მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი
ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

რომ არა ვულ­კა­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი, კა­ტია და მო­რის კრაფ­ტებს მსოფ­ლიო ალ­ბათ, ვერც გა­იც­ნობ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი ერ­თად ყოფ­ნა სწო­რედ სა­ერ­თო დიდი ინ­ტე­რე­სის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. კრაფ­ტე­ბის ის­ტო­რია ერთ-ერთი უჩ­ვე­უ­ლოა მთელს მსფო­ლი­ო­ში და მას ანა­ლო­გი თით­ქმის არ გა­აჩ­ნია. მი­ზე­ზი ვულ­კა­ნე­ბი და მათი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა...

კეტ­რინ ჟო­ზე­ფინ, იგი­ვე კა­ტია კრაფ­ტი 1942 წელს, საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. მისი ქმა­რი, მო­რის პოლ კრაფ­ტი კი 1946 წელს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­დნენ, მშფოთ­ვა­რე ადა­მი­ა­ნურ­მა სამ­ყა­რომ აი­ძუ­ლა, კომ­ფორ­ტი ბუ­ნე­ბა­ში ეპო­ვათ.

”ჩვენ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით კა­ცობ­რი­ო­ბით, - თქვა კა­ტი­ამ ერთხელ, - ვი­ნა­ი­დან ვულ­კა­ნი ადა­მი­ან­ზე დი­დია, ჩვენ ვიგ­რძე­ნით, რომ ეს იყო ის, რაც გვჭირ­დე­ბო­და“.

კრაფ­ტე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი გახ­დნენ, რო­გორც პი­ო­ნე­რი ვულ­კა­ნო­ლო­გე­ბი. ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ხში­რად ჩან­და, ისი­ნი ლა­ვის ნა­კა­დებს რამ­დე­ნად უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ.

ბრჭყვი­ა­ლა მე­ტა­ლის კოს­ტუმ­ში შე­მო­სი­ლი კა­ტია კრაფ­ტი გამ­დნა­რი კლდის ჟო­ლოს­ფე­რი ფარ­დის წინ, რო­მე­ლიც მის უკან მი­წი­დან ამო­დის - ეს დრა­მა­ტუ­ლი მო­მენ­ტი აღ­ბეჭ­დი­ლია 1984 წელს ის­ლან­დი­ის ვულ­კა­ნის კრაფ­ლას თავ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ში, ცე­ცხლო­ვა­ნი მწვერ­ვა­ლის უკა­ნას­კნე­ლი ამოფრქვე­ვის დროს. ფო­ტოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას თით­ქოს იგ­რძნო­ბა ვულ­კა­ნის სი­ცხე, ის­მის მისი ღრი­ა­ლი და იგ­რძნო­ბა კრაფ­ტის გუ­ლის­ცე­მაც.

"რო­დე­საც ამოფრქვე­ვას და­ი­ნა­ხავ, მერე მის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, ვერ იცხოვ­რებ, რად­გან ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა“, - ამ­ბობს კა­ტია კრაფ­ტი National Geographic-ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლი“.

კრაფ­ტი იყო უში­შა­რი პი­ო­ნე­რი ვულ­კა­ნო­ლო­გი­ა­ში, სწავ­ლობ­და ფეთ­ქე­ბად მწვერ­ვა­ლებს იმ დროს, რო­დე­საც ამ სფე­რო­ში სულ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ქალი იყო. თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წერ­და წიგ­ნებს, იღებ­და ფილ­მებს და აწყობ­და მე­დი­ა­ტუ­რებს, რათა ვულ­კა­ნუ­რი რის­კე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ცოდ­ნა მთელს მსოფ­ლი­ო­ში გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ. თავ­და­პირ­ვე­ლად წყვი­ლი ყუ­რა­დღე­ბას ე.წ. ამოფრქვე­ვებ­ზე ამახ­ვი­ლებ­და, რო­დე­საც ლავა ვულ­კა­ნი­დან მი­ე­დი­ნე­ბა. ეს ამოფრქვე­ვე­ბი, რო­გორც წესი, ნაკ­ლე­ბად სა­სიკ­ვდი­ლოა, მაგ­რამ 1980 წელს ვა­შინგტონ­ში წმინ­და ელე­ნეს ასეთ ამოფრქვე­ვას 57 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ხოლო 1985 წელს კო­ლუმ­ბი­ის ნე­ვა­დო დელ რუ­ი­სის ამოფრქვე­ვის შემ­დეგ გა­მოწ­ვე­ულ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ღვარ­ცოფს 20 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

  • სა­ბე­დის­წე­რო ამოფრქვე­ვა

1991 წლის 3 ივ­ნისს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 16:00 სა­ათ­ზე, ამო­იფ­რქვა მთა უნ­ზე­ნი, რო­მელ­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პი­როკ­ლას­ტუ­რი ნა­კა­დე­ბი. შე­დე­გად, და­ი­ღუ­პა 37 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ კრაფ­ტე­ბი და მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ვულ­კა­ნო­ლო­გი ჰარი გლი­კე­ნი, რო­მე­ლიც ამოფრქვე­ვის და­საკ­ვირ­ვებ­ლად მათ თან ახ­ლდა. 5 ივ­ნისს, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის პოვ­ნის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ გლინ­კე­ნი გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, ხოლო კრაფ­ტე­ბი - არა.

სა­მი­ვე მკვლე­ვა­რის ცხე­დარს კრე­მა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

  • კრაფ­ტე­ბის გავ­ლე­ნა ვულ­კა­ნო­ლო­გი­ა­ზე

კა­ტი­ას გავ­ლე­ნა ვულ­კა­ნო­ლო­გი­ა­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მისი და­ნა­ტო­ვა­რი ბევრ ახალ­გაზ­რდა ქალს შთა­ა­გო­ნებ­და, შე­ეს­წავ­ლათ ჩვე­ნი პლა­ნე­ტა. დღეს ვულ­კა­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის IAVCEI-ის 937 წევ­რი­დან 39% ქა­ლია.

ცნო­ბი­სათ­ვის, IAVCEI-ის 22-ვე პრე­ზი­დენ­ტი მა­მა­კა­ცი იყო.

"კა­ტია კრაფ­ტი ნამ­დვი­ლად არის მი­ზე­ზი იმი­სა, რის გა­მოც მე ამ საქ­მეს ვა­კე­თებ“, - ამ­ბობს კარ­ლა ტი­რა­ბოს­კი, გერ­მა­ნი­ის მი­უნსტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პოსტდოქ­ტო­რან­ტი. ტი­რა­ბოს­კიმ კა­ტია პირ­ვე­ლად დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ნახა. მა­შინ ის 6 წლის იყო, ამ­ჟა­მად კი ის მწვერ­ვა­ლე­ბის სიღ­რმე­ში ცე­ცხლო­ვან პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბა.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. ჭ.
1

აი ესენი არიან მეცნიერები და არა ისინი, ვინც პროტექციით ბეჭდავენ სტატიებს ინფაქტფაქტორიან ჟურნალებში... გრანტებს იღებენ პოლიტიკური ნიშნით.

გიორგი
6

"რო­დე­საც ამოფრქვე­ვას და­ი­ნა­ხავ, მერე მის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, ვერ იცხოვ­რებ, რად­გან ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა“- ეგ პომპეის მცხოვრებლებს უთხარით :))

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

რომ არა ვულკანებისადმი განსაკუთრებული ინტერესი, კატია და მორის კრაფტებს მსოფლიო ალბათ, ვერც გაიცნობდა. როგორც ამბობენ, მათი ერთად ყოფნა სწორედ საერთო დიდი ინტერესის დამსახურება იყო. კრაფტების ისტორია ერთ-ერთი უჩვეულოა მთელს მსფოლიოში და მას ანალოგი თითქმის არ გააჩნია. მიზეზი ვულკანები და მათი სიყვარულია, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა...

კეტრინ ჟოზეფინ, იგივე კატია კრაფტი 1942 წელს, საფრანგეთში დაიბადა. მისი ქმარი, მორის პოლ კრაფტი კი 1946 წელს. მეორე მსოფლიო ომის წლებში დაბადებულები, როგორც თვითონ ამბობდნენ, მშფოთვარე ადამიანურმა სამყარომ აიძულა, კომფორტი ბუნებაში ეპოვათ.

