მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე სწორედ ჩვენ ვიყავით" - გიორგი კეკელიძე
"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე  სწორედ ჩვენ ვიყავით" -  გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მას­ზე და დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში აგო­რე­ბულ შავ პი­არ­ზე კი­დევ ერთხელ წერს.

"დღეს უკა­ნას­კნე­ლად დავ­წერ და და­გემ­შვი­დო­ბე­ბით. არა­ვის გან­ვსჯი, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი და ფიქ­რი და ეს ხალ­ხიც გა­თა­თხეს და მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, 'იუ­ნეს­კოს საქ­მე" ადა­მი­ა­ნის თით­ქმის და­მარ­თე­ბულ ინ­ფარ­ქტს გა­უ­თა­ნაბ­რეს, ადა­მი­ა­ნის­ვე დახ­ვრე­ტის ბრალ­დე­ბით რომ შე­ემ­თხვა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის უბინ­ძუ­რე­სი შე­მო­ტე­ვა არა­ერთ ქარ­თველ მწე­რალ­ზე, მათ გა­მო­ხა­ტულ პო­ზი­ცი­ას გა­უ­ტო­ლეს, მაგ­რამ ეგრე ვი­ღა­ცის­თვის უც­ნა­უ­რად მოხ­და, რომ მე და ტუ­რი­კას, მა­გა­ლი­თად არც სა­ლა­მი შეგ­ვი­წყვი­ტავს ქეთი დუმ­ბა­ძის­თვის (ყო­ველ დი­ლით და სა­ღა­მო­თი მო­ვი­კი­თხავ­დი - ვიცი რა რთუ­ლია ამ დროს ეუ­ლად ყოფ­ნა), არც ელი­სო ბოლ­ქვა­ძის "იუ­ნეს­კოს წე­რილ­ზე" მოგ­ვი­წე­რია ხელი, მაგ­რამ ბოლო ხუთი დღეა, უც­ნა­უ­რი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის და ტროლ-ბო­ტე­ბის მხრი­დან სწო­რედ ჩვენ ვი­ყა­ვით ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე. განა მიკ­ვირს რა­ტომ? - ვიცი. და­წე­რეს და თქვეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მათი ან მკარ­ნა­ხებ­ლის ფან­ტა­ზია გას­წვდა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, არა­ვის თავს არ ვა­ცო­დებ - ეს ორი კვი­რაა ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია გა­მოვ­თქვი, ად­რეც გა­მო­მით­ქვამს და გა­მოვ­თქვამ ყო­ველ­თვის, როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა - ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია. არც ამის წაყ­რუ­ე­ბაა სწო­რი, მაგ­რამ ვერც ვე­რა­ვინ და­მა­ხე­ვი­ნებს უკან. ვე­რას­დროს. ჩვენ გვებ­რძო­ლეთ ბა­ტო­ნო - გა­ამ­ხნე­ვეთ და მორ­წყეთ თქვე­ნი "ფან­ტა­ზია", მაგ­რამ ამით მხო­ლოდ მე კი არა - ქვე­ყა­ნას მი­იყ­ვანთ უფსკრულ­თან. ეს ჩემი რჩე­ვაა, თქვენ­თვი­საც უკე­თე­სი. დრო­ე­ბით. " - წერს კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქშ­ში".

ასე­ვე იხი­ლეთ:

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე სწორედ ჩვენ ვიყავით" - გიორგი კეკელიძე

"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე  სწორედ ჩვენ ვიყავით" -  გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე მასზე და დათო ტურაშვილზე, ბოლო პერიოდში აგორებულ შავ პიარზე კიდევ ერთხელ წერს.

"დღეს უკანასკნელად დავწერ და დაგემშვიდობებით. არავის განვსჯი, ყველას აქვს საკუთარი ლოგიკური არგუმენტი და ფიქრი და ეს ხალხიც გათათხეს და მიწასთან გაასწორეს, 'იუნესკოს საქმე" ადამიანის თითქმის დამართებულ ინფარქტს გაუთანაბრეს, ადამიანისვე დახვრეტის ბრალდებით რომ შეემთხვა, ორგანიზებული ჯგუფების უბინძურესი შემოტევა არაერთ ქართველ მწერალზე, მათ გამოხატულ პოზიციას გაუტოლეს, მაგრამ ეგრე ვიღაცისთვის უცნაურად მოხდა, რომ მე და ტურიკას, მაგალითად არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის (ყოველ დილით და საღამოთი მოვიკითხავდი - ვიცი რა რთულია ამ დროს ეულად ყოფნა), არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ბოლო ხუთი დღეა, უცნაურივე ადამიანების და ტროლ-ბოტების მხრიდან სწორედ ჩვენ ვიყავით ძირითადი სამიზნე. განა მიკვირს რატომ? - ვიცი. დაწერეს და თქვეს ყველაფერი, რასაც მათი ან მკარნახებლის ფანტაზია გასწვდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის თავს არ ვაცოდებ - ეს ორი კვირაა ჩემი სამოქალაქო პოზიცია გამოვთქვი, ადრეც გამომითქვამს და გამოვთქვამ ყოველთვის, როცა საჭირო იქნება - ეს ჩემი არჩევანია. არც ამის წაყრუებაა სწორი, მაგრამ ვერც ვერავინ დამახევინებს უკან. ვერასდროს. ჩვენ გვებრძოლეთ ბატონო - გაამხნევეთ და მორწყეთ თქვენი ,,ფანტაზია", მაგრამ ამით მხოლოდ მე კი არა - ქვეყანას მიიყვანთ უფსკრულთან. ეს ჩემი რჩევაა, თქვენთვისაც უკეთესი. დროებით. " - წერს კეკელიძე "ფეისბუქშში".

ასევე იხილეთ: