საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათმაშებაში ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში ქართველმა ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:2 დაამარცხა, ფინალურ ასპარეზობაში კი ტაილანდელ საისუნ იანას მოუგო 15:12 და პირველ ადგილზე გავიდა.
საფრანგეთის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც გამოდიან.
ძალიან მიყვარხარ, ჩვენი სიამაყე და ბევრი ხელჩაქნეულის იმედი ხარ
გილოცავ, გისურვებ კიდევ მრავალ გამარჯვებებს! აი, ამისთანა ადამიანებით ვამაყობთ, თავისი ნიჭით, უხმაუროდ რომ აღწევენ ნამდვილ და არა ჩაწყობილ გამარჯვებებს!