”ჩვენ იმედგაცრუებული ვიყავით კაცობრიობით, - თქვა კატიამ ერთხელ, - ვინაიდან ვულკანი ადამიანზე დიდია, ჩვენ ვიგრძენით, რომ ეს იყო ის, რაც გვჭირდებოდა“.

კრაფტები ცნობილები გახდნენ, როგორც პიონერი ვულკანოლოგები. ფოტო და ვიდეომასალაში ხშირად ჩანდა, ისინი ლავის ნაკადებს რამდენად უახლოვდებოდნენ.

ბრჭყვიალა მეტალის კოსტუმში შემოსილი კატია კრაფტი გამდნარი კლდის ჟოლოსფერი ფარდის წინ, რომელიც მის უკან მიწიდან ამოდის - ეს დრამატული მომენტი აღბეჭდილია 1984 წელს ისლანდიის ვულკანის კრაფლას თავზე გადაღებულ ფოტოში, ცეცხლოვანი მწვერვალის უკანასკნელი ამოფრქვევის დროს. ფოტოს დათვალიერებისას თითქოს იგრძნობა ვულკანის სიცხე, ისმის მისი ღრიალი და იგრძნობა კრაფტის გულისცემაც.

"როდესაც ამოფრქვევას დაინახავ, მერე მის გარეშე, უბრალოდ, ვერ იცხოვრებ, რადგან ეს არის საუკეთესო სანახაობა“, - ამბობს კატია კრაფტი National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმში "სიყვარულის ცეცხლი“.

კრაფტი იყო უშიშარი პიონერი ვულკანოლოგიაში, სწავლობდა ფეთქებად მწვერვალებს იმ დროს, როდესაც ამ სფეროში სულ თითზე ჩამოსათვლელი ქალი იყო. თავის მეუღლესთან ერთად წერდა წიგნებს, იღებდა ფილმებს და აწყობდა მედიატურებს, რათა ვულკანური რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცოდნა მთელს მსოფლიოში გაეზიარებინათ. თავდაპირველად წყვილი ყურადღებას ე.წ. ამოფრქვევებზე ამახვილებდა, როდესაც ლავა ვულკანიდან მიედინება. ეს ამოფრქვევები, როგორც წესი, ნაკლებად სასიკვდილოა, მაგრამ 1980 წელს ვაშინგტონში წმინდა ელენეს ასეთ ამოფრქვევას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1985 წელს კოლუმბიის ნევადო დელ რუისის ამოფრქვევის შემდეგ გამოწვეულ მომაკვდინებელ ღვარცოფს 20 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

  • საბედისწერო ამოფრქვევა

1991 წლის 3 ივნისს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ამოიფრქვა მთა უნზენი, რომელმაც ჩამოაყალიბა პიროკლასტური ნაკადები. შედეგად, დაიღუპა 37 ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ კრაფტები და მათი თანამემამულე ვულკანოლოგი ჰარი გლიკენი, რომელიც ამოფრქვევის დასაკვირვებლად მათ თან ახლდა. 5 ივნისს, გარდაცვლილების პოვნის შემდეგ დადგინდა, რომ გლინკენი გაქცევას ცდილობდა, ხოლო კრაფტები - არა.

სამივე მკვლევარის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა.

  • კრაფტების გავლენა ვულკანოლოგიაზე

კატიას გავლენა ვულკანოლოგიაზე საკმაოდ მაღალია. მისი დანატოვარი ბევრ ახალგაზრდა ქალს შთააგონებდა, შეესწავლათ ჩვენი პლანეტა. დღეს ვულკანოლოგიური საერთაშორისო საზოგადოების IAVCEI-ის 937 წევრიდან 39% ქალია.

ცნობისათვის, IAVCEI-ის 22-ვე პრეზიდენტი მამაკაცი იყო.

"კატია კრაფტი ნამდვილად არის მიზეზი იმისა, რის გამოც მე ამ საქმეს ვაკეთებ“, - ამბობს კარლა ტირაბოსკი, გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი. ტირაბოსკიმ კატია პირველად დოკუმენტურ ფილმში ნახა. მაშინ ის 6 წლის იყო, ამჟამად კი ის მწვერვალების სიღრმეში ცეცხლოვან პროცესებს აკვირდება.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი