მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგანტური მაგნიტური ანომალია სწრაფად იზრდება და მრავლდება - მეცნიერების თქმით, ფენომენი ავისმომასწავებელია
გიგანტური მაგნიტური ანომალია სწრაფად იზრდება და მრავლდება - მეცნიერების თქმით, ფენომენი ავისმომასწავებელია

ევ­რო­პის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ თა­ნამ­გზავ­რე­ბი­დან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ი­ღო: სამ­ხრეთ-ატ­ლან­ტი­კუ­რი მაგ­ნი­ტუ­რი ანო­მა­ლია, ასე­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც ბრა­ზი­ლი­უ­რი, ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის მსგავ­სად იქ­ცე­ვა - ის იზ­რდე­ბა და იყო­ფა ნა­წი­ლე­ბად, ანუ მრავ­ლდე­ბა. ორ­ბი­ტი­დან ნათ­ლად ჩანს, რო­გორ წარ­მო­იქ­მნე­ბა ბირ­თვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოს აფ­რი­კას­თან მდე­ბა­რე­ობს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ანო­მა­ლია 2011 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. უკვე მა­შინ­ვე მისი ლაქა გა­და­ჭი­მუ­ლი იყო ბრა­ზი­ლი­ი­დან ზიმ­ბაბ­ვემ­დე. ამ­ჟა­მად კი მისი ზომა 8 მი­ლი­ონ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რამ­დეა გაზ­რდი­ლი.

ე.წ. ლა­ქის შიგ­ნით მაგ­ნი­ტუ­რი ველი გა­ცი­ლე­ბით სუს­ტია, ვიდ­რე გა­რეთ. ზღვის დო­ნე­ზე მისი ინ­ტენ­სი­ვო­ბა იგი­ვეა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე.

ანო­მა­ლია წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ ხვრელს პლა­ნე­ტის მაგ­ნი­ტოს­ფე­რო­ში - გარსში, რო­მე­ლიც იცავს ყვე­ლა ცო­ცხალ არ­სე­ბას კოს­მო­სუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბი­სა და მზის ქა­რის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. სა­გან­გა­შოც სწო­რედ ეს არის, რად­გან პრო­ცე­სე­ბი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ასეთ­მა ხვრელ­მა-ლა­ქებ­მა მთე­ლი პლა­ნე­ტა და­ფა­როს?

  • და­აკ­ვირ­დით სიმპტო­მებს...

გე­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი ში­შო­ბენ, რომ ახლა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტურ პო­ლუ­სებ­ში, გარ­და­უ­ვალ ცვლი­ლე­ბას მო­ას­წა­ვებს - ე.წ. გე­ო­მაგ­ნი­ტურ ინ­ვერ­სი­ას, რო­დე­საც სამ­ხრეთ მაგ­ნი­ტუ­რი პო­ლუ­სი ხდე­ბა ჩრდი­ლო­ე­თი და პი­რი­ქით.

ინ­ვერ­სი­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და მათ­მა კო­ლე­გებ­მა კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ ატ­ლან­ტი­კუ­რი ანო­მა­ლი­ის უც­ნა­ურ ტრანსფორ­მა­ცი­ას, არა­მედ ამ­ბო­ბენ, რომ სხვა სა­გან­გა­შო სიმპტო­მე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ერ­თად და ცალ-ცალ­კე შე­საძ­ლოა, სა­შიშ კა­ტაკ­ლიზ­მებს წარ­მო­ად­გენ­დეს.

პო­ლუ­სე­ბი უკვე იც­ვლე­ბა, თა­ნაც საკ­მა­ოდ სწრა­ფად - ჩრდი­ლო­ეთ მაგ­ნი­ტუ­რი - გა­და­დის კა­ნა­დის კუნ­ძულ ელეს­მე­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის­კენ - ციმ­ბირ­ში. მისი სიჩ­ქა­რე 1904 წლი­დან 15 კი­ლო­მეტ­რი­დან წე­ლი­წად­ში 60-მდე გა­ი­ზარ­და.

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ პო­ლუს­მაც და­ტო­ვა ან­ტარ­ქტი­და და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნეს შე­უ­ერ­თდა.

თა­ვად დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი ბოლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ით შე­სუს­ტდა და ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. ამის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლი­სა და და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა. უფრო ად­ვი­ლი გახ­და ნა­წი­ლა­კე­ბის შეღ­წე­ვა ქვე­და გა­ნე­დებ­ში.

ის, რომ პლა­ნე­ტის მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა აღარ არის იგი­ვე, მოწ­მობს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის მო­მა­ტე­ბა - სუს­ტმა მზის აფეთ­ქე­ბებ­მაც კი და­ი­წყეს მათი გა­მოწ­ვე­ვა, ამან გა­მო­იწ­ვია ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში სულ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე რე­აქ­ცი­ე­ბი.

  • ის­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა

რა­ტომ არის გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი არე­უ­ლო­ბა ცუდი? იმით, რომ პო­ლუ­სე­ბი იც­ვლი­ან ად­გი­ლებს და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლებს კომ­პა­სის არა ლურ­ჯი, არა­მედ წი­თე­ლი ისა­რი და რას ნიშ­ნავს ეს?

ექ­სპერ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ: მთა­ვა­რი საფრ­თხე, რა თქმა უნდა, არის არა პო­ლა­რო­ბის შებ­რუ­ნე­ბის შე­დე­გი, არა­მედ მისი პრო­ცე­სი. ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით, ის შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ასო­ბით ან თუნ­დაც ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პო­ლა­რო­ბის შებ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ე­ცე­მა - ათ­ჯერ, ან კი­დევ უფრო მე­ტად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­და­მი­წა ათე­უ­ლო­ბით მაგ­ნი­ტუ­რი პო­ლუ­სით "და­ი­ბე­რე­ბა". ეს არის სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში. უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ველი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა, რაც მა­შინ­ვე არ­თმევს დე­და­მი­წას მაგ­ნი­ტოს­ფე­როს. მისი "ქოლ­გის" გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა კი დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა. რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რომ­ლის ელექტრულ ქსე­ლებს სწრა­ფად "დაწ­ვავს“ მზის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბიც კი...

მხო­ლოდ ერთი რამ გვამ­შვი­დებს:

ინ­ვერ­სი­ებ­ზე ჯერ კი­დევ კა­მა­თო­ბენ. იქ­ნებ მარ­თლა არა­ფე­რია სა­ნერ­ვი­უ­ლო?! მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, თა­და­რიგს იჭე­რენ. მარ­თა­ლია, ხში­რად ისი­ნი სა­კუ­თარ თავ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ან: ზოგი გვპირ­დე­ბა ინ­ვერ­სი­ას "მი­ნი­მუმ ხვალ“, ზოგი - 2 ათა­სი წლის შემ­დეგ, ზოგი - 200 ათა­სი წლის, ზო­გიც - 25 მი­ლი­ო­ნი წლის შემ­დეგ. რა­ღაც კა­ტე­გო­რია კი, ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ერ­თოდ არა­ფერს გვპირ­დე­ბა.

და რაც მთა­ვა­რია, თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ პო­ლა­რო­ბის შეც­ვლა წარ­სულ­ში უკვე მოხ­და, ფაქ­ტია, რომ სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წა­ზე გა­დარ­ჩა... წყა­რო

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახ
24

ეს არის საინფორმაციო მომზადება. რაღაცას გვიმზადებენ

გიორგი
12

მაგნიტური ველი ყოველ 200 მილიონ წელიწადში ერთხელ 180° იცვლება. ეს დადასრურებული ფაქტია. ჩვენ ვცხოვრობთ ამგვარ გარდამავალ დროს და ეს ყველაფერში ასეა. უფალი გვაძლევს მინიშნებებს, ჩვენ კი სისულელეების გამო ერთმანეთს ვხოცაცთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

გიგანტური მაგნიტური ანომალია სწრაფად იზრდება და მრავლდება - მეცნიერების თქმით, ფენომენი ავისმომასწავებელია

გიგანტური მაგნიტური ანომალია სწრაფად იზრდება და მრავლდება - მეცნიერების თქმით, ფენომენი ავისმომასწავებელია

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრებიდან შემაშფოთებელი მონაცემები მიიღო: სამხრეთ-ატლანტიკური მაგნიტური ანომალია, ასევე ცნობილი, როგორც ბრაზილიური, ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად იქცევა - ის იზრდება და იყოფა ნაწილებად, ანუ მრავლდება. ორბიტიდან ნათლად ჩანს, როგორ წარმოიქმნება ბირთვი, რომელიც ყველაზე ახლოს აფრიკასთან მდებარეობს.

თავდაპირველად ანომალია 2011 წელს აღმოაჩინეს. უკვე მაშინვე მისი ლაქა გადაჭიმული იყო ბრაზილიიდან ზიმბაბვემდე. ამჟამად კი მისი ზომა 8 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეა გაზრდილი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">In an area stretching from Africa to South America, Earth’s magnetic field is gradually weakening. Scientists are using data from <a href="https://twitter.com/esa_swarm?ref_src=twsrc%5Etfw">@esa_swarm</a> to improve our understanding of this area known as the ‘South Atlantic Anomaly’ 👉 <a href="https://t.co/ZqTBA9DmX4">https://t.co/ZqTBA9DmX4</a> <a href="https://t.co/klc5SS7zYo">pic.twitter.com/klc5SS7zYo</a></p>&mdash; ESA (@esa) <a href="https://twitter.com/esa/status/1263087434818097154?ref_src=twsrc%5Etfw">May 20, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ე.წ. ლაქის შიგნით მაგნიტური ველი გაცილებით სუსტია, ვიდრე გარეთ. ზღვის დონეზე მისი ინტენსივობა იგივეა, რაც დაახლოებით 1000 კილომეტრის სიმაღლეზე.

