მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო CSR აქტივობები
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო CSR აქტივობები

ბა­ზის­ბან­კმა, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ერ­თი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

13 აპ­რილს, თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ბერი ან­დრი­ას ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლ „რუს­თა­ვის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ბან­კის მხრი­დან ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრი­ბუ­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა „ბერი ან­დრი­ას სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ შვი­ლო­ბი­ლებს, ონ­კო­ლო­გი­უ­რი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებ­სა და მათ ოჯა­ხებ­ზე ზრუნ­ვას. ასე­ვე, კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის, „ბედ­ნი­ე­რი სახ­ლის“ მხარ­და­ჭე­რა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

ასე­ვე, ბა­ზის­ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის, „ვიზ­რუ­ნოთ მათ­ზე, ვი­საც ვჭირ­დე­ბით“, ფარ­გლებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის ნო­ბა­თი, პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა.

„ბა­ზის­ბან­კი­სა და ბერი ან­დრი­ას ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არა­ერთ წელს ით­ვლის. ბა­ზის­ბან­კის­თვის, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, სა­ა­მა­ყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი სა­ხის საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­აღ­დგო­მო კამ­პა­ნი­ა­ში დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ბა­ზის­ბან­კის გუნ­დის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან. რა თქმა უნდა, ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის კონ­ტრი­ბუ­ცია.

გვჯე­რა, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის ჩვენს მო­მა­ვალს.

ბა­ზის­ბან­კი­სა­გან მსგავ­სი სა­ხის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და მე­ტად მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ე­ცე­მა. ერ­თად კი­დევ ბევრ კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ.“ - ბა­ზის­ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თა­მარ ხა­დუ­რი.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო CSR აქტივობები

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო CSR აქტივობები

ბაზისბანკმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურმა ინსტიტუტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა.

13 აპრილს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ბანკის მხრიდან ფინანსური კონტრიბუცია განხორციელდა.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ შვილობილებს, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ასევე, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრის, „ბედნიერი სახლის“ მხარდაჭერასა და განვითარებას.

ასევე, ბაზისბანკის თანამშრომლების ჩართულობითა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის, „ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ვჭირდებით“, ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათ სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები გადასცა.

„ბაზისბანკისა და ბერი ანდრიას ფონდის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საამაყო და მნიშვნელოვანია მსგავსი სახის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააღდგომო კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური რესურსების კონტრიბუცია.

გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს.

ბაზისბანკისაგან მსგავსი სახის საქველმოქმედო კამპანიები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

(R)