მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

მათი ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გის­ტრა­ცია 2023 წლის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი­სათ­ვის. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სზე, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­და­სა და მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის, ასე­ვე უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე რე­გის­ტრა­ცია 3 აპ­რი­ლის 18:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომ 3 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ 2023 წლის გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი ვე­ღარ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა. ეს ის ვა­დაა, რო­დე­საც ძი­რი­თა­დი რე­გის­ტრა­ცია სრულ­დე­ბა. ამ თა­რი­ღის შემ­დეგ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 13 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე მხო­ლოდ საგ­ნის შეც­ვლა ან და­მა­ტე­ბა, ასე­ვე გა­მოც­დის ენის შეც­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ; პროგ­რა­მე­ბის წაშ­ლის, არ­ჩე­ვი­სა და შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ. ეს პრო­ცე­სი აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მომ­დევ­ნო დღის 18:00 სა­ათ­ზე შე­წყდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

ამას­თან, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფა­სუ­რი (ერთი გა­მოც­დი­სათ­ვის) 10 ლა­რია. ამა­ვე თან­ხას იხ­დის სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეც. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის და­რე­გის­ტრი­რე­ბა უფა­სოა, ხოლო მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი 50 ლა­რია.

"რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე იხ­დით შე­სა­ბა­მის სა­ფა­სურს (1 სა­გა­ნი - 10 ლარი). სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად ამოწ­მებს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მოც­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შე­სა­ხებ. თუ გა­დახ­და არ და­დას­ტურ­და, გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი ეკ­რან­ზე ხე­დავს შე­სა­ბა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბას და ვე­ღარ ას­რუ­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ას. გა­დახ­დის შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ვებგ­ვერ­დზე www.naec.ge”,- აცხა­დე­ბენ გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში.

კი­თხვა­ზე, რო­გორ უნდა გა­ი­გოს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­მა ნამ­დვი­ლად და­რე­გის­ტრირ­და თუ არა, გა­მოც­დევ­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს სის­ტე­მა­ში შე­სას­ვლელს ხუთ­ნიშ­ნა კოდს და ეს იქ­ნე­ბა იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ რე­გის­ტრა­ცია წარ­მა­ტე­ბი­თაა გავ­ლი­ლი. ცენ­ტში გვირ­ჩე­ვენ, არ გა­ვან­დოთ სხვას კოდი.

„ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ელექტრო­ნუ­ლი კრე­ბუ­ლი „ცნო­ბა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის" https://naec.ge/#/ge/post/2361 ცნო­ბარ­ში მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და ასე­ვე, ყვე­ლა ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რომ­ლებ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს. ცნო­ბარ­ში იხი­ლავთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის, სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის, შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის, აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის, ჩა­რი­ცხვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის წე­სის შე­სა­ხებ.

შე­მოქ­მე­დე­ბით ტურს ირ­ჩევთ რე­გის­ტრა­ცი­ის დროს თან­ხის გა­დახ­დის გა­რე­შე. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად უნდა მი­მარ­თოთ შე­სა­ბა­მი­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას.

ამას­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბის მო­ნიშ­ვნა და შემ­დგომ ფორ­მა N100 -ის წარ­მოდ­გე­ნა 13 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე ევა­ლე­ბათ იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ გა­მოც­დე­ბის დროს სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­რე­მოს შექ­მნას. მხედ­ვე­ლო­ბის სათ­ვა­ლის გამო სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბის მო­ნიშ­ვნა სა­ჭი­რო არ არის“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან კი­თხვა­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­საც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვადა რამ­დე­ნი­მე თვე­ში გას­დის, რა­ი­მე პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა თუ არა, გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­რი­ცხვის მო­მენ­ტში პროგ­რა­მა იყოს აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტი გრანტს ვერ მი­ი­ღებს. „ცნო­ბარ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ნახ­ლე­ბა­დია და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის ვა­დე­ბი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას!“- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

მათი ცნობით, მიმდინარეობს რეგისტრაცია 2023 წლის საგამოცდო პროცესისათვის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ვეღარ დარეგისტრირდება. ეს ის ვადაა, როდესაც ძირითადი რეგისტრაცია სრულდება. ამ თარიღის შემდეგ აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე მხოლოდ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შეეძლებათ; პროგრამების წაშლის, არჩევისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება.

ამასთან, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

"რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე იხდით შესაბამის საფასურს (1 საგანი - 10 ლარი). სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ. თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ ასრულებს რეგისტრაციას. გადახდის შესაძლო საშუალებები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.naec.ge”,- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა ნამდვილად დარეგისტრირდა თუ არა, გამოცდევბის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის დასრულებისას მომხმარებელი მიიღებს სისტემაში შესასვლელს ხუთნიშნა კოდს და ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ რეგისტრაცია წარმატებითაა გავლილი. ცენტში გვირჩევენ, არ გავანდოთ სხვას კოდი.

„ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის" https://naec.ge/#/ge/post/2361 ცნობარში მოცემულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ასევე, ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მიმდინარეობს მიღება მიმდინარე სასწავლო წელს. ცნობარში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

შემოქმედებით ტურს ირჩევთ რეგისტრაციის დროს თანხის გადახდის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

ამასთან, სპეციალური პირობის მონიშვნა და შემდგომ ფორმა N100 -ის წარმოდგენა 13 აპრილის 18:00 საათამდე ევალებათ იმ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნას. მხედველობის სათვალის გამო სპეციალური პირობის მონიშვნა საჭირო არ არის“,-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან კითხვაზე, საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, რომელსაც აკრედიტაციის ვადა რამდენიმე თვეში გასდის, რაიმე პრობლემა იქნება თუ არა, გამოცდების ცენტრში განმარტავენ, რომმნიშვნელოვანია, ჩარიცხვის მომენტში პროგრამა იყოს აკრედიტებული, რადგან სხვა შემთხვევაში სტუდენტი გრანტს ვერ მიიღებს. „ცნობარში მითითებული ინფორმაცია განახლებადია და გარკვეული პერიოდულობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები ცენტრის ვებგვერდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“- ნათქვამია განცხადებაში.