მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-100 გამარჯვება, მე-15 ჩემპიონობა და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია
მე-100 გამარჯვება, მე-15 ჩემპიონობა და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ბა­და­ხოს­ში "რაგ­ბი ევ­რო­პის" ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლია 38:11 და­ა­მარ­ცხა.

  • ეს გა­მარ­ჯვე­ბა "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის­თვის“ ამ ტურ­ნირ­ზე მო­გე­ბუ­ლი მე-100 მატ­ჩი იყო, ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა წა­უ­გე­ბე­ლი სე­რია 29 მატ­ჩამ­დე გა­ზარ­დეს, რაც ახა­ლი რე­კორ­დია.

მატ­ჩის წინ "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის“ მწვრთნელ­მა მა­ი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მატ­ჩი ყვე­ლას და­ა­ნა­ხებ­და, სა­დაა ჩვე­ნი გუნ­დი და სა­დაა მე­ტო­ქე. პორ­ტუ­გა­ლია დე­ბი­უ­ტში ლე­ლო­თი და­წი­ნა­ურ­და, რა­საც ტა­ბუ­ცა­ძის ორი ლელო და აბ­ჟან­და­ძის ორი­დან ერთი ზუს­ტი გარ­და­სახ­ვა მოჰ­ყვა.

28-ე წუთ­ზე მსაჯ­მა ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი შა­რი­ქა­ძე სა­ხი­ფა­თო თა­მა­შის გამო გა­ა­სინ­ბი­ნა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ კი ორი სა­ჯა­რი­მო­თი სხვა­ო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მო­ე­დან­ზე უფრო შე­მარ­თუ­ლი გა­ვი­და, ტა­ბუ­ცა­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­ტე­ვა ვერ და­აგ­ვირ­გვი­ნა, თუმ­ცა მალე მა­მუ­კაშ­ვილ­მა დადო ლელო, ხოლო აბ­ჟან­და­ძემ გარ­და­სახ­ვა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. თა­მა­ში ცოტა არ იყოს, აი­რია, რაც მე­ტო­ქეს აძ­ლევ­და ხელს, რი­თაც ვერ ისარ­გებ­ლეს.

სა­მა­გი­ე­როდ, ისარ­გებ­ლეს ქარ­თვე­ლებ­მა - პა­პი­ძის ლე­ლო­თი და აბ­ჟან­და­ძის გარ­და­სახ­ვით 13 ქუ­ლით გა­ვიდ­ნენ წინ. ეს მატჩში გარ­დამ­ტე­ხი ეპი­ზო­დი გა­მოდ­გა. ორი­ვე გუნ­დი­დან სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე ტა­ბუ­ცა­ძემ ისევ წა­მო­ი­წყო იე­რი­ში, რო­მე­ლიც თაფ­ლა­ძემ წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ას­რუ­ლა, მატ­კა­ვამ გარ­და­სახ­ვა მი­ა­ყო­ლა და ან­გა­რი­ში კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი გა­ტყდნენ, რი­ცხობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბა­შიც დარ­ჩნენ, რაც ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის კი­დევ ერთი ტრი­უმ­ფის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

"ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" "რაბ­გი ევ­რო­პის" ჩემ­პი­ო­ნე­ბი უკვე მე­თხუთ­მე­ტედ გახ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ania
0

ყველაზე მაგარი და საამაყო ბიჭები! წარმატებამუდამ და ყოველთვის!

აი
2

ასე გაგვეხარებინეთ მსოფლიო ჩემპიონატზეც. თან ფინალში. მეტი არ გვინდა )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მე-100 გამარჯვება, მე-15 ჩემპიონობა და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

მე-100 გამარჯვება, მე-15 ჩემპიონობა და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში "რაგბი ევროპის" ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხა.

  • ეს გამარჯვება "ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბეებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.

მატჩის წინ "ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე. პორტუგალია დებიუტში ლელოთი დაწინაურდა, რასაც ტაბუცაძის ორი ლელო და აბჟანდაძის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

28-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის კაპიტანი შარიქაძე სახიფათო თამაშის გამო გაასინბინა, მოწინააღმდეგემ კი ორი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო შემართული გავიდა, ტაბუცაძემ შესანიშნავი შეტევა ვერ დააგვირგვინა, თუმცა მალე მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. თამაში ცოტა არ იყოს, აირია, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს, რითაც ვერ ისარგებლეს.

სამაგიეროდ, ისარგებლეს ქართველებმა - პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით 13 ქულით გავიდნენ წინ. ეს მატჩში გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა. ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ტაბუცაძემ ისევ წამოიწყო იერიში, რომელიც თაფლაძემ წარმატებულად დაასრულა, მატკავამ გარდასახვა მიაყოლა და ანგარიში კომფორტული გახდა.

საბოლოოდ, პორტუგალიელები გატყდნენ, რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ, რაც ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი ტრიუმფის საფუძველი გახდა.

"ბორჯღალოსნები" "რაბგი ევროპის" ჩემპიონები უკვე მეთხუთმეტედ გახდნენ.