საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით" - საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაში მონაწილეობდა
"თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით" - საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაში მონაწილეობდა

გუ­შინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე თვით­ნე­ბუ­რად მოქ­მე­დებ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი. მე­ტიც, ის მოქ­მე­დებ­და სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კის დარ­ღვე­ვით და მისი მო­წო­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობ­და ხელს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ას და მის მღვდელმთა­ვარს რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის გა­ეგ­ზავ­ნა შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­ეკ­ლე­სიო ეთი­კის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია მლოც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა­გან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მი­მარ­თვე­ბი, გი­ნე­ბა და, მით უფრო, ქვე­ბის სრო­ლა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მიერ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს რა­დი­კა­ლუ­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი პო­ზი­ცი­ე­ბის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბი­სა­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბი­სა­კენ მო­ვუ­წო­დეთ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გუ­შინ, 2023 წლის 14 მარტს, გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე თვით­ნე­ბუ­რად მოქ­მე­დებ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი. მე­ტიც, ის მოქ­მე­დებ­და სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კის დარ­ღვე­ვით და მისი მო­წო­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობ­და ხელს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ას და მის მღვდელმთა­ვარს რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის გა­ეგ­ზავ­ნა შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი.

აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ქვეყ­ნი­სათ­ვის რა­ი­მე სი­კე­თის მო­ტა­ნა სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი­სათ­ვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნის მცდე­ლო­ბით, ეს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ის, რაც გუ­შინ ვი­ხი­ლეთ, რო­დე­საც აქ­ცი­ა­ზე ლოც­ვას­თან ერ­თად ის­მო­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი მუ­ქა­რა.

სა­ეკ­ლე­სიო ეთი­კის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლია მლოც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა­გან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მი­მარ­თვე­ბი, გი­ნე­ბა და, მით უფრო, ქვე­ბის სრო­ლა.

რო­გორც ადრე აღ­ვნიშ­ნეთ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყო­ვე­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტი, პო­ლა­რი­ზე­ბი­სა და შფო­თის მცდე­ლო­ბა, და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლი მხრი­და­ნაც უნდა იყოს ის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, ეკ­ლე­სი­ის­გან შორს დგას.

ვლო­ცუ­ლობთ მშვი­დო­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­ტკი­ცის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოი,
13

რა გველაძუები ხართ, თქვე სათითაოდ გასაკრეჭებო, კირილის აგენტებო!

ზაზა
152

რა გვანან ეს უპატრონოები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით" - საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაში მონაწილეობდა

"თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით" - საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაში მონაწილეობდა

გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

"რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.

აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, "მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა.

საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას.

ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.