ცხოვრების მიზანი შეიძლება ყველა ადამიანისთვის განსხვავებული იყოს: ზოგისთვის ეს ოჯახის შექმნაა, ზოგისთვის სიმდიდრის დაგროვება, მოგზაურობა, აღმოჩენების გაკეთება და სხვა.
ადამიანთა ნაწილს კი თავისი ცხოვრების მიზანი ჯერაც არ აღმოუჩენია. „ალტე“ ლათინური სიტყვაა და უმაღლეს წერტილს, ზენიტს ნიშნავს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანმა თავის საქმეში უნდა იზრუნოს თავისი მიზნის პოვნასა და მიღწევაზე, იქნება ეს სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, უკვე თავისი სფეროს პროფესიონალი თუ სხვა.
ცხოვრების მიზანი გაძლევს მოტივაციას, ყოველ დილით ადგე და ხალისით განაგრძო რაღაცის კეთება. ის გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე. სწორედ ცხოვრების მიზნის არსებობაზეა დამოკიდებული, რამდენად კმაყოფილი ხარ იმით, რასაც აკეთებ და მიიწევ თუ არა შენი ალტეს - ანუ უმაღლესი მწვერვალისკენ.
როგორ იპოვო შენი ალტე?
სფეროს, მოვლენისა თუ ზოგადად ცხოვრების მიმართ. შთაგონება ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თითქმის ყველაფერი, რაც ცხოვრების მიზნის პოვნაში გვეხმარება, მეტი ცოდნის მიღებას გულისხმობს, შესაბამისად, ალტეს მიღწევის გზა სწორედ განათლებასა და სწორად შერჩეულ გარემოზე გადის.
ახალი კამპანია - რა არის შენი ალტე, რომელიც ალტე უნივერსიტეტმა დაიწყო, სწორედ ცხოვრების მიზნის პოვნისა და მისი მიღწევის გზებს გულისხმობს. უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ განათლება შენი ცხოვრების მიზნის პოვნის მთავარი გასაღებია. ამასთან, ალტეში ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტი უნდა გაძლევდეს იმაზე მეტს, ვიდრე მხოლოდ განათლებაა, ეს არის გარემო და ურთიერთობები. მათი ერთობლიობა კი გეხმარება შექმნა შენი თავის საუკეთესო ვერსია, მიაღწიო შენი ცხოვრების უმაღლეს წერტილს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია.
„რაც არ უნდა იყოს შენი ალტე, მის მიღწევას ალტე უნივერსიტეტში შეძლებ,“ - გვეუბნება კამპანიის ლოზუნგი.
R