საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის უფლებას ძველი წესით ვეღარ მიიღებთ - რა უნდა იცოდეთ ლიცენზიის მისაღებად
დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის უფლებას ძველი წესით ვეღარ მიიღებთ - რა უნდა იცოდეთ ლიცენზიის მისაღებად

20 მარ­ტი­დან A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის ნე­ბარ­თვე­ბის ძვე­ლი სის­ტე­მით გა­ცე­მა შე­წყდე­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ამოქ­მედ­დე­ბა და ერთჯე­რა­დად გა­ი­ცე­მა უვა­დო ნე­ბარ­თვე­ბი.

"20 მარ­ტი­დან შე­წყდე­ბა ძვე­ლი სის­ტე­მით A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა და პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ამოქ­მედ­დე­ბა. პირ­ველ აპ­რილს ერთჯე­რა­დად გა­ი­ცე­მა უვა­დო ნე­ბარ­თვე­ბი, რომ­ლის გა­ყიდ­ვას, ყიდ­ვას, იჯა­რით გა­ცე­მას თვი­თონ შეძ­ლე­ბენ ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლე­ბი. თბი­ლი­სის მე­რია ნე­ბარ­თვებს მე­ტად აღარ გას­ცემს. ეს ნე­ბარ­თვე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს მუდ­მივ სა­კუთ­რე­ბა­ში დარ­ჩე­ბათ და შემ­დეგ მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა, იჯა­რის წე­სით გა­დას­ცენ ნე­ბარ­თვა ვინ­მეს თუ გა­ყი­დონ“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძემ კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს, რომ თუ 20 მარ­ტამ­დე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს არ მი­მარ­თეს, უვა­დო ნე­ბარ­თვებს ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ.

"ვი­ნა­ი­დან, ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამით ამო­ი­წუ­რე­ბა, მო­ვუ­წო­დებ იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სებს მარ­თა­ვენ და არას­დროს აუ­ღი­ათ ნე­ბარ­თვა, 20 მარ­ტამ­დე მი­მარ­თონ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და ძვე­ლი სის­ტე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი A კა­ტე­გო­რი­ის ნე­ბარ­თვა აი­ღონ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი პირ­ველ აპ­რილს უვა­დო ნე­ბარ­თვებს ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
0

საზ. ტრანსპორტი ხო მოაწესრიგა ჩვენმა კახამ გზები ხო განტვირთა საცობისგან ახლა ტაქსებს მიადგა. მადლიერმა მოსახლებამ კახა მომწესირგებელი უნდა ვუწოდოთ და ისტორიის სახელმძღვანელოში შევიტანოთ ცალკე თავად მომავალი სასწავლო წლიდან

.
3

ვეღარაფერი გავიგე. ანუ კალაძემ გვითხრა რომ პირველი აპრილიდან ისეთი ცხოვრება გვექნება რომ, ტაქსაობა აღარ იქნება საჭიროო?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის უფლებას ძველი წესით ვეღარ მიიღებთ - რა უნდა იცოდეთ ლიცენზიის მისაღებად

დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის უფლებას ძველი წესით ვეღარ მიიღებთ - რა უნდა იცოდეთ ლიცენზიის მისაღებად

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.

"20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.

"ვინაიდან, ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.