სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახასიათებს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი" - რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე და რამდენად მძიმე მიმდინარეობა აქვს
"ახასიათებს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი" - რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე და რამდენად მძიმე მიმდინარეობა აქვს

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თვა­ლე­ბი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, შე­წით­ლე­ბა და ქა­ვი­ლი ახა­სი­ა­თებს.

  • რო­გორც თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, Covid 19-ის ახა­ლი შტა­მის სიმპტო­მებს ასე­ვე გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ყე­ლის მსუ­ბუ­ქი ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა და ცე­მი­ნე­ბა.

ამას­თან, ივა­ნე ჩხა­ი­ძე დას­ძენს, რომ მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, Covid 19-ის ახა­ლი შტა­მით მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძი­მით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და ის ჯან­მოს აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ არის.

“კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი XBB.1.16 პირ­ვე­ლად ინ­დო­ეთ­ში, მარ­ტის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე შტატ­ში ნიღ­ბის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. ახალ ვა­რი­ანტს მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარ­სკვლა­ვის სა­ხე­ლია. ამ ვა­რი­ანტს “ომიკ­რო­ნის” წინა ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით გა­აჩ­ნია ერთი და­მა­ტე­ბი­თი მუ­ტა­ცია, რაც მის უფრო იოლ გავ­რცე­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეს ვა­რი­ან­ტი შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავს იმ ჯგუფ­ში, რო­მელ­საც ჰქვია - “კო­რო­ნა­ვირუ­სის ვა­რი­ან­ტე­ბი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ”. ის სხვა 6 ვა­რი­ან­ტთან ერ­თად ჯან­მოს აქ­ტი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

  • Arcturus-ი “ომიკ­რო­ნის” ქვეჯ­გუფს წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად, და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძი­მით. მისი სიმპტო­მე­ბია: ყე­ლის მსუ­ბუ­ქი ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, ცე­მი­ნე­ბა. ამას­თან, აქ ერთი და­მა­ტე­ბი­თი სიმპტო­მია, რო­მე­ლიც “კო­რო­ნა­ვირუ­სის” სხვა მუ­ტა­ცი­ებს არ ახა­სი­ა­თებ­დათ, ეს არის კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, ანუ თვა­ლე­ბი­დან გა­მო­ნა­დე­ნის არ­სე­ბო­ბა, შე­წით­ლე­ბა და ქა­ვი­ლი. ეს ამ ვა­რი­ან­ტის­თვის უფრო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია.

ჯერ არ გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ Arcturus-ი და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას იწ­ვევს. დაკ­ვირ­ვე­ბის თა­ნახ­მად, “ომიკ­რო­ნის” მსგავ­სი უნდა იყოს.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ბოლო 1 წელ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მე­სა­მე დოზა, ე.წ. ბუს­ტე­რი და მე­ო­თხე დოზა, ე.წ. მე­ო­რე ბუს­ტე­რი, მათ გარ­კვე­უ­ლი დაც­ვა გა­აჩ­ნი­ათ ამ ვაქ­ცი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ვაქ­ცი­ნა არ არის ხან­გრძლი­ვი დაც­ვის მქო­ნე.

ახა­ლი შტა­მი უკვე 29 ქვე­ყა­ნა­ში და­დას­ტურ­და, ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია მოგ­ვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­საძ­ლოა, Arcturus-ი უფრო სწრა­ფად გა­დამ­დე­ბი იყოს, მაგ­რამ, ჯერ არ არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ ის უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ინ­დო­ეთ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა არ გვაქვს, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დო­ე­თის ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს ვა­რი­ან­ტიც გა­მოჩ­ნდეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აშშ-ს რამ­დე­ნი­მე შტატ­ში უკვე და­ფიქ­სირ­და ამ ვა­რი­ან­ტით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა აფიქ­სი­რებს, რომ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა ახა­ლი მუ­ტა­ცი­ით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი - Arcturus-ი, იგი­ვე XBB.1.16 გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Covid 19-ის ახა­ლი შტა­მი უკვე 29 ქვე­ყა­ნა­ში და­დას­ტურ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გირჩის კომპოტი
2

ეხლა თქვენ დაწითლებულ თვალებს შეეშვით ,არ გინდათ ეგეთი ბაზარი.

Marvel
8

აჰა გასაგებია,ომს ამთავრებთ და იწყებთ ახალ ტყუილს,დარჩი სახლში,აიცერი,მე ავიცერი,მწვანე პასპორტი და მსგავსი პროპაგანდები,სადაც სლავა უკრაინისტები ისევე იჩენდნენ აქტივობას როგორც დღეს,მახსოვს ვისაც აიცერი სტიკერი ეყენა დღეს ევროკავშირი უკრაინის სტიკერები დაიყენეს,ხომ არ გიფიქრიათ რატო ხდება ესე? მე გეტყვით რატომაც,პირდაპირ პროპაგანდაზე ხართ მიბმულები,რასაც თქვენ ჩაგძახებენ იმას გაიძახით,ერთი წუთით არ დაფიქრდებით და შეაფასებთ სიტუაციას და ვინც ფიქრობს იმათ საერთოდ რუსეთუმეებს ეძახით და ბნელებს :) ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ახასიათებს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი" - რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე და რამდენად მძიმე მიმდინარეობა აქვს

"ახასიათებს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი" - რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე და რამდენად მძიმე მიმდინარეობა აქვს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს.

  • როგორც თსსუ-ის პროფესორმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, Covid 19-ის ახალი შტამის სიმპტომებს ასევე განეკუთვნება ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება.

ამასთან, ივანე ჩხაიძე დასძენს, რომ მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა და ის ჯანმოს აქტიური მონიტორინგის ქვეშ არის.

“კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში, მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს “ომიკრონის” წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - “კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ”. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

  • Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსის” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია.

ჯერ არ გვაქვს მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. დაკვირვების თანახმად, “ომიკრონის” მსგავსი უნდა იყოს.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი, მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.

ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში.

აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული”, - აღნიშნა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა.