დე­მი­ის დროს მი­ვი­ღე მე­ი­ლი, იუ­რის­ტი­სა­გან, რო­მე­ლიც მა­ტყო­ბი­ნებს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნის ან­დერ­ძის სი­ა­ში ვარ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი რი­გით მეშ­ვი­დე.

იმ დღეს­ვე მივ­წე­რე ვა­ჟიშ­ვილს, სა­დაც ვწერ­დი, რომ თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, არ მინ­და მათ­თან, შვი­ლებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა და ასე შემ­დეგ. ქალ­ბა­ტო­ნი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ღირ­სე­უ­ლი სამი შვი­ლი გა­ზარ­და. მათი პა­სუ­ხით ეს ჩემ­თვის და­დას­ტურ­და. ვა­ჟიშ­ვი­ლი მე­მად­ლი­ე­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და მპა­სუ­ხობს.

"გა­ვა­ცა­ნი თქვე­ნი წე­რი­ლი ჩემს ორი­ვე დას. მინ­და გი­პა­სუ­ხოთ ჩვე­ნი, სა­მი­ვეს სა­ხე­ლით. ბა­ტო­ნო შე­ვარ­დნა­ძე, დე­დას სი­ტყვას და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დით და ვას­რუ­ლებ­დით. ასეა ახ­ლაც მისი ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის­და მი­უ­ხე­და­ვად, მისი სი­ტყვა ჩვენ­თვის კა­ნო­ნია, ასე ისურ­ვა? ესე იგი ასეა სა­ჭი­რო...

"არ ვიცი (ამის კი­თხვა ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია) ქალ­ბა­ტო­ნი ზიგ­ლინ­დე­სა­გან სა­სახ­ლეს მი­ვი­ღებ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­უნ­ხენ­ში, თუ ერთ წინ­დას ან წიგნს, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი რჩე­ბა ჩემ­თვის ამ ერის, ამ ხალ­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის მა­გა­ლი­თად. რამ­დე­ნი რამ მას­წავ­ლეს, რამ­დე­ნი... რა მა­გის პა­სუ­ხია და ჩან­თა ისე­თი ხა­რის­ხი­საა, კი­დევ ჩემი და ზიგ­ლინ­დესნა­ირს ცხრას მო­ა­ხუ­ცებს..."

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ახლა ხვდებით,
0

რატომაა დაიმლერ-ბენცი მსოფლიოში საუკეთესო? 

გაუშვი ადმინ არ დაბლოკოო !
40

ერთი გაიგოს იმ გერმანელმა ქალმა , რუსი ებრაელები რომ ხართ -შევარდნაძეები 1912- წელს ჩამოსახლებული საქართველოში და ვნახავდით რას გაჩუქებდა !!! ადათუ ქონება , არამედ შეხვედრასაც არ ისურვებდა შენთან ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ერთი ჩანთის ისტორია, ანუ როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალბატონის ანდერძში

ერთი ჩანთის ისტორია, ანუ როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალბატონის ანდერძში

"გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ ამბავს აქვეყნებს და ერთი ჩანთის ისტორიას გვიყვება, რომელიც 15 წლის წინ, გერმანიაში შეიძინა.

ზურა შევარდნაძე:

"ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ დიდი ტყავის ჩანთით დავდივარ. რა მილაგია, რას დავატარებ, ეს ცალკე ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით, დღეს მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ გიამბობთ. 15 წლის წინ მიუნხენში ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე ძველი, სასკოლო, ტყავის ჩანთა. სამხრეები მოვხსენი, გავწმინდე და მას მერე ბედნიერად ვიყენებ. შიგნითა მხარეს ტყავზე მელნით აწერია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171... არ დამეზარა, დავწერე მოკლე წერილი და გავგზავნე ფოსტით: "ქალბატონო ზიგლინდე, მე თქვენი ყოფილი სასკოლო ჩანთა ბაზრობაზე შევიძინე, ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში, ვარ მებაღე, კმაყოფილი და მადლიერი ვარ..."

