სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე - "48 წლის ვარ და აქამდე მაშხალა არ გამისროლია, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი ტრაგედია შემემთხვეოდა..."
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე -  "48 წლის ვარ და აქამდე მაშხალა არ გამისროლია, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი ტრაგედია შემემთხვეოდა..."

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რო­ტექ­ნი­კის არას­წო­რად და და­უ­დევ­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნა. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბით უმე­ტე­სო­ბას მკურ­ნა­ლო­ბა კლი­ნი­კებ­ში ხან­გრძლი­ვად უწევთ. პი­რო­ტექ­ნი­კით გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი დრო ახა­ლი წლის პე­რი­ო­დია. თუმ­ცა ფო­ი­ერ­ვერ­კებს არა­სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­შიც და თით­ქმის უკვე ყო­ველ დღე, აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ეს გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებს მძი­მე პრობ­ლე­მებს უქ­მნის, მისი ხმა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, ფრინ­ვე­ლებს სტრე­სავს, ამას­თა­ნა­ვე, აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს და ეს ფე­რა­დი "ბრწყინ­ვა­ლე­ბა,“ რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მაც­დუ­რად იზი­დავს, სუ­ლაც არ არის უსაფრ­თხო და სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი...

წელს, შეფ-მზა­რე­ულ­მა გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილმა სა­ა­ხალ­წლოდ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად შე­ი­ძი­ნა მაშ­ხა­ლა, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს ხელ­ში აუ­ფეთ­ქდა, რის შე­დე­გა­დაც მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი და­ი­ზი­ა­ნა...

"რა და­მი­ტო­ვა ამ ამ­ბავ­მა? პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ გა­რე­მოს მი­მართ, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ და რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას... ამ ნა­ბი­ჯ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ფიქ­რა... მინ­და, გა­რე­მო და მისი მო­ბი­ნად­რე­ე­ბი ჯან­სა­ღად იყ­ვნენ. პი­რო­ტექ­ნი­კა მტე­რია, რო­მე­ლიც მას ანად­გუ­რებს და ბევრ ცუდ რა­მეს აკე­თებს,“ - ამ­ბობს ambebi.ge - სთან გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი.

"48 წლის ვარ და აქამ­დე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი არ მი­ყი­დია, არც მაშ­ხა­ლა გა­მის­რო­ლია და არც იმა­ზე მი­ფიქ­რია, რომ ამის გამო ასე­თი ტრა­გე­დია შე­იძ­ლე­ბო­და დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო. არა­და, თურ­მე ადა­მი­ა­ნებს რო­გორ ასა­ხიჩ­რებს და სი­ცო­ცხლეს უს­პობს... ვინ იცის, რამ­დენ­მა ნი­ჭი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, იმის გამო, რომ ხელი პი­რო­ტექ­ნი­კამ და­უ­ზი­ა­ნა, გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ვე­ღარ შექ­მნა. აი, ასე­თია ეს ბრჭყვი­ა­ლა მონ­სტრი, დე­მო­ნი, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნის ხე­ლით არის შექ­მნი­ლი, სა­დღაც ჩი­ნე­თი­სა თუ ინ­დო­ე­თის რო­მე­ლი­ღაც სარ­დაფ­ში... აქაც ასე­თი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ყი­დი­ან მას“, - აღ­ნიშ­ნავს ბაღ­დოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­თხე თვეა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის და იმე­დი აქვს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით, ხე­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ბა და მე­ო­რე ოპე­რა­ცია აღარ დას­ჭირ­დე­ბა.

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტი მყავს, ჩვენ­მა ქი­რურ­გებ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი საქ­მე გა­ა­კე­თეს. ჩემი ხე­ლის მტე­ვა­ნი თა­ვი­დან აა­წყეს, რო­მე­ლიც სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მქონ­და... კარ­გი იქ­ნე­ბო­და, არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ რად­გან მოხ­და, ასე ვა­ფა­სებ - ეს იმის ბრა­ლია, რომ მე ჩემი ში­ნა­გა­ნი წეს­რი­გი და­ვარ­ღვიე და ამის გამო და­ვი­სა­ჯე. ეს ჩემი შეც­დო­მა, და­უ­დევ­რო­ბა და, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბაა, ამი­ტომ ეს ფაქ­ტი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ მთრგუ­ნავს...

აქვე ის ადა­მი­ა­ნიც დამ­ნა­შა­ვეა, ვინც უხა­რის­ხო, ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი, სა­დღაც ნეს­ტში ნაგ­დე­ბი მომ­ყი­და... მოკ­ლედ, ღმერ­თმა და­მინ­დო, ბევ­რად უა­რე­სი შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, მე­ტად დავ­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი... ვი­ნა­ი­დან უფალ­მა ასე გა­და­წყვი­ტა, ე.ი. ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რა­ღაც­ნა­ი­რად ამ ყვე­ლა­ფერს უნდა შე­ვე­გუო კი­დეც. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს ჩემი ცუდი მა­გა­ლი­თი და თავი აა­რი­დონ, არ იყი­დონ. მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფომ კა­ნო­ნი არ გა­ამ­კაც­რა და არ აიკ­რძა­ლა ამ "მა­ი­მუ­ნო­ბის“ გა­ყიდ­ვა, მა­შინ არა­ფე­რი გა­მო­ვა...

რა­ღა­ცე­ბი ჩვენ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ არ ვი­ყი­დით, ვერ გა­ყი­დი­ან, ამი­ტომ თა­ვის­თა­ვად შე­ი­ზღუ­დე­ბა და აღარ იქ­ნე­ბა რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში. ეს ჩვე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა. არა ფო­ი­ერ­ვერკს! არ და­ვა­ზი­ა­ნოთ გა­რე­მო და არ და­ვი­ზი­ა­ნოთ თავი!“- აცხა­დებს გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი პი­რო­ტექ­ნი­კის სა­კი­თხის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ და კა­ნონპ­რო­ექ­ტიც შექ­მნეს.

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი:

- და­ვი­წყეთ ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და პირ­ველ რიგ­ში და­ვინ­ტე­რეს­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­გორ მუ­შა­ობს. ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც მო­ვიკ­ვლი­ეთ. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ვი­თხო­ვეთ. შემ­დეგ ამ ფარ­თო სუ­რათ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ვი­ა­რეთ ის სა­კი­თხიც, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა მო­დე­ლი იქ­ნე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი.

ფაქ­ტე­ბი იმას აჩ­ვე­ნებს, რომ პი­რო­ტექ­ნი­კა სუ­ლაც არ არის უწყი­ნა­რი გა­სარ­თო­ბი. ეს არის საკ­მა­ოდ სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, აზი­ა­ნებს და აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს, გა­რე­მოს, საფრ­თხეს უქ­ნის ვე­ლურ ბუ­ნე­ბას, ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს ამ­ყო­ფებს სტრეს­ში და ა.შ. ადა­მი­ა­ნებს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ არა მარ­ტო ხე­ლის მტევ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ათე­უ­ლო­ბით ასე­თი ფაქ­ტი არ­სე­ბობს...

- მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვი­სას, რა სუ­რა­თი აღ­მოჩ­ნდა?

- დღეს არის რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის­თვის პი­რო­ტექ­ნი­კის მი­ყიდ­ვას კრძა­ლავს. პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტით კი საკ­მა­რი­სია და­ვი­ნა­ხოთ, რომ ეს კა­ნო­ნი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ირ­ღვე­ვა. მის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თვით­მმარ­თვე­ლო­ბა. ამი­ტომ 15 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­დან გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია. კონ­კრე­ტულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი­დან გა­მოჩ­ნდა, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ეს­მით ერთი და იმა­ვე კა­ნონ­ში ჩა­წე­რი­ლი სა­კუ­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამ მუხ­ლის დარ­ღვე­ვის­თვის ვინ­მე და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი­ყოს. არა­და, თუ იმ ად­გი­ლებ­თან დავ­დგე­ბით, სა­დაც პი­რო­ტექ­ნი­კა იყი­დე­ბა (ჩა­ვა­ტა­რეთ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტიც), ხში­რად არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან ამ პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ მუ­შა­ობს. უკონ­ტრო­ლოდ ყი­დუ­ლო­ბენ. გარ­და ამი­სა, მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა სუ­ლაც არ არის იმის გა­რან­ტია, რომ არას­რულ­წლოვ­ნის ხელ­ში პი­რო­ტექ­ნი­კა არ მოხ­ვდე­ბა. ეს რომ ასეა, ამას ადას­ტუ­რებს სტა­ტის­ტი­კაც, ათო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი იღებს სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას. კა­ნონ­ში არის ასე­ვე სხვა შე­ზღუდ­ვე­ბიც, მა­გა­ლი­თად, სა­ა­თობ­რი­ვი, რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა... ჩვენ ამ პრაქ­ტი­კა­სა და სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი აკ­რძალ­ვის მო­დე­ლი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ეს გუ­ლის­ხმობს პი­რო­ტექ­ნი­კის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის-შე­ნახ­ვის-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის-გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას გარ­და F1 კა­ტე­გო­რი­ის პი­რო­ტექ­ნი­კი­სა.

