საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში..." - გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერი
"მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში..." - გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერი

"ლე­ლომ" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელ­თან, ლაშა ჯა­კო­ბი­ას­თან, ვინც ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლის, მათ შო­რის, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის მე­ნე­ჯე­რია. ჯა­კო­ბი­ამ ჩვენ­თან რამ­დე­ნი­მე, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ილა­პა­რა­კა...

"დაც­ვა­ში მუ­შა­ო­ბის მხრივ მას პრობ­ლე­მა არ აქვს..."

ლაშა ჯა­კო­ბია:

- გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძით რამ­დე­ნი­მე კლუ­ბია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის არის ერთი სო­ლი­დუ­რი, ეს­პა­ნუ­რი კლუ­ბი. ეგ არის, გი­ორ­გიმ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რომ არ ითა­მა­შა, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. არ ვიცი, ეს ფაქ­ტო­რი რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს მათ ინ­ტე­რეს­ზე. და­დე­ბი­თად რომ არ აი­სა­ხე­ბა, ფაქ­ტია.

მინ­და ჩემი აზრი და­ვა­ფიქ­სი­რო ნორ­ვე­გი­ის ნაკ­რებ­თან გი­ორ­გის უთა­მა­შებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. მე ახლა ვლა­პა­რა­კობ, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის რი­გი­თი ქო­მა­გი და არა რო­გორც ჩაკ­ვე­ტა­ძის მე­ნე­ჯე­რი. მი­მაჩ­ნია, რომ ნორ­ვე­გი­ას­თან გი­ორ­გის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რად შე­იძ­ლე­ბო­და. ის მეტ სიმწვა­ვეს შეს­ძენ­და ჩვე­ნი გუნ­დის თა­მაშს შე­ტე­ვა­ში...

ვილი სა­ნი­ოლ­მა თქვა, ჩაკ­ვე­ტა­ძე დაც­ვა­ში ვერ მუ­შა­ობს ბო­ლომ­დე ეფექ­ტუ­რა­დო. ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს, მაგ­რამ ვინც "სლო­ვა­ნის" თა­მა­შებს ადევ­ნებს თვალს, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ დაც­ვა­ში მუ­შა­ო­ბის მხრივ მას არ აქვს პრობ­ლე­მა. ვლა­დი­მირ ვა­ი­სი ამ კომ­პო­ნენტს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს და ასე რომ იყოს, ის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებ­და, მი­უ­თი­თებ­და გი­ორ­გის ამა­ზე...

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩაკ­ვე­ტა­ძე ნაკ­რებ­ში, ამა­ზე, რო­გორც ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელს, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს. გი­ორ­გის გა­მო­ყე­ნე­ბა უპ­რი­ა­ნი მგო­ნია მინ­დვ­რის ცენ­ტრში. სწო­რედ იქ ავ­ლენს ის თა­ვის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს. აი, მა­გა­ლი­თად, რო­გორც მარ­ტინ ედე­გორს იყე­ნებს ნორ­ვე­გი­ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სტო­ლე სოლ­ბა­კე­ნი.

გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი. სრუ­ლი პა­უ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ის თა­ვის დრო­ზე ნატ­კე­ნი ფე­ხით ჩა­მო­ვი­და ეროვ­ნულ გუნდში და ტრავ­მა გა­ი­მი­ზე­ზა. ამა­ზე არც და­უ­წუ­წუ­ნია და არც არა­სო­დეს გა­იხ­სე­ნებს სი­ნა­ნუ­ლით. მეც მხო­ლოდ იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნე, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მი­მართ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­ვუს­ვა ხაზი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ნი­ო­ლის ნათ­ქვამს, რომ ჩაკ­ვე­ტა­ძე ეფექ­ტუ­რი ვერ არის დაც­ვა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, ამას სხვებ­თან ერ­თად იმ კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეც­ნო­ბი­ან, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი სამ­სა­ხუ­რით... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

წარმატებები გიოს დასაქართველოს ნაკრებს!!! მისი დრო მალე მოვა!!!

დო მაჟორი
2

ძნელია არ დაეთანხმო! არა მგონია, რომ ეს მხოლოდ სანიოლის გადაწყვეტილება იყო. რაღაც ინტრიგასთან გვაქვს საქმე! გაირკვევა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში..." - გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერი

"მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში..." - გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერი

"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ლაშა ჯაკობიასთან, ვინც ამჟამად რამდენიმე ცნობილი ქართველის, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერია. ჯაკობიამ ჩვენთან რამდენიმე, მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

"დაცვაში მუშაობის მხრივ მას პრობლემა არ აქვს..."

ლაშა ჯაკობია:

- გიორგი ჩაკვეტაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის არის ერთი სოლიდური, ესპანური კლუბი. ეგ არის, გიორგიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომ არ ითამაშა, ძალიან გაუკვირდათ. არ ვიცი, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს მათ ინტერესზე. დადებითად რომ არ აისახება, ფაქტია.

მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ნორვეგიის ნაკრებთან გიორგის უთამაშებლობის თაობაზე. მე ახლა ვლაპარაკობ, როგორც ეროვნული გუნდის რიგითი ქომაგი და არა როგორც ჩაკვეტაძის მენეჯერი. მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში...

ვილი სანიოლმა თქვა, ჩაკვეტაძე დაცვაში ვერ მუშაობს ბოლომდე ეფექტურადო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ვინც "სლოვანის" თამაშებს ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ დაცვაში მუშაობის მხრივ მას არ აქვს პრობლემა. ვლადიმირ ვაისი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს და ასე რომ იყოს, ის შესაბამისად იმოქმედებდა, მიუთითებდა გიორგის ამაზე...

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩაკვეტაძე ნაკრებში, ამაზე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ჩემი შეხედულება მაქვს. გიორგის გამოყენება უპრიანი მგონია მინდვრის ცენტრში. სწორედ იქ ავლენს ის თავის საუკეთესო თვისებებს. აი, მაგალითად, როგორც მარტინ ედეგორს იყენებს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.

გიორგის ძალიან უყვარს საქართველოს ნაკრები. სრული პაუხისმგებლობით გეუბნებით, ის თავის დროზე ნატკენი ფეხით ჩამოვიდა ეროვნულ გუნდში და ტრავმა გაიმიზეზა. ამაზე არც დაუწუწუნია და არც არასოდეს გაიხსენებს სინანულით. მეც მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ ეროვნული გუნდის მიმართ მის დამოკიდებულებას გავუსვა ხაზი.

რაც შეეხება სანიოლის ნათქვამს, რომ ჩაკვეტაძე ეფექტური ვერ არის დაცვაში მუშაობის დროს, ამას სხვებთან ერთად იმ კლუბების წარმომადგენლებიც ეცნობიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მისი სამსახურით... გააგრძელეთ კითხვა