მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეების დასანქცირებაზე - რას აცხადებს მისი ადვოკატი
რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეების დასანქცირებაზე - რას აცხადებს მისი ადვოკატი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ოთხი მო­სა­მარ­თლის და­სან­ქცი­რე­ბა და მას ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გაჰ­კვირ­ვე­ბია.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ად­ვო­კა­ტი მი­ე­სალ­მე­ბა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

"სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი­ო­დე სი­ტყვით ვი­სა­უბ­რეთ. მან თქვა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო და არ გაჰ­კვირ­ვე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პო­ზი­ცი­ას, მინ­და გი­თხრათ, რომ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქნა. ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ად­ვო­კა­ტი მი­ე­სალ­მე­ბა ამას იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. თუმ­ცა, ჩემი მო­საზ­რე­ბით ეს სა­კი­თხი გაგ­რძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის თქმით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის, ან სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"ამ ეტაპ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის, ან სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა და სულ სხვა გეგ­მით მი­დის მუ­შა­ო­ბა. კლი­ნი­კი­დან ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ებს ვი­ღებთ და ვსწავ­ლობთ, გეგ­მა არის ზო­გა­დად, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლი. თუ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაც­ნო­ბებთ. სტრას­ბურგთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მიგ­ვი­ღია. ჯერ არც და­წყე­ბუ­ლა ამა­ზე ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა, მისი მხრი­დან ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში. თუ ის გვე­ტყვის, ად­ვო­კა­ტე­ბი შე­ვას­რუ­ლებთ”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში” მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­ლა­ტა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი ფან­ჯრე­ბი­დან ფირს ხსნიდ­ნენ, ხოლო გი­სო­სე­ბი ისევ ად­გილ­ზეა.

"ბოლო ამ თვის, მარ­ტის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია მო­ვი­თხო­ვე. მას­თან ვერ ვი­სა­უბ­რე. თქვენ გახ­სოვთ ჩვენ ვა­ყე­ნებ­დით სა­კითხს, რომ სა­კან­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და ფან­ჯრე­ბი და­ლუ­ქუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მას­თან კი ისე­თი მა­სა­ლაა გაკ­რუ­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მზის სხი­ვი ოთახ­ში არ შე­დის. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი არე­ვა­ძემ არ გა­ი­ზი­ა­რა და გან­მარ­ტე­ბა არ გა­ა­კე­თა. წა­მე­ბის აკ­რძალ­ვის კო­მი­ტეტ­მა მკაც­რი მი­თი­თე­ბა მის­ცა, რო­გორც ჩანს, სა­ხელ­მწი­ფოს და ახლა მას­თან მთე­ლი ჯგუ­ფი შე­სუ­ლი იყო და ფან­ჯრი­დან ბა­დე­ებს ხსნიდ­ნენ. ფირს, რომ­ლის მე­რეც მზის სხი­ვი სა­კან­ში შევა. ამ ეტაპ­ზე, გი­სო­სე­ბი ისევ ად­გილ­ზეა“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სახე
45

მიშა მაგარია

ჰაჰაჰა
27

კაი ინფორმაციაა მოასმართლეებზე.რომელიც ხელს შეუწყობს მიშიკოს გამოჯანმრთელებას. სანქციების მეორე ტალღის შემდეგ კი დაუძახებენ. სააკაშვილი სვეშამი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეების დასანქცირებაზე - რას აცხადებს მისი ადვოკატი

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეების დასანქცირებაზე - რას აცხადებს მისი ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოსალოდნელი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება და მას ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

ადვოკატის თქმით, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადვოკატი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია.

"სანქციებთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვით ვისაუბრეთ. მან თქვა, რომ მოსალოდნელიც იყო და არ გაჰკვირვებია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადვოკატი მიესალმება ამას იმიტომ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ჩემი მოსაზრებით ეს საკითხი გაგრძელდება“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქმის დაბრუნება არ განიხილება.

"ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქმის დაბრუნება არ განიხილება და სულ სხვა გეგმით მიდის მუშაობა. კლინიკიდან ავადმყოფობის ისტორიებს ვიღებთ და ვსწავლობთ, გეგმა არის ზოგადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი. თუ რაიმე გადაწყვეტილება მიიღება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. სტრასბურგთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჯერ არც დაწყებულა ამაზე ფიქრი და მუშაობა, მისი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. თუ ის გვეტყვის, ადვოკატები შევასრულებთ”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის პალატაში ადამიანების ჯგუფი ფანჯრებიდან ფირს ხსნიდნენ, ხოლო გისოსები ისევ ადგილზეა.

"ბოლო ამ თვის, მარტის ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვე. მასთან ვერ ვისაუბრე. თქვენ გახსოვთ ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ საკანში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ფანჯრები დალუქული ყოფილიყო. მასთან კი ისეთი მასალაა გაკრული, რომლის საშუალებით მზის სხივი ოთახში არ შედის. ჩვენი მოთხოვნა მაშინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ არ გაიზიარა და განმარტება არ გააკეთა. წამების აკრძალვის კომიტეტმა მკაცრი მითითება მისცა, როგორც ჩანს, სახელმწიფოს და ახლა მასთან მთელი ჯგუფი შესული იყო და ფანჯრიდან ბადეებს ხსნიდნენ. ფირს, რომლის მერეც მზის სხივი საკანში შევა. ამ ეტაპზე, გისოსები ისევ ადგილზეა“, - აღნიშნა ადვოკატმა.