- რას გუ­ლის­ხმობს ეს?

- ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის კლა­სი­ფი­კა­ცია და არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს, - არც გა­რე­მოს აბინ­ძუ­რებს, აქვს ხან­მოკ­ლე ეფექ­ტი, მისი გაშ­ვე­ბა ოთახ­შიც შე­იძ­ლე­ბა და უსაფრ­თხოა. ამ მაშ­ხა­ლას ტორტზეც ამაგ­რე­ბენ. მე­ო­რე გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს, არის, ფო­ი­ერ­ვერ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, ერთჯე­რა­დად, კონ­კრე­ტულ დროს და ად­გი­ლას, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით.

- რა გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის აღ­ნიშ­ვნა, ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი, ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, სპორ­ტუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა. მა­გა­ლი­თად, კან­დი­და­ტის სტა­ტუსს რომ მი­ვი­ღებთ და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გავ­ხდე­ბით, ამის აღ­სა­ნიშ­ნად, ასე­თი სა­ყო­ველ­თაო ზე­ი­მის დროს შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენც გა­და­ვალთ იმ ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში, სა­დაც უკვე ლა­ზე­რუ­ლი შო­უ­ე­ბით ხდე­ბა მსგავ­სი ამ­ბე­ბის აღ­ნიშ­ვნა.

ჩემი მრწამ­სით, ზო­გა­დად, იქით­კენ ვიხ­რე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ავუ­მაღ­ლოთ და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის გზით ვი­მუ­შა­ოთ. სა­ერ­თოდ, მკაც­რი აკ­რძალ­ვის მომ­ხრე არ ვარ ხოლ­მე, მაგ­რამ როცა ამ სა­კი­თხში ჩა­ვი­ხე­დეთ, ვიკ­ვლი­ეთ და ვიმ­სჯე­ლეთ, იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნია აუ­ცი­ლე­ბე­ლია და პა­რა­ლე­ლუ­რად ისიც უნდა წა­რი­მარ­თოს. არა­და, წელს სა­ა­ხალ­წლოდ მას­შტა­ბუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია იყო, ბევ­რი ჯგუ­ფი, ინ­დი­ვი­დი, კერ­ძო ბიზ­ნე­სი ჩა­ერ­თო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი სტა­ტის­ტი­კაა.

- ამი­ტომ, მკაც­რი აკ­რძალ­ვის გზით წახ­ვე­დით?

- დიახ, რაკი ზი­ა­ნი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია, ასე­ვე გვაქვს სომ­ხე­თის მა­გა­ლი­თიც, როცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, რაც პი­რო­ტექ­ნი­კამ გა­მო­იწ­ვია, არის სხვა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც, გა­დავ­წყვი­ტეთ, მკაც­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ასე­ვე ძა­ლი­ან გა­მიზ­ნუ­ლად და­ვა­ი­ნი­ცი­რეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ად­რე­ულ გა­ზა­ფხულ­ზე, რომ პარ­ლა­მენტს საგ­ნობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის სრუ­ლად გო­ნივ­რუ­ლი დრო ჰქონ­დეს, რომ ახა­ლი წლის სე­ზო­ნამ­დე გა­ირ­კვეს ცვლი­ლე­ბე­ბის ბედი. ასე­ვე შე­მომ­ტა­ნებს და რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­საც ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახალ წლამ­დე 2 კვი­რით ადრე არ აღ­მოჩ­ნდნენ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის პი­რის­პირ. ამ კუ­თხით მათი ინ­ტე­რე­სე­ბით გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ერ­თდრო­უ­ლად და გო­ნივ­რუ­ლად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლას ინ­ტე­რე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად უნდა იყოს გა­აზ­რე­ბუ­ლი. და­უ­გეგ­მა­ვი და გა­უთ­ვლე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ვინ­მეს ზი­ა­ნი არ უნდა მი­ად­გეს.

