საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა

სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია მო­უ­წო­დებს მმარ­თველ გუნდს, შე­წყვი­ტოს მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ზე­წო­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ცია ეხ­მა­უ­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით.

"დღეს, 2023 წლის 28 მარტს, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის” შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა "თა­ვი­სი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კით გახ­და ფორ­მუ­ლა ორი, კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­ო­რე ტე­ლე­ვი­ზია.” ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა მე­დი­ას­თან” და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ "იქ რო­გორ გა­და­ფორმ­და წი­ლე­ბი, სა­კუთ­რე­ბა და რო­გო­რია რე­ა­ლუ­რად ხარ­ჯე­ბი, რა­საც გას­ცე­მენ ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი - ამ დე­ტა­ლებ­ში მე ვერ შე­ვალ.”

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე, ერთ-ერთ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდა მა­სა­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "კე­ზე­რაშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა მე­დი­ას” აფი­ნან­სებს”.

სტა­ტი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა “პა­ლიტ­რა მე­დია” და გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის ცი­ლის­წა­მე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის გამო თავს და­ეს­ხა.

ქარ­ტია მი­იჩ­ნევს, რომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დია პლუ­რა­ლიზ­მის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ას მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შე­წყვი­ტოს აზ­რის, სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა და მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ზე­წო­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტავთ, რომ მა­უ­წყებ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­რო რე­ესტრში, ხოლო და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ვებ-გვერ­დზე. ქარ­ტია მო­უ­წო­დებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გნ­ლებს, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მონ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ღია წყა­რო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით", - ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლურ გან­ცახ­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

ვაა, ესეთი რამეც არსებობს ჩვენთან? მერე, რატომ უკრძალავენ მუშაობას? ეთიკის ნასახი არ აქვთ!

 

გჰგ
1

ეთიკის ქარტია, სად ხართ, როცა ნაციონალური არხებიდან არაეთიკური და შეურაცხმყოფელი საუბარი (რბილად ვამბობ, თორე საუბარი არაა) მოდის, ილანძღებიან ეთერებიდან და ათას სიბინძურეს ამბობენ, რასაც ამბები ჯი ბეჭდავს პირდაპირ. უნამუსო ჟურნალისტების მთელი ხროვაა მაგ ტელევიზიებში. ვინც მაგათ უსმენს, ისინი მეცოდებიან, თორემ უმრავლესობა მათ არც კი უსმენს, შიგადაშიგ ვიგებთ მაგათ უზნეობაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა. ორგანიზაცია ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას "პალიტრა მედიასთან" დაკავშირებით.

"დღეს, 2023 წლის 28 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრა მედიის” შესახებ განაცხადა, რომ ეს მედიასაშუალება "თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია.” ამასთან, კობახიძემ "პალიტრა მედიასთან” დაკავშირებით აღნიშნა, რომ "იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები - ამ დეტალებში მე ვერ შევალ.”

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განთავსდა მასალა, სადაც ნათქვამია, რომ "კეზერაშვილი "პალიტრა მედიას” აფინანსებს”.

სტატიას გამოეხმაურა “პალიტრა მედია” და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისწამება.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.

ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე. ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგნლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით", - ვკითხულობთ სპეციალურ განცახდებაში.

ასევე იხილეთ: