სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭკვიანი სათბური", სადაც მცენარეები ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება: პანდემიის დროს დაწყებული ინოვაციური ბიზნესი და ახალგაზრდა აგროტექნოლოგები მომავლიდან
"ჭკვიანი სათბური", სადაც მცენარეები ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება: პანდემიის დროს დაწყებული ინოვაციური ბიზნესი და ახალგაზრდა აგროტექნოლოგები მომავლიდან

ნი­კო­ლოზ გვა­რა­ძე და მისი პარტნი­ო­რი ვანო მთი­ბე­ლიშ­ვი­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ისეთ პრო­დუქ­ტებს აწარ­მო­ე­ბენ, რა­საც ნი­ა­და­გი არ სჭირ­დე­ბა.

მათ შექ­მნეს "ჭკვი­ა­ნი სათ­ბუ­რი,“ სა­დაც ფი­ზი­კუ­რი შრო­მის ნაც­ვლად, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია - ყვე­ლა­ფერს კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა ისე მარ­თავს, ზოგ დღე­ებ­ში სათ­ბურ­ში ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნაც არ არის სა­ჭი­რო.

ნი­კო­ლოზ გვა­რა­ძე მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­ჟი­ნე­რია, მუ­შა­ობ­და ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზო­რებ­ზე, ლედ-ნა­თუ­რებ­ზე... რო­დე­საც კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა, თავი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ა­ში მო­სინ­ჯა, პან­დე­მი­ი­სას კი აგ­როს­ფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

- სტარ­ტი პან­დე­მი­ის დროს აგი­ღი­ათ, ანუ მას რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისე შე­ხე­დეთ?

- ერთი სული მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მე­ტა­ნა და არა გა­მეხ­სნა კაფე ან რეს­ტო­რა­ნი. ახ­ლობ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში არი­ან, ვი­ცო­დი, რა პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­დათ, მათ შო­რის არც უცხო კულ­ტუ­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი ჰყავ­დათ, ამი­ტომ მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა აგ­როს­ფე­რო­ში აგ­რო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, ჩა­ვა­ტა­რეთ ტეს­ტე­ბი და პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ. როცა ვნა­ხეთ, რომ კარგ და სწრაფ შე­დეგს იძ­ლე­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც გა­მოვ­ჩნდით. ვი­პო­ვეთ ამე­რი­კე­ლი ინ­ვეს­ტო­რიც, რო­მელ­მაც 100.000 ევ­რო­თი დაგ­ვა­ფი­ნან­სა და ვი­ყი­დეთ 84 და­ნად­გა­რი, - ის ტე­ლე­ფო­ნი­თა და კომ­პი­უ­ტე­რით იმარ­თე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად მუ­შა­ობს, ხე­ლით მხო­ლოდ ვთე­სავთ და მო­სა­ვალს ვი­ღებთ. მცე­ნა­რე­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად ვუვ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი ნი­ა­და­გის გა­რე­შე, წყალ­ში იზ­რდე­ბა. თა­ვი­დან ვაძ­ლევთ იმ კვე­ბას, რო­მე­ლიც მცე­ნა­რეს სჭირ­დე­ბა (კა­ლი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი, რკი­ნა) იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომ ზრდა­ში არ ჩა­მორ­ჩეს და არც გა­და­იტ­ვირ­თოს. ამ მე­თო­დით მო­სა­ვალს სწრა­ფა­დაც ვი­ღებთ. მცე­ნა­რე­ზე კლი­მა­ტიც არ მოქ­მე­დებს, ამინ­დი არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

- რამ­დე­ნი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი მოგ­ყავთ?

- ექ­ვსი სა­ხე­ო­ბა გვაქვს, ძი­რი­თა­დად, აზი­უ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი. ბოკ ჩოი, მდოგ­ვი ოსა­კა, მდოგ­ვი ტატ­სოი, წი­თე­ლი სკარ­ლე­ტი, მი­ზუ­ნა, სვის­ჩარ­დი და მიკ­რომ­წვა­ნი­ლი. ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ჩვენ­თან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია. მათ ვერ შე­ვი­ძენთ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, მაგ­რამ რეს­ტორ­ნებს სჭირ­დე­ბათ. ჩვენ ბა­ზარ­ზე ამ პრო­დუქ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბა შევ­ქმე­ნით.

- რამ­დენ ხან­ში?

- სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბი ევ­რო­პა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7-ჯერ ძვი­რი ღირ­და, ვიდ­რე ჩი­ნეთ­ში. ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ ჩი­ნუ­რი და გა­და­ვა­კე­თეთ - იყო ჰიდ­რო­პო­ნი­კა­ზე, ანუ გამ­დი­ნა­რე წყალ­ზე მო­მუ­შა­ვე, ჩვენ კი აე­რო­პო­ნი­კა გვინ­დო­და - შიგ­ნით ნის­ლი უნდა შე­იქ­მნას. ღრუ­ბელს ვქმნით და ნის­ლი­სა და ღრუბ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მცე­ნა­რეს ვკვე­ბავთ.

- ამ საქ­მე­ში, რო­გორც ვხვდე­ბი, პირ­ვე­ლი ხართ?

- ჯერ მსგავ­სი რამ არა­ვის და­უ­ნერ­გავს... ამ­ჟა­მად შე­ნო­ბა იჯა­რით გვაქვს აღე­ბუ­ლი, სულ 540 კვმ-ია, წარ­მო­ე­ბა კი 290 კვმ-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვი­დან მცი­რე­დით და­ვი­წყეთ და ყვე­ლა­ფე­რი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვის­წავ­ლეთ. ამის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არ არი­ან, ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის ჩვე­ნით გა­კე­თე­ბამ და სწავ­ლამ მოგ­ვი­წია.

- ეს ხომ მო­მავ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბაა...

- ეს სის­ტე­მე­ბი იმი­ტომ შე­იქ­მნა, რომ კოს­მოს­ში კოს­მო­ნავ­ტებს შეს­ძლე­ბო­დათ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. ერთი წყა­ლი უნდა და ის წყა­ლიც ცირ­კუ­ლი­რებს, ანუ წყლის და­ნა­კარ­გიც არ არის. ამას­თან წყა­ლი იფილტრე­ბა, ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან იწ­მინ­დე­ბა. არის მხო­ლოდ აორ­თქლე­ბა და ის, რა­საც მცე­ნა­რე მო­იხ­მარს. მცე­ნა­რე წყლის ხარ­ჯზე იზ­რდე­ბა - ეს არის მისი კვე­ბა.

- წყალს, ალ­ბათ, შევ­სე­ბა სჭირ­დე­ბა?

- თვე­ში ერთხელ ვცვლით, რად­გან წყა­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სუქს კარ­გავს. ისე, სა­სუქს ცო­ტას მო­ვიხ­მართ. წე­ლი­წად­ში, ალ­ბათ, 1300 ლა­რი­სას, ოღონდ ეს არც ჰერ­ბი­ცი­დე­ბია ან რამე მსგავ­სი. თვე­ში 500 კგ პრო­დუქ­ტი მოგ­ვყავს. მი­წო­დე­ბის­თვის კვი­რა­ში სამი დღე გვაქვს, ვკრეფთ და ახალ-ახალ პრო­დუქტს ერთ სა­ათ­ში რეს­ტო­რანს ვაწ­ვდით.

- ფი­ზი­კუ­რად თუ მუ­შა­ობთ?

- კომ­პა­ნი­ა­ში სულ ხუთი კა­ცია და­საქ­მე­ბუ­ლი. ისი­ნი თე­სა­ვენ, უვ­ლი­ან, ყვე­ლა პრო­ცესს მარ­თა­ვენ. თა­ვი­დან 100%-ით ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი საქ­მე­ში, ახლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ, თან სა­კუ­თა­რი ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნეთ. გვინ­და გავ­ფარ­თოვ­დეთ, მაგ­რამ ჯერ ვერ ვა­ხერ­ხებთ. აგ­რო­სესხს ვე­ლო­დე­ბით და მერე 1000 კვმ-ზე გა­ვიშ­ლე­ბით.

- თქვე­ნი პრო­დუქ­ტის შე­სას­ყი­დი ფასი რამ­დე­ნია?

- 1 კგ-ის ფასი 15 ლა­რი­დან იწყე­ბა და 40 ლა­რამ­დე ადის. მიკ­რომ­წვა­ნი­ლის ხა­ზიც შევ­ქმე­ნით. სის­ტე­მე­ბი ჩვენ­ვე ავა­წყვეთ. უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით და ვცდი­ლობთ, ჩვენც გა­ვა­კე­თოთ. ვმუ­შა­ობთ პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბის დღეს, და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში სათ­ბუ­რი და­კე­ტი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით ირ­თვე­ბა და ითი­შე­ბა. სის­ტე­მა ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟიმს, ტე­ნი­ა­ნო­ბას, ჰა­ერ­ში CO-ს რა­ო­დე­ნო­ბას აკონ­ტრო­ლებს. თუ და­ნად­გარს რამე და­აკ­ლდა, სის­ტე­მა თა­ვი­სით გა­ი­თი­შე­ბა.

- ანუ ჭკვი­ა­ნი სათ­ბუ­რია...

- ასეა. მი­წის მეტი რა გვაქვს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ბევ­რი მი­წაც არ გვაქვს, თან ხალ­ხიც ხელს არ ჰკი­დებს. ამას­თან, ნი­ა­და­გიც გა­სა­ტეს­ტია, ჩვენ კი ნი­ა­დაგს არ ვე­ხე­ბით და არც ვა­ფუ­ჭებთ, ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვაც გა­მო­დის. თუ გა­და­ვი­ან­გა­რი­შებთ, ჩვენს 500 კვმ მი­წა­ზე 3500 კვმ გა­მო­დის. ციკ­ლი რომ დას­რულ­დე­ბა, სის­ტე­მა ირე­ცხე­ბა და ახა­ლი ითე­სე­ბა.

- სა­ხელ­მწი­ფოს­გან ხელ­შე­წყო­ბა თუ გქო­ნი­ათ?

- არა. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი იყო, ჩვე­ნი სა­ხე­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს, ბი­ჭებ­მა ეს გა­ა­კე­თე­სო. ხელ­შე­წყო­ბა არა გვაქვს, ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ძა­ლით ვუმკლავ­დე­ბით. არა­ფერს ვი­თხოვთ, მხო­ლოდ მხარ­და­ჭე­რას იმის­თვის, რომ ახლა აკ­ვა­პო­ნი­კა დავ­ნერ­გოთ - თევ­ზი­სა და მცე­ნა­რის "ურ­თი­ერ­თო­ბა". თევზს მცე­ნა­რე კვე­ბავს, სა­დაც თევ­ზი გაძ­ლევს სა­სუქს და მცე­ნა­რე სა­სუ­ქით იკ­ვე­ბე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე სა­სუქ­საც აღარ ამა­ტებ. მოკ­ლედ, აგ­რო­მი­მარ­თუ­ლე­ბებ­მა ძა­ლი­ან დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, თუმ­ცა ეს ჩემ­თვის ახ­ლო­ბე­ლი სულ იყო, მიყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბი. ახალ სა­წარ­მო­ში ბევრ გან­ხრას და­ვი­მა­ტებთ. ერთ-ერ­თია საკ­ვე­ბი ყვა­ვი­ლე­ბი, ვა­პი­რებთ მიკ­რომ­წვა­ნი­ლის ბრენ­დი­რე­ბას. გვინ­და რო­მე­ლი­მე ჰი­პერ­მარ­კეტ­ში შე­ვი­დეთ, გავ­ფარ­თოვ­დეთ, რათა გვქონ­დეს კომ­პა­ნი­ის და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სი. ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ნიშა - ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად უნდა გვქონ­დეს.

- ასე­თი ჭკვი­ა­ნი სათ­ბუ­რის გა­მარ­თვა ყვე­ლას შე­უძ­ლია?

- მე და ვანო ერ­თმა­ნეთს ვავ­სებთ, ის ფი­ნან­სე­ბის კუ­თხით, მე - ინ­ჟი­ნე­რი­ის. მო­ვინ­დო­მეთ, ვის­წავ­ლეთ, ბევ­რი ტეს­ტი გა­ვა­კე­თეთ, ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, რო­მელ­ზეც ასე­ვე ვის­წავ­ლეთ და ამ­გვარ სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ქმე­ნით გა­მარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბა. ახლა აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბას ვა­პი­რებთ - გვსურს სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც აგ­როს­ფე­როს სწავ­ლო­ბენ, გა­დამ­ზა­დე­ბა ჩვენ­თან გა­ი­ა­რონ. ბევ­რმა გა­მოთ­ქვა კი­დეც ჩვენ­თან უსას­ყიდ­ლოდ მუ­შა­ო­ბი­სა და სწავ­ლის სურ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
2

თქვენ წარმატებები შვილებო მაგრამ,მე ჩემი დედა-მიწის ბოძებული მირჩევნია...

შაქრო პაპა
3

ინვესტორი საქართველოში რატომ ვერ მოინახა.თანხა არ არი კატასტროფული.სად არის ბიძინა რომ გვპირდებიდა 7 მილიარდი დოლარიანი ფონდის ფონდის შექმნას თავისი და სხვა მილიარდერების ხარჯზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჭკვიანი სათბური", სადაც მცენარეები ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება: პანდემიის დროს დაწყებული ინოვაციური ბიზნესი და ახალგაზრდა აგროტექნოლოგები მომავლიდან

"ჭკვიანი სათბური", სადაც მცენარეები ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება: პანდემიის დროს დაწყებული ინოვაციური ბიზნესი და ახალგაზრდა აგროტექნოლოგები მომავლიდან

ნიკოლოზ გვარაძე და მისი პარტნიორი ვანო მთიბელიშვილი სოფლის მეურნეობის ისეთ პროდუქტებს აწარმოებენ, რასაც ნიადაგი არ სჭირდება.

მათ შექმნეს "ჭკვიანი სათბური,“ სადაც ფიზიკური შრომის ნაცვლად, სამუშაოები ავტომატიზებულია - ყველაფერს კომპიუტერი, ტელეფონი და სპეციალური სისტემა ისე მართავს, ზოგ დღეებში სათბურში ადამიანის ყოფნაც არ არის საჭირო.

ნიკოლოზ გვარაძე მიკროელექტრონიკის ინჟინერია, მუშაობდა ქართულ ტელევიზორებზე, ლედ-ნათურებზე... როდესაც კომპანია დაიხურა, თავი სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯა, პანდემიისას კი აგროსფეროში გადაინაცვლა.

- სტარტი პანდემიის დროს აგიღიათ, ანუ მას როგორც შესაძლებლობას, ისე შეხედეთ?

- ერთი სული მქონდა, საქართველოს ბაზარზე რაღაც განსხვავებული შემეტანა და არა გამეხსნა კაფე ან რესტორანი. ახლობლებისგან, რომლებიც სარესტორნო ბიზნესში არიან, ვიცოდი, რა პრობლემებიც ჰქონდათ, მათ შორის არც უცხო კულტურების სტაბილური მიმწოდებელი ჰყავდათ, ამიტომ მე და ჩემმა პარტნიორმა აგროსფეროში აგროტექნოლოგიებით გადავინაცვლეთ. სპეციალური დანადგარი ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ, ჩავატარეთ ტესტები და პირველი მოსავალი მოვიყვანეთ. როცა ვნახეთ, რომ კარგ და სწრაფ შედეგს იძლეოდა, საქართველოს ბაზარზეც გამოვჩნდით. ვიპოვეთ ამერიკელი ინვესტორიც, რომელმაც 100.000 ევროთი დაგვაფინანსა და ვიყიდეთ 84 დანადგარი, - ის ტელეფონითა და კომპიუტერით იმართება. ყველაფერი ავტომატურად მუშაობს, ხელით მხოლოდ ვთესავთ და მოსავალს ვიღებთ. მცენარეებს ავტომატურად ვუვლით, ყველაფერი ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება. თავიდან ვაძლევთ იმ კვებას, რომელიც მცენარეს სჭირდება (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) იმ რაოდენობით, რომ ზრდაში არ ჩამორჩეს და არც გადაიტვირთოს. ამ მეთოდით მოსავალს სწრაფადაც ვიღებთ. მცენარეზე კლიმატიც არ მოქმედებს, ამინდი არაფერში მონაწილეობს.

- რამდენი დასახელების პროდუქტი მოგყავთ?

- ექვსი სახეობა გვაქვს, ძირითადად, აზიური მცენარეები. ბოკ ჩოი, მდოგვი ოსაკა, მდოგვი ტატსოი, წითელი სკარლეტი, მიზუნა, სვისჩარდი და მიკრომწვანილი. ეს მცენარეები ჩვენთან არაპოპულარულია. მათ ვერ შევიძენთ სუპერმარკეტებში, მაგრამ რესტორნებს სჭირდებათ. ჩვენ ბაზარზე ამ პროდუქტის სტაბილურობა შევქმენით.

- რამდენ ხანში?

- საჭირო დანადგარები ევროპაში დაახლოებით 7-ჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე ჩინეთში. ამიტომ ავირჩიეთ ჩინური და გადავაკეთეთ - იყო ჰიდროპონიკაზე, ანუ გამდინარე წყალზე მომუშავე, ჩვენ კი აეროპონიკა გვინდოდა - შიგნით ნისლი უნდა შეიქმნას. ღრუბელს ვქმნით და ნისლისა და ღრუბლის მეშვეობით მცენარეს ვკვებავთ.

- ამ საქმეში, როგორც ვხვდები, პირველი ხართ?

- ჯერ მსგავსი რამ არავის დაუნერგავს... ამჟამად შენობა იჯარით გვაქვს აღებული, სულ 540 კვმ-ია, წარმოება კი 290 კვმ-ზე მიმდინარეობს. თავიდან მცირედით დავიწყეთ და ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში შევისწავლეთ. ამის სპეციალისტები საქართველოს ბაზარზე არ არიან, ამიტომ ყველაფრის ჩვენით გაკეთებამ და სწავლამ მოგვიწია.

- ეს ხომ მომავლის მეურნეობაა...

- ეს სისტემები იმიტომ შეიქმნა, რომ კოსმოსში კოსმონავტებს შესძლებოდათ მისი გამოყენება. ერთი წყალი უნდა და ის წყალიც ცირკულირებს, ანუ წყლის დანაკარგიც არ არის. ამასთან წყალი იფილტრება, ბაქტერიებისგან იწმინდება. არის მხოლოდ აორთქლება და ის, რასაც მცენარე მოიხმარს. მცენარე წყლის ხარჯზე იზრდება - ეს არის მისი კვება.

- წყალს, ალბათ, შევსება სჭირდება?

- თვეში ერთხელ ვცვლით, რადგან წყალი ამ ხნის განმავლობაში სასუქს კარგავს. ისე, სასუქს ცოტას მოვიხმართ. წელიწადში, ალბათ, 1300 ლარისას, ოღონდ ეს არც ჰერბიციდებია ან რამე მსგავსი. თვეში 500 კგ პროდუქტი მოგვყავს. მიწოდებისთვის კვირაში სამი დღე გვაქვს, ვკრეფთ და ახალ-ახალ პროდუქტს ერთ საათში რესტორანს ვაწვდით.

- ფიზიკურად თუ მუშაობთ?

