საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება სახალხო დამცველი შალვა რამიშვილის მხრიდან რამდენიმე ქალის შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ცნობებს
როგორ ეხმაურება სახალხო დამცველი შალვა რამიშვილის მხრიდან  რამდენიმე ქალის შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ცნობებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მიერ მათ მი­მართ მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებს და სრულ მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს ძა­ლა­დო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლე­ბის სურ­ვი­ლი­სა და მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში მათი საქ­მე­ე­ბი შე­ის­წავ­ლოს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი კი­დევ მე­ტად აძ­ლი­ე­რებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბის მი­მართ ისე­დაც არ­სე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მიერ მათ მი­მართ მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებს და იმ თან­მდევ მოვ­ლე­ნებს რაც ამ გახ­მა­უ­რე­ბას მოყ­ვა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თა­ნად­გო­მას უცხა­დებს ძა­ლა­დო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლებს და, რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, გა­მოთ­ქვამს სრულ მზად­ყოფ­ნას, მათი სურ­ვი­ლი­სა და მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­სტი­ტუ­ტის მან­და­ტის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლოს მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი აგ­რე­სი­ას სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლე­ბი­სად­მი მი­მარ­თავს - მათ მო­ნა­თხრობს უა­პე­ლა­ცი­ოდ ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ, მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მათ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს, რისი მი­ზა­ნიც სა­ვა­რა­უ­დო შე­მა­ვიწ­რო­ებ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვაა, სა­ვა­რა­უ­დო შე­მა­ვიწ­რო­ე­ბელს კი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი კი­დევ მე­ტად აძ­ლი­ე­რებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბის მი­მართ ისე­დაც არ­სე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს, ახა­ლი­სებს მათ მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და და­მა­ტე­ბით სო­ცი­ა­ლურ ბა­რი­ერს უქ­მნის, რომ მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რონ და მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს.

ამა­ვე დროს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს სურს ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს ამ მოვ­ლე­ნე­ბის მე­დი­ა­გა­შუ­ქე­ბის სა­კი­თხზე. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­უ­წო­დებს, რომ პა­ტი­ვი სცენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, სივ­რცის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებს მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა, ეთერ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის ჯე­რო­ვა­ნი სი­ზუს­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და დრო­უ­ლად შე­ას­წო­რონ შეც­დო­მე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბით, რო­მე­ლიც, კერ­ძო პი­რის გან­ცხა­დე­ბით, ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ასე­ვე შე­ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია და მი­უ­ღე­ბე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტთა მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
4

შალვას ფესვი ნაცმოში აქვს, ნაცმო თავშივე ანარჩევი კონტინგენტია, სია შეადგინეს სოროსებმა , ედუარდებმა , კიდევ ფსბ-მ, კიდევ ცსს-მ , შეთანხმდნენ და შვეს პარტია , თვალშისაცემია , თუ ბრმები არ ხართ, რომ შეირჩნენ გარკვეული "ხინჯის" მქონე პირები , რაღაც რომ აკლდთ, ზოგს გვარიშვილობა, ეთნიკური კუთვნილება და სამეტყველო აპარატის დეფექტი, ზოგს მხედველობის და ზოგს ტანმოკლეობის, ან სისხლნაკლულობის, ზოგი მესამეული და ზოგიც ქორწინების გარეშე შობილი და ასე შემდეგ, ანუ კომპლექსიანები შეირჩნენ, რომელთა ამ მახასიათებლების გამომზეურების შიშით შანტაჟი და მართვა შესაძლებელია ! კაცი რომელსაც ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა არ გააჩნია, ცვედანია, მაგრამ ვინც სკამის ფეხის ძალით და თანამდებობით ცდილობს ქალის დაუფლებას, მანიაკია, ავადმყოფია ! მთელი სპექტრი ქალებზე ამ მოძალადეების , ზოგი მხილებული და ზოგიც აქამდე მიჩუმათებული იმ სიიდანაა მოხვედრილი ოლიმპზე, სექსუალური ხასიათის ფსიქოგადახრები აქვთ, ამას იწვევს მაგალითად ის, რომ ყმაწვილკაცობისას გოგოები ახლოს არ იკარებდნენ და ამიტომაც მასტურბაციას ეწეოდნენ, რაც ასევე გადახრაა ნორმიდან , ანუ სექსუალურ ფანტაზიას ეძლეოდნენ, რას სწორედ შესაძლოა ძალადობისაკენ მიმართავს თანამდებობრივ ძალას, ამას მიხვდები, თუ იმ ნაძალადევი ქალის ადგილას წარმოიდგენ თავს -ეძებ სამსახურს, ნასწავლ ნაჯაფი ხარ ცხოვრებაში , შესაძლოა გათხოვილი, დანიშნული, შეყვარებული , შედიხარ სამუშაოს მომცემთან და ის გიყურებს , როგორც მიმცემს ? ხვადაგი, ეს კალაბოკა ესა , კვვაზიმუნდო -კვაზიტრაკს ნიშნავს, კაბინეტში გამოცხვა ქალების გულთამპყრობელ კაზანოვად?! ლიდერიც ამ გადახრებით ხასიათდება, დედიანად , ქალსაც აქვს , კი ! აღვირახსნილი ფანტაზია და თანამდებობით მიღებული ძალა და უფლება წარმოშობს მოძალადეს ! ჩეკისტებს, უამრავს ცოლი თავადაზნაურობიდან ყავდათ, როგორა გგონიათ შეუყვარდათ მამაპაპის მკვლელი ავაზაკი თავადის ასულებს !?

ლავრენტი
5

თუ ქვეყანა არსებობს, არსებობს ასევე სამართალდამცავი ორგანოები! თუ ეს ორგანოები ცუდად მუშაობენ, ამ ვითომ სახალხო დამცველს რისი შეცვლა შეუძლია - არაფრის. თუ ორგანოები ცუდად მუშაობენ მაშინ საერთოდ რა საჭიროა? თუ მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციას უწევს რატომ აქვს ამხელა ამბიცია ამ თანამდებობაზე მომუშავეებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორ ეხმაურება სახალხო დამცველი შალვა რამიშვილის მხრიდან რამდენიმე ქალის შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ცნობებს

როგორ ეხმაურება სახალხო დამცველი შალვა რამიშვილის მხრიდან  რამდენიმე ქალის შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ცნობებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების სურვილისა და მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოყვა. სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედიაგაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: