საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება" - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება" - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

ამინ­დთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. წერ­დნენ იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი ქა­რის მა­სე­ბი უახ­ლოვ­დე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ ცენ­ტრს და­ვუ­კავ­შირ­დით.

"სი­ცი­ვე იქ­ნე­ბა დღეს, უფრო სუს­ტად კი ხვალ და 2 აპ­რი­ლი­დან, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, მზი­ა­ნი, უქა­რო ამინ­დე­ბი გვექ­ნე­ბა. 7-მდე ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი:

- ის, რაც გა­სუ­ლი დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე იყო აჭა­რა-გუ­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძლი­ე­რი ქა­რის ქრო­ლა, თუნ­დაც თბი­ლი­სის ქარი, ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იყო პროგ­ნო­ზი გა­კე­თე­ბუ­ლი... რე­ა­ლუ­რად თბი­ლი­სის­თვის 32 მეტ­რი წამ­ში ანო­მა­ლუ­რი არ არის, რაც გა­რე­უბ­ნებ­ში (ნუ­ცუ­ბი­ძის ფერ­დო­ბი, დიდი დი­ღო­მი, ვარ­კე­თი­ლი, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა, თვი­თონ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია) და­ფიქ­სირ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მეტ­რი წამ­ში გახ­ლდათ. ასე რომ, ძლი­ე­რი ქარი უკვე იყო. დღეს, რო­გორც გი­თხა­რით, ქარი შე­სუს­ტდე­ბა, ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორც გუ­შინ, აღარ იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს, კერ­ძოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ხეთ­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, მა­ღალ მთა­ში თოვ­ლის სა­ხით.

- ანუ ეს დღეს და ღა­მით?

- კი, ხვალ დღი­სით გა­მო­ი­და­რებს და­სავ­ლე­თის უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ­ში. 2 აპ­რილს კარ­გი ამინ­დია, მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, 3-ში ასე­ვე კარ­გი ამინ­დი გვე­ლის, იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო. სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა მცი­რე, უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა 4-ში, 5-სა და 6-ში. 7 აპ­რილს ვე­ლო­დე­ბით ამინ­დის ცვლი­ლე­ბას. წვი­მა შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე იქ­ნე­ბა.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი უახ­ლოვ­დე­ბა...

- არა­ნა­ი­რი ქა­რიშ­ხა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ უახ­ლოვ­დე­ბა, მსგავ­სი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე და თბი­ლი­სის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ამას არ გას­ცდე­ბა. სა­ერ­თოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მოქ­მე­დებს... ახლა 1-ში ეს დას­რუ­ლე­ბა და 2-დან ვე­ლო­დე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას.

- ყინ­ვა არის სად­მე მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ერ­თა­დერ­თი, შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, ვთქვათ, თეთ­რი­წყა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მთებ­ში და მა­ღალ მთებ­ში, ოღონდ, დღი­სით, სა­უ­ბა­რია ღა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რებ­ზე.

სტატუს ქუო
40

მასე გვიახლოვდებოდა ზამთარში ციმბირის ციკლონი,23 გრადუსიანი ყინვით და რაა? თქვენი პროგნოზის არ გაიშვას...ფხხხხუკ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება" - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება" - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

ამინდთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. წერდნენ იმასაც, რომ საქართველოს ძლიერი ქარის მასები უახლოვდება. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრს დავუკავშირდით.

"სიცივე იქნება დღეს, უფრო სუსტად კი ხვალ და 2 აპრილიდან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მზიანი, უქარო ამინდები გვექნება. 7-მდე ამინდის გაუარესება არ არის მოსალოდნელი" - გვეუბნება გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი:

- ის, რაც გასული დღეების მანძილზე იყო აჭარა-გურიის ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის ქროლა, თუნდაც თბილისის ქარი, ამის შესახებ წინასწარ იყო პროგნოზი გაკეთებული... რეალურად თბილისისთვის 32 მეტრი წამში ანომალური არ არის, რაც გარეუბნებში (ნუცუბიძის ფერდობი, დიდი დიღომი, ვარკეთილი, აეროპორტის დასახლება, თვითონ აეროპორტის ტერიტორია) დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაახლოებით, 20 მეტრი წამში გახლდათ. ასე რომ, ძლიერი ქარი უკვე იყო. დღეს, როგორც გითხარით, ქარი შესუსტდება, ისეთი ძლიერი, როგორც გუშინ, აღარ იქნება. მოსალოდნელია ნალექი, ანუ შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალ მთაში თოვლის სახით.

- ანუ ეს დღეს და ღამით?

- კი, ხვალ დღისით გამოიდარებს დასავლეთის უმეტეს რაიონებში და აღმოსავლეთში. 2 აპრილს კარგი ამინდია, მოსალოდნელი, ტემპერატურა მოიმატებს, 3-ში ასევე კარგი ამინდი გველის, იქნება მაღალი ტემპერატურა და უმეტესად უნალექო. სანაპირო რაიონებში შეიძლება მცირე, უმნიშვნელო ნალექი აღინიშნოს. იგივე მდგომარეობაა 4-ში, 5-სა და 6-ში. 7 აპრილს ველოდებით ამინდის ცვლილებას. წვიმა შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება...

- არანაირი ქარიშხალი საქართველოს არ უახლოვდება, მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩვეულებრივად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და თბილისისთვის არის დამახასიათებელი, ამას არ გასცდება. საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერება ტემპერატურაზე მოქმედებს... ახლა 1-ში ეს დასრულება და 2-დან ველოდებით ტემპერატურის მატებას.

- ყინვა არის სადმე მოსალოდნელი?

- არ არის მოსალოდნელი, ერთადერთი, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ვთქვათ, თეთრიწყაროს ტერიტორიაზე და მთებში და მაღალ მთებში, ოღონდ, დღისით, საუბარია ღამის ტემპერატურებზე.