საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახეთ, ტრამპთან დაკავშირებით პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან, ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები" - სააკაშვილის ადვოკატი
"ვნახეთ, ტრამპთან დაკავშირებით პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან, ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები" - სააკაშვილის ადვოკატი

ჩვენ დიდი ხა­ნია, რაც ამა­ზე ვსა­უბ­რობთ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან უნდა შე­წყდეს ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა - რაც უფრო მეტი უცხო­ე­ლი ექი­მი ჩა­მო­ვა, ამას მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც PACE- ს თა­ნა­მომხსე­ნებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის დაშ­ვე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძე გან­მარ­ტავს, სტრას­ბურგთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს.

"ჩვენ დიდი ხა­ნია, რაც ამა­ზე ვსა­უბ­რობთ. მე რაც ჩა­ვერ­თე ამ საქ­მე­ში, სულ ამას ვი­მე­ო­რებ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან უნდა შე­წყდეს ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. ვნა­ხეთ გუ­შინ ტრამ­პთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თოდ არ გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თავს იკა­ვე­ბენ გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერე­ოდ­ნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი უცხო­ე­ლი ექი­მი ჩა­მო­ვა, ამას მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი.

2 დღის წინ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კონ­სი­ლი­უ­მის მხრი­დან, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა. ამო­წუ­რუ­ლია აქ რე­სურ­სი. იგი­ვე თქვეს ამე­რი­კელ­მა და ბრი­ტა­ნელ­მა ექი­მებ­მა. ეს სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს.

სტრას­ბურგთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს, თუ რა­ი­მე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი, შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. რა­ღაც დო­კუ­მენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, უამ­რა­ვი მა­სა­ლაა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს“,- აღ­ნიშ­ნავს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (PACE) მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის თა­ნა­მომხსე­ნებ­ლე­ბის, კლოდ კერ­ნი­სა და ედიტ ესტრე­ლას გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე და­ეყ­რდნოს ნე­იტ­რა­ლურ, უტყუ­არ და სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alekoooo
0

თუ ძმა ხარ ნახე ერთი მიჰას პალატაში ქოლცენტრი ხომ არ აქვს.

ზურაბ
0

ტრამპი კონტეინერში ჩამჯდარი შეიპარა ქვეყანაში? პოლიციას? თავისი ფეხით მივიდა სასამართლოში.არც რომელიმე ქვეყნის გუბერნატორი გამხდარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვნახეთ, ტრამპთან დაკავშირებით პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან, ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები" - სააკაშვილის ადვოკატი

"ვნახეთ, ტრამპთან დაკავშირებით პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან, ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები" - სააკაშვილის ადვოკატი

ჩვენ დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ. პოლიტიკოსების, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან უნდა შეწყდეს ყველანაირი განცხადებების გაკეთება - რაც უფრო მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, ამას მხოლოდ მივესალმები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რითაც PACE- ს თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უცხოელი ექიმების დაშვებაზეა საუბარი.

როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, სტრასბურგთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

"ჩვენ დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ. მე რაც ჩავერთე ამ საქმეში, სულ ამას ვიმეორებ, რომ პოლიტიკოსების, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან უნდა შეწყდეს ყველანაირი განცხადებების გაკეთება. ვნახეთ გუშინ ტრამპთან დაკავშირებით, საერთოდ არ გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება და პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან. ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, ამას მხოლოდ მივესალმები.

2 დღის წინ გაკეთდა განცხადება სახალხო დამცველის კონსილიუმის მხრიდან, რომ საზღვარგარეთ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ამოწურულია აქ რესურსი. იგივე თქვეს ამერიკელმა და ბრიტანელმა ექიმებმა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

სტრასბურგთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუ რაიმე იქნება ცნობილი, შეგატყობინებთ. რაღაც დოკუმენტები არსებობს, უამრავი მასალაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სააკაშვილი მიიღებს“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია ნათქვამია, რომ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, "მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას“.