- ცხა­დია, სა­კი­თხის ყო­ველ­მხრივ გა­მოკ­ვლე­ვა ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- იმე­დი მაქვს, ეს არ არის მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, რომ მისი გან­ხილ­ვა პარ­ტი­ულ ჭრილ­ში მოხ­დეს. იმ­დე­ნად მა­ღა­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, რომ ეს არის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის კულ­ტუ­რა და არ შე­იძ­ლე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­თო­ბით ათო­ბით სხვა ადა­მი­ანს საფრ­თხის წი­ნა­შე და­ყე­ნე­ბა. ალ­ბათ ეს მიდ­გო­მა უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ. ერ­თმა­ნე­თის სიმ­შვი­დეს და უსაფრ­თხო­ე­ბას პა­ტი­ვი უნდა ვცეთ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
0

ვიღაც იდიოტი ყოველ ღამე 12 საათზე ისვრის მაშხალებს ჩემს უბანში და არ გვაძინებს ან რაც უფრო უარესია ჩაძინებულს გვაღვიძებს, ჩემს ბავშვებს ნევროზი დამართა უკვე. უნდა აიკრძალოს აუცილებლად.

გოჩა
3

აიკრძალოს ქვეყანაში შემოტანა და რას გაყიდიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე - "48 წლის ვარ და აქამდე მაშხალა არ გამისროლია, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი ტრაგედია შემემთხვეოდა..."

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე -  "48 წლის ვარ და აქამდე მაშხალა არ გამისროლია, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასეთი ტრაგედია შემემთხვეოდა..."

ბოლო წლებში საქართველოში პიროტექნიკის არასწორად და დაუდევრად გამოყენებამ არაერთი ადამიანი დააზიანა. სხეულის სხვადასხვა ნაწილის დასახიჩრებით უმეტესობას მკურნალობა კლინიკებში ხანგრძლივად უწევთ. პიროტექნიკით გამოყენების ყველაზე აქტიური დრო ახალი წლის პერიოდია. თუმცა ფოიერვერკებს არასადღესასწაულო დღეებშიც და თითქმის უკვე ყოველ დღე, აქტიურად იყენებენ. ეს გარდა იმისა, რომ ადამიანებს მძიმე პრობლემებს უქმნის, მისი ხმა შინაურ ცხოველებს, ფრინველებს სტრესავს, ამასთანავე, აბინძურებს ჰაერს და ეს ფერადი "ბრწყინვალება,“ რომელიც ადამიანს მაცდურად იზიდავს, სულაც არ არის უსაფრთხო და სიხარულის მომტანი...

წელს, შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა საახალწლოდ ცხოვრებაში პირველად შეიძინა მაშხალა, რომელიც ახალი წლის ღამეს ხელში აუფეთქდა, რის შედეგადაც მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა...

"რა დამიტოვა ამ ამბავმა? პასუხისმგებლობა იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც გვაძლევს სიცოცხლის უფლებას... ამ ნაბიჯმა სერიოზულად დამაფიქრა... მინდა, გარემო და მისი მობინადრეები ჯანსაღად იყვნენ. პიროტექნიკა მტერია, რომელიც მას ანადგურებს და ბევრ ცუდ რამეს აკეთებს,“ - ამბობს ambebi.ge - სთან გურამ ბაღდოშვილი.

"48 წლის ვარ და აქამდე ასაფეთქებელი არ მიყიდია, არც მაშხალა გამისროლია და არც იმაზე მიფიქრია, რომ ამის გამო ასეთი ტრაგედია შეიძლებოდა დატრიალებულიყო. არადა, თურმე ადამიანებს როგორ ასახიჩრებს და სიცოცხლეს უსპობს... ვინ იცის, რამდენმა ნიჭიერმა ადამიანმა, იმის გამო, რომ ხელი პიროტექნიკამ დაუზიანა, გენიალური ნამუშევარი ვეღარ შექმნა. აი, ასეთია ეს ბრჭყვიალა მონსტრი, დემონი, რიგ შემთხვევაში, ის უპასუხისმგებლო ადამიანის ხელით არის შექმნილი, სადღაც ჩინეთისა თუ ინდოეთის რომელიღაც სარდაფში... აქაც ასეთივე ადამიანები ყიდიან მას“, - აღნიშნავს ბაღდოშვილი, რომელიც მეოთხე თვეა, რეაბილიტაციას გადის და იმედი აქვს, რომ კვალიფიციური ექიმების წყალობით, ხელის ფუნქციონირება სრულად აღდგება და მეორე ოპერაცია აღარ დასჭირდება.

"არაჩვეულებრივი ფიზიოთერაპევტი მყავს, ჩვენმა ქირურგებმაც შესანიშნავი საქმე გააკეთეს. ჩემი ხელის მტევანი თავიდან ააწყეს, რომელიც საშინელ მდგომარეობაში მქონდა... კარგი იქნებოდა, არ მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა, ასე ვაფასებ - ეს იმის ბრალია, რომ მე ჩემი შინაგანი წესრიგი დავარღვიე და ამის გამო დავისაჯე. ეს ჩემი შეცდომა, დაუდევრობა და, გაუფრთხილებლობაა, ამიტომ ეს ფაქტი ფსიქოლოგიურად არ მთრგუნავს...

აქვე ის ადამიანიც დამნაშავეა, ვინც უხარისხო, ვადაგასული პროდუქტი, სადღაც ნესტში ნაგდები მომყიდა... მოკლედ, ღმერთმა დამინდო, ბევრად უარესი შეიძლება მომხდარიყო, მეტად დავსახიჩრებულიყავი... ვინაიდან უფალმა ასე გადაწყვიტა, ე.ი. ასე უნდა ყოფილიყო, რაღაცნაირად ამ ყველაფერს უნდა შევეგუო კიდეც. მთავარია, ადამიანებმა გაითვალისწინონ ეს ჩემი ცუდი მაგალითი და თავი აარიდონ, არ იყიდონ. მაგრამ თუ სახელმწიფომ კანონი არ გაამკაცრა და არ აიკრძალა ამ "მაიმუნობის“ გაყიდვა, მაშინ არაფერი გამოვა...

რაღაცები ჩვენზეც არის დამოკიდებული, თუ არ ვიყიდით, ვერ გაყიდიან, ამიტომ თავისთავად შეიზღუდება და აღარ იქნება რეალიზაციაში. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. არა ფოიერვერკს! არ დავაზიანოთ გარემო და არ დავიზიანოთ თავი!“- აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

როგორც ირკვევა, პარლამენტარები ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის საკითხის შესწავლით დაინტერესდნენ და კანონპროექტიც შექმნეს.

ანა ნაცვლიშვილი:

- დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა და პირველ რიგში დავინტერესდით საქართველოში უკვე მოქმედი რეგულაციები როგორ მუშაობს. ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებაც მოვიკვლიეთ. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. შემდეგ ამ ფართო სურათზე დაყრდნობით, გავიარეთ ის საკითხიც, საქართველოსთვის რა მოდელი იქნება ოპტიმალური.

ფაქტები იმას აჩვენებს, რომ პიროტექნიკა სულაც არ არის უწყინარი გასართობი. ეს არის საკმაოდ საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აზიანებს და აბინძურებს ჰაერს, გარემოს, საფრთხეს უქნის ველურ ბუნებას, შინაურ ცხოველებს ამყოფებს სტრესში და ა.შ. ადამიანებს მიღებული აქვთ არა მარტო ხელის მტევნის დაზიანება, სმენის დაქვეითება - ათეულობით ასეთი ფაქტი არსებობს...

- მოქმედი რეგულაციების გადახედვისას, რა სურათი აღმოჩნდა?

- დღეს არის რეგულაცია, რომელიც არასრულწლოვანებისთვის პიროტექნიკის მიყიდვას კრძალავს. პატარა ექსპერიმენტით კი საკმარისია დავინახოთ, რომ ეს კანონი ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. მის აღსრულებაზე პასუხისმგებელია თვითმმართველობა. ამიტომ 15 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. კონკრეტულ კითხვებზე პასუხებიდან გამოჩნდა, რომ თვითმმართველობებს ძალიან განსხვავებულად ესმით ერთი და იმავე კანონში ჩაწერილი საკუთარი ვალდებულება. ფაქტობრივად, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ამ მუხლის დარღვევისთვის ვინმე დაჯარიმებულიყოს. არადა, თუ იმ ადგილებთან დავდგებით, სადაც პიროტექნიკა იყიდება (ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტიც), ხშირად არასრულწლოვნები არიან ამ პროდუქტის მომხმარებლები. არანაირი აკრძალვა არ მუშაობს. უკონტროლოდ ყიდულობენ. გარდა ამისა, მიყიდვის აკრძალვა სულაც არ არის იმის გარანტია, რომ არასრულწლოვნის ხელში პიროტექნიკა არ მოხვდება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს სტატისტიკაც, ათობით არასრულწლოვანი იღებს სხეულის დაზიანებას. კანონში არის ასევე სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, საათობრივი, რომელიც არ სრულდება... ჩვენ ამ პრაქტიკასა და საშიშროებაზე დაყრდნობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტისთვის, ფაქტობრივად, სრული აკრძალვის მოდელი შეგვეთავაზებინა. ეს გულისხმობს პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანის-შენახვის-რეალიზაციის-გამოყენების აკრძალვას გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა.