სამი თვის შემდეგ წერილი დამიბრუნდა უკან, სხვა საპასუხო წერილთან ერთად: "ბატონო შევარდნაძე, თქვენი წერილის ადრესატი, ქალბატონი ნოიმანი 35 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ მე ვიცნობ მის შვილს, თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია თქვენი წერილი მას გავუგზავნო..."

აზარტული ადამიანი არ ვარ, მაგრამ არ გავჩერდი. გავგზავნე წერილი ახალი წერილით უკან: "რასაკვირველია, მადლიერი დაგრჩებით..." რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ვიღებ ქალბატონი ნოიმანის ვაჟიშვილისაგან წერილს, "ბატონო შევარდნაძე, მე არ ვიცი, რა გაკავშირებთ დედაჩემთან, მაგრამ თუ ისურვებთ, შემიძლია თქვენი წერილი გავუგზავნო მას. დედა უკვე მეშვიდე წელია ცხოვრობს "სინიორენჰაუსში" (მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ ასე.)

არ დავიზარე "ბატონო ჰოლცმან, მადლიერი დაგრჩებით..." იმ წლის ბოლოს, ახალი წლის წინ მივიღე ქალბატონი ნოიმანის თბილი, ემოციური პასუხი.. კულტურულად, ლამაზად წერს თავის ბავშვობაზე, სკოლაზე, გავლილ რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ვუპასუხე, მიპასუხა... საინტერესოა ცხოვრება... ვფიქრობ, ეს წერილი დაბეჭდვას, გასაჯაროებას იმსახურებს.

გაზაფხულზე მიუნხენში ჩავედი, დარჩენილი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. ჩემს მასპინძელს, მეგობარს ვთხოვე: - ანდრეას, გამყევი მოხუცებულთა სახლში, მეგობარი უნდა მოვინახულო. გავაკვირვე ადამიანი. შევკარი მოკრძალებული, ფერადი ბაიების თაიგული და ვეწვიე ქალბატონ ზიგლინდეს ჩანთით მხარზე. სიტყვებით ძნელია გადმოვცე ემოცია, არც შევეცდები.

დავმეგობრდით, მიუნხენში თუ ჩავდივარ, მასთან სტუმრობა ერთ-ერთი აუცილებელი და სასიამოვნო ამბავია. "სინიორენჰაუზის" კაფეტერიაში ვხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ, იქ უკვე ყველა მიცნობს, მელოდებიან. ათი წელი მაინც გავიდა ამ უცნაური მეგობრობიდან. შარშან გაგანია პანდემიის დროს მივიღე მეილი, იურისტისაგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე.

იმ დღესვე მივწერე ვაჟიშვილს, სადაც ვწერდი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა მათთან, შვილებთან უსიამოვნება და ასე შემდეგ. ქალბატონი სულ მეუბნებოდა, რომ ღირსეული სამი შვილი გაზარდა. მათი პასუხით ეს ჩემთვის დადასტურდა. ვაჟიშვილი მემადლიერება ინფორმაციისთვის და მპასუხობს.

"გავაცანი თქვენი წერილი ჩემს ორივე დას. მინდა გიპასუხოთ ჩვენი, სამივეს სახელით. ბატონო შევარდნაძე, დედას სიტყვას და მის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვასრულებდით. ასეა ახლაც მისი ღრმა მოხუცებულობისდა მიუხედავად, მისი სიტყვა ჩვენთვის კანონია, ასე ისურვა? ესე იგი ასეა საჭირო...

"არ ვიცი (ამის კითხვა ძალიან უხერხულია) ქალბატონი ზიგლინდესაგან სასახლეს მივიღებ მემკვიდრეობით მიუნხენში, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის, ამ ხალხის განსაკუთრებულობის მაგალითად. რამდენი რამ მასწავლეს, რამდენი... რა მაგის პასუხია და ჩანთა ისეთი ხარისხისაა, კიდევ ჩემი და ზიგლინდესნაირს ცხრას მოახუცებს..."