- კომპანიაში სულ ხუთი კაცია დასაქმებული. ისინი თესავენ, უვლიან, ყველა პროცესს მართავენ. თავიდან 100%-ით ვიყავი ჩართული საქმეში, ახლა სხვა მიმართულებით ვმუშაობთ, თან საკუთარი ნაკვეთი შევიძინეთ. გვინდა გავფართოვდეთ, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ. აგროსესხს ველოდებით და მერე 1000 კვმ-ზე გავიშლებით.

- თქვენი პროდუქტის შესასყიდი ფასი რამდენია?

- 1 კგ-ის ფასი 15 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე ადის. მიკრომწვანილის ხაზიც შევქმენით. სისტემები ჩვენვე ავაწყვეთ. უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ვაკვირდებით და ვცდილობთ, ჩვენც გავაკეთოთ. ვმუშაობთ პროდუქტის მიწოდების დღეს, დანარჩენ დღეებში სათბური დაკეტილია, ყველაფერი თავისით ირთვება და ითიშება. სისტემა ტემპერატურულ რეჟიმს, ტენიანობას, ჰაერში CO-ს რაოდენობას აკონტროლებს. თუ დანადგარს რამე დააკლდა, სისტემა თავისით გაითიშება.

- ანუ ჭკვიანი სათბურია...

- ასეა. მიწის მეტი რა გვაქვს, მაგრამ რეალურად ბევრი მიწაც არ გვაქვს, თან ხალხიც ხელს არ ჰკიდებს. ამასთან, ნიადაგიც გასატესტია, ჩვენ კი ნიადაგს არ ვეხებით და არც ვაფუჭებთ, ეკოლოგიაზე ზრუნვაც გამოდის. თუ გადავიანგარიშებთ, ჩვენს 500 კვმ მიწაზე 3500 კვმ გამოდის. ციკლი რომ დასრულდება, სისტემა ირეცხება და ახალი ითესება.

- სახელმწიფოსგან ხელშეწყობა თუ გქონიათ?

- არა. მხოლოდ რამდენიმე ფაქტი იყო, ჩვენი სახელი გამოიყენეს, ბიჭებმა ეს გააკეთესო. ხელშეწყობა არა გვაქვს, ყველაფერს ჩვენი ძალით ვუმკლავდებით. არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ახლა აკვაპონიკა დავნერგოთ - თევზისა და მცენარის "ურთიერთობა". თევზს მცენარე კვებავს, სადაც თევზი გაძლევს სასუქს და მცენარე სასუქით იკვებება. ამ შემთხვევაში უკვე სასუქსაც აღარ ამატებ. მოკლედ, აგრომიმართულებებმა ძალიან დაგვაინტერესა, თუმცა ეს ჩემთვის ახლობელი სულ იყო, მიყვარდა მცენარეები. ახალ საწარმოში ბევრ განხრას დავიმატებთ. ერთ-ერთია საკვები ყვავილები, ვაპირებთ მიკრომწვანილის ბრენდირებას. გვინდა რომელიმე ჰიპერმარკეტში შევიდეთ, გავფართოვდეთ, რათა გვქონდეს კომპანიის დასაკმაყოფილებელი რესურსი. ეს არის ჩვენი მთავარი ნიშა - ყველაფერი სტაბილურად უნდა გვქონდეს.

- ასეთი ჭკვიანი სათბურის გამართვა ყველას შეუძლია?

- მე და ვანო ერთმანეთს ვავსებთ, ის ფინანსების კუთხით, მე - ინჟინერიის. მოვინდომეთ, ვისწავლეთ, ბევრი ტესტი გავაკეთეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელზეც ასევე ვისწავლეთ და ამგვარ საფუძველზე შევქმენით გამართული წარმოება. ახლა აგრარულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებას ვაპირებთ - გვსურს სტუდენტებმა, რომლებიც აგროსფეროს სწავლობენ, გადამზადება ჩვენთან გაიარონ. ბევრმა გამოთქვა კიდეც ჩვენთან უსასყიდლოდ მუშაობისა და სწავლის სურვილი.