საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი..." - რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?
"როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი..." -  რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სო­ლი­და­რო­ბა­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ოთხი მო­სა­მარ­თლი­დან ერთ-ერთი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­იც­ნო.

  • "ამათ ჰგო­ნი­ათ, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ჩას­ვეს, ამით ვალი მო­ი­ხა­დეს და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ..."

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე 2006 წლი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლეა. მას, რო­გორც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის წევ­რს, 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლე­ბი შე­უმ­ცირ­დათ.

2011 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე “ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ცალ­სა­ხა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნებ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტის გამო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ“ საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბა”. გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ… რათა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.“

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

ambebi.ge სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მა­მას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სკან­დალ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი გაგ­ვი­ზი­ა­რა.

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი, სან­დროს მამა:

"მუ­რუ­სი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტით ჯერ კი­დევ 2015 წელს გა­მო­ვე­დი, როცა ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ უნდა აერ­ჩი­ათ. გა­მო­ვე­დი და ვთქვი, რომ შეც­დო­მას უშ­ვებ­დნენ. ის ჩემს თვალ­ში პი­როვ­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. მე­ო­რეა, რომ როცა სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კას, მე სა­ქარ­თვე­ლოს და­ვა­ყე­ნებ­დი წინ. როცა მე ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი მუ­რუ­სი­ძის აღ­ზე­ვე­ბას, ესე­ნი რა­მეს ამ­ბობ­დნენ? თან ვინ წი­ვის და კი­ვის - თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც მისი შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან. ამათ კი­დევ გად­მო­ი­ბა­რეს მუ­რუ­სი­ძე და ვფიქ­რობ, ეს წმინ­დად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და ეს მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძე­ე­ბი.

მი­შამ თით­ქოს რომ მოს­პო კო­რუფ­ცია და­ბალ ფე­ნებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ხელ­ში აიღო და თვი­თონ გახ­დნენ პირ­ვე­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი. ვინ იყო ადე­იშ­ვი­ლი, გა­იხ­სე­ნეთ... მის ხელ­ში იყო თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფე­რი. ერთი მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო ცალ­კე რგო­ლი. სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე ვი­ღაც მუ­რუ­სი­ძე და სხვე­ბი. ვინ თხო­უ­ლობს ამ კო­მი­სი­ას, ესაა მთა­ვა­რი, და­ფიქ­რდით. რა, მუ­რუ­სი­ძე და ჩინ­ჩა­ლა­ძე უნდა გა­მო­ი­ძა­ხონ და მას უნდა და­უს­ვან კი­თხვე­ბი? არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი დამ­სან­ქცი­რებ­ლებს ისე­თი რამ ჰქონ­დეთ ხელთ, არა­ვის აწყობ­დეს მათი გა­მომ­ზე­უ­რე­ბა.

როცა 2015 წელს ვყვი­რო­დით, მუ­რუ­სი­ძე არ და­ე­ნიშ­ნათ და მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჩემი მე­უღ­ლე თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, იქ გან­ვა­ცხა­დე პირ­და­პირ - რა აზრი აქვს ამ ჯილ­დოს, თუ ხვალ-ზეგ მუ­რუ­სი­ძეს აირ­ჩევთ-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, არ მჯე­რა, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ადრე იყ­ვნენ ცუ­დე­ბი და ახლა ან­გე­ლო­ზე­ბი გახ­დნენ. არც ვიცი, კარ­გი რა გა­ა­კე­თეს, ან სა­ერ­თოდ რას აკე­თე­ბენ, თვალს არც ვა­დევ­ნებ, მაგ­რამ ასეთ ხალ­ხს იყე­ნე­ბენ ყო­ველ­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­ცი­ნე­ბა, მთლი­ა­ნო­ბა­შია სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია.

ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­პი­რე­ბით მო­ვი­და, სან­დროს, სულ­ხა­ნის და სხვე­ბის სა­ხე­ლით აპე­ლი­რებ­დნენ, დღე­საც, პირ­ველ რიგ­ში, სან­დრო და სხვა ბი­ჭე­ბი უნდა გა­იც­ნოს ყვე­ლამ. დღეს ისევ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი შვი­ლე­ბიც იმ რე­ჟიმ­მა შე­ი­წი­რა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მად­ლო­ბე­ლე­ბი ალ­ბათ არც ისი­ნი არი­ან, თუმ­ცა შე­და­რე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი, მეტი არა­ფე­რი... არც ჩემ­თვის აღ­დგა სა­მარ­თა­ლი და არც მათ­თვის. ამათ ჰგო­ნი­ათ, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ჩას­ვეს, ამით ვალი მო­ი­ხა­დეს და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ. რაც არ უნდა იყოს, სტრას­ბურ­გმა გა­ამ­ტყუ­ნა რე­ჟი­მი და სის­ტე­მა. კი ბა­ტო­ნო, და­ი­ჭი­რეს ვანო, მიშა, მაგ­რამ ვინც სან­დროს უშუ­ა­ლო მკვლე­ლია, ეს დღემ­დე არაა ცნო­ბი­ლი და დას­ჯი­ლი. ამის გა­მო­ძი­ე­ბა კარ­გად შე­ეძ­ლო დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გა­დაც იცი­ან, მაგ­რამ რა? მე ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ ვხე­დავ. დიდი ხა­ნია გული მაქვს აც­რუ­ე­ბუ­ლი, 2015 წლის შემ­დეგ, როცა მუ­რუ­სი­ძე და­მი­ნიშ­ნეს პირ­ველ კა­ცად, ყვე­ლა­ფერ­ზე ჩა­ვიქ­ნიე ხელი, აღარც ვუ­ყუ­რებ დღეს რაც ხდე­ბა, დი­ნე­ბას კი არ მივ­ყვე­ბი, ჩემ­თვის მივ­დი­ვარ და ჩემ­თვის ვცხოვ­რობ. აზრი მი­თხა­რით, თო­რემ კი. ჩემ­მა ცოლ­მა იმ­დე­ნი იბ­რძო­ლა, იმა­ზე მაქ­სი­მა­ლურს დღეს და ვერც მა­შინ ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებ­და (რა თქმა უნდა, გვერ­დში მდგომ ხალ­ხთან ერ­თად). მან თა­ვი­სი გა­ა­კე­თა და მორ­ჩა! სან­დროს საქ­მემ გა­და­ი­ყო­ლა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ირი­ნამ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, დღე­ვან­დე­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, უკე­თე­სი გვინ­დო­და, მაგ­რამ... ეს პო­ლი­ტი­კაა“.

  • "მა­შინ იცით, რა თქვა მუ­რუ­სი­ძემ? - მე ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი და იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დიო..."

2006 წელს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს სულ­ხან მო­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე მა­შინ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს იმ კო­ლე­გი­ის წევ­რი იყო, რო­მელ­მაც ეს საქ­მე გა­ნი­ხი­ლა. “მი­ჭირს გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი… მე რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღე, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნო­ნი­ე­რი, ეფუძ­ნე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სათ­ვის ყვე­ლა სტან­დარტს ეფუძ­ნე­ბო­და, რაც სა­ჭი­რო იყო”, - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ამ საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, ეს ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა იყო და მხა­რეს ერთი წელი ჰქონ­და გა­სა­სა­ჩივ­რებ­ლად და უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს საქ­მე თა­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ში.

მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლომ სტრას­ბურ­გში კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლის, მათ შო­რის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა აღი­ა­რა და მხა­რეს 20 ათა­სი ევრო გა­და­უ­ხა­და. სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი, სულ­ხა­ნის მამა:

"ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში ვი­წე­ქი, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვიცი 4 მო­სა­მარ­თლე რომ და­ა­სან­ქცი­რეს. ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: მუ­რუ­სი­ძეს აქვს ჩემი შვი­ლის საქ­მე გარ­ჩე­უ­ლი და რო­დე­საც სტრას­ბურ­გმა 4 პუნ­ქტით გა­ა­მარ­თლა სულ­ხა­ნი, მო­სა­მარ­თლე­ებს ვუ­თხა­რი, სტრას­ბურ­გმა თავ­ზე გა­და­გა­ხი­ათ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ხართ-მეთ­ქი. მა­შინ იცით, რა თქვა მუ­რუ­სი­ძემ? - მე ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი და იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დიო. ეს ჩემი ყუ­რით მაქვს მოს­მე­ნი­ლი. რა­საც მე იმას მა­შინ ვა­გი­ნებ­დი, ვინ იცის. ვამ­ბობ­დი, მუ­რუ­სი­ძის ტვი­ნი სჯობს სტრას­ბურ­გის 12 მო­სა­მარ­თლი­სას და მათ­ზე უკე­თე­სი მო­სა­მარ­თლეა-მეთ­ქი? თუ სტრას­ბურ­გი გვყავ­და მოქ­რთა­მუ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­და­სა­ვით - ვი­ღა­ცე­ებს რომ ქრთა­მავს. სტრას­ბურ­გი აგი­ნებს ამ ჩვენს მო­სა­მარ­თლე­ებს და ეს მუ­რუ­სი­ძე კი­დევ იმას ამ­ბობს, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი და ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დიო.

ვფიქ­რობ, გვი­ან მი­ხე­დეს და და­ა­სან­ქცი­რეს ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ეს ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა მი­ე­ღო ეგე­ნი, როცა მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, მუ­რუ­სი­ძემ მა­შინ რომ ბევ­რი და­ა­შა­ვა, რა­ტომ და­ი­ტო­ვეს? ეს არ იყო ნორ­მა­ლუ­რი. თვი­თონ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი მო­სა­მარ­თლე გა­აგ­დო, როცა მო­ვი­და, ამა­თაც გა­ეწ­მინ­დათ სის­ტე­მა. პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ახლა ესე­ნი ამ­ბო­ბენ, ამათ რომ რამე ვუ­თხრათ, სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­იშ­ლე­ბაო. წე­სით და კა­ნო­ნით, ამათ მა­შინ და­ა­შა­ვეს, როცა ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ტო­ვეს ან და­ნიშ­ნეს უვა­დოდ. იმას ხომ არ ვამ­ბობ, დახ­ვრი­ტონ, აწა­მონ და სხვა, კუ­თხე­ში მა­ინც და­ა­ყე­ნე დამ­ნა­შა­ვე. მა­გა­ლი­თად, როცა ცი­ხი­დან უშ­ვებ მე­რა­ბიშ­ვილს, ოქ­რუ­აშ­ვილს თუ სხვას, უნდა უთხრა, შენი სუსი არ ვნა­ხო პო­ლი­ტი­კა­ში, თო­რემ უკან შე­გაბ­რუ­ნებ­თო. ამათ კიდე, მიდი, ყვე­ლა გა­ა­ჯე­ჯი­ლეს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
0

რამდენი პატიოსანი მოსამართლე გაუშვეს 65 წლის ასაკში და ეს მურუსიძე ჩინჩალაძეები სჭირდება ალბათ ყველა ხელისუფლლებას, რას ერჩით.

შეწუხებული
0

ბატონო გურამ კომენტარების კითხვა რომ დავიწყე მართალი გითხრათ! ვფიქრობდი რომ ისე აქვთ სინდისის ძარღვი გაწყვეტილი რომ ტროლები დაიწყებენ ( ყველაფერს აპრავებენ) უღურსი რაღაცეების წესრას და თუ ეს ასე მოხდა ვიცი ძნელია.. მაგრამ არანაირ ყურადღებას არ იმსახურებენ და როგორმე მოახერხეთ და გულთან ნუ მიიტანთ, სზოგადოების დიდი ნაწილი ჩემ ირგვლივ ყველა გითანაგრზნობთ და თქვენ გვერდით ვიქნებით .. ვაი რომ გვიანაა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი..." - რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?

"როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი..." -  რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული და ხელისუფლების მიერ სოლიდარობაგამოცხადებული ოთხი მოსამართლიდან ერთ-ერთი ლევან მურუსიძე საზოგადოებამ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეებით გაიცნო.

  • "ამათ ჰგონიათ, რადგან მერაბიშვილები და ახალაიები ჩასვეს, ამით ვალი მოიხადეს და სამართალმა იზეიმა, არა, როგორ გეკადრებათ..."

ლევან მურუსიძე 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მას, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

2011 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ “გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ambebi.ge სანდრო გირგვლიანის მამას დაუკავშირდა, რომელმაც მოსამართლეების სკანდალზე საკუთარი აზრი გაგვიზიარა.

გურამ გირგვლიანი, სანდროს მამა:

"მურუსიძის წინააღმდეგ პროტესტით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვედი, როცა ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უნდა აერჩიათ. გამოვედი და ვთქვი, რომ შეცდომას უშვებდნენ. ის ჩემს თვალში პიროვნება არასდროს ყოფილა. მეორეა, რომ როცა საკითხი შეეხება საქართველოს პოლიტიკას, მე საქართველოს დავაყენებდი წინ. როცა მე ვაპროტესტებდი მურუსიძის აღზევებას, ესენი რამეს ამბობდნენ? თან ვინ წივის და კივის - თვითონ "ნაციონალები", რომლებიც მისი შემქმნელები არიან. ამათ კიდევ გადმოიბარეს მურუსიძე და ვფიქრობ, ეს წმინდად პოლიტიკური საკითხია - ხელისუფლებას სჭირდებოდა ეს მურუსიძე-ჩინჩალაძეები.

მიშამ თითქოს რომ მოსპო კორუფცია დაბალ ფენებში, ყველაფერი ხელში აიღო და თვითონ გახდნენ პირველი კორუმპირებულები. ვინ იყო ადეიშვილი, გაიხსენეთ... მის ხელში იყო თავიდან-ბოლომდე ყველაფერი. ერთი მერაბიშვილი იყო ცალკე რგოლი. საქართველო ჩემთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიღაც მურუსიძე და სხვები. ვინ თხოულობს ამ კომისიას, ესაა მთავარი, დაფიქრდით. რა, მურუსიძე და ჩინჩალაძე უნდა გამოიძახონ და მას უნდა დაუსვან კითხვები? არაა გამორიცხული დამსანქცირებლებს ისეთი რამ ჰქონდეთ ხელთ, არავის აწყობდეს მათი გამომზეურება.

როცა 2015 წელს ვყვიროდით, მურუსიძე არ დაენიშნათ და მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩემი მეუღლე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა, იქ განვაცხადე პირდაპირ - რა აზრი აქვს ამ ჯილდოს, თუ ხვალ-ზეგ მურუსიძეს აირჩევთ-მეთქი. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები ადრე იყვნენ ცუდები და ახლა ანგელოზები გახდნენ. არც ვიცი, კარგი რა გააკეთეს, ან საერთოდ რას აკეთებენ, თვალს არც ვადევნებ, მაგრამ ასეთ ხალხს იყენებენ ყოველთვის. სიმართლე გითხრათ, მეცინება, მთლიანობაშია სასაცილო სიტუაცია.

ეს ხელისუფლება ხომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, სანდროს, სულხანის და სხვების სახელით აპელირებდნენ, დღესაც, პირველ რიგში, სანდრო და სხვა ბიჭები უნდა გაიცნოს ყველამ. დღეს ისევ უსამართლობას ვხედავთ ის ადამიანები, ვისი შვილებიც იმ რეჟიმმა შეიწირა. ამ ხელისუფლების მადლობელები ალბათ არც ისინი არიან, თუმცა შედარებითია ყველაფერი, მეტი არაფერი... არც ჩემთვის აღდგა სამართალი და არც მათთვის. ამათ ჰგონიათ, რადგან მერაბიშვილები და ახალაიები ჩასვეს, ამით ვალი მოიხადეს და სამართალმა იზეიმა, არა, როგორ გეკადრებათ. რაც არ უნდა იყოს, სტრასბურგმა გაამტყუნა რეჟიმი და სისტემა. კი ბატონო, დაიჭირეს ვანო, მიშა, მაგრამ ვინც სანდროს უშუალო მკვლელია, ეს დღემდე არაა ცნობილი და დასჯილი. ამის გამოძიება კარგად შეეძლო დღევანდელ ხელისუფლებას, შეიძლება ძალიან კარგადაც იციან, მაგრამ რა? მე ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ. დიდი ხანია გული მაქვს აცრუებული, 2015 წლის შემდეგ, როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი, აღარც ვუყურებ დღეს რაც ხდება, დინებას კი არ მივყვები, ჩემთვის მივდივარ და ჩემთვის ვცხოვრობ. აზრი მითხარით, თორემ კი. ჩემმა ცოლმა იმდენი იბრძოლა, იმაზე მაქსიმალურს დღეს და ვერც მაშინ ვერავინ გააკეთებდა (რა თქმა უნდა, გვერდში მდგომ ხალხთან ერთად). მან თავისი გააკეთა და მორჩა! სანდროს საქმემ გადაიყოლა ის ხელისუფლება. ირინამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, დღევანდელობა რომ ყოფილიყო, უკეთესი გვინდოდა, მაგრამ... ეს პოლიტიკაა“.

