მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიშველი შემოვიდა, ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ..." - ბრუკ შილდსი ამბობს, რომ წლების წინ მასზე იძალადეს
"შიშველი შემოვიდა, ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ..." - ბრუკ შილდსი ამბობს, რომ წლების წინ მასზე იძალადეს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ბრუკ შილდსი ამ­ბობს, რომ 30 წლის წინ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. მსა­ხი­ო­ბი ჟურ­ნალ People-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში წარ­სულ ტრავ­მას იხ­სე­ნებს და ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს. შილდსის თქმით, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მას­ზე იძა­ლა­და ჰო­ლი­ვუდ­ში გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და.

ბრუკ შილდსმა ახ­სნა, რომ ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უამ­ბო, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ არა­ვინ და­უ­ჯე­რებ­და - "ასე­თი ფიქ­რე­ბი მქონ­და. ხალ­ხს მა­შინ არ სჯე­რო­და ასე­თი ამ­ბე­ბის. მე­გო­ნა, რომ მუ­შა­ო­ბას ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლებ­დი“.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის 25 წლამ­დე ასა­კის იყო, როცა ეს შე­ემ­თხვა. მას ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კო­ლე­ჯი, კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე ფიქ­რობ­და და სა­მუ­შა­ოს ეძებ­და. ამა­სო­ბა­ში, ვახ­შამ­ზე ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა პი­როვ­ნე­ბამ და­პა­ტი­ჟა. ახალ­გაზ­რდა ბრუკს ეგო­ნა, რომ მას სამ­სა­ხუ­რის შე­სა­თა­ვა­ზებ­ლად ხვდე­ბო­და. ვახ­შმის შემ­დეგ, მა­მა­კაც­მა ბრუ­კი თა­ვის ოთახ­ში აიყ­ვა­ნა და სა­ნამ ტაქ­სის გა­მო­ი­ძა­ხებ­და, მას­ზე იძა­ლა­და.

ბრუკ­მა შემ­თხვე­ვა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა: "სას­ტუმ­როს ოთახს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, როცა ის შიშ­ვე­ლი შე­მო­ვი­და. ეგ­რე­ვე ჩემ­კენ გა­მო­ე­მარ­თა. თა­ვი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვუ­წევ­დი, მაგ­რამ შე­მე­შინ­და, არ და­ვეხრჩე. ამის გამო ბევ­რი ვე­ღარ ვიბ­რძო­ლე და სა­ბო­ლო­ოდ, ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი. ვი­ფიქ­რე, რომ ერთხელ არას თქმა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. შემ­დეგ მხო­ლოდ იმას ვფიქ­რობ­დი, რომ რო­გორ­მე გა­მეძ­ლო და იქი­დან ცო­ცხა­ლი წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი სული სხე­ულს გა­მო­ე­თი­შა. ლიფ­ტით ქვე­მოთ ჩა­ვე­დი და თვი­თონ გა­მო­ვი­ძა­ხე ტაქ­სი. ჩემი მე­გობ­რის სახ­ლამ­დე მთე­ლი გზა ვტი­რო­დი," - იხ­სე­ნებ­და მსა­ხი­ო­ბი.

ბრუ­კი People-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, რომ ამ ამ­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ფიქ­რობ­და, რომ მა­მა­კაცს სას­ტუმ­როს ოთახ­ში არ უნდა აჰ­ყო­ლო­და - "შენ იქ არ ყო­ფილ­ხარ. ეს არ მომ­ხდა­რა, ამას ვუ­მე­ო­რებ­დი თავს".

57 წლის ბრუკ შილდსის თქმით, მტკივ­ნე­უ­ლი ის­ტო­რია იმ მიზ­ნით გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თავი მარ­ტოდ არ იგ­რძნონ და სურს იმ ქა­ლებს და­უ­ჭი­როს მხა­რი, რომ­ლე­ბიც სი­მარ­თლის გამ­ხე­ლას გა­და­წყვე­ტენ.

წყა­რო: insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

უმშვენიერესი გოგო იყო და რომელ მამაკაცს არ გადარევდა...როგორ შეიცვალა...

მერაბი
8

შეუყვანია და შეუყვანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შიშველი შემოვიდა, ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ..." - ბრუკ შილდსი ამბობს, რომ წლების წინ მასზე იძალადეს

"შიშველი შემოვიდა, ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ..." - ბრუკ შილდსი ამბობს, რომ წლების წინ მასზე იძალადეს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრუკ შილდსი ამბობს, რომ 30 წლის წინ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მსახიობი ჟურნალ People-თან ინტერვიუში წარსულ ტრავმას იხსენებს და ინციდენტის შესახებ დეტალურად საუბრობს. შილდსის თქმით, მამაკაცი, რომელმაც მასზე იძალადა ჰოლივუდში გავლენით სარგებლობდა.

ბრუკ შილდსმა ახსნა, რომ ამ შემთხვევის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უამბო, რადგან ფიქრობდა, რომ არავინ დაუჯერებდა - "ასეთი ფიქრები მქონდა. ხალხს მაშინ არ სჯეროდა ასეთი ამბების. მეგონა, რომ მუშაობას ვეღარასდროს შევძლებდი“.

მსახიობის თქმით, ის 25 წლამდე ასაკის იყო, როცა ეს შეემთხვა. მას ახალი დამთავრებული ჰქონდა კოლეჯი, კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდა და სამუშაოს ეძებდა. ამასობაში, ვახშამზე ჰოლივუდის ერთ-ერთმა გავლენიანმა პიროვნებამ დაპატიჟა. ახალგაზრდა ბრუკს ეგონა, რომ მას სამსახურის შესათავაზებლად ხვდებოდა. ვახშმის შემდეგ, მამაკაცმა ბრუკი თავის ოთახში აიყვანა და სანამ ტაქსის გამოიძახებდა, მასზე იძალადა.

ბრუკმა შემთხვევა დეტალურად აღწერა: "სასტუმროს ოთახს ვათვალიერებდი, როცა ის შიშველი შემოვიდა. ეგრევე ჩემკენ გამოემართა. თავიდან წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ შემეშინდა, არ დავეხრჩე. ამის გამო ბევრი ვეღარ ვიბრძოლე და საბოლოოდ, ადგილზე გავშეშდი. ვიფიქრე, რომ ერთხელ არას თქმა საკმარისი იქნებოდა. შემდეგ მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ როგორმე გამეძლო და იქიდან ცოცხალი წავსულიყავი. ფაქტობრივად, ჩემი სული სხეულს გამოეთიშა. ლიფტით ქვემოთ ჩავედი და თვითონ გამოვიძახე ტაქსი. ჩემი მეგობრის სახლამდე მთელი გზა ვტიროდი," - იხსენებდა მსახიობი.

ბრუკი People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ მამაკაცს სასტუმროს ოთახში არ უნდა აჰყოლოდა - "შენ იქ არ ყოფილხარ. ეს არ მომხდარა, ამას ვუმეორებდი თავს".

57 წლის ბრუკ შილდსის თქმით, მტკივნეული ისტორია იმ მიზნით გაასაჯაროვა, რომ ადამიანებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ და სურს იმ ქალებს დაუჭიროს მხარი, რომლებიც სიმართლის გამხელას გადაწყვეტენ.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა