მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა - "მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება"
ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა - "მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება"

აქ იმის­თვის ვარ, რომ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნო იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მხარ­და­სა­ჭე­რად მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა კრა­მონ­მა აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ღე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის „იმი­ჯის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა და აშ­კა­რად სპე­კუ­ლი­რე­ბა, რომ იგი და ხალ­ხის კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფი ძირს უთხრი­ან ამ პრო­ტესტს“.

"აქ, რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი იმის­თვის ვარ, რომ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნო იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს. ვფიქ­რობ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა ქნა მან, მი­უ­ღე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტში მისი იმი­ჯის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა და აშ­კა­რად სპე­კუ­ლი­რე­ბა, რომ იგი და ხალ­ხის კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფი ძირს უთხრი­ან ამ პრო­ტესტს. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის თქმა, რომ ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბას აქვს ამ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა. ასე რომ, [აქ იმის­თვის ვარ] ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო, სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი, მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უჭერს მხარს პრო­და­სავ­ლურ და პრო­ევ­რო­პულ პო­ზი­ცი­ებს. ვფიქ­რობ, ეს არის მი­ზე­ზი რა­ტო­მაც ვარ აქ, ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია”, - გა­ნა­ცხა­და ფონ კრა­მონ­მა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გრი­გო­რი­ა­დი­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ და მის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ ფილ­მებს - „და­უს­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლი“ და „ქარ­თუ­ლი თუ რუ­სუ­ლი“ ოც­ნე­ბა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ედე­ბა ბრა­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 31 მარტს შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

სწორედ მაგ ქალბატონის დაფინანსებული იყო ეგ ბიჭი იმიტომ დაწვა ადამიანები ეგონა ინდოეთსი ვარო

კრახმონა
3

კრამონი გაკრამონებულა საკრამონეში ჩაკრამონებულა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა - "მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება"

ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა - "მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება"

აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა კრამონმა აღნიშნა, მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“.

"აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, [აქ იმისთვის ვარ] ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია”, - განაცხადა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ და მის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებენ. აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.