  • "მაშინ იცით, რა თქვა მურუსიძემ? - მე ახლაც ასე მოვიქცეოდი და იმავეს გავაკეთებდიო..."

2006 წელს კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს სულხან მოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ლევან მურუსიძე მაშინ უზენაესი სასამართლოს იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც ეს საქმე განიხილა. “მიჭირს გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი… მე რა გადაწყვეტილებაც მივიღე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი, ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ყველა სტანდარტს ეფუძნებოდა, რაც საჭირო იყო”, - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს ახალი გარემოება იყო და მხარეს ერთი წელი ჰქონდა გასასაჩივრებლად და უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საქმე თავიდან დაბრუნებულიყო სასამართლო განხილვაში.

მოლაშვილის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში კონვენციის არაერთი მუხლის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა აღიარა და მხარეს 20 ათასი ევრო გადაუხადა. სულხან მოლაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა.

თამაზ მოლაშვილი, სულხანის მამა:

"ინგოროყვას კლინიკაში ვიწექი, გულის პრობლემები მაქვს და მიუხედავად ამისა, ვიცი 4 მოსამართლე რომ დაასანქცირეს. ერთი ამბავი მახსენდება: მურუსიძეს აქვს ჩემი შვილის საქმე გარჩეული და როდესაც სტრასბურგმა 4 პუნქტით გაამართლა სულხანი, მოსამართლეებს ვუთხარი, სტრასბურგმა თავზე გადაგახიათ თქვენი გადაწყვეტილებები, დამნაშავეები ხართ-მეთქი. მაშინ იცით, რა თქვა მურუსიძემ? - მე ახლაც ასე მოვიქცეოდი და იმავეს გავაკეთებდიო. ეს ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი. რასაც მე იმას მაშინ ვაგინებდი, ვინ იცის. ვამბობდი, მურუსიძის ტვინი სჯობს სტრასბურგის 12 მოსამართლისას და მათზე უკეთესი მოსამართლეა-მეთქი? თუ სტრასბურგი გვყავდა მოქრთამული, სააკაშვილის დედასავით - ვიღაცეებს რომ ქრთამავს. სტრასბურგი აგინებს ამ ჩვენს მოსამართლეებს და ეს მურუსიძე კიდევ იმას ამბობს, სწორად მოვიქეცი და ახლაც ასე მოვიქცეოდიო.

ვფიქრობ, გვიან მიხედეს და დაასანქცირეს ეს მოსამართლეები, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს უნდა გაეკეთებინათ. არც ამ ხელისუფლებას უნდა მიეღო ეგენი, როცა მოვიდნენ სამართლიანობის აღსადგენად, მურუსიძემ მაშინ რომ ბევრი დააშავა, რატომ დაიტოვეს? ეს არ იყო ნორმალური. თვითონ სააკაშვილმა რამდენი მოსამართლე გააგდო, როცა მოვიდა, ამათაც გაეწმინდათ სისტემა. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ახლა ესენი ამბობენ, ამათ რომ რამე ვუთხრათ, სახელმწიფო ჩამოიშლებაო. წესით და კანონით, ამათ მაშინ დააშავეს, როცა ასეთი მოსამართლეები ისეთ თანამდებობაზე დატოვეს ან დანიშნეს უვადოდ. იმას ხომ არ ვამბობ, დახვრიტონ, აწამონ და სხვა, კუთხეში მაინც დააყენე დამნაშავე. მაგალითად, როცა ციხიდან უშვებ მერაბიშვილს, ოქრუაშვილს თუ სხვას, უნდა უთხრა, შენი სუსი არ ვნახო პოლიტიკაში, თორემ უკან შეგაბრუნებთო. ამათ კიდე, მიდი, ყველა გააჯეჯილეს“.

იხილეთ ასევე: