მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის 10-წლიანი გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის - რა წერია "ეფ ეს ბე"-ს  საიდუმლო დოკუმენტში
კრემლის 10-წლიანი გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის - რა წერია "ეფ ეს ბე"-ს  საიდუმლო დოკუმენტში

რა წე­რია კრემ­ლის "სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტში", რო­მე­ლიც მოლ­დო­ვის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის 10-წლი­ან გეგ­მას სა­ხავს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (ეფ ეს ბე) მიერ შედ­გე­ნი­ლი სა­ი­დუმ­ლო გეგ­მა მოლ­დო­ვის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის დე­ტა­ლურ ვა­რი­ან­ტებს მო­ი­ცავს, მათ შო­რის პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რას, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტის მუ­ქა­რას, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია გან­მარ­ტავს, რომ რო­გორც ჩანს, დო­კუ­მენ­ტი შედ­გე­ნი­ლია მოლ­დო­ვის და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რაც მო­ი­ცავს ნა­ტოს-თან უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

მას­ში არა­ერ­თხე­ლაა მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი მოლ­დო­ვას ნატო-ში გა­წევ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

CNN-ის ცნო­ბით, დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვა და პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა მე­დი­ის კონ­სორ­ცი­უმ­მა, მათ შო­რის VSquare-მა, RISE Moldova-მ, Expressen-მა, Dossier Center-მა და სხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა.

CNN-მა დო­კუ­მენ­ტის - "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში“ სრუ­ლი ვა­რი­ან­ტი ნახა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, 2021 წელს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ტრანსსა­სა­ზღვრო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რატ­მა და­წე­რა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­კუ­მენ­ტი მოლ­დო­ვის რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში მოქ­ცე­ვის­თვის 10-წლი­ან სტრა­ტე­გი­ას ად­გენს.

გეგ­მა მო­ი­ცავს მოლ­დო­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სუ­ლი გა­ზის იმ­პორტზე და სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას, ასე­ვე ცდი­ლობს დაბ­ლო­კოს მოლ­დო­ვის ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც პრო­რუ­სულ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში, დნესტრის­პი­რეთ­ში გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ხუთგვერ­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია მოკ­ლე, სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე. უახ­ლო­ეს მიზ­ნებს შო­რი­საა „მოლ­დო­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ კონ­სტრუქ­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან“ და „მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კის იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია დნესტრის­პი­რეთ­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ყოფ­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ“.

სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან მიზ­ნებს შო­რი­საა მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კა­სა და ნატო-ს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ეფეს­ბე-ს დო­კუ­მენ­ტი ასა­ხავს გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­საც, მათ შო­რის "მოლ­დო­ვის პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ელი­ტებ­ში სტა­ბი­ლუ­რი პრო­რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ჯგუ­ფე­ბის შექ­მნას“ და „ნატო-ს მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას“.

დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სას, კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და: ”ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით ასე­თი გეგ­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს მო­რი­გი „ფე­ი­კია“. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის იყო და რჩე­ბა ღია კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი, ორ­მხრივ სარ­გე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის, მათ შო­რის მოლ­დო­ვას­თან.“

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
1

პატარა ქვეყნის სინდრომი სჭირს ბევრს. რუსეთის უძლეველობის კიდევ სჯერათ და ამიტომ არ სჯერათ, როგორ თუ საუდუმლო ვინმემ გაიგოო. რა გიკვირთ, იმ საიდუმლო დოკუმენტებს ვერ გაყიდნენ თუ რა? კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა. 

ალექს
8

ეგ რა არის, ლენინს მთელი მსოფლიოს წითელპროლეტარული სახელმწიფოს შიგნით მოქცევის გეგმაც ქონდა და არ აცალა სტალინმა, ერთშიო, სოციალიზმიო, მაღლა მუშა, ძირს ნიკოლოზ, მხოლოდ აქაოდა, აქ დავიბადეთ, ისიც ერთხელ?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

კრემლის 10-წლიანი გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის - რა წერია "ეფ ეს ბე"-ს  საიდუმლო დოკუმენტში

კრემლის 10-წლიანი გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის - რა წერია "ეფ ეს ბე"-ს  საიდუმლო დოკუმენტში

რა წერია კრემლის "საიდუმლო დოკუმენტში", რომელიც მოლდოვის დესტაბილიზაციის 10-წლიან გეგმას სახავს.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ეფ ეს ბე) მიერ შედგენილი საიდუმლო გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციის დეტალურ ვარიანტებს მოიცავს, მათ შორის პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენებას და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარას, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ როგორც ჩანს, დოკუმენტი შედგენილია მოლდოვის დასავლეთისკენ სწრაფვის შესაჩერებლად, რაც მოიცავს ნატოს-თან უფრო მჭიდრო ურთიერთობასა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

მასში არაერთხელაა მინიშნებული მოლდოვას ნატო-ში გაწევრების პრევენციის მნიშვნელობა.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტი მოიპოვა და პირველად გამოაქვეყნა მედიის კონსორციუმმა, მათ შორის VSquare-მა, RISE Moldova-მ, Expressen-მა, Dossier Center-მა და სხვა მედია საშუალებებმა.

CNN-მა დოკუმენტის - "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ სრული ვარიანტი ნახა, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორატმა დაწერა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევისთვის 10-წლიან სტრატეგიას ადგენს.

გეგმა მოიცავს მოლდოვის დამოკიდებულებას რუსული გაზის იმპორტზე და სოციალური კონფლიქტის გაღვივებას, ასევე ცდილობს დაბლოკოს მოლდოვის ძალისხმევა, რომელიც პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში გავლენის მოპოვებისკენაა მიმართული. ხუთგვერდიანი დოკუმენტში საუბარია მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მიზნებზე. უახლოეს მიზნებს შორისაა „მოლდოვის პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ კონსტრუქციულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან“ და „მოლდოვის რესპუბლიკის იმ ინიციატივების განეიტრალება, რომელიც მიმართულია დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ყოფნის ლიკვიდაციისკენ“.

საშუალოვადიან მიზნებს შორისაა მოლდოვის რესპუბლიკასა და ნატო-ს შორის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეფესბე-ს დოკუმენტი ასახავს გრძელვადიან მიზნებსაც, მათ შორის "მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში სტაბილური პრორუსული გავლენის ჯგუფების შექმნას“ და „ნატო-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“.

დოკუმენტის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: ”ჩვენ არაფერი ვიცით ასეთი გეგმის არსებობის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მორიგი „ფეიკია“. რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია კეთილმეზობლური, ორმხრივ სარგებელზე ორიენტირებული ურთიერთობების დამყარებისთვის, მათ შორის მოლდოვასთან.“