სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი მზადაა სახალხო დამცველს შეხვდეს - ლევან იოსელიანს შეუძლია ის ნებისმიერ დროს მოინახულოს" - შალვა ხაჭაპურიძე
"მიხეილ სააკაშვილი მზადაა სახალხო დამცველს შეხვდეს - ლევან იოსელიანს შეუძლია ის ნებისმიერ დროს მოინახულოს" - შალვა ხაჭაპურიძე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის, ახალ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ლე­ვან იო­სე­ლი­ანს შეხ­ვდეს.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის მიერ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­მო­ხა­ტულ მზად­ყოფ­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ხა­ჭა­პუ­რი­ძის თქმით, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რია და მას ეს­მო­და, თუ რა გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის გა­მოც, მან თა­ვად უნდა ნა­ხოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა. „ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ამ პო­ზი­ცი­ას მი­ე­სალ­მე­ბა. წი­ნა­აღ­მდე­გი რა­ტომ იქ­ნე­ბა? ის მზად არის ნე­ბის­მი­ერ კო­მი­სი­ას, ნე­ბის­მი­ერ ექ­სპერტს, მი­თუ­მე­ტეს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს შეხ­ვდეს, ნა­ხოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა. ერთი წე­ლი­წა­დია ამ­ბო­ბენ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ავად არ არი­სო, პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ის­მენ­და პარ­ლა­მენ­ტში რა გან­ცხა­დე­ბე­ბიც კეთ­დე­ბო­და, მი­ვი­დეს და თა­ვად ნა­ხოს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია ეს ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

ის ასე­ვე, გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის 500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას. რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძე გან­მარ­ტავს, ამ ყვე­ლა­ფერს შოუს ელე­მენ­ტე­ბი აქვს, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ ჯა­რი­მას გა­ა­უქ­მებს.

"წინა კად­რე­ბი როცა გავ­რცელ­და, მა­ში­ნაც მი­ი­ღეს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რის მხა­რე და­ი­ჭი­რა. აქაც იგი­ვე შოუს ელე­მენ­ტე­ბით არის ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ახლა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ისევ გა­ა­სა­ჩივ­რებს და სა­სა­მარ­თლო გა­ა­მარ­თლებს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს - შოუა ეს. ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის კეთ­დე­ბა, თით­ქოს, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი მუ­შა­ობს და ა.შ.

თუ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გის და­დე­ბა უნ­დო­დათ, იმ კად­რებ­ში ექი­მე­ბი, ად­ვო­კა­ტი, გი­უ­ლი ალა­სა­ნია, პარ­ლა­მენ­ტის ორი დე­პუ­ტა­ტი - ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე და კობა ნა­ყო­ფია ჩა­ნან - ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ამ სა­კი­თხზე ნამ­სჯე­ლი არ არის, მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხია. კი ბა­ტო­ნო, სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ირ­ღვა, მაგ­რამ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ არ და­ირ­ღვა? ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის გა­კეთ­და, რომ ილუ­ზია შე­იქ­მნას - დე­მოკ­რა­ტი­აა და რომ თით­ქოს, არ ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ ირ­ღვე­ვა, გარ­კვე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა გვაქ­ვსო. ეს 500 ლარი რაღა იყო? კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შოუს ელე­მენ­ტე­ბი­თაა, თით­ქოს, გვაქვს ასე­თი ტი­პის სამ­სა­ხუ­რი და აჯა­რი­მე­ბენ. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე სა­ერ­თოდ პირ­და­პირ ეთერ­ში იჯდა და გა­ნი­ხი­ლავ­და, კო­მენ­ტა­რებს უკე­თებ­და იმ კად­რებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­დევ უფრო შე­ლა­ხა სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, შე­საძ­ლოა, ცუდი შე­დე­გი დად­გეს.

„სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა, მისი წონა 60 კგ-ს მი­უ­ახ­ლოვ­და, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გი დად­გეს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ერთი მსახიობის თეატრი! არადა, ძალიან მდრე რეპერტუარი აქვს, მალე სულ დაარგვას მაყურებელს! აფსუს რა მსახიობი იღუპება?! გაიხედეთ, ქალაქი ხომარ იწვის!?

ხაბე
0

გაიღო მოწყალება ბელადმა 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მზადაა სახალხო დამცველს შეხვდეს - ლევან იოსელიანს შეუძლია ის ნებისმიერ დროს მოინახულოს" - შალვა ხაჭაპურიძე

"მიხეილ სააკაშვილი მზადაა სახალხო დამცველს შეხვდეს - ლევან იოსელიანს შეუძლია ის ნებისმიერ დროს მოინახულოს" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, რითაც ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ლევან იოსელიანის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გამოხატულ მზადყოფნას გამოეხმაურა.

ხაჭაპურიძის თქმით, ლევან იოსელიანი ყოფილი პარლამენტარია და მას ესმოდა, თუ რა განცხადებები კეთდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც, მან თავად უნდა ნახოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა. „ძალიან კარგია, რომ ეს სურვილი გამოთქვა. ამ განცხადების შემდეგ, სააკაშვილი არ მინახავს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის ამ პოზიციას მიესალმება. წინააღმდეგი რატომ იქნება? ის მზად არის ნებისმიერ კომისიას, ნებისმიერ ექსპერტს, მითუმეტეს, სახალხო დამცველს შეხვდეს, ნახოს სახალხო დამცველმა. ერთი წელიწადია ამბობენ, სააკაშვილი ავად არ არისო, პარლამენტარი იყო სახალხო დამცველი, ისმენდა პარლამენტში რა განცხადებებიც კეთდებოდა, მივიდეს და თავად ნახოს, რა მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ნებისმიერ დროს შეუძლია ეს ვიზიტი განახორციელოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძე.

ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პენიტენციური სამსახურის 500 ლარით დაჯარიმებას. როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ამ ყველაფერს შოუს ელემენტები აქვს, ვინაიდან სასამართლო აღნიშნულ ჯარიმას გააუქმებს.

"წინა კადრები როცა გავრცელდა, მაშინაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და პენიტენციურის მხარე დაიჭირა. აქაც იგივე შოუს ელემენტებით არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი, ახლა ამ გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური ისევ გაასაჩივრებს და სასამართლო გაამართლებს პენიტენციურ სამსახურს - შოუა ეს. ყველაფერი იმისთვის კეთდება, თითქოს, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი მუშაობს და ა.შ.

თუ რეალური შედეგის დადება უნდოდათ, იმ კადრებში ექიმები, ადვოკატი, გიული ალასანია, პარლამენტის ორი დეპუტატი - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია ჩანან - ამ გადაწყვეტილებაში ამ საკითხზე ნამსჯელი არ არის, მხოლოდ სააკაშვილის საკითხია. კი ბატონო, სააკაშვილის პერსონალური მონაცემები დაირღვა, მაგრამ სხვა ადამიანების მიმართ არ დაირღვა? ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ილუზია შეიქმნას - დემოკრატიაა და რომ თითქოს, არ ირღვევა ადამიანების პერსონალური მონაცემები, თუ ირღვევა, გარკვეული რეაგირება გვაქვსო. ეს 500 ლარი რაღა იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი შოუს ელემენტებითაა, თითქოს, გვაქვს ასეთი ტიპის სამსახური და აჯარიმებენ. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საერთოდ პირდაპირ ეთერში იჯდა და განიხილავდა, კომენტარებს უკეთებდა იმ კადრებს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო შელახა სააკაშვილის უფლებები“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა, ცუდი შედეგი დადგეს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.