მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე პასუხისმგებლობა წესდება - რა სანქციებია გათვალისწინებული
საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე პასუხისმგებლობა წესდება - რა სანქციებია გათვალისწინებული

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ობი­ექ­ტის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა წეს­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლის და­მა­ტე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მო­ე­დან­ზე, გზა­ზე, პარკში, სკვერ­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ინ­ვენ­ტა­რის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა ობი­ექ­ტის, მათ შო­რის საგ­ზაო ნიშ­ნის, შუქ­ნიშ­ნის, გა­რე­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში არ­სე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა − გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

იმა­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბა კი გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 5 დღემ­დე ვა­დით.

ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ან სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლარს აღე­მა­ტე­ბა. თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა, პირს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ეკის­რე­ბა.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს. ინი­ცი­ა­ტორ­თა გან­მარ­ტე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ობი­ექ­ტებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, გან­ზრახ აზი­ა­ნე­ბენ.

"გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი ად­გე­ბა, რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს ქო­ნე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ვან­და­ლიზ­მის ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­გო­რი­ცაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ობი­ექ­ტის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, რა­საც ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ოდე­ნო­ბის ზი­ა­ნი არ გა­მო­უწ­ვე­ვია, სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა", - აცხა­დე­ბენ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რე­ბი.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: - ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი, ირაკ­ლი ზარ­ქუა, ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე და ნინო იო­ბაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეეეე!!!
0

300 ლარი? ხუმრობთ? 3000 – რომ აღარ უნდოდეს გაიმეოროს.

Qeto
0

რაც გააფუჭა, ის უნდა ახალი იყიდოს ან აღადგინოს! 3 წლისაა, თუ 80 ის, არა აქვს მნიშვნელობა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე პასუხისმგებლობა წესდება - რა სანქციებია გათვალისწინებული

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე პასუხისმგებლობა წესდება - რა სანქციებია გათვალისწინებული

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" სპეციალური მუხლის დამატებას, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილები "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პირები საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ობიექტებს მიზანმიმართულად, განზრახ აზიანებენ.

"გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება", - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე და ნინო იობაშვილი.