მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიქაუტაძის გოლი, მამარდაშვილის კარგი თამაში და "განეიტრალებული" კვარაცხელია - საქართველომ ქულის გადარჩენა შეძლო
მიქაუტაძის გოლი, მამარდაშვილის კარგი თამაში და "განეიტრალებული" კვარაცხელია - საქართველომ ქულის გადარჩენა შეძლო

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ­ზე, ნორ­ვე­გი­ას ბა­თუმ­ში უმას­პინ­ძლა. მატ­ჩი ან­გა­რი­შით: 1:1 დას­რულ­და.

პირ­ველ ტა­ი­მის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო აგებ­და ან­გა­რი­შით: 0:1.

ჩვენს ნაკ­რებს პირ­ველ ტა­იმ­ში თა­მა­ში არ წა­უ­ვი­და, ინი­ცი­ა­ტი­ვა პირ­ვე­ლი წუ­თე­ბის შემ­დგომ სტუმ­რებ­მა იგ­დეს ხელთ, რაც მე-16 წუთ­ზე გო­ლის გა­ტა­ნით გაგ­რძელ­და. ბურ­თი ქარ­თვე­ლე­ბის კარ­ში სი­ორ­ლოტ­მა გა­ი­ტა­ნა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თვე­ლებს არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­დათ, იყო ბევ­რი უზუს­ტო პასი, ამას­თა­ნა­ვე სტუმ­რებ­მა, თა­მა­ში­დან თით­ქმის სრუ­ლად გა­მო­თი­შეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ლი­დე­რი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. 38 -ე წუთ­ზე "კვა­რამ" მა­ინც მო­ა­ხერ­ხა გაჰ­ქ­ცე­ო­და მცვე­ლებს, თუმ­ცა ბურ­თი კარს ოდ­ნავ ას­ცდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე, 33-ე წუთ­ზე კი­დევ ერთ გოლს მა­მარ­დაშ­ვილ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.

მე­ო­რე ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პირ­ვე­ლი ტა­იმ­თან შე­და­რე­ბით თით­ქოს სხვა გუნ­დი გა­ვი­და მო­ე­დან­ზე. ძა­ლი­ან კარ­გად შე­ვიდ­ნენ თა­მაშ­ში შეც­ვლა­ზე შე­მო­სუ­ლი: ზივ­ზი­ვა­ძე, ლობ­ჟა­ნი­ძე და გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი. ჩვე­ნი გუნ­დის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად მე-60 წუთ­ზე ან­გა­რი­შის გაქ­ვი­თა შევ­ძე­ლით. კვეკ­ვეს­კი­რის პა­სის შემ­დეგ გოლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ი­ტა­ნა. მატ­ჩი ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კა­რის­კენ დარ­ტყმა მო­ა­ხერ­ხეს საბა ლობ­ჟა­ნი­ძემ და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­მაც, თუმ­ცა გო­ლის გა­ტა­ნა ვერ შეძ­ლეს.

71-ე წუთ­ზე სას­წა­უ­ლად ითა­მა­შა ჩვე­ნი კა­რის და­რაჯ­მა და სა­ქარ­თვე­ლო გოლს გა­და­არ­ჩი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ უმ­ძი­მეს ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლომ ქუ­ლის აღე­ბა შეძ­ლო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუთაშხია
2

თუ არ იცით სისულელეს ნუ წერთ მონგოლები თემურ ლენგის კი არა ჩინგიზ ყაენის შთამომავლები არიან თემური უზბეკი იყო და სამარკანდშია დასაფლავებული

მე----
5

გუნდი არ იყო შეკრული,ჩვენები ხანდახან უაზროდ დარბოდნენ,კიდევ კარგი კვარამ გაიტყუა და მიქაუტაძემ იმარჯვა,თორემ ხალხს ინფარქტი ჰქონდა უკვე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მიქაუტაძის გოლი, მამარდაშვილის კარგი თამაში და "განეიტრალებული" კვარაცხელია - საქართველომ ქულის გადარჩენა შეძლო

მიქაუტაძის გოლი, მამარდაშვილის კარგი თამაში და "განეიტრალებული" კვარაცხელია - საქართველომ ქულის გადარჩენა შეძლო

დღეს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით: 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმის შემდეგ საქართველო აგებდა ანგარიშით: 0:1.

ჩვენს ნაკრებს პირველ ტაიმში თამაში არ წაუვიდა, ინიციატივა პირველი წუთების შემდგომ სტუმრებმა იგდეს ხელთ, რაც მე-16 წუთზე გოლის გატანით გაგრძელდა. ბურთი ქართველების კარში სიორლოტმა გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს არაფერი გამოსდიოდათ, იყო ბევრი უზუსტო პასი, ამასთანავე სტუმრებმა, თამაშიდან თითქმის სრულად გამოთიშეს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. 38 -ე წუთზე "კვარამ" მაინც მოახერხა გაჰქცეოდა მცველებს, თუმცა ბურთი კარს ოდნავ ასცდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 33-ე წუთზე კიდევ ერთ გოლს მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმთან შედარებით თითქოს სხვა გუნდი გავიდა მოედანზე. ძალიან კარგად შევიდნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული: ზივზივაძე, ლობჟანიძე და გოჩოლეიშვილი. ჩვენი გუნდის აქტიურობის შედეგად მე-60 წუთზე ანგარიშის გაქვითა შევძელით. კვეკვესკირის პასის შემდეგ გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კარისკენ დარტყმა მოახერხეს საბა ლობჟანიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამაც, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

71-ე წუთზე სასწაულად ითამაშა ჩვენი კარის დარაჯმა და საქართველო გოლს გადაარჩინა. საბოლოოდ უმძიმეს ბრძოლაში საქართველომ ქულის აღება შეძლო.