ანომალია წარმოადგენს ერთგვარ ხვრელს პლანეტის მაგნიტოსფეროში - გარსში, რომელიც იცავს ყველა ცოცხალ არსებას კოსმოსური გამოსხივებისა და მზის ქარის მავნე ზემოქმედებისგან. საგანგაშოც სწორედ ეს არის, რადგან პროცესები არაპროგნოზირებადია. შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთმა ხვრელმა-ლაქებმა მთელი პლანეტა დაფაროს?

  • დააკვირდით სიმპტომებს...

გეოფიზიკოსები შიშობენ, რომ ახლა დაფიქსირებული ცვლილებები დედამიწის მაგნიტურ პოლუსებში, გარდაუვალ ცვლილებას მოასწავებს - ე.წ. გეომაგნიტურ ინვერსიას, როდესაც სამხრეთ მაგნიტური პოლუსი ხდება ჩრდილოეთი და პირიქით.

ინვერსიული კატაკლიზმები იწინასწარმეტყველეს როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან. ისინი აღნიშნავენ არა მხოლოდ სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის უცნაურ ტრანსფორმაციას, არამედ ამბობენ, რომ სხვა საგანგაშო სიმპტომებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ერთად და ცალ-ცალკე შესაძლოა, საშიშ კატაკლიზმებს წარმოადგენდეს.

პოლუსები უკვე იცვლება, თანაც საკმაოდ სწრაფად - ჩრდილოეთ მაგნიტური - გადადის კანადის კუნძულ ელესმერის ტერიტორიიდან რუსეთისკენ - ციმბირში. მისი სიჩქარე 1904 წლიდან 15 კილომეტრიდან წელიწადში 60-მდე გაიზარდა.

ამ დროის განმავლობაში სამხრეთ პოლუსმაც დატოვა ანტარქტიდა და ინდოეთის ოკეანეს შეუერთდა.

თავად დედამიწის მაგნიტური ველი ბოლო 200 წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით შესუსტდა და ეს პროცესი გრძელდება. ამის ნათელი დადასტურებაა ჩრდილოეთის ნათება, რომელიც გეომაგნიტური ველისა და დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება. უფრო ადვილი გახდა ნაწილაკების შეღწევა ქვედა განედებში.

ის, რომ პლანეტის მიზიდულობის ძალა აღარ არის იგივე, მოწმობს მაგნიტური ქარიშხლების მომატება - სუსტმა მზის აფეთქებებმაც კი დაიწყეს მათი გამოწვევა, ამან გამოიწვია ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებში სულ უფრო მგრძნობიარე რეაქციები.

  • ისრების გადაადგილება

რატომ არის გეომაგნიტური არეულობა ცუდი? იმით, რომ პოლუსები იცვლიან ადგილებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს კომპასის არა ლურჯი, არამედ წითელი ისარი და რას ნიშნავს ეს?

ექსპერტები განმარტავენ: მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, არის არა პოლარობის შებრუნების შედეგი, არამედ მისი პროცესი. ზოგიერთი შეფასებით, ის შეიძლება გაგრძელდეს ასობით ან თუნდაც ათასობით წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ პოლარობის შებრუნების პროცესში გეომაგნიტური ველის ინტენსივობა კატასტროფულად დაეცემა - ათჯერ, ან კიდევ უფრო მეტად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დედამიწა ათეულობით მაგნიტური პოლუსით "დაიბერება". ეს არის საუკეთესო შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, ველი საერთოდ გაქრება, რაც მაშინვე ართმევს დედამიწას მაგნიტოსფეროს. მისი "ქოლგის" გარეშე ცხოვრება კი დიდხანს ვერ გაგრძელდება. რომ აღარაფერი ვთქვათ ცივილიზაციაზე, რომლის ელექტრულ ქსელებს სწრაფად "დაწვავს“ მზის მოკრძალებული აფეთქებებიც კი...

მხოლოდ ერთი რამ გვამშვიდებს:

ინვერსიებზე ჯერ კიდევ კამათობენ. იქნებ მართლა არაფერია სანერვიულო?! მაგრამ მეცნიერები, ყოველი შემთხვევისთვის, თადარიგს იჭერენ. მართალია, ხშირად ისინი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან: ზოგი გვპირდება ინვერსიას "მინიმუმ ხვალ“, ზოგი - 2 ათასი წლის შემდეგ, ზოგი - 200 ათასი წლის, ზოგიც - 25 მილიონი წლის შემდეგ. რაღაც კატეგორია კი, ამ თვალსაზრისით, საერთოდ არაფერს გვპირდება.

და რაც მთავარია, თუ ვივარაუდებთ, რომ პოლარობის შეცვლა წარსულში უკვე მოხდა, ფაქტია, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გადარჩა... წყარო

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი