მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე მხრიდან?
უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე  მხრიდან?

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის ნა­წილ­მა კი­ბერ­სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. BBC-ის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კო­რეს­პონ­დენ­ტი ჯო ტა­ი­დი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კონ­ფლიქ­ტის დროს ჰა­კე­რე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სამ­ხედ­რო­ებ­თან, ჟურ­ნა­ლის­ტი მათ "ჰაქ­ტი­ვის­ტებს" უწო­დებს.

ალექ­სან­დრე ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში, ცენ­ტრა­ლურ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს. მის სახ­ლში ვერ ნა­ხავთ ავეჯს, ტე­ლე­ვი­ზორს. სა­ძი­ნე­ბელ­ში ერთი სა­წო­ლი დგას, კუ­თხე­ში კომ­პი­უ­ტე­რი და მე­ო­რე მხა­რეს მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი. სწო­რედ ამ ბი­ნი­დან შეძ­ლო ალექ­სან­დრემ ასო­ბით რუ­სუ­ლი ვებ­სა­ი­ტის და­ჰაკ­ვა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბის პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი ლო­ზუნ­გე­ბით "გა­ფორ­მე­ბა“ და ათე­უ­ლო­ბით ბან­კის მუ­შა­ო­ბის დრო­ე­ბით პა­რა­ლი­ზე­ბა. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰა­კე­რია უკ­რა­ი­ნის IT Army ჯგუ­ფი­დან. ეს არის მთე­ლი ქსე­ლი, რო­მელ­საც თით­ქმის 200 ათა­სი მო­ხა­ლი­სე ჰყავს Telegram-ში.

"გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენ თავს ჯა­რის­კა­ცე­ბად ვგრძნობთ”, - აღი­ა­რებს ალექ­სან­დრე, ”რო­დე­საც ჩემი ქვე­ყა­ნა და­მი­ძა­ხებს და ავ­ტო­მატს მომ­ცემს, მე მზად ვიქ­ნე­ბი ამის­თვის, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ახ­ლაც, ჩემი ჰა­კე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ვა­კე­თებ”.

ომის და­წყე­ბი­სას ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ალექ­სან­დრეს მსგავს "ჰაქ­ტი­ვის­ტებს“ შე­უძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლონ ამ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ ჰა­კე­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბის რე­ა­ლუ­რი მას­შტა­ბე­ბი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია: ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი კი­ბერ ომში ორი­ვე მხრი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნა კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის­გან თავს იცავს და­სავ­ლე­ლი სამ­ხედ­რო კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, რის­თვი­საც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი თან­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი. თუმ­ცა, შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი ჰა­კე­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც სულ უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა.

უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის კი­ე­ვის შტაბ-ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვეყ­ნის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ზე, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ჟურ­ნა­ლისტს უთხრეს, რომ მათ ჰქონ­დათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ რუ­სე­თის ოფი­ცი­ო­ზი პირ­და­პირ თა­ნამ­შრომ­ლობს რუ­სულ ჰაქ­ტი­ვის­ტურ ჯგუფს Killnet-თან, რო­მელ­საც თით­ქმის 100 000 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს.

"რუ­სუ­ლი ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფი Killnet-ი, თა­ვი­დან DDoS შე­ტე­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ახლა ისი­ნი უფრო კვა­ლი­ფი­ცი­ურ და ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს იყ­ვა­ნენ თა­ვი­ანთ რი­გებ­ში“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე.

მისი თქმით, ამ ჯგუ­ფებ­ში გა­მოჩ­ნდნენ სამ­ხედ­რო კონ­სულ­ტან­ტე­ბი და ახლა მათი თავ­დას­ხმე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ ზი­ანს აყე­ნებს უკ­რა­ი­ნას. რუ­სე­თის სარ­დლო­ბა აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა ამ "ჰაქ­ტი­ვის­ტურ" ჯგუფს უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ბერ აგ­რე­სი­ის ერთ წყა­როდ. თუ ეს და­დას­ტურ­და, რუ­სე­თი შე­იძ­ლე­ბა დიდ უბე­დუ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სამ­ხედ­რო შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი ძი­რი­თა­დად ახორ­ცი­ე­ლებ­და მი­ზან­მი­მარ­თულ კი­ბერ­შე­ტე­ვებს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. თუმ­ცა, Killnet ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებ­და თავ­დას­ხმებს, უკ­რა­ი­ნის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ქვეყ­ნის მო­კავ­ში­რე­ებ­ზეც.

ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ომის დროს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, კრძა­ლავს დარ­ტყმებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ იქ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი კი­ბე­რომ­ზე. ამავდრო­უ­ლად, წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა გავ­რცელ­დეს და ჰოს­პი­ტალ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლოს.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ უპა­სუ­ხა BBC-ის კი­თხვებს, ამი­ტომ მათ პირ­და­პირ მი­მარ­თეს Killnet-ის ხელ­მძღვა­ნელს, მეტ­სა­ხე­ლად Killmilk-ს.

Killmilk-მა უარი თქვა პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ზე, მაგ­რამ Telegram-ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი მი­მო­წე­რის შემ­დეგ, BBC - ის გა­უგ­ზავ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც გა­მო­ცე­მის კი­თხვებს პა­სუ­ხობს. ჩა­ნა­წერ­ში Killmilk აცხა­დებს, რომ მისი ჯგუ­ფის ჰა­კე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ Killnet-ზე დღე­ში 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

Killmilk ამ­ტკი­ცებს, რომ ჯგუ­ფი მუ­შა­ობს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად და რომ ის თა­ვად არის "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი" და მუ­შა­ობს ქარ­ხა­ნა­ში უბ­რა­ლო მტვირ­თა­ვად. მისი თქმით, ჯერ კი­დევ ომამ­დე და Killnet-ის შექ­მნამ­დე, მან შექ­მნა კრი­მი­ნა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი DDoS შე­ტე­ვე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუმ­ცა, რო­დე­საც შეჭ­რა და­ი­წყო, გა­და­წყვი­ტა თავი მი­ე­ძღვნა უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის.

"სა­დაც არ უნდა ვიყო, ჩემი ლეპ­ტო­პი და ყვე­ლა­ფე­რი რაც მჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის ჩემ­თა­ნაა", - ამ­ბობს ის.

მა­შინ, როცა სხვა "ჰაქ­ტი­ვის­ტურ­მა" ჯგუ­ფებ­მა (რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია "ანო­ნი­მუ­სი") შე­ა­ჩე­რეს თავ­დას­ხმე­ბი რუ­სეთ­ზე, Killnet - პი­რი­ქით - გა­აქ­ტი­ურ­და და თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვა და­სავ­ლეთ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

აღ­დგო­მის შა­ბათ-კვი­რას Killnet-ის ტე­ლეგ­რა­მის არხზე შე­იქ­მნა დრო­ე­ბი­თი ჯგუ­ფი KillNATO Psychos, რო­მელ­მაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ი­პო­ვა ასო­ბით მიმ­დე­ვა­რი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თავ­დას­ხმე­ბის სე­რია, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ნა­ტოს რამ­დე­ნი­მე ვებგ­ვერ­დის მუ­შა­ო­ბა, ჯგუფ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნა­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თე­ბის სია. მო­წო­დე­ბით: არ მის­ცენ მათ მშვი­დი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ბრალ­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სუ­ლი "კი­ბერ­ჯა­რე­ბი" კრი­მი­ნა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, არ აკ­ვირ­ვებთ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ რუ­სეთს კი­ბერკრი­მი­ნა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში.

თუმ­ცა, რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, მათ­მა ვი­ზიტ­მა უკ­რა­ი­ნა­ში აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზღვრე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ და კრი­მი­ნა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს შო­რის იქაც ბუნ­დო­ვა­ნია.