- რას გულისხმობს ეს?

- ეს არის ევროკავშირის კლასიფიკაცია და არ წარმოადგენს საფრთხეს, - არც გარემოს აბინძურებს, აქვს ხანმოკლე ეფექტი, მისი გაშვება ოთახშიც შეიძლება და უსაფრთხოა. ამ მაშხალას ტორტზეც ამაგრებენ. მეორე გამონაკლისი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, არის, ფოიერვერკის გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადად, კონკრეტულ დროს და ადგილას, მთავრობის დადგენილებით.

- რა განსაკუთრებულ შემთხვევაზეა საუბარი?

- განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა, ეროვნული დღესასწაული, ქვეყნის გამორჩეული პოლიტიკური, სპორტული, კულტურული წარმატება. მაგალითად, კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებთ და ევროკავშირის წევრი გავხდებით, ამის აღსანიშნად, ასეთი საყოველთაო ზეიმის დროს შეგვიძლია გამოყენება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც გადავალთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც უკვე ლაზერული შოუებით ხდება მსგავსი ამბების აღნიშვნა.

ჩემი მრწამსით, ზოგადად, იქითკენ ვიხრები, რომ ადამიანების ცნობიერება ავუმაღლოთ და ინფორმაციის მიწოდების გზით ვიმუშაოთ. საერთოდ, მკაცრი აკრძალვის მომხრე არ ვარ ხოლმე, მაგრამ როცა ამ საკითხში ჩავიხედეთ, ვიკვლიეთ და ვიმსჯელეთ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია აუცილებელია და პარალელურად ისიც უნდა წარიმართოს. არადა, წელს საახალწლოდ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია იყო, ბევრი ჯგუფი, ინდივიდი, კერძო ბიზნესი ჩაერთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაზიანებული და დაშავებული ადამიანების მაინც სერიოზული სტატისტიკაა.

- ამიტომ, მკაცრი აკრძალვის გზით წახვედით?

- დიახ, რაკი ზიანი საკმაოდ სერიოზულია, ასევე გვაქვს სომხეთის მაგალითიც, როცა რამდენიმე წლის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა, რაც პიროტექნიკამ გამოიწვია, არის სხვა ტრაგიკული შემთხვევებიც, გადავწყვიტეთ, მკაცრი კანონის მიღების გზით წავსულიყავით. ასევე ძალიან გამიზნულად დავაინიცირეთ კანონპროექტი ადრეულ გაზაფხულზე, რომ პარლამენტს საგნობრივი მსჯელობის სრულად გონივრული დრო ჰქონდეს, რომ ახალი წლის სეზონამდე გაირკვეს ცვლილებების ბედი. ასევე შემომტანებს და რეალიზატორებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ახალ წლამდე 2 კვირით ადრე არ აღმოჩნდნენ ახალი რეგულაციის პირისპირ. ამ კუთხით მათი ინტერესებით გავითვალისწინეთ. მიგვაჩნია, რომ ეს ახალი რეგულაცია ერთდროულად და გონივრულად უნდა იყოს მიღებული. ყველას ინტერესი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გააზრებული. დაუგეგმავი და გაუთვლელი ნაბიჯებით ვინმეს ზიანი არ უნდა მიადგეს.

- ცხადია, საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევა ასეთ დროს მნიშვნელოვანია...

- იმედი მაქვს, ეს არ არის მწვავე პოლიტიკური საკითხი, რომ მისი განხილვა პარტიულ ჭრილში მოხდეს. იმდენად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ეს არის თანაცხოვრების კულტურა და არ შეიძლება ერთი ადამიანის გართობით ათობით სხვა ადამიანს საფრთხის წინაშე დაყენება. ალბათ ეს მიდგომა უნდა გავითავისოთ. ერთმანეთის სიმშვიდეს და უსაფრთხოებას პატივი უნდა ვცეთ.