საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეკ ტეიშეირა: რა არის ცნობილი 21 წლის ბიჭზე, რომელსაც პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ედავებიან
ჯეკ ტეიშეირა: რა არის ცნობილი 21 წლის ბიჭზე, რომელსაც პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ედავებიან

პენ­ტა­გო­ნი­დან სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რი, 21 წლის ჯეკ დუ­გ­ლას ტე­ი­შე­ი­რა და­ა­სა­ხე­ლეს.

  • რო­გორც მე­დია წერს, ტე­ი­შე­ი­რამ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "დის­კორ­დის" ჩათ­ში გა­ავ­რცე­ლა.

ტე­ი­შე­ი­რამ, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯა­შუ­შო­ბას ედა­ვე­ბი­ან, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა 2020 წელს, მა­სა­ჩუ­სეთ­ში, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ და­ი­ტონ­ში და­ამ­თავ­რა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­სა­ჩუ­სეთ­სის სა­ჰა­ე­რო ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა და 102-ე დაზ­ვერ­ვის ფრთას შე­უ­ერ­თდა.

  • გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ჯეკ­მა სა­ჰა­ე­რო მებ­რძო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სის წო­დე­ბა მი­ი­ღო. შემ­დეგ ოტი­სის სა­ჰა­ე­რო ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ბა­ზა­ზე გა­უშ­ვეს. მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­ი­შე­ი­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბა კი­ბერ­სის­ტე­მე­ბის მუ­შა­კი იყო. სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლის მუ­შა­ო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯეკ ტე­ი­შე­ი­რას ოჯახს სამ­ხედ­რო მსა­ხუ­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს. Washington Post-ის ცნო­ბით, მისი მა­მი­ნაც­ვა­ლი 34-წლი­ა­ნი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ გა­ვი­და პენ­სი­ა­ზე. ბო­ლოს ის 102-ე დაზ­ვერ­ვის ფრთის მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი იყო ( იგი­ვე ფრთა, რო­მელ­შიც ტე­ი­შე­ი­რა მუ­შა­ობ­და). რაც შე­ე­ხე­ბა ჯე­კის დე­დას, მუ­შა­ობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ვე­ტე­რან­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

  • რო­გორ და რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა ტე­ი­ე­შე­ი­რამ სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბი?

ტე­ი­შე­ი­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "დის­კორ­დზე" პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. მან შექ­მნა ჩათი, სა­დაც შეს­ვლა მხო­ლოდ მიწ­ვე­ვით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩათ­რუ­მის, სა­ხე­ლად Thug Shaker Central-ის წევ­რე­ბი 30-მდე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

Washington Post-ი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­ებს უზი­ა­რებ­დნენ, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და რა­სის­ტულ ხუმ­რო­ბებს ამ­ბობ­დნენ, უყუ­რებ­დნენ ფილ­მებს და ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ.

ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ტე­ი­შე­ი­რა ქა­რიზ­მა­ტულ და ია­რა­ღე­ბით გა­ტა­ცე­ბულ ახალ­გაზ­რდად და­ა­ხა­სი­ა­თა. ჯგუ­ფის წევრთა თქმით, ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და, რომ და­ნარ­ჩე­ნებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

"ის იყო კაცი, მითი და ის იყო ლე­გენ­და. ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და", - აცხა­დებს პრე­სას­თან ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა.

ტე­ი­შე­ი­რამ ჯგუ­ფის წევ­რებს უთხრა, რომ ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ის ონ­ლა­ინ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და და ჩატ­ში არა­ერ­თი სენ­სი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცია და­უ­წე­რია. ჩათ­რუ­მის ერთ-ერთი წევ­რი ამ­ბობს, რომ მან ფა­ი­ლე­ბის და ფო­ტო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ჩა­ტის ზო­გი­ერ­თი წევ­რის ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იგ­რძნო.

ერთხელ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ჯეკ­მა ჩატ­ში მე­სი­ჯი გაგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩი­ო­და, რომ და­ნარ­ჩე­ნე­ბი Youtube-ის ვი­დე­ო­ე­ბით უფრო იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე მისი პოს­ტე­ბით. "ის გაბ­რაზ­და და თქვა, რომ თუ ასე უინ­ტე­რე­სოდ მო­ვე­პყრო­ბო­დით მის მიერ ატ­ვირ­თულ ფა­ი­ლებს, მა­შინ სა­ერ­თოდ შე­წყვეტ­და გა­მოგ­ზავ­ნას",- გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა წევ­რმა.

ჩათ­რუ­მის ერთ-ერთ წევ­რს კი­დევ ერთი თე­ო­რია ჰქონ­და, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ტე­ი­შე­ი­რამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა: "ეს ბიჭი ქრის­ტი­ა­ნია, ის ომის წი­ნა­აღ­მდე­გია და უბ­რა­ლოდ სურ­და, რომ თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რა ხდე­ბო­და."

ტე­ი­შე­ი­რა გუ­შინ, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს და მას ჯა­შუ­შო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაცმა რომ თქვას
2

დაიჭერენ კი არა ხელის გულზე ატარებენ.

ასე უთქვამს- თუ ბევრს შემაწუხებთ, კიდევ, უფრო საშინელი ინფორმაციები გამჟღავნდებაო.

გაიხსენეთ ფილმი დიკაპრიოს მონაწილეობით "აბა დამიჭირე".

 

mzirali
0

ამ ახლაგზრდის ქმედება კიდევ ერთხელ მიუთიტენს იმაზე რომ რა სიფრთხილით უდა მოეკიდნონ სპეც სამსახურები საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომასთან ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პირების მიმართ, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი ცხოვრებისეული ფასეულობები და ეს პირველი შემთხვევა არ არის აშშ-ი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯეკ ტეიშეირა: რა არის ცნობილი 21 წლის ბიჭზე, რომელსაც პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ედავებიან

ჯეკ ტეიშეირა: რა არის ცნობილი 21 წლის ბიჭზე, რომელსაც პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ედავებიან

პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეში ეჭვმიტანილად ამერიკელმა სამართალდამცველებმა აშშ-ის საჰაერო ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ დუგლას ტეიშეირა დაასახელეს.

  • როგორც მედია წერს, ტეიშეირამ საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელ "დისკორდის" ჩათში გაავრცელა.

ტეიშეირამ, რომელსაც სამართალდამცველები ჯაშუშობას ედავებიან, საშუალო სკოლა 2020 წელს, მასაჩუსეთში, მშობლიურ ქალაქ დაიტონში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მასაჩუსეთსის საჰაერო ეროვნულ გვარდიაში ჩაირიცხა და 102-ე დაზვერვის ფრთას შეუერთდა.

  • გასული წლის ივლისში ჯეკმა საჰაერო მებრძოლის პირველი კლასის წოდება მიიღო. შემდეგ ოტისის საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე გაუშვეს. მისი სამსახურებრივი ჩანაწერების მიხედვით, ტეიშეირას ოფიციალური წოდება კიბერსისტემების მუშაკი იყო. საჰაერო ძალების ოფიციალურ ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ ამ თანამდებობაზე მომუშავე პერსონალი საჰაერო ძალების გლობალური საკომუნიკაციო ქსელის მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ ტეიშეირას ოჯახს სამხედრო მსახურების ხანგრძლივი ისტორია აქვს. Washington Post-ის ცნობით, მისი მამინაცვალი 34-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ გავიდა პენსიაზე. ბოლოს ის 102-ე დაზვერვის ფრთის მთავარი სერჟანტი იყო ( იგივე ფრთა, რომელშიც ტეიშეირა მუშაობდა). რაც შეეხება ჯეკის დედას, მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელიც ვეტერანთა საჭიროებებზე იყო კონცენტრირებული.

  • როგორ და რატომ გაავრცელა ტეიეშეირამ საიდუმლო ფაილები?

ტეიშეირა სოციალურ ქსელ "დისკორდზე" პოპულარობით სარგებლობდა. მან შექმნა ჩათი, სადაც შესვლა მხოლოდ მიწვევით იყო შესაძლებელი. ჩათრუმის, სახელად Thug Shaker Central-ის წევრები 30-მდე ახალგაზრდა მამაკაცი იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან.

Washington Post-ი იტყობინება, რომ ჯგუფის წევრები ერთმანეთს სახალისო ფოტოებს უზიარებდნენ, შეურაცხმყოფელ და რასისტულ ხუმრობებს ამბობდნენ, უყურებდნენ ფილმებს და ერთად ლოცულობდნენ.

ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ტეიშეირა ქარიზმატულ და იარაღებით გატაცებულ ახალგაზრდად დაახასიათა. ჯგუფის წევრთა თქმით, ის მუდმივად ცდილობდა, რომ დანარჩენებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

"ის იყო კაცი, მითი და ის იყო ლეგენდა. ყველა პატივს სცემდა", - აცხადებს პრესასთან ერთ-ერთი ახალგაზრდა.

<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/10-Bx43W7DE" title="US arrests suspect behind leak of Pentagon documents" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ტეიშეირამ ჯგუფის წევრებს უთხრა, რომ ისეთ დაწესებულებაში მუშაობდა, სადაც ტელეფონები აკრძალული იყო. ის ონლაინ სხვადასხვა სახელებით სარგებლობდა და ჩატში არაერთი სენსიტიური შინაარსის ინფორმაცია დაუწერია. ჩათრუმის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ მან ფაილების და ფოტოების გაზიარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩატის ზოგიერთი წევრის ყურადღების ნაკლებობა იგრძნო.

ერთხელ, გაღიზიანებულმა ჯეკმა ჩატში მესიჯი გაგზავნა, სადაც ჩიოდა, რომ დანარჩენები Youtube-ის ვიდეოებით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე მისი პოსტებით. "ის გაბრაზდა და თქვა, რომ თუ ასე უინტერესოდ მოვეპყრობოდით მის მიერ ატვირთულ ფაილებს, მაშინ საერთოდ შეწყვეტდა გამოგზავნას",- განაცხადა ერთ-ერთმა წევრმა.

ჩათრუმის ერთ-ერთ წევრს კიდევ ერთი თეორია ჰქონდა, თუ რატომ გადაწყვიტა ტეიშეირამ დოკუმენტების გაზიარება: "ეს ბიჭი ქრისტიანია, ის ომის წინააღმდეგია და უბრალოდ სურდა, რომ თავისი რამდენიმე მეგობრისთვის ეცნობებინა, რა ხდებოდა."

ტეიშეირა გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს და მას ჯაშუშობაში ედება ბრალი.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა