რუსულმა ჯარებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით - ბახმუტის, ავდიივკას, ლიმანსა და ბახმუტის მიმართულებებით 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსემა წინსვლა სცადეს ბელოგოროვკას ტერიტორიაზე. პარალელურად, მათ დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ნევსკოეს, კუზმინოსა და ბელოგოროვკას დასახლებები, ასევე დონეცკის ოლქის ტორსკისა და სპორნოეს დასახლებები.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის რაიონში გრძელდება. რუსები ცდილობენ ქალაქი სრულად გააკონტროლონ. მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება ვასიუკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ნოვომარკოვო, გრიგოროვკა, ბოგდანოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ნოვოდმიტროვკა, კურდიუმოვკა, დრუჟბა, სევერნოე და ჟელეზნო“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრანის გენშტაბის ცნობით, ავდიივკასა და მარიკას მიმართულებებზე ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასთვის მიმდინარეობს. უწებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, ამ მიმართულებით, 13 დასახლება, მათ შორის კერამიკი, ნოვოკალინოვოე, კრასნოგოროვკა, სტეფნოიე, პერვომაისკოე, გეორგიევკა, პობედა, დაბომბეს.
ღმერთმა ხელი მოუმართოს უკრაინის დამცველებს! გამარჯვ
ცხელი წერტილია... მთელი უკრაინა!!!