ერთი წლის წინ, როცა კი­ე­ვი თავ­დაც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, რო­მან­მა სხვა მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა ჯგუ­ფი IT Stand for Ukraine, რათა შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. დღეს ის უკვე სამ­ხედ­რო კი­ბერ­და­ნა­ყო­ფის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

სა­ხალ­ხო შუ­რის­მა­ძი­ებ­ლის­გან ის გა­და­იქ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­როდ. რო­მა­ნი აღი­ა­რებს, რომ სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ძა­ხე­ბამ­დეც კი, მისი ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფი უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.

"და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც აკე­თებ­დნენ იგი­ვეს, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით და და­ვი­წყეთ ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სინ­ქრო­ნი­ზა­ცია. მათ და­ი­წყეს და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა და რო­დის გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა“, - ამ­ბობს ის.

რო­მა­ნი ამ­ბობს, რომ მისი გუნ­დის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა იყო მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბის გა­სა­ყიდ სის­ტე­მა­ზე სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამან იმოქ­მე­დოს რუ­სეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მა­ნი მხრებს იჩე­ჩავს. სა­ჯა­როდ, თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­სო­დეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მსგავს კი­ბერ­შე­ტე­ვას.

რუ­სეთ­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­სა­წყი­სი­დან­ვე უკ­რა­ი­ნა მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობ­და თავი დამ­ცველ მხა­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნოს და არა თავ­დამ­სხმე­ლად.

გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­მაც შექ­მნა ტე­ლეგ­რამ-გუნ­დი ჯგუ­ფის­თვის IT Army of UkraineI, რომ­ლის წევ­რიც ოლექ­სან­დრეა, უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რის, ინო­ვა­ცი­ე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრ მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მოქ­მე­დებს.

მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მათ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ "ჰაქ­ტი­ვის­ტე­ბის" ქსე­ლის მუ­შა­ო­ბას­თან. თა­ვად ფე­დო­რო­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ჰა­კე­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა­ში. მაგ­რამ ამა­ვე დროს, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნას აქვს "მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ardalioni
0

ბირთვულ იარაღს ყოველ 20 წელიწადში ერთხელ განახლება სჭირდება. აბა ერთი ვის გქმენიათ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთს თუნდაც ერთი ცალი ახალი ბომბი გაეკეთებინოს. ყველაზე ახალი რაც აქვთ, 1991-შია დამზადებული, ანუ 32 წლისაა. არ დაკარგოთ არსად მავზოლეუმთან ერთად

Marvel
16

ის ანონიმოუსი სად წავიდა,ხალხს რო ტვინს ულაყებდით? :) ეს ომი დიდიხანია გაცდა რუსეთ უკრაინას..როდემდე იქნებით სიმართლის შუქურა? :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე მხრიდან?

უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე  მხრიდან?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამხედრო კამპანიის ნაწილმა კიბერსივრცეში გადაინაცვლა. BBC-ის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, კორესპონდენტი ჯო ტაიდი უკრაინაში ჩავიდა, სადაც აღმოაჩინა, რომ კონფლიქტის დროს ჰაკერები ოფიციალურად თანამშრომლობენ სამხედროებთან, ჟურნალისტი მათ "ჰაქტივისტებს" უწოდებს.

ალექსანდრე ერთოთახიან ბინაში, ცენტრალურ უკრაინაში ცხოვრობს. მის სახლში ვერ ნახავთ ავეჯს, ტელევიზორს. საძინებელში ერთი საწოლი დგას, კუთხეში კომპიუტერი და მეორე მხარეს მუსიკალური ცენტრი. სწორედ ამ ბინიდან შეძლო ალექსანდრემ ასობით რუსული ვებსაიტის დაჰაკვა, ოფიციალური გვერდების პროუკრაინული ლოზუნგებით "გაფორმება“ და ათეულობით ბანკის მუშაობის დროებით პარალიზება. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერია უკრაინის IT Army ჯგუფიდან. ეს არის მთელი ქსელი, რომელსაც თითქმის 200 ათასი მოხალისე ჰყავს Telegram-ში.

"გარკვეულწილად, ჩვენ თავს ჯარისკაცებად ვგრძნობთ”, - აღიარებს ალექსანდრე, ”როდესაც ჩემი ქვეყანა დამიძახებს და ავტომატს მომცემს, მე მზად ვიქნები ამისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლაც, ჩემი ჰაკერული საქმიანობით სასარგებლო საქმეს ვაკეთებ”.

ომის დაწყებისას ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ალექსანდრეს მსგავს "ჰაქტივისტებს“ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ამ კონფლიქტში, მაგრამ ჰაკერების აქტივობის რეალური მასშტაბები შემაძრწუნებელია: ჰაკერების ჯგუფები კიბერ ომში ორივე მხრიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ოფიციალურად უკრაინა კიბერშეტევებისგან თავს იცავს დასავლელი სამხედრო კიბერდანაშაულის სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების კერძო კომპანიების დახმარებით, რისთვისაც მრავალმილიონიანი თანხებია გამოყოფილი. თუმცა, შურისმაძიებლები ჰაკერებისა და სამხედრო ჩინოვნიკების არაოფიციალური თანამშრომლობაც სულ უფრო თვალსაჩინოა.

უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის კიევის შტაბ-ბინაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე, ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ მათ ჰქონდათ მტკიცებულება, რომ რუსეთის ოფიციოზი პირდაპირ თანამშრომლობს რუსულ ჰაქტივისტურ ჯგუფს Killnet-თან, რომელსაც თითქმის 100 000 მიმდევარი ჰყავს.

"რუსული ჰაკერული ჯგუფი Killnet-ი, თავიდან DDoS შეტევებით გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ისინი უფრო კვალიფიციურ და ნიჭიერ ადამიანებს იყვანენ თავიანთ რიგებში“, - ამბობს უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი თქმით, ამ ჯგუფებში გამოჩნდნენ სამხედრო კონსულტანტები და ახლა მათი თავდასხმები გაცილებით მეტ ზიანს აყენებს უკრაინას. რუსეთის სარდლობა აერთიანებს ყველა ამ "ჰაქტივისტურ" ჯგუფს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ აგრესიის ერთ წყაროდ. თუ ეს დადასტურდა, რუსეთი შეიძლება დიდ უბედურებაში აღმოჩნდეს.

როგორც ირკვევა, სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი ძირითადად ახორციელებდა მიზანმიმართულ კიბერშეტევებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, Killnet ჯგუფი ახორციელებდა თავდასხმებს, უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებსა და ქვეყნის მოკავშირეებზეც.

ჟენევის კონვენცია, რომელიც შექმნილია ომის დროს ფიზიკური ძალადობის აქტების შეზღუდვის მიზნით, კრძალავს დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი კიბერომზე. ამავდროულად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ამტკიცებს, რომ ჟენევის კონვენციის დებულებები ამ შემთხვევაშიც უნდა გავრცელდეს და ჰოსპიტალზე კიბერშეტევა საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვალოს.

რუსეთის ხელისუფლებამ არ უპასუხა BBC-ის კითხვებს, ამიტომ მათ პირდაპირ მიმართეს Killnet-ის ხელმძღვანელს, მეტსახელად Killmilk-ს.

Killmilk-მა უარი თქვა პირისპირ ინტერვიუზე, მაგრამ Telegram-ზე რამდენიმე კვირიანი მიმოწერის შემდეგ, BBC - ის გაუგზავნა ვიდეო, რომელშიც გამოცემის კითხვებს პასუხობს. ჩანაწერში Killmilk აცხადებს, რომ მისი ჯგუფის ჰაკერები მუშაობენ Killnet-ზე დღეში 12 საათის განმავლობაში.

Killmilk ამტკიცებს, რომ ჯგუფი მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებისგან სრულიად დამოუკიდებლად და რომ ის თავად არის "ჩვეულებრივი ადამიანი" და მუშაობს ქარხანაში უბრალო მტვირთავად. მისი თქმით, ჯერ კიდევ ომამდე და Killnet-ის შექმნამდე, მან შექმნა კრიმინალური ბიზნესი პერსონალური DDoS შეტევების განსახორციელებლად. თუმცა, როდესაც შეჭრა დაიწყო, გადაწყვიტა თავი მიეძღვნა უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

"სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ლეპტოპი და ყველაფერი რაც მჭირდება, ყოველთვის ჩემთანაა", - ამბობს ის.

მაშინ, როცა სხვა "ჰაქტივისტურმა" ჯგუფებმა (რომელთაგან ყველაზე ცნობილია "ანონიმუსი") შეაჩერეს თავდასხმები რუსეთზე, Killnet - პირიქით - გააქტიურდა და თავისი ძალისხმევა დასავლეთზე გაამახვილა.

აღდგომის შაბათ-კვირას Killnet-ის ტელეგრამის არხზე შეიქმნა დროებითი ჯგუფი KillNATO Psychos, რომელმაც სულ რამდენიმე საათში მოიპოვა ასობით მიმდევარი და განახორციელა თავდასხმების სერია, რამაც შეაფერხა ნატოს რამდენიმე ვებგვერდის მუშაობა, ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა ნატოს თანამშრომლების ელექტრონული ფოსტის მისამართების სია. მოწოდებით: არ მისცენ მათ მშვიდი ცხოვრების საშუალება.

ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსული "კიბერჯარები" კრიმინალებთან თანამშრომლობენ, არ აკვირვებთ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ რუსეთს კიბერკრიმინალებთან თანამშრომლობაში.

თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მათმა ვიზიტმა უკრაინაში აჩვენა, რომ საზღვრები ოფიციალურ და კრიმინალურ სტრუქტურებს შორის იქაც ბუნდოვანია.

ერთი წლის წინ, როცა კიევი თავდაცვისთვის ემზადებოდა, რომანმა სხვა მოხალისეებთან ერთად დააარსა ჯგუფი IT Stand for Ukraine, რათა შეემუშავებინა პროგრამული უზრუნველყოფა და განეხორციელებინა ჰაკერული თავდასხმები უკრაინის არმიის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ის უკვე სამხედრო კიბერდანაყოფის ოფიციალური თანამშრომელია.

სახალხო შურისმაძიებლისგან ის გადაიქცა პროფესიონალ სამხედროდ. რომანი აღიარებს, რომ სამსახურში გამოძახებამდეც კი, მისი ჰაკერების ჯგუფი უშუალოდ თანამშრომლობდა უკრაინის ხელისუფლებასთან.

"დავიწყეთ საუბარი სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც აკეთებდნენ იგივეს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და დავიწყეთ ჩვენი აქტივობების სინქრონიზაცია. მათ დაიწყეს დავალებების მიცემა და გვეუბნებოდნენ, რა და როდის გაგვეკეთებინა“, - ამბობს ის.

რომანი ამბობს, რომ მისი გუნდის ყველაზე წარმატებული თავდასხმა იყო მატარებლის ბილეთების გასაყიდ სისტემაზე სამხრეთ რუსეთში.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს რუსეთში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე, რომანი მხრებს იჩეჩავს. საჯაროდ, თავად უკრაინელი სამხედროები არასოდეს განახორციელებენ მსგავს კიბერშეტევას.

რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე უკრაინა მთელი ძალით ცდილობდა თავი დამცველ მხარედ წარმოაჩინოს და არა თავდამსხმელად.

განყოფილება, რომელმაც შექმნა ტელეგრამ-გუნდი ჯგუფისთვის IT Army of UkraineI, რომლის წევრიც ოლექსანდრეა, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მინისტრ მიხაილ ფედოროვის მეთვალყურეობის ქვეშ მოქმედებს.

მიხაილ ფედოროვი

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ "ჰაქტივისტების" ქსელის მუშაობასთან. თავად ფედოროვი კატეგორიულად უარყოფს ჰაკერების წახალისებას რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში. მაგრამ ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას აქვს "მორალური უფლება გააკეთოს ყველაფერი თავისი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად“.